ოხ სამშობლოვ

+++++++++++++++++++++++
სამშობლოდან
გადახვეწილს უცხო მხარეს,
მენატრება ყველაფერი ძველი,
მენატრება ის,
რაც უკვე წარსულს დარჩა,
ყველაფერი, რასაც ერქვა ჩემი,
მენატრება რადგან ვიცი
ვეღარ ვნახავ...
ვერც დედულეთს,
ვერც მამულეთს ისეთს,
ისეთს როგორიც დავტოვე
ვეღარ ვნახავ,
აბა, როგორ არ ვიტირო დღეს მე!
აქაც, თითქმის ყველაფერი
ფეხქვეშამაქვს,
მაგრამ,
მაინც გულნაკლული დავალ,
ყველაფერს რომ შევეშვათ და
მეტი არ ვთქვათ,
მეზობელთან მენატრება გასვლა,
ოხ სამშობლოვ, ოხ სამშობლოვ!
სანატრელო, ეს რა გვიქნეს,
დაგვინგრიეს ბუდე,
აბა მითხარ?!
მე შენ ისეთს როდის გნახავ,
ისეთს,
როგორიც დაგტოვე მე, შენ!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//

Комментарии

Комментариев нет.