სამხრეთ აფრიკის მეკარე იოჰანსბურგში ჩაცხრილეს

წუხელ გვიან, სამხრეთ აფრიკის მეკარე მის სამშობლოშივე მოკლეს.
The Guardian იტყობინება, რომ სენზო მეივას ქალაქ იოჰანსბურგთან ახლოს ესროლეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. 27 წლის კიპერი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქალაქის პოლიციამ დაადასტურა, რომ სენზო რამდენიმე ტყვიის გასროლის შედეგად იქნა გარდაცვლილი, თუმცა მკვლელის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, კიპერი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 2013 წლიდან ასპარეზობდა. ასევე, ის “ორლანდო პირატსის” მეკარე იყო, 2005 წლიდან.

Комментарии

Комментариев нет.