ტრაპეზზე დებენ უფლის დაწერილ სიტყვას ანუ სახარებას, რადგან ამ ამაღლებული ადგილიდან იგი ყველასთვის ადვილად დასანახი იყოს. სვიმეონ სოლონელი ამბობს, რომ სახარება, რომელიც ამ შემთხვევაში იესოს განსახიერებაა, დევს ტრაპეზზე, რათა ყველა უყურებდეს მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ეკლესიაში იკითხება. წმინდა ტრაპეზი ასევე განასახიერებს იმ ადგილს, საიდანაც სიკვდილის შემდეგ შევიტყობთ გადაწყვეტილებას ჩვენი საბოლოო სამყოფლის შესახებ. ამრიგად, სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს. ჯვარი წმინდა ტრაპეზზე ჯვარი ტრაპეზზე ასევე ნიშნავს ჯვარცმულ და ვნებულ იესო ქრისტეს. იქ, სადაც იწირება უფალი მსხვერპლად, აუცილებლად უნდა იყოს შეწირვის იარაღი - ჯვარი. ჯვარი ამავე დროს სიმბოლოა სამებისა: ზედა ნაწილი განასახიერებს მამა ღმერთს, გადამკვეთი ხაზი კი სიმბოლოა ძისა და სულიწმინდისა. ოდიკი ოდიკი (ანტიმინსი), წმინდა ბარძიმის ქვესაფენი ტრაპეზზე, სელის ან აბრეშუმის ნაჭერია, რომელზეც კუბოში მდებარე მაცხოვარია გამოხატული, აგრეთვე - ოთხი მახარებელი და იესო ქრისტეს წამების იარაღები. ოდიკში წმინდანთა ნაწილებია. ოდიკის გარეშე, რომელიც მღვდელმთავრის მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, წირვის შესრულება არ შეიძლება. იგი ნახევრად იხსნება მრჩობლი, ხოლო სრულიად - კათაკმეველთა კვერექსისას და იკეცება ზიარების შემდგომ სამადლობელი კვერექსისას. წმინდა ნაწილების ჩადება ოდიკში გაგვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები თავს იყრიდნენ მოწამეთა საფლავზე და ეზიარებოდნენ (წირვასაც ასრულებდნენ). სწორედ წმინდა მოწამეებით დაწესდა და დამკვიდრდა ქრისტეს ეკლესია. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია. ოდიკის დასაცავად მას შეახვევენ სხვა აბრეშუმის ქსოვილში, რომელსაც ილიტონი ეწოდება. იგი მოგვაგონებს უფლის კვართს. სანაწილე სანაწილე არის ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი წმინდა ნაწილების შესანახად, რომელიც გამოიყენება სნეულების საზიარებლად და პირველშეწირულის წირვისათვის. ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა იყო შენახული.
✠ღმერთმა დალოცოს✠სრულიად საქართველო✠. ✠ამინ Грузия
სახარება წმინდა ტრაპეზზე
ტრაპეზზე დებენ უფლის დაწერილ სიტყვას ანუ სახარებას, რადგან ამ ამაღლებული ადგილიდან იგი ყველასთვის ადვილად დასანახი იყოს. სვიმეონ სოლონელი ამბობს, რომ სახარება, რომელიც ამ შემთხვევაში იესოს განსახიერებაა, დევს ტრაპეზზე, რათა ყველა უყურებდეს მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ეკლესიაში იკითხება. წმინდა ტრაპეზი ასევე განასახიერებს იმ ადგილს, საიდანაც სიკვდილის შემდეგ შევიტყობთ გადაწყვეტილებას ჩვენი საბოლოო სამყოფლის შესახებ. ამრიგად, სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.
ჯვარი წმინდა ტრაპეზზე
ჯვარი ტრაპეზზე ასევე ნიშნავს ჯვარცმულ და ვნებულ იესო ქრისტეს. იქ, სადაც იწირება უფალი მსხვერპლად, აუცილებლად უნდა იყოს შეწირვის იარაღი - ჯვარი. ჯვარი ამავე დროს სიმბოლოა სამებისა: ზედა ნაწილი განასახიერებს მამა ღმერთს, გადამკვეთი ხაზი კი სიმბოლოა ძისა და სულიწმინდისა.
ოდიკი
ოდიკი (ანტიმინსი), წმინდა ბარძიმის ქვესაფენი ტრაპეზზე, სელის ან აბრეშუმის ნაჭერია, რომელზეც კუბოში მდებარე მაცხოვარია გამოხატული, აგრეთვე - ოთხი მახარებელი და იესო ქრისტეს წამების იარაღები. ოდიკში წმინდანთა ნაწილებია. ოდიკის გარეშე, რომელიც მღვდელმთავრის მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, წირვის შესრულება არ შეიძლება. იგი ნახევრად იხსნება მრჩობლი, ხოლო სრულიად - კათაკმეველთა კვერექსისას და იკეცება ზიარების შემდგომ სამადლობელი კვერექსისას. წმინდა ნაწილების ჩადება ოდიკში გაგვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები თავს იყრიდნენ მოწამეთა საფლავზე და ეზიარებოდნენ (წირვასაც ასრულებდნენ). სწორედ წმინდა მოწამეებით დაწესდა და დამკვიდრდა ქრისტეს ეკლესია. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია. ოდიკის დასაცავად მას შეახვევენ სხვა აბრეშუმის ქსოვილში, რომელსაც ილიტონი ეწოდება. იგი მოგვაგონებს უფლის კვართს.
სანაწილე
სანაწილე არის ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი წმინდა ნაწილების შესანახად, რომელიც გამოიყენება სნეულების საზიარებლად და პირველშეწირულის წირვისათვის. ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა იყო შენახული.