“და არ მოუკლავთ იგი” (სიმართლე იესოს შესახებ)

“და არ მოუკლავთ იგი” (სიმართლე იესოს შესახებ) - 557167431805
იესო უჩვეულოდ მოევლინა ამ ქვეყანას და ასევე უჩვეულოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, იგი ისევა გაჩნდა, როგორც ადამი, მამის გარეშე.
“უეჭველად, ალლაჰის წინაშე ღისას გაჩენის ფორმა ადამის გაჩენის ფორმის მსგავსია: მან იგი მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა: იქმენ! და იქმნა ისიც”(ალი იმრანი 59)
მან სიკვდილი ზეცაში აღდგომით დაამარცხა ვიდრე მეორედ მოსვლამდე. “არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია(ნისა 158)
ღისა(იესო) შუამავალი იმდენად გამორჩეულია რომ ზოგმა ხალხმა ის ღმერთად გომოაცხადა, ამის მიზეზად ისინი მის ამაღლებას და ჩადენილ სასწაულებს ასახელებენ. მრავალ უჩვეულო თვისებათა შორის, რომლითაც ის დაჯილდოებული იყო, ერთ-ერთი ლაპარაკის უნარი, რომელიც მას დაბადებისთანავე გააჩნდა. ის იცავდა დედას და ამბობდა, რომ მას შუამავლის მისია ჰქონდა დაკისრებული, რაც დიდ გაოცებას იწვევდა და ყველა გაოგნებული იყო მისი ამ თვისების
გამო. მან ადრეულ ასაკშივე მოიპოვა დაფასება და კარგი რეპუტაცია. ყურანში წერია: “მიუთითა მისკენ. უთხრეს: “როგორ ველაპარაკოთ მას ჩვენ, როცა იგი ჩვილია, აკვანში მწოლიარე?”
“მიუგო: “უეჭველად, მე ალლაჰის მსახური ვარ. მე მიბოძა წიგნი და მე დამადგინა შუამავლად”(სურა მარიამი 29-30)
როცა გაიზარდა, ორივე თვისება გამოავლინა ცოდნაც და სიბრძნეც. მას აგრეთვე ჰქონდა მკურნალის სასწაულმოქმედი ძალაც, ის არასოდეს ეძებდა პოპულარობას და განდიდებას, ყოველთვის იმაზე მიუთითებდა ვინც გამოგზავნა:
ღმერთზე. “და უთხრა ალლაჰმა: “ ჰეი ღისა, მარიამის შვილო, განა შენ უთხარი ხალხს, დაგვადგინეთ მე და დედაჩემი ორ ღმერთად, ალლაჰის გარდა? “ მიუგო: “დიდება შენდა! როგორ ვიტყოდი იმას, რაც არ ვიცი. მე რომ ეს მეთქვა, შენ გეცოდინებოდა. შენ უწყი იმას, რაც ჩემშია, მე კი არ ვიცი ის, რაც შენშია. უეჭველად, შენ ის ხარ, ვინც უწყის დაფარული.(მაიდე 116)
ამის შესახებ ბიბლიაში წერია, სადაც ის თავის მოციქულებს არიგებს “ის ვინც გაღიარებს თქვენ, მაღიარებს მეც და ის ვინც მაღიარებს მე აღიარებს მას, ვინც მე გამომგზავნა”. (მათე 10:40)
ამ მონაკვეთიდან ნათლად ვხედავთ თუ რა განსხვავებაა იესოს და ღმერთს შორის და ასევე მასსა და მის მოციქულებს შორის.
მისი მოციქულები რჩეული ადამიანები იყვნენ, რომლებიც მას დაყვებოდნენ ყველგან და მოუწოდებდნენ ხალხს ჭეშმარიტი რწმენისა და კეთილ საქმების კეთებისაკენ, ასწავლიდნენ რომ ღმერთი უფრო დიადია, ვიდრე არსებული კანონები.
“არ გეგონოთ მე კანონიერებისა და შუამავლების შესაცვლელად მოვედი. მე მოვედი არა მათ შესაცვლელად, არამედ კანონიერებისა და შუამავლობის აღსასრულებლად” (მათე 5:17-19)
