(25 -ე ნაწილი) მართალია თორნიკე მადონა დეიდას ისე გავაცანი როგორც ჩემი შეყვარებული, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე რომ იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა.სინამდვილეში მე ხომ ვიცი რომ ის ჩემი შეყვარებული აღარ არის, მას შემდეგ რაც მისი დაწერილი წერილი წავიკითხე და გავიგე რომ ის ნინის ბავშვის მამა ყოფილა.მასზე გული არასოდეს მომილბება.ისევ ისე ვარ თორნიკეზე გაბრაზებული როგორც აქამდე ვიყავი.ფიქრები არ მანებებდნენ თავს.როგორ უნდა გავაგრძელო ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება ? მამაკაცი რომელიც მეგონა რომ უზომოდ ბედნიერს გამხდიდა სინამდვილეში ჩემი მეგობრის ბავშვის მამა ყოფილა.საშინელ დღეში მაგდებდა ამ ყველაფრის გახსენება.სულ ვფიქრობ როგორ რა გზით დამევიწყებინა თორნიკე? ან განა ასე ადვილი იყო მისი დავიწყება?გულის სიღრმეში ისევ მიყვარდა, ისევ მენატრებოდა მისი ჩახუტება, მისგან ნათქვამი ტკბილი სიტყვები, მისი თბილი მზერა მენატრებოდა, ახლა მასში ჩემს თორნიკეს ვეღარ ვხედავდი, ახლა ის ჩემთვის ნინის ბავშვის მამა იყო და სხვა არავინ.ბოლომდე მაინც არ მინდოდა ამის დაჯერება.ვფიქრობდი რომ ერთ დღეს აუცილებლად გაირკვეოდა სიმართლე და სასწაულის ძალით ისევ შეიძლებოდა თორნიკე დამებრუნებინა.ზოგჯერ მეგონა რომ არ ვუყვარდი და ყველაფერს მატყუებდა რასაც მეუბნებოდა, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი იქნებ ნინი ცდება და არ არის თორნიკე არაფერ შუაში მეთქი.რა მეფიქრა უკვე აღარ ვიცოდი.ეს ფიქრები მალე ჭკუიდან შემშლიდა.ახლა ნინის პატარაზე ვდარდობდი.ძალიან მინდოდა რომ ამ პატარა უსუსურ არსებას ძალ-ღონე მომატებოდა და გაზრდილიყო მადონა დეიდას და ნინის გულის გასახარად....ამ ფიქრებს ვყავდი გატაცებული რა დროსაც დერეფანში ახალგაზრდა ლამაზმა გოგონამ გამოიარა.მივხვდი ექთანი იყო, რადგან შესაფერისი ტანსაცმელი ეცვა.ექთანი ჩვენს დანახვაზე მოგვიახლოვდა და გვითხრა: -თქვენ ბრძანდებით პაციენტის ახლობლები რომელმაც დღეს იმშობიარა? -დიახ ქალბატონო მე მისი დედა ვარ-უთხრა მადონა დეიდამ-მითხარით როგორ არის ჩემი შვილი? როდის შევძლებ მის მონახულებას? -ეკითხებოდა შეშინებული სახით -კარგად არის ქალბატონო, გაიღვიძა და შეგიძლიათ შებრძანდეთ მის პალატაში, მხოლოდ ცოტა ხნით , რადგან ჯერ სუსტად არის და დიდი ხნით პალატაში გაჩერება არ შეიძლება. -შეიძლება რომ სამივემ მოვინახულოთ ?-ვკითხე ექთანს იმ იმედით რომ მეც მომეცემოდა ნინის ნახვის შესაძლებლობა. -დიახ შეგიძლიათ, -თქვენ ბავშვის მამა ბრძანდებით ? -ახლა თორნიკეს მიუბრუნდა ექთანი.თორნიკე ამ შეკითხვაზე შეკრთა.არ ვიცოდა რა პასუხი უნდა გაეცა.დაბნეული გამომეტყველებით ხან მე მიყურებდა , ხან მადონა დეიდას.შემდეგ ისევ ექთანს შეხედა და პასუხის გაცემა დააპირა. -იცით მე... -არა ეს ბავშვის მამა არ არის-თორნიკეს მაგივრად მადონა დეიდამ გასცა პასუხი ექთანს, ეს ბიჭი ჩემი ოჯახის ახლობელია.