პირველი ნაწილი ამ , ნამდვილი ამბავის, მოყოლა ყოველთვის მქონდა გონებაში, მაგრამ მისი მოცულობის გამო არ გიყვებოდით, ახლა გადავწყვიტე დავანაწევრო და ისე გადმოგცეთ. ქუთაისის ციხეზე 15 კაციან კამერაში, სხვადასხვა ხარისხისა და ასაკის პატიმრებში, ერთი, ჯირკივით ასაკოვანი კაცი დამხვდა, ყველა მოწიწებით ექცეოდა, მერე, გავიგე ვანელი კანონიერი ქურდი, მეტსახელად ,,ბოდოკია,, იყო, ათას საინტერესო ამბებს ყვებოდა მისი მრავალ, ჭირგამოვლილი ცხოვრებიდან, ერთხელაც, ახალგაზრდა სამტრედიელი ქურდი, მეტსახელი არ მახსოვს, შემოიყვანეს, შორიდან გაგონილი ჰქონიათ ერთმანეთის შეგახებ, მოიკითხეს, ერთმანეთი, სადილისს შემდეგ, სამტრედიელმა უთხრა, ,,ბოდოკია,, წარსული ამბავია, იმ დაწყევლილ მაგადანის კოლონიიდან როგორ გამოიქეცით ის მოგვიყევიო, ,, ბოდოკიამაც ,, დაიწყო 1955 წელი იყო(მოკლეთ ბევრი საინტერესო ამბები მოყვა, როგორ მოხვდა მაგადანში,მაგრამ წვრინმალებზე ახლა არ შევჩერდები) ოქროს მაღაროებში გვამუშავებდნენ, მე, ქურდი კი ვიყავი, მაგრამ ოქრო ისეთი რამე ყოფილა, მის მოსაძიებლად მაინც შევდიოდი შახტაში,ზოგს მე ვნახულობდი, ზოგს, ქურდული წილიდან ვაწერავდი ,, მუშებს, კი გვშმონავდნენ, მაგრამ ათასნაირი გზებით, მაინც გამოგვქონდა, ნაზორებიც ხვდებოდნენ, რომ ვეშმაკობდით, თუ შმონისას ჩამოგვართმევდნენ, მათ რა სარგებელი დარჩებოდათ, არ ერჩინათ, ჩვენ მოგვეპარა და მერე ჩვენთან ევაჭრათ? ჩხრეკვის მაგივრად ერთ ბუხანკა პურში 20 გრამ ოქროს გვთხოვდნენ, კაი თბილ ჩექმაში 400 გრამი ოქრო გადამახდევინეს, მოკლეთ აბა ქალებსა და დალევაში ხომ ვერ დავხარჯავდით ფულებს? ერთხელაც თბილისელი სომეხი ქურდი, ,, კალიმა,(კალიმის ჩრდილოეთ კოლონიიდან მოიყვანეს), მოვიდა, გვერდზე გამიყვანა და მითხრა გაქცევისს გეგმა გვაქვს წამოხვალ? მე გაოცებისაგან პირი დავაღე, გემებით მოგვიყვანეს , უახლოესი დასახლებული პუნქტი 3000კილომეტრშია და სად გავიქცეთ, ვკითხე მე? თუ დაგვთანხმდები, პადელნიკებსაც და ნახაზსაც გაჩვენებ, აქ ერთი გეოგრაფი ზის მან გააკეთა ნახაზი, მოხუცია, თავად ვერ წამოვა, მითხრა ,,კალიმამ,, დავფიქრდები მივუგე და წამოვედი, , მაშინ 25 წლის ვიყავი, თავისუფლებაში, კაი ბოქსიორი ვიყავი, იქაც კოლონიაში, ყოველ დღე ვარჯიშობდი, აზარტი, რა შემიძლია, იმის გაგების სურვილიც გამიჩნდა და მალე მივაკითხე, მოკლეთ სანდო 4 კაცი შევიკრიბეთ, მე , ,,კალიმა,, როსტოველი ქურდი ,,ვასკა,, გერმანელი ტყვე ჯარისკაცი, მრავალ საბჭოთა , კონცლაგერში ნამყოფი,, ,,აფიცერა,, კოლონია რამდენიმე საცხოვრებელი ბარაკისაგან შედგებოდა , ცალკე იყო ალუმინის და ხის გადასამუშავებელი ქარხნები, არავინ არ გვიცავდა , კვირაში ერთხელ დაგვთვლიდნენ, მოვალეობის მოხდის მიზნით აბა ნორმალური ვინ გაბედავდა გაქცევას. უცნაური კაცი იყო, ,,ბოდოკია,, თუ ხალისიათზე იყო თავის ისტორიას, ხალისით ჰყვებოდა,თუ რამე ეწყინებოდა სასტიკი იყო, როცა თავის ამბებს ჰყვებოდა და ვინმე თუ ჰკითხავდა , მართლა მასე იყო? ბრაზდებოდა, რა კითხვაა მაგი, მე ქურდი ვარ და არა ცეხავიკი, ტყუილები ვილაპარაკოო,, ერთხელაც საიდუმლოდ შევიკრიბეთ, ვასკას , კუტოკში(ოთახში) გაგცევის გეგმის დასამტკიცებლად, ბევრი ვიბრძოლე, რომ პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ გაქცევა, როცა მოთოვდა და მაგარ ყინვებს დაიჭერდა მაშინ მოგვეწყო(ისინი ადრეულ გაზაფხულს იძახდნენ), ჩემი გეგმა იყო გაზაფხულთან შედარებით, ზამთარში ჭაობები გაყინულია და საშიში აღარაა, არა ფეხით, არამედ თხილამურებით გაგვეკეთებინა, ტვირთი არა ზურგით, არამედ სანკებზე დაგვეწყო , რითაც მეტს წავიღებდით,, იმ რეგიონში, ყველა მდინარე ჩრდილოეთისკენ მიედინებიან, უახლოესი მდინარე, რომელიც სამხრეთისკენ მიედინებოდა 1500 კილომეტრშია, იქ ნაჯახებით მოვჭრით მორებს, შევკრავთ დავეშვებით 500 კილომეტრში დასახლებული პუნქტია ირმები ან ცხენები ეყოლებათ, ოქრო გვაქვს და ვიყიდითთქო, მანამდე, რომ მივახწიოთ, ყოველ დღე, რომ 50 კილომეტრი ვიაროთ 30დღე გვინდა , 10 დღე გაუთვალისწინებულიც, რომ გავითვალისწინოთ, 40 დღის საჭმელი ანუ დღეში თითოეულს ნახევარი კილოც, რომ გვეჭამა 80 კილო საჭმელი (წყალს თოვლსაც გავადნობდით) უნდა გვეზიდა, სხვა ტვირთიც, ხომ უნდა წაგვეღო,? გეგმა საშიში იყო, დაზამთრებამდე 6 თვე იყო დარჩენილი და ამ დროში ყველა ტვირთი, ბრეზენტი კარავისათვის , უნდა გვეშოვა. ბიჭები ხშირადვხვდებოდით ერთმანეთს, ვხვეწდით გეგმებს, საჭმელის ტვირთი რომ, შეგვემცირებინა , ,, აფიცერამ,, მშვილდ ისარი და სათევზაო ანკესი მოიფიქრა, კარგი იდეა კი იყო, მაგრამ ისიც უნდა გვეანგარიშა, რომ ნადირობისთვის და საკვების მომზადებისთვის დროს დავკარგავდით, 