ყველა ქრისტიანი ღისას არ თვლიდა ღვთიურ არსებად, ბევრს მიაჩნდა, რომ მასზე ასეთი წარმოდგენა მხოლოდ იმიტომ შეექმნათ, რომ რომაელებმა ჯვარს აცვეს ის. ყურანში ეს თვალსაზრისი არ არის გაზიარებული და ნათქვამია:
“და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ, და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი (ღისა)”(სურა 4/157)
ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, რომელნიც სამებას ქადაგებენ, მოგვიანებით შეეცადნენ აეხსნათ, რომ აუცილებელი იყო, ღმერთს გაეწირა და ჯვარს ეცვა მისი ერთადერთი შვილი, რათა დანარჩენი კაცობრიობის ცოდვა გამოესყიდა?. თუმცა ბიბლიაში არ არის ეს იდეა მხარდაჭერილი, რომ ღმერთი დაუნდობელია და სჯის და კლავს უდანაშაულო ღისას რათა დანარჩენის ცოდვები გამოისყიდოს. ბიბლიაში წერია: “მამები არ უნდა მოკვდნენ შვილების გამო და არც შვილები უნდა მოკვდნენ მამების გამო. ყველა ადამიანი შეიძლება მოკვდეს მხოლოდ საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად”(მეორე კანონი 24:16)
რადგან უფალი კაცთმოყვარეა, ის უფრო მიმტევებელია, ვიდრე სამაგიეროს გადამხდელი. მუსულმანები და ქრისტიანები ვერ თანხმდებიან იმ საკითხში, თუ როგორ დატოვა ღისამ ეს ქვეყანა, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ იმაში რომ როცა დრო ამოიწურება, ის როგორც მესია დაბრუნდება მთელი თავისი დიდებით. ის დაამარცხებს ანტი-ქრისტეს, ანუ” დაჯალს”. ამის შემდეგ ის 40 წლის განმავლობაში მშვიდობიანად მართავს ქვეყანას ააყვავებს მას. ის დაქორწინდება, ეყოლება შვილები და ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება. მას მუჰამედის, ბოლო შუამავლის გვერდით დაკრძალავენ. ძვირფასო საზოგადოებავ!!!!
ეჭვგარეშეა რომ, ღისა ჩვენი დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ქრისტიანები მას განკაცებულ ღვთიურ ძალად აღიარებენ. მუსლიმები მას პატივს მიაგებენ, როგორც ღმერთის ერთ-ერთ შუამავალს და ეთანხმებიან ქრისტიანებს, რომ ის მომავალი მესიაა. მუსლიმებს ისევე სწამთ ღისასი და
ჭეშმარიტების, რაც მას ეუწყა, როგორც სხვა ღვთის შუამავლების და მათი სიბრძნის შჯერათ.
“თქვი (ჰეი მუჰამმედ), რომ: “ვიწამეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც
ზემოგვევლინა ჩვენ და რაც ზემოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, ღისას და შუამავლებს მათი ღმერთიდან. და არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის, და ჩვენ მორჩილნი(მუსლიმნი) ვართ მისი(ალლაჰის)..(სურა ალი იმრან 3:84) როგორც ვთქვით ღისა(იესო) მრავალ სასწაულებს ახდენდა, ყურანში წერია: “აკი უთხრა ალლაჰმა: ო, მარიამის შვილო ღისა! გაიხსენე ჩემი წყალობა
