სინამდვილეში არასდროს ვიცით რატომ გვიყვარდება.

ყველაფერი სადღაც, ჩვენგან დამოუკიდებლად იწყება _
სხვა განზომილებაში _
შენ უბრალოდ ხედავ და ხვდები, რომ შენია,
შენი ადამიანია.
დღეს, ამ წუთში კი არ გაიცანი და იგრძენი _ სულ იცნობდი,
სულ გრძნობდი,
სულ შენი იყო.
თითქოს უხსოვარი დროიდან ერთად დაიწყეთ და არასდროს დასრულდებით _ არ გინდა დასრულდეთ.
ერთმანეთის გარდა ყველა და ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ თქვენ ორს გაქვთ ,,აზრი,, .
თითქოს თქვენ გარშემო იწყებს მთელი სამყარო ბრუნვას.
თქვენამდე არც არაფერს უარსებია და არც თქვენს შემდეგაც იარსებებს არაფერი.
◾ მეგი კაკაბაძე

Комментарии