იერიქონის საყვირი – ირონიულად იტყვიან ადამიანზე, რომელსაც მეტისმეტად მგრგვინავი ხმა აქვს.

პალესტინის უძველესი ქალაქი იერიქონი (იერიქო) ბიბლიურ მითებშია მოხსენებული, იგი წარმოიშვა 6 000 წლის წინათ, იგი მდებარეობდა იერუსალიმიდან 22 კმ – ს დაშორებით,იქ სადაც ამჟამად არაბული სოფელი ირიხა არის,იგი მდებარეობდა სავაჭრო გზების ჯვარედინზე და ითვლებოდა უმდიდრეს ქალაქად სტრატეგიული მნიშვნელობა დიდი ჰქონდა, კარგადაც იყო დაცული, ძ წ II ათასწლეულის შუახანებში ეგვიპტის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა პალესტინაზე გაილაშქრეს აღთქმული ქვეყნის დასაპყრობად, დაიპყრეს იერიქონიც და მიწასთან გაასწორეს, ბიბლიის თანახმად ებრაელთა სამხედრო ტექნიკა უძლური აღმოჩნდა იერიქონის დასანგრევად, მის დანგრევას მიაღწიეს მეომრებმა მხოლოდ ღვთისაგან კურთხეული წმინდა საყვირების გუგუნით, საყვირების ხმაურმა ჰაერის ისეთი რხევა გამოიწვია, რომ სულ ერთიანად დაანგრია ქალაქის გალავანი, აქედან წარმოსდგება თქმა - "იერიქონის საყვირი"

Комментарии