1500 კილომეტრის გავლა 50 დღეზე გავთვალეთ, ასევე გასათვლელი ის იყო, რომ , რაც სამხრეთისკენ ვივლიდით , გაზაფხულიც დადგებოდა და ჭაობებიც გაჩნდებოდნენ, თხილამურები და სანკა აღარ გამოგვადგებოდა, ტვირთი ბეჭებით უნდა გვეზიდა, ერთხელაც აფიცერამ ლუსმანზე ფეხი დაებიჯა, გაუმიზეზდა და უარი თქვა გაქცევაზე, გაგცევამდე ერთი თვით ადრე შემხვდა და მითხრა, ,, ბოდოკია,, გერმანული კონცლაგერიდან დაწყებული, იცი რამდენი კოლონია მაქვს გამოვლილი, მე, რომ წამოვსულიყავი ერთმანეთს გავიტანდით, ვარკუტის კოლონიის გაქცეულმა ბიჭებმა , თან ერთი არიფი წაიყვანეს, ,,მოძრავ ხორცად,, თუ რომ გაუჭირდებოდათ, მოეკლათ და შეეჭამათ. ამიტომ, ჩუმათ, თავი დაიზღვიე დანა იქონიე ისე რომ მათ არ იცოდნენ, ბოლომდე არ ენდო, მშვილდი ან ისრები შენ იქონიე. შევნიშნე ვასკას აფიცერას დარჩენა გაუხარდა, ამან კი ეჭვიც გამიჩინა და შიშიც, იქნებ გადამეტებული შიში მქონდა და პარტნიორები სულაც არ მთვლიდნენ ,,მოსიარულე ხორცად,, მაგრამ შიშმა, მეოთხე პარტნიორის აუცილებლობისკენ მიბიძგა, გერმანელი ტყვე, რომელიც სტალინგრადთან დანებდა წითელარმიელებს სავსებით მისაღები იყო ჩემთვის ფიზიკურად ძლიერი ჩანდა, რუსს არ შეეკვრებოდა და ცივილიზებული გერმანელი ჩემს შეჭმას არ იფიქრებდა, ვასკას არ მოეწონა გერმანელი, მაგრამ , სომეხმა , მე დამიჭირა მხარი, არც შევმცდარვარ, ჰენრიმ, ჩვენს გეგმებში ბევრი მშვენიერი კორექტირება შეიტანა, უპირველესად , თხილამურები უფრო ფართო დაგვამზადებინა, მერე შუაზე დაგვაჭრევინა, შემდეგ ალუმინის ფირფიტებით გადაგვაბმევინა, რომ როცა კარავს ავაგებდით დაგვეშალა და იატაკად მოგვეწყო, ამით,თხილამურები ცოტა დაგვიმძიმდა, მაგრამ მანამდე გათვალისწინებული ძირს დასაფენი ბრეზენტის მაგივრად ბარი და ფქვილი დავიმატეთ, ასევე მშვილდის ლარის მაგივრად, ნაზორისაგან ძაღლი 200გრამ ოქროთ ვიყიდეთ, ხორცი , ხორცად შევჭამეთ, წელები , წვრილად დაჭრა და მშვილდზე ლარის მაგივრად დააყენა, რითაც ორჯერ გაიზარდა ისრის სიჩქარე. ბრეზენტის ხარისხიც შეგვაცვლევინა, იმ იმედით, თუ მდინარემდე მივაღწევდით თუ სხვა გზა აღარ გვექნებოდა ბაწრებათ დაგვეჭრა და ტივი ისე შეგვეკრა ვივარაუდეთ, რომ იმ დროს სამხრეთში სითბო დაგვხვდებოდა და იქნებ კარავი აღარც დაგვჭირვებოდა. ყინვებმა, როგორც დაჭირა, საკვების მომარაგებაც დავიწყეთ, მანამდე 150 გრამ ოქროთ ორი ძაღლი ვიყიდეთ( ბოდოკია წონის ერთეულად , არა გრამებს, არამედ უნციებს მოიხსენიებდა, ამიტომაც, ახლა არც მნიშვნელობა არა აქვს, ზუსტ ფასებს) ანუ ,, (ღვთისბოძებული, მორბენალი ხორცები), კარგად ვკვებავდით, რა ვიცოდით, როდის გამოგვადგებოდა, ხელჯოხებად რკინა ავირჩიეთ,ხის ტარები დავუყენეთ, კი მძიმე იყო, მაგრამ არ გატყდებოდა , წვერიც ჰქონდა, ნადირი, რომ დაგვხსმოდა , მისით თავსაც დავიცავდით და რაც მთავარია, კარვის აგებისას, თუ კი შესაბამის ხეს ვერ ვიშოვიდით, შესანიშნავი იყო.ყველაფერი ბარაკებიდან 3 კილომეტრ მანძილში გვქონდა დამალული და კვირას, რომ დაგვთვალეს, ვიცოდით, რომ მომავალ კვირამდე აღარ დაგვთვლიდნენ, ორშაბათ დილას, დარჩენილი ტვირთები ავიკიდეთ, ძაღლები ავუშვით და სამალავისკენ წავედით, სამალავში ტვირთები შეძლებისდამიხედვით გავინაწილეთ და წავედით, არც ვჩქარობდით, რადგანაც სამ დღეშიც, რომ გაეგოთ ჩვენი წასვლა, 100 კილომ. ხომ მაინც გვექნებოდა გავლილი, თხილამურების გარეშე, ფეხით რას დაგვეწეოდნენ , ხოლო თხილამურებს და საგზალს, რომ გააკეთებდნენ მინიმუმ 200 ლილომეტრით, ვიქნებოდით წინ ,ამიტომაც მდევარს არ ველოდით და მშვიდად მივდიოდით,პირველი დღე ჯანზე ვიყავით და კარგად ვიარეთ, შებინდებამდე დავიწყეთ კარვის მოწყობა, ბარით ნახევარი თხილამურის სიგრძის და 8 ცალი გვერდულად რომ ჩაეტეოდა იმ ზომის ორმო ამობიღეთ, მიწა გარშემო შემოვაწყვეთ,, (იცინოდა ისეთი კოხტა გამოვიდა, ისე თბილად ვიყავით იმ ღამეს , ნუფნუფი იყო თუ ნაფნაფი, იმას შეშურდებოდაო) ,, მორბენალ ხორცებს,, ჩვენიც და თავიანთი საკვები სანკით თან მოჰქონდათ, სომეხი, ბუნებით ცუღლუტი, ცდილობდა ნაკლები ტვირთი ეტარებინა,რაზეც გერმანელი ედავებოდა, ჩხუბი არანაირად არ მაწყობდა, რადგანაც, კალიმა ქურდი იყო და ქურდული ტრადიციისამებრ, რომ რამე მომხდარიყო, ვალდებული, ვიყავი მისთვის დამეჭირა მხარი. საჩვენო ნადირი არ შეგვხვედრია მგელი და მელა რამდენჯერმე შეგვხვდნენ, მაგრამ არ გვინადირია მათზე,,(იცინოდა,რამდენჯერ მინატრია მოხარშული მგელიო) ერთ კვირაში გაყინულ მდინარეს მივადექით, თევზის დაჭერა გვინდოდა მაგრამ იმსისქე ყინული იყო ვერ ჩავტეხეთ, პირველად, გამოქცევიდან ორი კვირის შემდეგ მოგვშივდა, ტყე მთავრდებოდა წინ თვალუწვდენელი