გილოცავთ ძველით ახალ წელს

----------------------------------------------
ძველით წელო ახალო,
შემოაღე კარი,
დაგვილოცე ქართველებს
ჩვენი მთა და ბარი,
შემობრძანდი ძლიერად,
ბარაქით და ხვავით,
ქართველებმა იმრავლონ,
მტერს დაუდგეს თვალი,
საქართველოს მიწაზე
სხვებს არ ქონდეს ძალა,
უცხომ ვეღარ იყიდოს
ის რაც დღემდე დარჩა.
ძველით წელო ახალო,
აგვიხდინე ნატვრა,
გთხოვთ,...
ჩვენი საქართველო,
დაამსგავსო ბაღნარს,
ბაღნარს, სადაც იხარებს
ქართველ კაცის ვაზი,
არ გვქონოდეს ქართველებს
გაჭივრება, დარდი,
ქართველ კაცის გონებას
გადასცლოდეს ბინდი,
ოჯახს, დედა უვლიდეს
ლამაზი და მშვიდი,
ვაჟკაცობით აიგოს
უნგრეველი ხიდი,
რომ ცხოვრება განგვევლოს
ნაბიჯებით დინჯით.
ძველით წელო ახალო,
აგვიხდინე ნატვრა,...
ღმერთმა გადმოგვაფაროს
მისი, მხსნელი კალთა!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//

Комментарии