❤♾❤

ამბობენ როცა ქრისტე პატარა იყო, მისი საყვარელი თამაში თიხისგან ფრინველების გამოძერწვა იყო. მერე ამ ფრინველებს მდინარის პირას ჩაამწკრივებდა და ტკბებოდა მათი მზერით.
ერთ დღეს ბოროტმა და ანჩხლმა კაცმა გამოიარა მდინარის პირას.
-რას აკეთებ ცუდო ბავშვო!? დაუყვირა თურმე ქრისტეს. მერე კი თავისი ხელჯოხით თიხის ფრინველების დამტვრევა დააპირა. სწორედ ამ დროს პატარა იესომ თავისი პაწაწინა ხელი გაიშვირა მის მიერ შექმნილი ფიგურირებისკენ და ჩიტები ცოცხალ არსებებად იქცნენ. ისინი ისე სწრაფად გაფრინდნენ რომ ბოროტმა კაცმა ვერ შეძლო მათთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა. ეს ჩიტები მერცხლებად იქცნენ. თავდაპირველად ნაცრისფერები ყოფილან. მოგვიანებით როცა ქრისტე გაიზარდა და მისი ჯვარცმის დღე დადგა, მერცხლები უკან გაჰყვნენ თურმე გოლგოთის გზაზე მიმავალ იესოს. საშინლად დამწუხრებულებმა თურმე ფერი იცვალეს და შავი ფერის გახდნენო. ცდილობდნენ როგორღაც ქრისტეს დახმარებოდნენ. ცდილობდნენ მის თავზე დადგმული გვირგვინიდან ეკლების ამოძრობას. იმასაც ამბობენ რომ ჯვარზე გაკრულ იესოს წყალი ძალიან სწყურებია. მაგრამ მხოლოდ ძმარში დასველებულ ღრუბელს სთავაზობდნენ მისი მწვალებლები. ერთერთი მერცხალი შეეცადა ნისკარტით ქრისტესთვის წვეთი წყალი მიეტანა, თუმცა ჯარისკაცმა შეამჩნია და ისარი ესროლა მაგრამ ამაოდ. მეორედაც მოფრინდა მერცხალი და წვეთი წყალი ისევ მოუტანა. ისევ ესროლა ჯარისკაცმა უშედეგოდ. არ შეეპუა ჯარისკაცის მშვილდ-ისარს მერცხალი და მესამედაც მოუტანა მაგრამ ამჯერად ისარი კუდში მოხვდა მერცხალს და შუაზე გაუყო. ამიტომ აქვს ასეთი უცნაური კუდი მერცხალს.
მერცხალი წმინდა ფრინველად ითვლება. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ადამიანის მახლობლად დასახლებას და არავინ არასდროს არ ვნებს მათ ბუდეებს.
სანამ მერცხალი არსებობს ნუ გეშინია ადამიანო, იესო ჩვენს გვერდითაა.!

Комментарии