ამაღლება! ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულის წმიდისათა,განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა!ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა. ამაღლება — ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომიდან მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ღმერთების ზეცად ამაღლების მითი მრავალ რელიგიაშია ცნობილი. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში მე-11 ე საუკუნე. აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადი-დებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს", რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა მათ: „თქვენ დარჩით იერუსალიმში, სანამ არ შეიმოსავთ ძალას მაღლიდან. თქვენ მიიღებთ ამ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმიდა; შემდეგ წადით და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით". ამ სიტყვების შემდეგ ქრისტემ აიყვანა ისინი ზეთისხილის მთაზე, აკურთხა და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში. და იქ დაჯდა მამა ღმერთის მარჯვნივ. მოციქულები იდგნენ და ზეცისკენ იცქირებოდნენ. მათ გამოეცხად-ათ ორი ანგელოზი, რომელთაც უთხრეს: „რატომ დგახართ და იცქირებით ზეცისაკენ? იესო, თქვენგან ზეცას ამაღლებული, მოვა ისევე, როგორც თქვენ იხილეთ იგი აღმავალი ზეცას". მოციქულებმა თაყვანი სცეს ქრისტეს და სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.
კეთილი სურვილებით!
:დალი Dali დადუნაშვილი
ქრისტე ღმერთის ამაღლებას გილოცავთ!
ამაღლება!
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულის წმიდისათა,განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა!ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.
ამაღლება — ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომიდან მეორმოცე დღეს.
იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ღმერთების ზეცად ამაღლების მითი მრავალ რელიგიაშია ცნობილი. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში მე-11 ე საუკუნე. აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადი-დებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს", რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა მათ: „თქვენ დარჩით იერუსალიმში, სანამ არ შეიმოსავთ ძალას მაღლიდან. თქვენ მიიღებთ ამ ძალას, როცა თქვენზე გადმოვა სულიწმიდა; შემდეგ წადით და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით". ამ სიტყვების შემდეგ ქრისტემ აიყვანა ისინი ზეთისხილის მთაზე, აკურთხა და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში. და იქ დაჯდა მამა ღმერთის მარჯვნივ. მოციქულები იდგნენ და ზეცისკენ იცქირებოდნენ. მათ გამოეცხად-ათ ორი ანგელოზი, რომელთაც უთხრეს: „რატომ დგახართ და იცქირებით ზეცისაკენ? იესო, თქვენგან ზეცას ამაღლებული, მოვა ისევე, როგორც თქვენ იხილეთ იგი აღმავალი ზეცას". მოციქულებმა თაყვანი სცეს ქრისტეს და სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.