"საკუთარი თავი და საკუთარი ცოდვები განიხილე.

ამას არავინ გიშლის, რადგან ამგვარად ცოდვებსაც გამოასწორებ და არც თავს დაიზიანებ, ხოლო თუ საკუთარ თავს ყურადღებას არ მიაქცევ და სხვების მსაჯულად იქცევი, ვერც კი იგრძნობ, ისე დააგროვებ ცოდვების ტვირთს. სწორედ ამიტომ, გევედრები, ყველანაირად მოერიდე მოყვასის განკითხვას. მართალია, შენ არ ხარ მსაჯული და მხოლოდ აზრებით განიკითხავ, მაგრამ მაინც ვარდები ცოდვაში, რადგან მტკიცებულებების გარეშე და, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ ეჭვის ან ცილისწამების გამო განიკითხავ, ამიტომაც ბრძანებს დავით მეფსალმუნე: "თავისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან" (ფს. 100:5). ... მკაცრად ნუ განიკითხავ სხვებს და ნუ იქნები სასტიკი მსაჯული, იყავი მშვიდი და კაცთმოყვარე. შეიძლება ჩვენ არ ვართ მრუშები, საფლავების მძარცველნი, ქურდები, მაგრამ გვაქვს სხვა ცოდვები, რომელთა გამოც მრავალი სასჯელის ღირსი ვართ. მაგალითად, ძმისთვის ხშირად გვიწოდებია სულელი, რის გამოც გეენას ვიმსახურებთ; დიაცებისთვის შეგვიხედავს თავშეუკავებელი მზერით, რაც მრუშობის ტოლფასია და რაც ყველაზე უარესია – ღირსეულად არ ვმონაწილეობთ საიდუმლოებებში, რაც ქრისტეს სისხლისა და ხორცის წინაშე დამნაშავეებად გვაქცევს. ნუ ვიქნებით მკაცრი გამომძიებლები სხვების საქმეების, ჩვენს ნამოქმედარზე ვიფიქროთ და მაშინ აღარ ვიქნებით ასეთი არაადამიანურნი და სასტიკნი".
წმ. იოანე ოქროპირი.

Комментарии

Комментариев нет.