მინდა გთხოვოთ რომ მოგვცეთ ჩემს შვილის მონახულების უფლება.-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ექთანს მადონა დეიდამ . -კარგით ქალბატონო წამობრძანდით.პალატის კარებამდე მიგაცილებთ.-გვითხრა მან და წინ გაგვიძღვა.პალატები მეორე სართულზე იყო განთავსებული.ჩვენ ახლა მესამე სართულზე ვიყავით ამიტომ ექთანმა ლიფტით მეორე სართულზე ჩაგვიყვანა.პალატის კარებები ღია იყო.ნინის ვეძებდი, ერთი სული მქონდა როდის დავინახავდე მის ბავშვურ მზერას, რომელიც ყოველთვის მიყვარდა.ძალიან მინდოდა მალე კარგად ყოფილიყო მისი პატარა და ჩემს საყვარელ მეგობარს მისით გაეხარა, გრძელი დერეფნის ბოლოში პალატა იყო.სწორედ იქ იწვა ნინი.ექთანმა სამედიცინო ხალათების და ბახილების ჩაცმა გვთხოვა და პალატაში შეგვიძღვა.მადონა დეიდამ მადლობა გადაუხადა მას რის შემდეგაც ექთანმა ნინისთან დაგვტოვა.ნინი საწოლზე იწვა.დაღლილი სახე ჰქონდა.მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს მეგობარს ამიტომ მის სახეზე სევდა , დარდი ტკივილი ერთად ამოვიკითხე.ფანჯრის მხარეს იდგა მისი საწოლი.ის სწორედ ფანჯრისკენ იყო გადაბრუნებული და ჩაფიქრებული რაღაცას გაჰყურებდა.მადონა დეიდამ ნინის დაუძახა-ნინი შვილო.ნინი დედის დაძახილზე უმალ გადმოტრიალდა ჩვენს მხარეს და როგორც კი დაგვინახა თვალები ცრემლებით აევსო.მადონა დეიდა სწრაფი ნაბიჯებით მივარდა ნინის -როგორ ხარ ნინი შვილო, გენაცვალოს შენმა დედამ , როგორ მანერვიულე დედი.ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი ლამაზი შვილი , პატარას დაბადებას გულოცავ დე, ღმერთმა მალე კარგად გვიმყოფოს და შენს გულს რომ გაუხარდება ისეთი გაგვიზარდოს ჩემო პატარა ანგელოზო.-ეფერებოდა ნინის -მეც მიმიშვი მადონა დეიდა, ჩემს მეგობარს მინდა რომ გადავეხვიო-ვუთხარი მადონა დეიდას და ნინის საწოლთან ჩავიმუხლე -როგორ ხარ ნინი, პატარას დაბადებას გილოცავ-გთხოვ არაფერზე ინერვიულო, ხომ იცი რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ჩემო მეგობარი.იცი მე ეკლესიაში ვაპირებ წასვლას და შენი პატარასთვის ვილოცებ .აი ნახავ სულ მალე შენს პატარას გულში სრულიად ჯამრთელს ჩაიხუტებ.ძალიან მიყვარხართ ორივე-ვუთხარი ნინის და თმაზე მოვეფერე.ნინი გაკვირვებული სახით ხან მე მიყურებდა, ხან მადონა დეიდას . -რატომ მეუბნებით ასე ? რა სჭირს ჩემს პატარას? სად არის ? რატომ არ მოყავთ ჩემთან ? ახლავე დაუძახე დედა ექთანს და უთხარი ჩემი შვილი მომიყანოს თუ არადა მე წავალ და მე თვითონ მოვიყვან მას.-გვეუბნებოდა ნინი თან გულის მოსაკლავად ტიროდა. -ნუ გეშინია დედიკო-მადონა დეიდამ ცრემლები მოწმინდა სახედან ნინის-შენი პატარა კარგად იქნება, დღენაკლული დაიბადა და ამის გამო ის ინკუბატორში ყავთ გადაყვანილი-მე და ნინი წავალთ დღესვე ეკლესიაში და ღვთისმშობლის ხატს ვთხოვთ რომ შენი პატარა დაიფაროს ჩემო ანგელოზო-ეფერებოდა ნინის. -რააა?