გაყინული, სრულიად შიშველი ტუნდრა იყო, იქ ნადირს არ მოველოდით, სარჩო ტყეში უნდა მოგვეძია, კარავი დილით არ ავშალეთ, გადავწყვტეთ სანამ რამეს არ მოვინადირებდით იქ დავრჩენილიყავით, თუ არადა ერთ ერთი ძაღლი უნდა შეგვეჭამა. ბოდოკია, ძალიან ცოტას ჭამდა, ეტყობოდა მისი ორგანიზმი გადაჩვეული იყო, 50 წლის ფარგლებში იქნებოდა და 22 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული სიგარეტს არ ეწეოდა კისერზე ტყავის პატარა პარკი ეკიდა,შიგ თეთრი ფერის ქვა ედო, ხშირად ამოიღებდა პირში ჩაიდებდა ხან კამფეტივით წოვდა ხან, პირში ათამაშებდა, ამბობდა ეს მეოთხე ქვაა ჩემს ცხოვრებაში, ნერვებს მიწყნარებს, თითქოს კაი გამაძღარი ვიყო, ერთი ათი წუთი რომ ვათამაშებ პირშიო, პირველი ქვა, ქუთაისის ციხეზე, ქუთაისელ მომაკვდავ პატიმარს უჩუქებია, 3 ცალი სხვადასხვა წლებში დაუკარგავს, ჩვენი საკნიდან, კარიდორის მოსახვევში, სტალინის ნამყოფი საკნის(ჩვენ დროს დაკეტილი იყო, სტალინის დრონდელი გარემო იყო შიგ, ამიტომაც არავს სვავდნენ შიგნით) მის გვერდზე 70 იან წლებში ,,გიჟუა,, რომ გაიქცა ის საკანი იყო,ბოდოკია ამბობდა, ამ ციხიდან მის გარდა არავინ გაქცეულაო., ახლა ყველას მობილურები, რომ გვიკავია ხელში, იცით, როგორი ,,მობილურები გვქონდა მაშინ? ხომ გაქვთ, სახლში ,,კრუშკები,, აი მასეთი ალუმინის ,,კრუშკები,, იყო ჩვენი მობილურები, ჩვენს სართულზე მხოლოდ ჩვენს საკანში იყვნენ ქურდები, თუ მეზობელ კამერაში ,,ჩეპე,, მოხდებოდა დამძახებელს კედელზე უნდა დაეკაკუნებინა, მეორე მხარე კაკუნის ადგილზე უნდა დამდგარიყო, დასალევის მხრიდამ, უნდა ჩასძახოს,მსმენელი იმ ადგილას ამობრუნებული მხრიდან ყური უნდა მიუდგად და ყველაფერი გარკვევით ისმის. განაწილებულან კარავთან გერმანელი და ვასკა დარჩენილან ერთი მშვილდით და 8 ისრით, მოლაპარაკება იყო, რომელ მხარეზეც ,ბოდოკია და კალიმა წავიდნენ იმ მხარეზე კარვიდან ნახევარი კილომეტრის რადიუსში ენადირათ, რომ რამე მომხდარიყო, ერთმანეთს, რომ მიშველებოდნენ. ბოდოკიას 8 კლასის განათლება ჰქონდა მიღებული ვანის , რომელიღაც სოფელში მაგრამ თხრობის საოცარი ნიჭი ჰქონდა, ისე აღწერდა დეტალებში გარემოს , ყინვებს, შიმშილს, სიხარულს, თითქოს იმ ბუნებას შენი თვალებით უყურებდა, თითქოს მას კი არა, შენ გშიოდა, გციოდა, წუხდი და გიხაროდა. მალე ჩრდილოური ირმების გუნდი შეხვედრიათ, კალიმას უსვრია და დაუჭრია მაგრამ იქვე არ წაქცეულა ერთი კილომეტრი მაინც ურბენია, ვსდიეთ და სისხლის კვალმა პატარა კლდის ძირას მიგვიყვანა სადაც სიკვდილს ებრძოდა, ყელი უცებ გამოვჭერით, ჩვენი გეგმა იყო, მხოლოდ ხორცები აგვეჭრა, რომ ძვალი ტყულა არ გვეზიდა, კარვამდე. მაქსიმალურად ავაჭერით ხორცი, მაგრამ ვიღორეთ, იმის მაგივრათ, რომ რასაც მოვერეოდით ზურგით წამოგვეღო, ტოტებისგან სანკა გავაკეთეთ და ასე სრიალით ვეზიდებოდით,ამან კი სამი მდევარი მგელი გაგვიჩინა, რადგანაც გზა ირმის სისხლის წვეთებით ისვრებოდა. ერთს ვესროლე მოვკალი და დროებით მას დაესივნენ ყოფილი მეგობრები, ჩქარა კი ვიარეთ მაგრამ გადარჩენილი ორი მალე დაგვეწია და იერიშზე გადმოვიდნენ , მშვილდი მაშინ კალიმას ეკავა , ნაჯახი მე, დაბამბული შარვლები კი გვეცვა, ერთს მაგრად ჩავცხე თავში ნაჯახი, მაგრამ მანამდე მოასწრო და კალიმას ფეხზე, რომ უკბინა დავინახე, ჩემთვისაც გაუკრავს კბილი, მაგრამ საბედნიეროთ მარტო სახელო იყო გამოღრნილი, მარტო დარჩემილმა მგელმა, ჩვენ თავი დაგვანება და დასისხლიანებულ მეგობარს დაეძგერა, ჩვენ ისევ დრო ვიხელთეთ და კარვისაკენ დავიძერით, კარავთან, რომ მოვედით გერმანელს კურდღელი მოუკლავს და მას ატყავებდნენ, მაგრამ ჩვენსავით 1 ისარი, ჩვენსავით ( მგელი რომ მოვკალით ის,) მათაც დაუკარგავთ,, უფრო სამწუხარო კი ის იყო, ცეცხლი ჩაქრობიათ , არადა დროზე თუ არ მოვწვავსით, კალიმას ნაკბენ ფეხს, მგელის ცოფი დაასნეულებდა მთელ ორგანიზმს. შემდეგ, პირიდან ის ქვა, თილისმა გამოიღო და აგვიხსნა, ბავშვობაში ალბათ გითამაშიათ კაჟის ქვებით, ერთმანეთზე ჩამოკვრით ნაპერწკლების გაყრაზე, ასეთი ქვა ბევრი იყო მაგადანში და ბევრათ დიდ ნაპერწკალსაც იძლეოდა, წამოღებული გვქონდა ბევრი ხმელი ხავსი, და ასე მარტივად ვაჩენდით ცეცხლსო ქვაზე გამახსენდა კისერზე დაკიდებულ ქვაზე ამბობდა, ეს ქვა ის არაა იმ დროს, რომ თან დავატარებდიო, ის შუა აზიაში, ზონაში ყოფნისას დავკარგეო. ნაკვერცხლით მოვწვით ნაკბენი კალიმას, ფეხიც შევუხვიეთ, კარგად ვჭამეთ და მორიგეობაც დავაწესეთ, რადგანაც ხორცის სუნმა, მგლები გააღიზიანა და გარშემო მათი ყმუილის ხმა ისმოდა. მთელი ღამე ცეცხლი არ ჩაგვიქვრია, დილით კი ყველაფერი გავამზადეთ, წინ დიდი ცივი ტრამალი გადაჭიმულიყო, აი ისე, ზღვის