შენ, ჩემო დიდო იმედო,

კოშკო, ნაგებო კირითა,
კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა!
წითელო მოვის პერანგო,
შვიდგან შეკრილო ღილითა.
ცავ, წმინდავ, ვარსკვლავიანო.
მზევ, დაფენილო დილითა,
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანამც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა - ძილითა. ვერცხლისა თასადამცც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდი, დაფერილი მქნა წითლადა -- შემსვამდი შეგერგებოდი, ანა მქნა ვერცხლის სათითე, რო ხელზედ ჩაგედებოდი, ანა მქნა ოქროს ბურთვაი - კალთაში ჩაგეშლებოდი. ან ვერცხლის ფულად მაქცია ჯიბეში ჩაგეყრებოდი! ან შენი ნამდგლის ყავა მქნა რო ფზახე შეგეჭრებოდი. ანა მქნა ვარდი ყოილი, რო პირზედ დაგეყრებოდი, ანა მქნა მოვის პერანგი რო გულზე დაგადნებოდი! ან შენი ძმა მქნა მოწილე -- აროდეს გაგეყრებოდი! ან შენი ნანდაური მქნა -- გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი, ძალიან დამწუხრებული გზაზედამც შეგეყრებოდი ...... /ხალხური/

ლადო კუხაშვილი -- შენ ჩემო დიდო იმედო

Комментарии