რატომ მოხდა ასე ?მე ხომ არაფერი მაწუხებდა, ვუფრთხილდებოდი ჩემს პატარას, ერთი სული მქონდა როდის ჩავიკრავდი გულში და ვეტყოდი რომ ის არის ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სამყაროში .რატომ მოხდა ასე დე ? რატომ ?გთხოვ გამეცი პასუხი-ტირილით ელაპარაკებოდა ნინი დედამისს.უცებ თითქოს რაღაცა მოაგონდა ტირილი შეწყვიტა და განრისხებული მზერა ესროლა თორნიკეს.ნინი წამოიწია, მაგრამ ძალა არ ეყო და ისევ ღონემიხდილი მიესვენა საწოლზე.გონება დაკარგა თიკა ჩქარა ექიმს დაუძახე-მთელი ძალით დაიყვირა მადონა დეიდამ და ნინის ფერდაკარგული სახე საკუთარ ხელებში მოიქცია. გაგრძელება იქნება ავტორი მარიამი ოდიშარია
❤ჩემი გული ხარ❤
:▓ӎҨῄάקҨṽąřī▓ ✞
#იმედგაცრუება
(25 -ე ნაწილი)
მართალია თორნიკე მადონა დეიდას ისე გავაცანი როგორც ჩემი შეყვარებული, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე რომ იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა.სინამდვილეში მე ხომ ვიცი რომ ის ჩემი შეყვარებული აღარ არის, მას შემდეგ რაც მისი დაწერილი წერილი წავიკითხე და გავიგე რომ ის ნინის ბავშვის მამა ყოფილა.მასზე გული არასოდეს მომილბება.ისევ ისე ვარ თორნიკეზე გაბრაზებული როგორც აქამდე ვიყავი.ფიქრები არ მანებებდნენ თავს.როგორ უნდა გავაგრძელო ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება ? მამაკაცი რომელიც მეგონა რომ უზომოდ ბედნიერს გამხდიდა სინამდვილეში ჩემი მეგობრის ბავშვის მამა ყოფილა.საშინელ დღეში მაგდებდა ამ ყველაფრის გახსენება.სულ ვფიქრობ როგორ რა გზით დამევიწყებინა თორნიკე? ან განა ასე ადვილი იყო მისი დავიწყება?გულის სიღრმეში ისევ მიყვარდა, ისევ მენატრებოდა მისი ჩახუტება, მისგან ნათქვამი ტკბილი სიტყვები, მისი თბილი მზერა მენატრებოდა, ახლა მასში ჩემს თორნიკეს ვეღარ ვხედავდი, ახლა ის ჩემთვის ნინის ბავშვის მამა იყო და სხვა არავინ.ბოლომდე მაინც არ მინდოდა ამის დაჯერება.ვფიქრობდი რომ ერთ დღეს აუცილებლად გაირკვეოდა სიმართლე და სასწაულის ძალით ისევ შეიძლებოდა თორნიკე დამებრუნებინა.ზოგჯერ მეგონა რომ არ ვუყვარდი და ყველაფერს მატყუებდა რასაც მეუბნებოდა, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი იქნებ ნინი ცდება და არ არის თორნიკე არაფერ შუაში მეთქი.რა მეფიქრა უკვე აღარ ვიცოდი.ეს ფიქრები მალე ჭკუიდან შემშლიდა.ახლა ნინის პატარაზე ვდარდობდი.ძალიან მინდოდა რომ ამ პატარა უსუსურ არსებას ძალ-ღონე მომატებოდა და გაზრდილიყო მადონა დეიდას და ნინის გულის გასახარად....ამ ფიქრებს ვყავდი გატაცებული რა დროსაც დერეფანში ახალგაზრდა ლამაზმა გოგონამ გამოიარა.მივხვდი ექთანი იყო, რადგან შესაფერისი ტანსაცმელი ეცვა.ექთანი ჩვენს დანახვაზე მოგვიახლოვდა და გვითხრა:
-თქვენ ბრძანდებით პაციენტის ახლობლები რომელმაც დღეს იმშობიარა?