ნაპირზე, რომ დგიხარ და ხედავ, შორს, მზე, ჰორიზონტზე, როგორ ჩადის, აი იქ ჰორიზონტზე ჩანდა მთის მასივი, ჩვენი გათვლით იმ გზის გავლას დღეში 30 კილომეტრიც, რომ გაგვევლო 3 ან 4 დღე მაინც მოვუნდებოდით, გზაში ნადირის შეხვედრას გამოვრიცხავდით, თუმცა, ყველანი ევროპული ნაწილის მაცხოვრებლები ვიყავით და აქაური ბუნების, ცხოველთა ცხოვრების წესებზე, არაფერი ვიცოდით., მზე,, რომ, კარგად ამოიწვერა, დავიძარით, ,, კალიმას,ეტყობოდა, რომ ფეხი აწუხებდა, რაც მოძრაობის ტემპს გვიგდებდა, იმ დღეს ალბათ 20 ან 25 კილომეტრი გავიარეთ, ეს ცუდი შედეგი არ იყო, მაგრამ ჩანდა ამ ტემპით, ,,კალიმა ,, დიდხანს ვერ ივლიდა. დაღამებისას, კარავი გავშალეთ, ვჭამეთ და დაგწექით, როგორც ყოველთვის ძაღლები საწოლში ჩავიწვინეთ, ,,გრელკებივით,, იყვნენ, დილით, როგორც სამხრეთის სტეპებში იცის, აქაც თითქმის მსგავსი ქარიშხალი ჩადგა, იმ განსხვავებით, რომ აქ ცივი ნამქერი მოაყოლა, გარეთ არაფერი ჩანდა, ამიტომაც გადავწყვითეთ, ამინდის გამოსვლამდე ,,ლოგინში,, გვეკოტრიალა, კალიმა კაი მთხრობელი იყო, მოყვა პირველად ,,,მალალეტკების,, კოლონიაში რომ მიმიყვანეს,პავიასკის გაკეთება მომინდომეს მკლავზე, ფიზიკურად ძლერი არ ვიყავი, რომ მეჩხუბა ამიტომაც ორი კვირა სხვენში თაგვებთან მეძინა, მხოლოდ მთაწმინდელი ქურთი ჰაიკაზა მაკითხავდა და საჭმელი მოჰქონდაო. ბედზე ორი ნაცნობი ,,მგლებივით,, თბილისელი ბიჭები შემოვიდნენ, მათ ჩამომყვანეს სხვენიდან გამიტანეს . ფრინცი ვაჟკაცი ჩანდა, მაგრამ მისთვის აბსოლიტურად უცხო იყო, ჩვენებური ქურდული ცხოვრება, ჩანდა გერმანიაში ფერმერი იყო და სულ ძროხის და თხების ჯიშებზე ლაპარაკობდა. ორი დღე არ გამოსულა ამინდი, მესამე დღეს ამინდი გამოვიდა, ავიკაზმეთ და დავიძარით,წინ ვებერთელა, მკაცრი, ,,თოვლის უდაბნო,, მძინვარებდა,ისეთი განცდა მქონდა თითქოც, ვიღაცა მესამე კითხვას სვავდა,(ბოდოკია ათეისტი იყო) შეებრძოლეთ ერთმანეთს, აბა, რომელი უფრო ძლიერი ხართ, კალიმა კოჭლობდა, ტვირთიც ჩამოვართვით, მაგრამ სიჩქარეს, მაინც ვერ მოუმატა, იმ დღეს 15 კილომეტრსაც, ვერ გავივლიდით,,, შებინდებამდე კარავი გავშალეთ,ვგრძნობდი, კალიმა გუნდის უმძიმესი ტვირთი გახდებოდა, ამინდისთვისაც უნდა შეგვეწყო ხელი, რომ სამხრეთით მიმავალი მდინარემდე, დათბობამდე მიგვეხწია, რომ ჭაობებში სიარული არ შეგვმთხვევოდა. რუკას, რომ დავხედე მდინარემდე 1000 კილ.მაინც იქნებოდა დარჩენილი , ალბათ ბიჭებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი გუნდი ვიყავით, დილით, ჩვენი კარვიდან 30 მეტრაში, მოზრდილ, ქვიანი ბორცვის ძირას ბრეზენტი შევნიშნე, ფრინცი გავიყოლე და მივედით, ერთი ადამიანის ჩონჩხი დაგვხვდა, მალე ბიჭებიც მოვიდნენ, იქვე ბრეზენტის, მგლებისაგან დაღრნილი ვეშმეშოკი ეგდო, გავხსენით, შიგ, პარკით ოქრო ადამიანის ხელის და სხვადასხვა ნაწილების ძვლები ეყარა, ესენი ლენინგრადელი ძმაკაცების ძვლები ჩანან, 3 წლის წინ, რომ გაუჩინარდნებ, მაგადანის სხვა კოლონიიდან იყვირა ,,ვასკამ,, კარგად ვიცნობდი, სვაბოდიდანაც და ზონებიდანაც, როგორი მეგობრები იყვნენ, მაგრამ რომ გასჭივრებიათ, ერთს მეორე შეუჭამია, მხოლოდ ძვლებია და როგორ ამოვიცნო, მომელმა, რომელი შეჭამა, ამოიოხრა ვასკამ, მე ოქროს ერთმა პარკმა დამაფიქრა, მკვდარსაც ექნებოდა თავისი წილი ოქრო, ესეიგი ,მეორემ , მკვდრის წილს ხელი არ ახლო, გავიფიქრე გამდიდრებისთვის კი არ შეუჭამია მეორე, არამედ გადარჩენისთვის, მოკლა შეჭმისათვის თუ მკვდარს მოაჭრა ხელი? ეს სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩებოდა. ბიჭებმა, ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, სხვების არ ვიცი, მაგრამ მე დასაშლელი თხილამურების და მშვილდ ისარის მოფიქრებისათვის მადლობა შევუთვალე აფიცერას და ფრინცს, დარწმუნებული ვარ კალიმასაც მსგავსი ფიქრები უტრიალებდა თავში, ალბათ ფიქრობდა, ირმის ხორცი აქვთ, ორი ,,მორბენალი ხორციც,, სანადირო მშვილდ ისარიც, და ჩემი შეჭმის სურვილი, რატომ უნდა ჰქონდეთო. დავასაფლავეთ, ქრისტიანულად, ოქრო ოფშიაკში ჩავდედ(გამოჩნდა, რომ, თითოეულს, საკუთარი ოქრო ჰქონდა და თუ გუნდს გზაში დასჭირდებოდა ცალკე ოფშიაკიც, ) ისე, დათრგუნულნი ვიყავით, იმ დღეს გზა აღარ გაგვიგრძელებია, უხმოთ ვჭამეთ და დავწექით, კაი ხნის შემდეგ ვკითხე ვასკაც, რა იცოდა იმ ბიჭებზე?