არნოლდ ბიოკლინის -"მიცვალებულთა კუნძული"(«Die Toteninsel») -.

ცნობილი ნამუშევარი რომელიც ევროპის მაშტაბით ძალზედ პოპულარული იყო ,ამშვენებდა ზიგმუნდ ფროიდის კაბინეტს და ლენინის ოთახს.სალვადორ დალიმ კი არნოლდ ბიოკლინს პატივი მიაგო სურათში "ბიოკლინის მიცვალებულთა ჭეშმარიტი გამოსახულება საღამოს ლოცვის საათში" .სურათის შთაგონებით დაიწერა ხუთი მუსიკალური ნაწარმოები.საინტერესოა, რომ ნაცისტური იდეოლოგიის კულტურული საფუძვლის შექმნის მცდელობისას ჰიტლერმა ბიოკლინი დაასახელა გერმანელების და არიული სულის ყველაზე ღრმა გამომხატველ მხატვრად. "მიცვალებულთა კუნძულში" ფიურერს როგორც ჩანს მოსწონდა გმირთა-უმაღლესი რასის წარმომადგენელთა რჩეულების იდეა- "მათ ერგებათ მარადიული სიმშვიდე მდაბიოთა სულების მიუწვდომელ ადგილას" თვლიდა ჰიტლერი. . გერმანელი მისტიკოსი მხატვრის ამ ნამუშევარს ამსგავსებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს "შემოღამება მთაწმინდაზე".გერონტი ქიქოძეს თქმით ორივე ნაშრომი აღსავსეა სულიერი ტანჯვითა და მისტიკური იდუმალებით.
ბიოკლინი ჩვეულებრივ სახელებს არ არქმევდა თავი ნამუშევრებს.მაგრამ სახელი "მიცვალებულთა კუნძული" ალბათ თავად მან დაარქვა სურათს: 1880 წელს ფლორენციიდან მან მისწერა სურათის დამკვეთ მეცენატ ალეკსანდრ გიუნტერს რომ "მიცვალებულთა კუნძული" («Die Toteninsel») მალე იქნება დამთავრებული.
სურათი ჯერ არ იყო დამთავრებული რომ ახალგაზრდა ქვრივმა მარია ბერნამ მას დაუკვეთა "სურათი ზმანებებისთვის"(«Bild zum Träumen»). დამკვეთს ალბათ ნანახი ჰქონდა "კუნძულის" დაუმთავრებელი პირველი ვარიანტი. ის გახდა მეორე ვარიანტის მფლობელი. საინტერესოა რონ ნავში მდგომი ფიგურა თეთრ სუდარაში და სრკოფაგი მის წინ არ იყო სურათის არც პირველ და არც მეორე ვარიანტში. ისინი მხატვარმა ცოტა მოგვიანებით დაამატა. " კუნძულის" მესამე ვერსია ბიოკლინმა დახატა 1883 წელს ბერლინელი კოლექციონერი და გამომცემელი ფრიც გურლიტის დაკვეთით.(1933 წელს კი აღნიშნული მესამე ვერსია შეიძინა ჰიტლერმა და გამოფენილი იყო რაიხსკანცლერიაში). 1884 წელს კი ფინანსურმა სიძნელეებმა მხატვარს უბიძგა სურათის მე-4 ვერსიის დახატვისკენ//ის დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის წლებში//.
"კუნძული" მეხუთედ მხატვარმა დახატა 1886 წელს ლაიპციგის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის.
მაგრამ პატიოსანი ბიოკლინი არ აკეთებდა სურათის ასლებს. ის ახლებურად ამუშავებდა სიუჟეტს. ინარჩუნებდა სურათის კომპოზიციას,მაგრამ ცვლიდა ზომებს, ტექნიკას,ფერადოვან გამას,განათებას და პოულობდა განწყობის ახალ ნიუანსებს ბნელი უიმედობიდან ნათელ ტრაგიზმამდე.რომელი კუნძულითაც არ უნდა ყოფილიყო შთაგონებული ბიოკლინი მან მოახერხა ნატურისგან,ხილული სინამდვილისგან განდგომა. ეს კუნძული კლდეებში გამოკვეთილი აკლდამებით და პატარა ნავსადგომით არ ეკუთვნის მიწიერ ცხოვრებას, ის არის სხვა, ცოცხლებისთვის მიუწვდომელ სივრცეში.
ნავი რომელშიც არის სუდარაშემოხვეული გადამყვანი და დგას სარკოფაგი არ არღვევს ამ ლანდის მსგავსი მელანქოლიური და ცოცხალ სუნთქვას მოკლებული მაგრამ თავისებურად მშვენიერი სამყაროს დუმილს."მიცვალებულთა კუნძულის" მელანქოლიურობა ზუსტად ასახავდა საზოგადოების იმ განწყობას რომელსაც ერქვა დეკადანსი-ბუნდოვან დარდს, ბნელ წინათგრძნობებს,საიქიოთი ხარბად დაინტერესებას, ცხოვრებისგან დაღლის განცდას, უხეში მიწიერი სინამდვილის უარყოფას...

არნოლდ ბიოკლინის -"მიცვალებულთა კუნძული"(«Die Toteninsel») -.ცნობილი ნამუშევარი რომელიც ევროპის მაშტაბით ძალზედ პოპულარული იყო ,ამშვენებდა ზიგმუნდ ფროიდის კაბინეტს და ლენინის ოთახს.სალვადორ დალიმ კი არნოლდ ბიოკლინს პატივი მიაგო სურათში "ბიოკლინის მიცვალებულთა ჭეშმარიტი გამოსახულება საღამოს ლოცვის საათში" .სურათის შთაგონებით დაიწერა ხუთი მუსიკალური ნაწარმოები.საინტერესოა, რომ ნაცისტური იდეოლოგიის კულტურული საფუძვლის შექმნის მცდელობისას ჰიტლერმა ბიოკლინი დაასახელა გერმანელების და არიული სულის ყველაზე ღრმა გამომხატველ მხატვრად. - 838046125480

Комментарии