ყოჩივარდა

იცი როგორ ამითრთოლე გული,
რომ მომართვი ყოჩივარდას კონა.
ყოჩივარდას გაზაფხულის სითბო
და ზამთარის გაღიმება მოჰყვა.
ისე უცებ ამერია ფიქრი,
ოცნებები ახმაურდა ჩუმად.
მე ხომ შენი სიყვარული მჯერავს,
და ეს გულიც სიყვარულით სუნთქავს.
ისევ ჩუმად ჩავიფიქრე ნატვრა
და ამ ნატცრის ასრულება მსურდა.
ყოჩივარდამ გამოღიმა გულით,
სიყვარულით შემომცინა უცბად.
შემახსენა პაწაწინამ თავი
და მახარა გაზაფხულის მოსვლა.
სულს დარდები გამიფანტა და გულს
სიყვარული დაუბრუნა უცბად.
14.02.2016
მზია კაპანაძე

ყოჩივარდა - 852331763939

Комментарии

  • 3 мар 2017 21:12
    ramdeni damikrefiaa...tanac tovlshi..