ხო, ლენინგრადელები იყვნენ, მამები ფინელები თუ შვედები ჰყავდათ, დედები რუსები, დეტალები არ ვიცი, მაგრამ, თავიდან ფინელების მხარეზეც უბრძოლიათ , რუსების წინააღმდეგ შემდეგ, რუსების მხარეზე, გერმანელების წინააღმდეგ, სადღაც პოლონეთში, უცვნია, რუს ოფიცერს და როგორც, უწინ, რუსების წინააღმდეგ ნაომრები დაუჭერიათ, პირველათ სადღაც ყაზახეთში ჩაუჯენიათ, იქ რაღაცეები დაუშავებიათ და მერე აქ განამწესეს ჩვენთან. ესინიც ზამთარში გამოიქცენ, საწყლებს, მაგარი ენერგია ჰქონიათ, თხილამურების გარეშე, მაინც კარგად უვლიათ, წარმოიდგინეთ,გაყინული ხორცის დაჭრა, როგორი იქნებოდა ყოველ დღე, მოსახარშათ, ამაში დროს ვკარგავდით, თორემ საკვები, უფრო დიდი ქონება იყო ყინულის სტეპში, ვიდრე ჩვენი მთელი ოქრო. დილით, ისევ ისეთი ,,უდაბნოს ქარიშხალი,, დაგვხვდა , სიარულსაც ვერ შევძლებდით, ამიტომაც, ისევ კარავში დავრჩით, უცნაურები ვართ ადამიანები, წინ ამოდენა, ,,შიმშილის,, გზა გვქონდა, მაგრამ ბევრად, მეტ საჭმელს ვჭამდით, გზისთვის, ჩვენი საზიდარი საკუთარი ტვირთი, რომ შეგვემსუბუქებინა, თითქოს გზაში ირმების გუნდი გველოდა. ორი დღე არ გამოდარებულა, აი ისეთი ,,ძაღლს გარეთ არ გააგდებენო, მესამე დღეს, ავიბარგეთ, მიმოვიხედეთ გარშემო, აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩანდენ ტყიანი მთები, სადაც, საკვები ცხოველებიც იქნებოდნენ, მაგრამ ჩვენი გზა, სამხრეთისკენ, რომელიმე მდინარისკენ იყო, მერე, ასანთის ღერი აიღო, თავი მოატეხა, დიდ 15 კაცის ტევადობის მაგიდაზე, შუაში დადო და ვირტუოზულად გვიჩვენა, მათი ადგილი, ვებერთელა ,,ყინულის სამეფოში, კალიმა უკვე მესამედი ტემპით მოძრაობდა, აქ მარტო ფეხის ტკივილი, აღარ იყო, თვალნათლივ ჩანდა, რომ, ორგანიზმში პრბლემა ჰქონდა, ცოტა დაწინაურებული ვიყავი, გერმანელი წამომეწია და მითხრა, წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს დარჩენილი, კალიმას ვერ გადავარჩენთ, ეტყობ, დიდი სიცხეები აქვს, მგლის ნაკბენის ბრალია თუ ფილტვების ანთების, რეალობაა, მისი ტემპი ყველას დაგვხოცავს., რა, გეგმა გაქვს? ვკითხე მე, სანამ ცოცხალია, უნდა ვუპატრონოთ, ხომ ვერ მოვკლავთ? ვუპასუხე და თვალებში ჩავხედე პასუხის მოლოდინში, ერთი თვე, რომ არ მოკვდეს? მიპასუხა ფრინცმა და პასუხსაც არ დაელოდა გერმანულად რაღაც ხმამაღლა ჩაილაპარაკა, ვიგრძენი გარემოება, გამოცდას გვიწყობდა, აქამდე ფრინცს სანდოთ კაცად ვთვლიდი, მაგრამ მისმა საქციელმა დამაფრთხო, გავიფიქრე,თუ გაჭირდა მეც გამწირავსთქო. იმ ღამეს, რომ დავწექით, კალიმამ, გვითხრა, ,, ბიჭებო, ვიცი მძიმე ტვირთად გაწვივართ, ზონიდან, რომ ავადმყოფი აგკიდებოდეთ, ყველაფრის ღირსი ვიქნებოდი, მაგრამ, საერთო საქმისთვის ვიყავი სანადიროთ და უნდა ამიტანოთ,,დღეს აქა იქ, მგლების ნაკვალევი ვნახე, გთხოვთ, ნუ მიმატოვებთ, ვიცი, ცოცხალს არ მომკლავთ, ორი დღე მაჩუქეთ კიდევ, სტეპიდან გავიდეთ და ტყეში შევიდეთ, არც ის მინდა, ცოცხალი დამმარხოთ, არც აქ მინდა მიმატოვოთ, რომ მგლებმა ცოცხალი გამომხრან, იქ ტყეში მაღალ ხეზე ავალ და იქ მიმაბით ზედ და მიმატოვეთ, აქ ყვავები არ იქნებიან , რომ მათი ლუკმა გავხდე, იმ დღეს კალიმას ამბავზე მეტი არაფერი გვისაუბრია, ტყემდე ორი დღის სავალზე ვიყავით, მეორე დღეს, ეტყობა, კალიმამ, ყველაფერი თქვა, სტრესიც მოეხსნა და შედარებით ჩქარა იარა, მეორე დღეს კი უარესად გახდა, ძლივს მოვიდა ტყემდე, თუმცა, ისე გახარებული იყო, თითქოს სახლში მშობლებთან მივიდა(ცოლ-შვილი არ ჰყავდა), კარავში დავაწვინეთ, ჩვენ გარეთ გავედით და თათბირი დავიწყეთ, მოკლეთ გადავწყვიტეთ, რადგანაც, მართალია გრაფიკს რამდენიმე დღით ჩამოვრჩებით, ჯერ, მაინც კიდევ ყინვებია, სამხრეთის მდინარეებიც ისევ გაყინულები იქნებიან, ხვალ ვინადიროთ, ვნახოთ, თუ სარჩო მოვიპოვეთ, რა გვეჩქარება წასვლა, დავრჩეთ აქ დროებით, გინდა აქ დავლოდებივართ ყინულების გალღვობას, გინდა იქ მდინარის პირას, მეორე დღეს ვასკა კარავთან დავტოვეთ, ვალდებული იყო, ცეცხლი დაენთო, რომ მგლები არ მოსულიყვნენ, კალიმასთვისაც მიეხედა და წავედით, ფრინველი უამრავი იყო, მაგრამ, გვეშინოდა სროლა, რომ აგვეცდინა და ისარი დაგვეკარგა, საღამოსკენ გაგვიმართლა, ვებერთელა კურდღელი მოვკალი , კარავთან, რომ მივედი ვასკა ცეცხლთან წამოწოლილი იყო, გაუხარდა ნანადირევი, ჩამოგვართვა და განაცხადა, მე შევწვავო, ფრინცი, კარავში შევიდა და მალე გამოვიდა, გამოგვიცხადა, კალიმა გარდაცვლილია. მერე ისეთი თვალებით, შემომხედა და მერე ვასკასკენ გაიხედა, თითქოს მიმანიშნა ვასკას მოუკლავსო, გულში, ყველა კმაყოფილი ვიყავით შედეგით, კალიმა ნამდვილი ვაჟკაცი იყო და შეგვეცოდა, კიდეც მაგრამ ჩვენც გვაბრკოლებდა და არც მისი გადარჩენა შეგვეძლო და თვითონაც წამებით სიკვდილი ელოდა ხეზე, ხანდისხან მიფიქრია, მაშინაც და ახლაც, იქნებ თავი დაიხჩო? იქნებ, აღარც ჩვენი შეწუხება უნდოდა, აღარც ხეზე სიკვდილი, არც მგლების მიერ, ნახევრად ცოცხალის შეჭმა, ან ცოცხლად დამარხვა. თენგიზ გოგორელიანი გაგრძელება იქნება.
