ნიკო ფიროსმანაშვილი და გალაკტიონ ტაბიძე.
ორი ქართველი ბუმბერაზი გენია .რაოდენ სამწუხაროა ,რომ ორივენი დაუფასებელი წავიდა ამ ცხოვრებიდან.ორივენი არა ღვინის ლოთები არამედ ქალის სიყვარულით შეზარხოშებული ლოთები.მინდა შემოგთავაზოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი-''თეთრი პელიკანი''
''“ცნობილია, რომ მაშინ მადათოვის კუნძულზე იდგა კოჭლაშვილის დუქანი, სახელად “თეთრი პელიკანი”. მისი კედლები ფიროსმანს მოუხატავს ფარშევანგებით. იქვე ყოფილა გამოსახული გემი და დიდი თევზი. ეს იყო კედლის მხატვრობა _ ასე არის აღწერილი ზდანევიჩის კატალოგში. მერე ის დუქანი დაინგრა და დაიშალა, და ფიროსმანის ფუნჯით კედლებზე მითოვილ-მოთოვილი ფარშევანგები მხოლოდ გალაკტიონის ლექსშიღა შემორჩა. გალაკტიონმა ბრწყინვალედ შეიგრძნო ფიროსმანაშვილის მხატვრობა”.
.გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს.
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები.
სული ტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები.
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვართ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.
***მადო''
- niko gomelauri - firosmani
chemo megobaro marTalia ar gvyavs , magram gmerTma nu qnas ,rom ar gveyolos. uflis nebarTviT da wyalobiT kvlavac gaezrdeba qarTvel ers saamayo qarTvelebi..

yflis nebaa.viqoniot imedi rustavelic guramishvilis chavchavadzec da yvelani uflis sachuqaria qartveli eristvis magram ubedureba is gvchirs rom am hachuqar sachuqars ar vufrtxildebit.