შენზე და დედაშენზე, ოდეს გაგაძლიერე სიწმინდის სულით, რათა დალაპარაკებოდი ხალხს აკვნიდან და ზრდასრულიც; აჰა, შეგასწავლე შენ წიგნი და სიბრძნე, თევრათი და ინჯილი; ოდეს ჩემის ნებით მიწისგან გამოძერწე ჩიტის ქანდაკება, შთაბერე მასში და იგი ჩემსა ნებითვე ფრინველად გადაიქცა; და როცა კურნავდი ბრმებს და კეთროვნებს და როცა სიცოცხლეს
უბრუნებდი მკვდრებს ჩემი ნებით. გაიხსენე, როგორ მივაქციე შენგან ისრაელის შვილნი, როცა მიხვედი მათთან ცხადი მტკიცებებით და რომელნიც ურწმუნონი იყვნენ, მათგან თქვეს:”სხვა არაფერია ეს, თუ არა აშკარა
გრძნეულება”!(სურა მაიდე 5:110)
მე-4 საუკუნეში გამართულ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე კი ღისას ღვთიური წარმომავლობა აღიარეს და მას ნაწილობრივ ღმერთის სტატუსი მიანიჭეს, მაგრამ თავად ღისას სწავლების მიხედვით ცნობილია, რომ მას ეს არ უთხოვია და არც მხარს არ უჭერდა,. რა იყო მისი მისია?იესოს მისიაზე მხოლოდ ყურანში არ არის საუბარი ბიბლიაში მათეს სახარების მიხედვით 15:24 იესო
“ისრაელის ცხვარივით დაბნეული შვილების” წინამძღოლად წარმოგზავნეს და მას არ ჰქონია იმის პრეტენზია, რომ ის როგორც შუამავალი უნივერსალურია.
თქმა იმის რომ იესო ღმერთის ძეა, თან მხოლოდშობილი მცდარია რადგან, ყურანში წერია: “ჰეი ღვთიური წიგნის ხალხო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და არ თქვათ ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა. რამეთუ მესიჰი ღისა ძე მარიამისა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შუამავალია და სიტყვა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი და არ თქვათ: სამება! თავი ანებეთ თქვენდა სასიკეთოდ, რადგან ალლაჰი ღმერთი ერთია. იმაზე უფრო დიდებულია იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!,,,(სურა ნისა 4:171)
როცა ხალხი ამბობს იესო ღმერთის ძეა რადგან ის მამის გარეშე მოევლინა დედამიწას, მაშინ რა გამოდის? თუ იესო ღმერთის ძეა რადგან არ ჰყავდა მამა, მაშინ ადამიც ისეთივე შვილი არ გამოდის ღმერთის? ის მამის და დედის გარეშე მოევლინა დედამიწას. ასევა ევა, ის ადამის ნეკნისგან შექმნა ღმერთმა, რატომ ამბობს ხალხი, არა მხოლოდ იესოა ძე ღმერთის? მართალია, ბიბლიაში იხმარება ტერმინი ძე ღვთისა, მაგრამ ეს მხოლოდ იესოზე არ არის ნათქვამი, არავინ არ აღნიშნავს რომ ბიბლიაში წერია “კურთხეულნი არიან ვინც მშვიდობას დაამყარებს, რადგან მათ ღმერთის შვილები დაერქმევათ” (მათე 5:9)
ძვირფასო საზოგადოებავ!!!!! ნათლად ვხედავთ რომ იესო არც ღმერთია და არც ღმერთის შვილი, ამის დასტური წმინდა წიგნები ყურანი და ბიბლიაა, იესოს მისია მხოლოდ შუამავლობა და ღმერთის კანონების გავრცელება იყო, ის ჯვარს არ უცვამთ და მას არავის ცოდვები არ გამოუსყიდია, ამას ბიბლია მოწმობს. ის ძლიერი გზავნილი იყო ალლაჰის, მაგრამ არა ძე მისი. ალლაჰმა დაგვეხმაროს, მშვიდობა და რწმენა
არ მოგვაკლოს…აამინ!!!!

