ჩემი სამშობლო აქ, ჩემს პატარა გულშია.

ჩემთვის უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესი. მე უზომოდ მიყვარს საქართველო. ეს სიტყვები უბრალოდ ლამაზი როდია, ისინი ჩემი გულიდან ამოსული გულწრფელობაა.
სიტყვით ყველას უყვარს, სიტყვით სიყვარული მისთვის გაკეთებული საქმიდან ჩანს. ალბათ მკითხავთ : “და შენ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის?” მე ჯერჯერობით სამშობლოსთვის დიდი არაფერიი გამიკეთებია. ჯერ ხომ ერთი სკოლის ჩვეულებრივი მოსწავლე ვარ. მე მხოლოდ ის შემიძლია, საქართველო უზომოდ მიყვარდეს და ვისწავლო კარგად, რათა ჩემს ქვეყნის ჭკვიანი და განათლებული ადამიანი გავხდე, ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და ჩემი სიტყვა ვთქვა, როგორც პიროვნებამ და როგორც მოქალაქემ. შეიძლება უკეთესზე უკეთესი გავხდე… ვინ იცის…
ჯერჯერობით კი ჩემი საქართველო დედასავით მიყვარს… მიყვარს მისი მდინარეები, მთა-გორები, ქუჩები, ტაძრები და ყველაფერი რაც აქ, ჩემს საქართველოშია. მიყვარს ქართველი ხალხი თავისი განსაკუთრებულობით, მათი სტუმართმოყვარე და ტემპერამენტიანი ხასიათი. მიყვარს და მეამაყება დიდი შოთა, ილია აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და უამრავი სასიქადულო მამულიშვილი. მე სულ პატარა ბეღურაც მიყვარს, რადგან ისიც ჩემი სამშობლოს პატარა წევრია, ზამთარშიც რომ არ თმობს თოვლიან ხეებს. მტკივა, როცა ჩემს საქართველოს უჭირს, როდესაც ვიღაცა უღისრად მოიქცევა და ვნერვიულობ განვლილ, დღევანდელ და მომავალ საშიშროებებზე.
“ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი…
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი…
საქართველოო ლამაზო,
სხვა საქართველო სად არის?”💞 💞 💞

ჩემი სამშობლო აქ, ჩემს პატარა გულშია. - 872907448024

Комментарии

  • 8 окт 2018 09:57
    Martlas.     Saqartvelosnairi.     Ulamazesi.    Mxare.     Zrdiloba.     Adamianoba.    Da.    Stumart.    Mokvareoba.    Arsad.   Ar.   Aris.    Gmerto.     Gvimravle.    Sevni.    Qartvelebi.
  • 8 окт 2018 15:34
    gmertma dalocos yvela.