მშვენიერება სულის სიღრმიდან,

თვალების გავლით სახეს ედება,
ნაოჭებშია გადამალული,
ლამაზი ქალის ჩუმი ვედრება.
მომხიბვლელობა, ქალს რომ ამშვენებს,
ღიმილში კრთება, ბაგეს ეხება,
უშნო ქალს ალბათ ვერსად მოძებნით,
რადგან ყველას აქვს სულის მშვენება.
ასაკი რაა, თუ სიყვარულით,
სავსეა გული და არ ბერდება,
ნაოჭებს მიღმა გაზაფხულია
და კაცის გულთან ისევ ჩერდება.
ნუ დაივიწყებთ, რომ მის მზერაში,
თქვენი ოცნების სხივი ხელდება,
მინდა, რომ იყოთ ჩვენზე ძლიერნი,
ჩვენი სიცოცხლე თქვენით გრძელდება.
ყველას გვჭირდება, მკერდში ჩაგვიკრათ,
სანამდე გული არ გაჩერდება,
მინდა დაგეყრდნოთ, როცა ვიღლებით
და როცა ვგრძნობთ, რომ ძალა გველევა.
მიყვარხართ, თქვენით ცოცხლობს ოცნება,
გული, ყოველთვის, თქვენთვის ხელდება,
ნუ დაივიწყებთ, რომ ყველა ქალში,
დაფარულია მშვენიერება...
ქეთი ალასანია https://www.facebook.com/mcvane.ge

Комментарии

Комментариев нет.