ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ...

წმინდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმინდაო ანგელოზო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და რაოდენი ვსცოდე ღამესა ამას, დამიფარე მე დღეინდელსა დღესაცა ამას და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომთათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.

ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ... - 584319008695

Комментарии