ორთუბნის დედათა მონასტერი - მონასტრის წინამძღვარს აქაურობა წალკოტად უქცევია
ძამის ხეობა-ბერმონაზონთა სავანე იმ მონასტრების შორის რომელიც ოდესმე მომილოცია მართლმადიდებლური შეგნებით ეს მონასტერი პირველია... არცერთი აქ გატარებული წუთი არ დამავიწყდება... არამარტო მოვილოცე გარკვეული პერიოდი აქ ვცხოვრობდი... ყოველ წამში დიდი სითბო მოდიოდა დედებისგან რომლებიც იქ მსახურობდნენ... უფალმა ძალა მისცეს თითვეულ მათგანს... ძამის ხეობისკენ მიმავალ გზას ბერმონაზონთა სავანეებისკენ მივყავართ. ქარელის რაიონში მდებარე ეს ხეობა მართლაც რომ დახუნძლულია ეკლესია-მონასტრებით და ბერმონაზონთა სიმრავლით გამოირჩევა. ირგვლივ საოცარი მადლი იგრძნობა... ხეობაში ამ ეპარქიის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ მონასტრებში ბერმონაზვნები ტიპიკონის მიხედვით ერთდროულად აღავლენენ ღვთისმსახურებას და ასე ერთობით ადიდებენ უფალს. როგორც კი სოფელ ორთუბანში შეხვალთ, ღვთისმშობელის შობის სახელობის უძველესი ეკლესია შეგხვდებათ. მეუფე იობის ლოცვა-კურთევით, აქ დედათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვარია, მონაზონი მარიამი (ჩხაიძე). სტუმარი რომ ღვთისაა, ეს მონასტერში კარგად იციან და ღვთის სახლის ზღურბლთან მისულებს ყველას სიყვარულით ეგებებიან. მონასტრის წინამძღვარს აქაურობა წალკოტად უქცევია...
✞გზა უფლისკენ✞
:gauqmebulia gauqmebulia
ორთუბნის დედათა მონასტერი - მონასტრის წინამძღვარს აქაურობა წალკოტად უქცევია
ძამის ხეობა-ბერმონაზონთა სავანე
იმ მონასტრების შორის რომელიც ოდესმე მომილოცია მართლმადიდებლური შეგნებით ეს მონასტერი პირველია... არცერთი აქ გატარებული წუთი არ დამავიწყდება... არამარტო მოვილოცე გარკვეული პერიოდი აქ ვცხოვრობდი... ყოველ წამში დიდი სითბო მოდიოდა დედებისგან რომლებიც იქ მსახურობდნენ... უფალმა ძალა მისცეს თითვეულ მათგანს...
ძამის ხეობისკენ მიმავალ გზას ბერმონაზონთა სავანეებისკენ მივყავართ. ქარელის რაიონში მდებარე ეს ხეობა მართლაც რომ დახუნძლულია ეკლესია-მონასტრებით და ბერმონაზონთა სიმრავლით გამოირჩევა. ირგვლივ საოცარი მადლი იგრძნობა... ხეობაში ამ ეპარქიის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ მონასტრებში ბერმონაზვნები ტიპიკონის მიხედვით ერთდროულად აღავლენენ ღვთისმსახურებას და ასე ერთობით ადიდებენ უფალს.
როგორც კი სოფელ ორთუბანში შეხვალთ, ღვთისმშობელის შობის სახელობის უძველესი ეკლესია შეგხვდებათ. მეუფე იობის ლოცვა-კურთევით, აქ დედათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვარია, მონაზონი მარიამი (ჩხაიძე). სტუმარი რომ ღვთისაა, ეს მონასტერში კარგად იციან და ღვთის სახლის ზღურბლთან მისულებს ყველას სიყვარულით ეგებებიან. მონასტრის წინამძღვარს აქაურობა წალკოტად უქცევია...