ქალი

ქალი აგშლის და
ქალი დაგაწყობს...
ფიქრებს ათ ფინჯან
ყავად შეგიცვლის...
ცად განავარდებს
მერნის ჯირითით,
ღრუბლებზე სულის
სუფრას გაგიშლის;
თან დაგიმონებს,--
ვერც ისპარტაკებ...
გადაგაცურებს
მღელვარე ზღვასაც...
ფრთებს გაგიშლის და
ფრთებს შეგიკეცავს,
ამოგიხერგავს
მოთმენის ზღვარსაც;
დაგეფინება
გულზე ნიავად,
არ გაგახედებს
ნაცოდვარ მხარეს...
.მეტი რა გიყოს-
ჯერ გაგაგიჟებს,
მერე განგკურნავს
გულს გაგიხარებს.

Комментарии