რობიკო პაქსაძე 11-ე კლასის მოსწავლე

შემოგვიერთდით ჯგუფში "მე მიყვარს ისლამი"

odnoklassniki-ზე
http://odnoklassniki.ru/group53046554263677

facebook-ზე
https://www.facebook.com/MeMiqvarsIslami

Комментарии

  • 25 июл 2017 09:45
    ☝ ☝☝ ответила Burak Deniz ✔
    da tavisit chaisaxa anu
  • 25 июл 2017 09:45
    da mama ro ar yavs
  • 25 июл 2017 09:45
    სულიწმიდის ძალით.
  • 25 июл 2017 09:46
    სულიწმიდის ძალით,უბიწოდ ჩაისახა და ამიტომ.
  • 25 июл 2017 09:46
    ერთი ის მითხარი უცოდველი ადამიანი არსებობს?
  • 25 июл 2017 09:46
    ☝ ☝☝ ответила Burak Deniz ✔
    tu is erti da igivea rogor chaisaxeboda
  • 25 июл 2017 09:48
    ერთი და იგივე არაა. სამპიროვანია ღმერთი: მამა ,სიტყვა(ძე) და სულიწმიდა.
  • 25 июл 2017 09:49
    ieso  mama gmerticaa  dzec da suliwminda?
  • 25 июл 2017 09:52
    მამა მამაა,ძე ძეა და სულიწმიდა სულიწმიდაა. მათშორის აზრობრივი და ნებობრივი სხვაობა არ არსებობს .
    სულიწმიდა მამისგან გამოვალს მარადიულად ,ძე კი მამისგან იშვება მარადიულად. ისინი არსებით ერთი ღმერთია. ქრისტე ამბობს : "მე და მამა ერთი ვართ" "მე მამაში ვარ და მამა ჩემში". მართალია სამებას ბოლომდე ვერ ჩაწვდება ადამიანის გონება ,მაგრამ ვერც იმას გავიგებთ ,თუ როგორ შექმნა ღმერთმა ყოველი ხილული თუ უხილავი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ რადგან ჩვენ არ გვესმის ესეიგი ღმერთი ვერ შექმნიდა . ჩვენნაირები ღვთის გონებას ვერ ჩავწვდებით .
  • 25 июл 2017 09:53
    „ო! ღვთის სიმდიდრითა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?“ (რომალეთა 11:33-34).
  • 25 июл 2017 09:55
    ☝ ☝☝ ответила Burak Deniz ✔
    anu es sami erti da igivea
  • 25 июл 2017 09:56
    da tu erti da igivea  tavisit suls rogor chaisaxavs
  • 25 июл 2017 09:57
    აი იესოს სიტყვები ძვ.აღთქმიდან:
    "მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: არც თავიდან მილაპარაკია საიდუმლოდ; იმ დროიდან, რაც ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა წარმომგზავნა." (ეს. 48:16)
  • 25 июл 2017 09:58
    anu ieso ar yofila gmerti
  • 25 июл 2017 09:59
    ღმერთია. ძე ღმერთი. მე კიდევ დაგიმტკიცე ამ მუხლით ,რომ ის მარადიულია და განკაცებამდე არსებობდა. "ღმერთმა და მისმა სულმა(სულიწმიდამ) მომავლინა" აი იესო აქაც გვიმხელს ღმერთის სამპიროვნობას.
  • 25 июл 2017 10:01
    ☝ ☝☝ ответила Burak Deniz ✔
    mashin is suli yovlisshemdzlea    suli uxilaviaa
  • 25 июл 2017 10:02
    ☝ ☝☝ ответила Burak Deniz ✔
    amasac ambobs magram tyuili ggoniat
    Фотография
  • 25 июл 2017 10:06
    მოციქულთა საქმეებში ღმერთმა წმიდა-ჰყო ყველანაირი ოთხფეხა ცხოველი და ფრინველი ადამიანისთვის.ღმერთი არ გვიკრძალავს არანაირი საკვების მიღებას ,გარდა ნაკერპავისა.
    იესომ თქვა ,რომ "არაფერს გარედან შემავალს არ შეუძლია ადამიანის წაბილწვა ,არამედ შიგნიდან ,გულიდან გამომავალი ბილწავს კაცს,რადგან სწორედ გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი,მრუშობანი,მკვლელობანი ,ქურდობანი და ა.შ. რაც შეეხება ხატებსა და ჯვრებს არ ვეთაყვანები. მართლმადიდებელი არ ვარ.
  • 25 июл 2017 10:07
    ☝ ☝☝ ответила Burak Deniz ✔
    aba ras etayvanebi
  • 25 июл 2017 10:08
    წმ.სამებას. სამპიროვან ერთარსება ღმერთს.
  • 25 июл 2017 10:09
    დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! აღარ ვაპირებ შენთან კამათს,ნახვამდის.
  • 25 июл 2017 10:17
    ☝ ☝☝ ответила Burak Deniz ✔
    anu suratze ro nachvenebia
    meore kaci ro ambobs  imisi sityva gjera
  • Комментарий удалён.
  • 8 фев 2018 23:36
    კი, ქრისტიანი ხარ აშკარად
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.