ნოდარ დუმბაძე გურიაში წავიდა და მისი მეგობარი ჯანსუღ ჩარკვიანი გაყვა თან.

გზაში ხუმრობდნენ, გურულები არც ისე სხარტები და ენაკვიმატები ხართ ნოდარ, ეს შენ ხარ ასეთიო. ნოდარს გაეცინა და არაფერი უპასუხა, ჩავიდნენ ჩოხატაურში და გზაზე უცებ გოჭმა გადაურბინათ, დამუხრუჭება ვერ მოასწრეს და გოჭი მანქანით გაიტანეს, გადმოვინენ მანქანიდან და რომ, ნახეს აღარაფერი ეშველებოდა გოჭს, საბარგული გააღეს, ის იყო უნდა ჩაედოთ და მთის ფერდობიდან ერთმა გურულმა გადმოსძახათ : -- ბიჭო ნოდარიე, არ მითხრა ახლა მაი გოჭი სამკურნალოდ რომ, მიგყავს საავადმყოფოში აბდალევ, დატიე მაქანე და საღამოს ვახშმად გელით ჩემთან, მაწვიე მაი ყაზილარიც თან რომ გახლავს - ო. ნოდარმა ჯანსუღს ნიშნისმოგებით გადახედა : --- ბიჭო ჯანსუღა, მოკაკვე თითი ახლა და ვეწვიოთ ამეღამ აფრასიონას ნუ ვაწყენიებთო.

ნოდარ დუმბაძე გურიაში წავიდა და მისი მეგობარი ჯანსუღ ჩარკვიანი გაყვა თან. - 848703192029

Комментарии

Комментариев нет.