შესდექ

++++++++++++++++++++
ჩვილის თუ მოზარდის
ბავშვის თუ ბერის,
კალაპოტს გადასცდა
მდინარე სისხლის,
ხარბად მიდგომილხარ
ვამპირის პირით,
არინდობ, ბობოქრობს
სატანა შენში!
რა გინდა?! რას გვერჩი
რით ვეღარ გაძეხი!?
უკვე რამდენ დედას
გაუშრე ცრემლი,
შენ, ვინა ყოფილხარ!!
მსოფლიოს მტერი,
გაგიხმოს უფალმა
მარჯვენა ხელი!
შესდექ და შეწყვიტე
მკვლელობა მკვლელო!
შეგვარგე ის რაც ჩვენ
უფლისგან გვერგო,
ვინ მოგცა უფლება
გაჟლეტვის ერის!?
ვინ მოგცა უფლება
დანგრევის კერის!?
შენ თავი უკვდავი
გგონია მგონი,
ხოდა თუ ეგრეა,
ძალიან ცდები!
დრო მოვა, დაგტოვებს
ბოროტი სული,
მიწა ამოგაგდებს
გახდები ლეში,
ის რაც ცეცხლი ანთე
ქვეყნად და გულში
ჯოჯოხეთ დაგხვდება
იქ ნახავ სეირს!!!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//

Комментарии