-დიახ ქალბატონო მე მისი დედა ვარ-უთხრა მადონა დეიდამ-მითხარით როგორ არის ჩემი შვილი? როდის შევძლებ მის მონახულებას? -ეკითხებოდა შეშინებული სახით
-კარგად არის ქალბატონო, გაიღვიძა და შეგიძლიათ შებრძანდეთ მის პალატაში, მხოლოდ ცოტა ხნით , რადგან ჯერ სუსტად არის და დიდი ხნით პალატაში გაჩერება არ შეიძლება.
-შეიძლება რომ სამივემ მოვინახულოთ ?-ვკითხე ექთანს იმ იმედით რომ მეც მომეცემოდა ნინის ნახვის შესაძლებლობა.
-დიახ შეგიძლიათ, -თქვენ ბავშვის მამა ბრძანდებით ? -ახლა თორნიკეს მიუბრუნდა ექთანი.თორნიკე ამ შეკითხვაზე შეკრთა.არ ვიცოდა რა პასუხი უნდა გაეცა.დაბნეული გამომეტყველებით ხან მე მიყურებდა , ხან მადონა დეიდას.შემდეგ ისევ ექთანს შეხედა და პასუხის გაცემა დააპირა.
-იცით მე...
-არა ეს ბავშვის მამა არ არის-თორნიკეს მაგივრად მადონა დეიდამ გასცა პასუხი ექთანს, ეს ბიჭი ჩემი ოჯახის ახლობელია.მინდა გთხოვოთ რომ მოგვცეთ ჩემს შვილის მონახულების უფლება.-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ექთანს მადონა დეიდამ .
-კარგით ქალბატონო წამობრძანდით.პალატის კარებამდე მიგაცილებთ.-გვითხრა მან და წინ გაგვიძღვა.პალატები მეორე სართულზე იყო განთავსებული.ჩვენ ახლა მესამე სართულზე ვიყავით ამიტომ ექთანმა ლიფტით მეორე სართულზე ჩაგვიყვანა.პალატის კარებები ღია იყო.ნინის ვეძებდი, ერთი სული მქონდა როდის დავინახავდე მის ბავშვურ მზერას, რომელიც ყოველთვის მიყვარდა.ძალიან მინდოდა მალე კარგად ყოფილიყო მისი პატარა და ჩემს საყვარელ მეგობარს მისით გაეხარა, გრძელი დერეფნის ბოლოში პალატა იყო.სწორედ იქ იწვა ნინი.ექთანმა სამედიცინო ხალათების და ბახილების ჩაცმა გვთხოვა და პალატაში შეგვიძღვა.მადონა დეიდამ მადლობა გადაუხადა მას რის შემდეგაც ექთანმა ნინისთან დაგვტოვა.ნინი საწოლზე იწვა.დაღლილი სახე ჰქონდა.მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს მეგობარს ამიტომ მის სახეზე სევდა , დარდი ტკივილი ერთად ამოვიკითხე.ფანჯრის მხარეს იდგა მისი საწოლი.ის სწორედ ფანჯრისკენ იყო გადაბრუნებული და ჩაფიქრებული რაღაცას გაჰყურებდა.მადონა დეიდამ ნინის დაუძახა-ნინი შვილო.ნინი დედის დაძახილზე უმალ გადმოტრიალდა ჩვენს მხარეს და როგორც კი დაგვინახა თვალები ცრემლებით აევსო.მადონა დეიდა სწრაფი ნაბიჯებით მივარდა ნინის
