მე შენში შევცდი და მაინც ვმალავ,

თავს ვემალები უძლურს და ალალს.
ცოდვები ღმერთთან მოვინანიე,
მაგრამ ჩემს მესთან ვალში ვარ კვლავაც.
ცრემლები ვღვარე ღამე მთვარესთან,
მზესთან კი ცაზე ღიმილებს ვხატავ.
მე შენში შევცდი და ახლა ვნანობ,
სიყვარულს, გულში მუდამ რომ დამაქვს.
ახლა რა ვუყო, რა მოვუხერხო,
ვერ მოვუნახე ადგილი სხვაგან.
ისე ღრმად ააქვს გადგმული ფესვი,
ალბათ მოვკვდები თუ ჩემგან წავა.
მე შენში შევცდი და ახლა რა ვქნა,
ვის დავაბრალო ეს მცდარი განცდა.
თითქოს სამყარო აღარ არსებობს,
და უდაბნოში ვდგევარ ვით ტანჯვა.
ალბათ დავტოვებ ჩემში ამ ტკივილს,
და მიყუჩდება ან კიდევ არა.
მე შენში შევცდი და ხვდები ალბათ,
რომ მანკიერი ფიქრები გმართავს.
მე მაპატიე ეს სიყვარული,
ასე წმინდა რომ აღმოჩნდა კვლავაც.
ახლა შეცდომებს ვეღარ დავითვლი,
უბრალოდ ისევ მიყვარხარ მართლა.

მე შენში შევცდი და მაინც ვმალავ,  - 835491952963
gif

Комментарии

Комментариев нет.