გიორგი ლეონიძის მონატრება მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო. ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! მივდივარ და სად მივდივარ, სადაური საითა? ლელო ერთხელ გავიტანე, განა კიდევ გავიტან?! გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე მოგუგუნე ზარები და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ ჩამოვხსენი კარები. მხოლოდ ერთხელ აღვაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ კარნი სამოთხისანი. მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო?! სადაური სად გაფრინდა, ვის ცერზე ზის ტიალი, ვის შეუდგა და ვის ასმევს შარბათს ოქროს ფიალით? ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს მოგუგუნე ზარები და დარუბანდს ახლა ერთხელ მან ჩამოხსნას კარები! ახლა სხვამან აღაშენოს სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დასძრას დიდგორს, როგორც ერთხელ დავძარი! ახლა სხვასაც დაესიზმროს სიყვარულის სიზმარი და განეხვნეს ერთხელ სხვასაც კარნი სამოთხისანი! მინდა, ზვრები გაზაფხულის ღრუბელს მოვაწვიმინო, ვაი, როგორ გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო! არჩილ სულაკაური https://www.youtube.com/watch?v=fqejgy4xQN4 მუსიკა გიორგი ცაბაძის. ჩემი ჟღალი მიმინო! გამიფრინდა... სად გაფრინდა, ვისთან არის ვინ იცის?! უიმისოდ მზეც არ მინდა, მზეც არ მინდა თბილისის! დაღვრემილი ვხვდები აისს, დამრჩა მხოლოდ ოცნება! ნეტავ ახლა ვისთან არის, ვის მიერ იკოცნება?! ვახ, ნეტავი მაცოდინა ვის მხარზე ზის ამჯერად! დღემდე მაინც ისე მტკივა ვით მოჭრილი მარჯვენა! ვიდრე გულიც დაფერფლილა, მინდა წავიღიღინო! ''ვაი, რა შორს გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო!'' ოთარ რურუა
რწმენა, იმედი, სიყვარული
:otar rurua
მხოლოდ ერთხელ...
გიორგი ლეონიძის მონატრება
მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!
გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.
მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.
მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?
ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!
ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!
ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!
მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!
არჩილ სულაკაური https://www.youtube.com/watch?v=fqejgy4xQN4 მუსიკა გიორგი ცაბაძის.
ჩემი ჟღალი მიმინო!
გამიფრინდა... სად გაფრინდა,
ვისთან არის ვინ იცის?!
უიმისოდ მზეც არ მინდა,
მზეც არ მინდა თბილისის!
დაღვრემილი ვხვდები აისს,
დამრჩა მხოლოდ ოცნება!
ნეტავ ახლა ვისთან არის,
ვის მიერ იკოცნება?!
ვახ, ნეტავი მაცოდინა
ვის მხარზე ზის ამჯერად!
დღემდე მაინც ისე მტკივა
ვით მოჭრილი მარჯვენა!
ვიდრე გულიც დაფერფლილა,
მინდა წავიღიღინო!
''ვაი, რა შორს გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!''
ოთარ რურუა