-როგორ ხარ ნინი შვილო, გენაცვალოს შენმა დედამ , როგორ მანერვიულე დედი.ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი ლამაზი შვილი , პატარას დაბადებას გულოცავ დე, ღმერთმა მალე კარგად გვიმყოფოს და შენს გულს რომ გაუხარდება ისეთი გაგვიზარდოს ჩემო პატარა ანგელოზო.-ეფერებოდა ნინის
-მეც მიმიშვი მადონა დეიდა, ჩემს მეგობარს მინდა რომ გადავეხვიო-ვუთხარი მადონა დეიდას და ნინის საწოლთან ჩავიმუხლე
-როგორ ხარ ნინი, პატარას დაბადებას გილოცავ-გთხოვ არაფერზე ინერვიულო, ხომ იცი რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ჩემო მეგობარი.იცი მე ეკლესიაში ვაპირებ წასვლას და შენი პატარასთვის ვილოცებ .აი ნახავ სულ მალე შენს პატარას გულში სრულიად ჯამრთელს ჩაიხუტებ.ძალიან მიყვარხართ ორივე-ვუთხარი ნინის და თმაზე მოვეფერე.ნინი გაკვირვებული სახით ხან მე მიყურებდა, ხან მადონა დეიდას .
-რატომ მეუბნებით ასე ? რა სჭირს ჩემს პატარას? სად არის ? რატომ არ მოყავთ ჩემთან ? ახლავე დაუძახე დედა ექთანს და უთხარი ჩემი შვილი მომიყანოს თუ არადა მე წავალ და მე თვითონ მოვიყვან მას.-გვეუბნებოდა ნინი თან გულის მოსაკლავად ტიროდა.
-ნუ გეშინია დედიკო-მადონა დეიდამ ცრემლები მოწმინდა სახედან ნინის-შენი პატარა კარგად იქნება, დღენაკლული დაიბადა და ამის გამო ის ინკუბატორში ყავთ გადაყვანილი-მე და ნინი წავალთ დღესვე ეკლესიაში და ღვთისმშობლის ხატს ვთხოვთ რომ შენი პატარა დაიფაროს ჩემო ანგელოზო-ეფერებოდა ნინის.
-რააა?რატომ მოხდა ასე ?მე ხომ არაფერი მაწუხებდა, ვუფრთხილდებოდი ჩემს პატარას, ერთი სული მქონდა როდის ჩავიკრავდი გულში და ვეტყოდი რომ ის არის ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სამყაროში .რატომ მოხდა ასე დე ? რატომ ?გთხოვ გამეცი პასუხი-ტირილით ელაპარაკებოდა ნინი დედამისს.უცებ თითქოს რაღაცა მოაგონდა ტირილი შეწყვიტა და განრისხებული მზერა ესროლა თორნიკეს.ნინი წამოიწია, მაგრამ ძალა არ ეყო და ისევ ღონემიხდილი მიესვენა საწოლზე.გონება დაკარგა თიკა ჩქარა ექიმს დაუძახე-მთელი ძალით დაიყვირა მადონა დეიდამ და ნინის ფერდაკარგული სახე საკუთარ ხელებში მოიქცია.
გაგრძელება იქნება
ავტორი მარიამი ოდიშარია