Комментарии
- 16 мая 2015 20:07MАИЯ ЭДЖИБИЯ
- 16 мая 2015 20:22tea shengeliahemi yvelaze sauketeso adgili mteeeeeeeeeel dedamicazeeee
- 16 мая 2015 20:22tea shengelia
- 16 мая 2015 20:41შემო ქმედი ответил tea shengeliahttps://www.youtube.com/watch?v=__uCbdV8_20
- 16 мая 2015 20:42შემო ქმედიmartvili
- 16 мая 2015 22:21dodo fircxalavachemı mrtvılı
- 16 мая 2015 23:45Lia Paikidzechemi sayvareli adgili. dideba ufals.
- 17 мая 2015 08:58OLDUREREM SIZImartla magaria,
- 18 мая 2015 12:59გრიველინა სურმავაdideba yfals
- 21 мая 2015 12:43inessa kurdgeliadidi madloba tekstis avtosr! advilad ver movidziebdi am metad mnishvnelovan informaciebs tadzarze. ufalma daglocot da gagadzlierot!
- 26 фев 2016 21:43♥♥♥ maka♥♥♥ caava♥♥♥martlac madloba avtors da zogiertebs vtxov rom yuradgebit waikitxoooooon es teqsti rom martvilze warmodgena sheecvalot
- 28 фев 2016 22:43მამუკა ფუტკარაიაdideba ufals, martvili martla umagresia
- 8 мар 2016 18:24Gauqmebulia Gauqmebulia ответила ♥♥♥ maka♥♥♥ caava♥♥♥chagetvala maku, vici visac gulisxmob
- 8 мар 2016 20:51♥♥♥ maka♥♥♥ caava♥♥♥xoo aba raa chumad ari vitom ar naxaaa
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
✠✞დიდ ხარ✞შენ უფალო...✞✠
:შემო ქმედი
მარტვილი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.
ტ.VI.- თბ., 1983.- გვ.458
მარტვილი, შუა საუკუნეების ქართული კულტურის კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქალაქ მარტვილში (დაბა გეგეჭკორში - სსრკ-ს დროს). სიტყვა მარტვილი ბერძნულია, ნიშნავს წამებულს. ძველი დასახლებული პუნქტის, მარტვილის, თავდაპირველი სახელწოდება იყო ჭყონდიდი. VII საუკუნის I ნახევარში აქ მარტვილთა სახელზე ააგეს ეკლესია - ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო - კათედრალი მარტვილი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებულ პუნქტის (დამოწმებულია XVII საუკუნის 40-იანი წლებიდან) სახელად დარჩა. მარტვილში მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.), გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.), ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი, რომანოზ მესვეტე (XIX ს.) და სხვა. მარტვილის ხელნაწერთა კოლექცია დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა). X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.).