❤ჩემი გული ხარ❤
:▓ӎҨῄάקҨṽąřī▓ ✞
#გაქცევამაგადანისკოლონიიდან.
პირველი ნაწილი
ამ , ნამდვილი ამბავის, მოყოლა ყოველთვის მქონდა გონებაში, მაგრამ მისი მოცულობის გამო არ გიყვებოდით, ახლა გადავწყვიტე დავანაწევრო და ისე გადმოგცეთ.
ქუთაისის ციხეზე 15 კაციან კამერაში, სხვადასხვა ხარისხისა და ასაკის პატიმრებში, ერთი, ჯირკივით ასაკოვანი კაცი დამხვდა, ყველა მოწიწებით ექცეოდა, მერე, გავიგე ვანელი კანონიერი ქურდი, მეტსახელად ,,ბოდოკია,, იყო, ათას საინტერესო ამბებს ყვებოდა მისი მრავალ, ჭირგამოვლილი ცხოვრებიდან, ერთხელაც, ახალგაზრდა სამტრედიელი ქურდი, მეტსახელი არ მახსოვს, შემოიყვანეს, შორიდან გაგონილი ჰქონიათ ერთმანეთის შეგახებ, მოიკითხეს, ერთმანეთი, სადილისს შემდეგ, სამტრედიელმა უთხრა, ,,ბოდოკია,, წარსული ამბავია, იმ დაწყევლილ მაგადანის კოლონიიდან როგორ გამოიქეცით ის მოგვიყევიო, ,, ბოდოკიამაც ,, დაიწყო 1955 წელი იყო(მოკლეთ ბევრი საინტერესო ამბები მოყვა, როგორ მოხვდა მაგადანში,მაგრამ წვრინმალებზე ახლა არ შევჩერდები) ოქროს მაღაროებში გვამუშავებდნენ, მე, ქურდი კი ვიყავი, მაგრამ ოქრო ისეთი რამე ყოფილა, მის მოსაძიებლად მაინც შევდიოდი შახტაში,ზოგს მე ვნახულობდი, ზოგს, ქურდული წილიდან ვაწერავდი ,, მუშებს, კი გვშმონავდნენ, მაგრამ ათასნაირი გზებით, მაინც გამოგვქონდა, ნაზორებიც ხვდებოდნენ, რომ ვეშმაკობდით, თუ შმონისას ჩამოგვართმევდნენ, მათ რა სარგებელი დარჩებოდათ, არ ერჩინათ, ჩვენ მოგვეპარა და მერე ჩვენთან ევაჭრათ? ჩხრეკვის მაგივრად ერთ ბუხანკა პურში 20 გრამ ოქროს გვთხოვდნენ, კაი თბილ ჩექმაში 400 გრამი ოქრო გადამახდევინეს, მოკლეთ აბა ქალებსა და დალევაში ხომ ვერ დავხარჯავდით ფულებს? ერთხელაც თბილისელი სომეხი ქურდი, ,, კალიმა,(კალიმის ჩრდილოეთ კოლონიიდან მოიყვანეს), მოვიდა, გვერდზე გამიყვანა და მითხრა გაქცევისს გეგმა გვაქვს წამოხვალ? მე გაოცებისაგან პირი დავაღე, გემებით მოგვიყვანეს , უახლოესი დასახლებული პუნქტი 3000კილომეტრშია და სად გავიქცეთ, ვკითხე მე? თუ დაგვთანხმდები, პადელნიკებსაც და ნახაზსაც გაჩვენებ, აქ ერთი გეოგრაფი ზის მან გააკეთა ნახაზი, მოხუცია, თავად ვერ წამოვა, მითხრა ,,კალიმამ,, დავფიქრდები მივუგე და წამოვედი, , მაშინ 25 წლის ვიყავი, თავისუფლებაში, კაი ბოქსიორი ვიყავი, იქაც კოლონიაში, ყოველ დღე ვარჯიშობდი, აზარტი, რა შემიძლია, იმის გაგების სურვილიც გამიჩნდა და მალე მივაკითხე, მოკლეთ სანდო 4 კაცი შევიკრიბეთ, მე , ,,კალიმა,, როსტოველი ქურდი ,,ვასკა,, გერმანელი ტყვე ჯარისკაცი, მრავალ საბჭოთა , კონცლაგერში ნამყოფი,, ,,აფიცერა,, კოლონია რამდენიმე საცხოვრებელი ბარაკისაგან შედგებოდა , ცალკე იყო ალუმინის და ხის გადასამუშავებელი ქარხნები, არავინ არ გვიცავდა , კვირაში ერთხელ დაგვთვლიდნენ, მოვალეობის მოხდის მიზნით აბა ნორმალური ვინ გაბედავდა გაქცევას.
უცნაური კაცი იყო, ,,ბოდოკია,, თუ ხალისიათზე იყო თავის ისტორიას, ხალისით ჰყვებოდა,თუ რამე ეწყინებოდა სასტიკი იყო, როცა თავის ამბებს ჰყვებოდა და ვინმე თუ ჰკითხავდა , მართლა მასე იყო? ბრაზდებოდა, რა კითხვაა მაგი, მე ქურდი ვარ და არა ცეხავიკი, ტყუილები ვილაპარაკოო,,
ერთხელაც საიდუმლოდ შევიკრიბეთ, ვასკას , კუტოკში(ოთახში) გაგცევის გეგმის დასამტკიცებლად, ბევრი ვიბრძოლე, რომ პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ გაქცევა, როცა მოთოვდა და მაგარ ყინვებს დაიჭერდა მაშინ მოგვეწყო(ისინი ადრეულ გაზაფხულს იძახდნენ), ჩემი გეგმა იყო გაზაფხულთან შედარებით, ზამთარში ჭაობები გაყინულია და საშიში აღარაა, არა ფეხით, არამედ თხილამურებით გაგვეკეთებინა, ტვირთი არა ზურგით, არამედ სანკებზე დაგვეწყო , რითაც მეტს წავიღებდით,, იმ რეგიონში, ყველა მდინარე ჩრდილოეთისკენ მიედინებიან, უახლოესი მდინარე, რომელიც სამხრეთისკენ მიედინებოდა 1500 კილომეტრშია, იქ ნაჯახებით მოვჭრით მორებს, შევკრავთ დავეშვებით 500 კილომეტრში დასახლებული პუნქტია ირმები ან ცხენები ეყოლებათ, ოქრო გვაქვს და ვიყიდითთქო, მანამდე, რომ მივახწიოთ, ყოველ დღე, რომ 50 კილომეტრი ვიაროთ 30დღე გვინდა , 10 დღე გაუთვალისწინებულიც, რომ გავითვალისწინოთ, 40 დღის საჭმელი ანუ დღეში თითოეულს ნახევარი კილოც, რომ გვეჭამა 80 კილო საჭმელი (წყალს თოვლსაც გავადნობდით) უნდა გვეზიდა, სხვა ტვირთიც, ხომ უნდა წაგვეღო,? გეგმა საშიში იყო, დაზამთრებამდე 6 თვე იყო დარჩენილი და ამ დროში ყველა ტვირთი, ბრეზენტი კარავისათვის , უნდა გვეშოვა.
