Комментарии
- 5 сен 2017 19:50Тамрико МаглакелидзеДжаба,чемо карго бидзашвило, шен шекваребули хар!!! Сасцрафод дакорцинди да корцили ар гамомапарооооо!
- 19 июл 2019 20:47gauqmda gaumda
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
ლექსად ნათქვამი
:ნა ნა
ბაღში მოსეირნეს გზაზე დამეწიე,
ლოყა დამისველე, ტუჩი დამიკოცნე,
მერე საამურად თმები ამიწეწე,
გრძნობა ამირიე, ვნებით გამაცოფე,
თითქოს სირცხვილისგან ღაწვი ამიწითლე,
თვალებს ცრემლიანად სულში ჩაეღვარე,
არ გინდა რად ტირიო, ჩუმად ჩამჩურჩულე,
ერთხელ გაკოცებ და გავქრები უმალვე.
უცებ საამურად სულში ჩამიძვერი,
ჩუმად შეარხიე სათავე საკინძის,
ყურთან ჩასრიალდი, ყელი დამიკოცნე,
ამბობდი: -ასე სხვას არ ვკოცნი არავის.
ხელი შემომხვიე, კაბა მომატმასნე,
შესდექ თეძოსთან და.. მერე ჩაიარე,
ისე საამურად ფეხზე ჩასრიალდი,
ისე ჭირვეულად სულში ჩამეღვარე...
მერე გაწუწული, ბაღში მიმატოვე,
ვითომც არაფერი ისე გაიპარე.
წვიმავ რა ცუდი ხარ, შენ ითავხედე და
მე კი სულელურად , უცებ შეგიყვარე