ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტრადიციულად გამართლა პრესკონფერენცია პრემიერ ლიგის მორიგი თამაშის წინ, რომელსაც მისი გუნდი ხვალ ჩაატარებს, სტუმრად, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ.

"რონალდ კუმანი? ჩვენ ვმუშაობდით მისტერ ვან გაალის "ბარსელონაში" და სამწვრთნელო შტაბში კოლეგები ვიყავით. შესაბამისად, მე კარგად ვიცნობ რონალდს და ვიცი, რომ ის კარგი მწვრთნელია, სწორი მიდგომით. ვიცი მისი საფეხბურთო პრინციპების შესახებ და როდესაც გავიგე, რომ მას პოჩეტინოს გუნდი უნდა ჩაებარებინა, ვიფიქრე, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა კლუბის მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ "საუთჰემპტონმა" დაკარგა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, კლუბის ხელმძღვანელობა ზუსტი აღმოჩნდა. ახლა კი გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს, კარგი მწვრთნელით და საკმაოდ კარგადაც თამაშობენ. ისინი აღწევენ შედეგებს, ლიგიდან გავარდნის საფრთხე არ ემუქრებათ, ტიტულზე ფიქრიც ადრეა, ამიტომ არანაერ ზეწოლას გრძნობენ. ისინი მშვენიერ სიტუაციაში არიან იმისათვის, რომ ლამაზად და სანახაობრივად ითამაშონ, რასაც აკეთებენ კიდეც.
ახლა, მე მიჭირს 11 ძირითადი და შვიდი სათადარიგო მოთამაშის შერჩევა, რადგან ყველა ფორმაშია. "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მე რემის, სალაჰის და აკეს დატოვება მომიწია განაცხადს მიღმა. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ შანსის მისაღებად, ამიტომ ეს ჩემთვის ყველაზე "კარგი პრობლემაა"", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

Комментарии

Комментариев нет.