ბიჭები ხშირადვხვდებოდით ერთმანეთს, ვხვეწდით გეგმებს, საჭმელის ტვირთი რომ, შეგვემცირებინა , ,, აფიცერამ,, მშვილდ ისარი და სათევზაო ანკესი მოიფიქრა, კარგი იდეა კი იყო, მაგრამ ისიც უნდა გვეანგარიშა, რომ ნადირობისთვის და საკვების მომზადებისთვის დროს დავკარგავდით, 1500 კილომეტრის გავლა 50 დღეზე გავთვალეთ, ასევე გასათვლელი ის იყო, რომ , რაც სამხრეთისკენ ვივლიდით , გაზაფხულიც დადგებოდა და ჭაობებიც გაჩნდებოდნენ, თხილამურები და სანკა აღარ გამოგვადგებოდა, ტვირთი ბეჭებით უნდა გვეზიდა,
ერთხელაც აფიცერამ ლუსმანზე ფეხი დაებიჯა, გაუმიზეზდა და უარი თქვა გაქცევაზე, გაგცევამდე ერთი თვით ადრე შემხვდა და მითხრა, ,, ბოდოკია,, გერმანული კონცლაგერიდან დაწყებული, იცი რამდენი კოლონია მაქვს გამოვლილი, მე, რომ წამოვსულიყავი ერთმანეთს გავიტანდით, ვარკუტის კოლონიის გაქცეულმა ბიჭებმა , თან ერთი არიფი წაიყვანეს, ,,მოძრავ ხორცად,, თუ რომ გაუჭირდებოდათ, მოეკლათ და შეეჭამათ. ამიტომ, ჩუმათ, თავი დაიზღვიე დანა იქონიე ისე რომ მათ არ იცოდნენ, ბოლომდე არ ენდო, მშვილდი ან ისრები შენ იქონიე.
შევნიშნე ვასკას აფიცერას დარჩენა გაუხარდა, ამან კი ეჭვიც გამიჩინა და შიშიც, იქნებ გადამეტებული შიში მქონდა და პარტნიორები სულაც არ მთვლიდნენ ,,მოსიარულე ხორცად,, მაგრამ შიშმა, მეოთხე პარტნიორის აუცილებლობისკენ მიბიძგა, გერმანელი ტყვე, რომელიც სტალინგრადთან დანებდა წითელარმიელებს სავსებით მისაღები იყო ჩემთვის ფიზიკურად ძლიერი ჩანდა, რუსს არ შეეკვრებოდა და ცივილიზებული გერმანელი ჩემს შეჭმას არ იფიქრებდა, ვასკას არ მოეწონა გერმანელი, მაგრამ , სომეხმა , მე დამიჭირა მხარი, არც შევმცდარვარ, ჰენრიმ, ჩვენს გეგმებში ბევრი მშვენიერი კორექტირება შეიტანა, უპირველესად , თხილამურები უფრო ფართო დაგვამზადებინა, მერე შუაზე დაგვაჭრევინა, შემდეგ ალუმინის ფირფიტებით გადაგვაბმევინა, რომ როცა კარავს ავაგებდით დაგვეშალა და იატაკად მოგვეწყო, ამით,თხილამურები ცოტა დაგვიმძიმდა, მაგრამ მანამდე გათვალისწინებული ძირს დასაფენი ბრეზენტის მაგივრად ბარი და ფქვილი დავიმატეთ, ასევე მშვილდის ლარის მაგივრად, ნაზორისაგან ძაღლი 200გრამ ოქროთ ვიყიდეთ, ხორცი , ხორცად შევჭამეთ, წელები , წვრილად დაჭრა და მშვილდზე ლარის მაგივრად დააყენა, რითაც ორჯერ გაიზარდა ისრის სიჩქარე. ბრეზენტის ხარისხიც შეგვაცვლევინა, იმ იმედით, თუ მდინარემდე მივაღწევდით თუ სხვა გზა აღარ გვექნებოდა ბაწრებათ დაგვეჭრა და ტივი ისე შეგვეკრა ვივარაუდეთ, რომ იმ დროს სამხრეთში სითბო დაგვხვდებოდა და იქნებ კარავი აღარც დაგვჭირვებოდა.
ყინვებმა, როგორც დაჭირა, საკვების მომარაგებაც დავიწყეთ, მანამდე 150 გრამ ოქროთ ორი ძაღლი ვიყიდეთ( ბოდოკია წონის ერთეულად , არა გრამებს, არამედ უნციებს მოიხსენიებდა, ამიტომაც, ახლა არც მნიშვნელობა არა აქვს, ზუსტ ფასებს) ანუ ,, (ღვთისბოძებული, მორბენალი ხორცები), კარგად ვკვებავდით, რა ვიცოდით, როდის გამოგვადგებოდა, ხელჯოხებად რკინა ავირჩიეთ,ხის ტარები დავუყენეთ, კი მძიმე იყო, მაგრამ არ გატყდებოდა , წვერიც ჰქონდა, ნადირი, რომ დაგვხსმოდა , მისით თავსაც დავიცავდით და რაც მთავარია, კარვის აგებისას, თუ კი შესაბამის ხეს ვერ ვიშოვიდით, შესანიშნავი იყო.ყველაფერი ბარაკებიდან 3 კილომეტრ მანძილში გვქონდა დამალული და კვირას, რომ დაგვთვალეს, ვიცოდით, რომ მომავალ კვირამდე აღარ დაგვთვლიდნენ,
ორშაბათ დილას, დარჩენილი ტვირთები ავიკიდეთ, ძაღლები ავუშვით და სამალავისკენ წავედით, სამალავში ტვირთები შეძლებისდამიხედვით გავინაწილეთ და წავედით, არც ვჩქარობდით, რადგანაც სამ დღეშიც, რომ გაეგოთ ჩვენი წასვლა, 100 კილომ. ხომ მაინც გვექნებოდა გავლილი, თხილამურების გარეშე, ფეხით რას დაგვეწეოდნენ , ხოლო თხილამურებს და საგზალს, რომ გააკეთებდნენ მინიმუმ 200 ლილომეტრით, ვიქნებოდით წინ ,ამიტომაც მდევარს არ ველოდით და მშვიდად მივდიოდით,პირველი დღე ჯანზე ვიყავით და კარგად ვიარეთ, შებინდებამდე დავიწყეთ კარვის მოწყობა, ბარით ნახევარი თხილამურის სიგრძის და 8 ცალი გვერდულად რომ ჩაეტეოდა იმ ზომის ორმო ამობიღეთ, მიწა გარშემო შემოვაწყვეთ,, (იცინოდა ისეთი კოხტა გამოვიდა, ისე თბილად ვიყავით იმ ღამეს , ნუფნუფი იყო თუ ნაფნაფი, იმას შეშურდებოდაო) ,, მორბენალ ხორცებს,, ჩვენიც და თავიანთი საკვები სანკით თან მოჰქონდათ, სომეხი, ბუნებით ცუღლუტი, ცდილობდა ნაკლები ტვირთი ეტარებინა,რაზეც გერმანელი ედავებოდა, ჩხუბი არანაირად არ მაწყობდა, რადგანაც, კალიმა ქურდი იყო და ქურდული ტრადიციისამებრ, რომ რამე მომხდარიყო, ვალდებული, ვიყავი მისთვის დამეჭირა მხარი.
საჩვენო ნადირი არ შეგვხვედრია მგელი და მელა რამდენჯერმე შეგვხვდნენ, მაგრამ არ გვინადირია მათზე,,(იცინოდა,რამდენჯერ მინატრია მოხარშული მგელიო)
ერთ კვირაში გაყინულ მდინარეს მივადექით, თევზის დაჭერა გვინდოდა მაგრამ იმსისქე ყინული იყო ვერ ჩავტეხეთ, პირველად, გამოქცევიდან ორი კვირის შემდეგ მოგვშივდა, ტყე მთავრდებოდა წინ თვალუწვდენელი გაყინული, სრულიად შიშველი ტუნდრა იყო, იქ ნადირს არ მოველოდით, სარჩო ტყეში უნდა მოგვეძია, კარავი დილით არ ავშალეთ, გადავწყვტეთ სანამ რამეს არ მოვინადირებდით იქ დავრჩენილიყავით, თუ არადა ერთ ერთი ძაღლი უნდა შეგვეჭამა.
ბოდოკია, ძალიან ცოტას ჭამდა, ეტყობოდა მისი ორგანიზმი გადაჩვეული იყო, 50 წლის ფარგლებში იქნებოდა და 22 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული სიგარეტს არ ეწეოდა კისერზე ტყავის პატარა პარკი ეკიდა,შიგ თეთრი ფერის ქვა ედო, ხშირად ამოიღებდა პირში ჩაიდებდა ხან კამფეტივით წოვდა ხან, პირში ათამაშებდა, ამბობდა ეს მეოთხე ქვაა ჩემს ცხოვრებაში, ნერვებს მიწყნარებს, თითქოს კაი გამაძღარი ვიყო, ერთი ათი წუთი რომ ვათამაშებ პირშიო, პირველი ქვა, ქუთაისის ციხეზე, ქუთაისელ მომაკვდავ პატიმარს უჩუქებია, 3 ცალი სხვადასხვა წლებში დაუკარგავს,
ჩვენი საკნიდან, კარიდორის მოსახვევში, სტალინის ნამყოფი საკნის(ჩვენ დროს დაკეტილი იყო, სტალინის დრონდელი გარემო იყო შიგ, ამიტომაც არავს სვავდნენ შიგნით) მის გვერდზე 70 იან წლებში ,,გიჟუა,, რომ გაიქცა ის საკანი იყო,ბოდოკია ამბობდა, ამ ციხიდან მის გარდა არავინ გაქცეულაო.,
ახლა ყველას მობილურები, რომ გვიკავია ხელში, იცით, როგორი ,,მობილურები გვქონდა მაშინ? ხომ გაქვთ, სახლში ,,კრუშკები,, აი მასეთი ალუმინის ,,კრუშკები,, იყო ჩვენი მობილურები,
ჩვენს სართულზე მხოლოდ ჩვენს საკანში იყვნენ ქურდები, თუ მეზობელ კამერაში ,,ჩეპე,, მოხდებოდა დამძახებელს კედელზე უნდა დაეკაკუნებინა, მეორე მხარე კაკუნის ადგილზე უნდა დამდგარიყო, დასალევის მხრიდამ, უნდა ჩასძახოს,მსმენელი იმ ადგილას ამობრუნებული მხრიდან ყური უნდა მიუდგად და ყველაფერი გარკვევით ისმის.
განაწილებულან კარავთან გერმანელი და ვასკა დარჩენილან ერთი მშვილდით და 8 ისრით, მოლაპარაკება იყო, რომელ მხარეზეც ,ბოდოკია და კალიმა წავიდნენ იმ მხარეზე კარვიდან ნახევარი კილომეტრის რადიუსში ენადირათ, რომ რამე მომხდარიყო, ერთმანეთს, რომ მიშველებოდნენ.
ბოდოკიას 8 კლასის განათლება ჰქონდა მიღებული ვანის , რომელიღაც სოფელში მაგრამ თხრობის საოცარი ნიჭი ჰქონდა, ისე აღწერდა დეტალებში გარემოს , ყინვებს, შიმშილს, სიხარულს, თითქოს იმ ბუნებას შენი თვალებით უყურებდა, თითქოს მას კი არა, შენ გშიოდა, გციოდა, წუხდი და გიხაროდა.
მალე ჩრდილოური ირმების გუნდი შეხვედრიათ, კალიმას უსვრია და დაუჭრია მაგრამ იქვე არ წაქცეულა ერთი კილომეტრი მაინც ურბენია,
ვსდიეთ და სისხლის კვალმა პატარა კლდის ძირას მიგვიყვანა სადაც სიკვდილს ებრძოდა, ყელი უცებ გამოვჭერით, ჩვენი გეგმა იყო, მხოლოდ ხორცები აგვეჭრა, რომ ძვალი ტყულა არ გვეზიდა, კარვამდე. მაქსიმალურად ავაჭერით ხორცი, მაგრამ ვიღორეთ, იმის მაგივრათ, რომ რასაც მოვერეოდით ზურგით წამოგვეღო, ტოტებისგან სანკა გავაკეთეთ და ასე სრიალით ვეზიდებოდით,ამან კი სამი მდევარი მგელი გაგვიჩინა, რადგანაც გზა ირმის სისხლის წვეთებით ისვრებოდა. ერთს ვესროლე მოვკალი და დროებით მას დაესივნენ ყოფილი მეგობრები, ჩქარა კი ვიარეთ მაგრამ გადარჩენილი ორი მალე დაგვეწია და იერიშზე გადმოვიდნენ , მშვილდი მაშინ კალიმას ეკავა , ნაჯახი მე, დაბამბული შარვლები კი გვეცვა, ერთს მაგრად ჩავცხე თავში ნაჯახი, მაგრამ მანამდე მოასწრო და კალიმას ფეხზე, რომ უკბინა დავინახე, ჩემთვისაც გაუკრავს კბილი, მაგრამ საბედნიეროთ მარტო სახელო იყო გამოღრნილი, მარტო დარჩემილმა მგელმა, ჩვენ თავი დაგვანება და დასისხლიანებულ მეგობარს დაეძგერა, ჩვენ ისევ დრო ვიხელთეთ და კარვისაკენ დავიძერით,
კარავთან, რომ მოვედით გერმანელს კურდღელი მოუკლავს და მას ატყავებდნენ, მაგრამ ჩვენსავით 1 ისარი, ჩვენსავით ( მგელი რომ მოვკალით ის,) მათაც დაუკარგავთ,, უფრო სამწუხარო კი ის იყო, ცეცხლი ჩაქრობიათ , არადა დროზე თუ არ მოვწვავსით, კალიმას ნაკბენ ფეხს, მგელის ცოფი დაასნეულებდა მთელ ორგანიზმს.
შემდეგ, პირიდან ის ქვა, თილისმა გამოიღო და აგვიხსნა, ბავშვობაში ალბათ გითამაშიათ კაჟის ქვებით, ერთმანეთზე ჩამოკვრით ნაპერწკლების გაყრაზე, ასეთი ქვა ბევრი იყო მაგადანში და ბევრათ დიდ ნაპერწკალსაც იძლეოდა, წამოღებული გვქონდა ბევრი ხმელი ხავსი, და ასე მარტივად ვაჩენდით ცეცხლსო
ქვაზე გამახსენდა კისერზე დაკიდებულ ქვაზე ამბობდა, ეს ქვა ის არაა იმ დროს, რომ თან დავატარებდიო, ის შუა აზიაში, ზონაში ყოფნისას დავკარგეო.
ნაკვერცხლით მოვწვით ნაკბენი კალიმას, ფეხიც შევუხვიეთ, კარგად ვჭამეთ და მორიგეობაც დავაწესეთ, რადგანაც ხორცის სუნმა, მგლები გააღიზიანა და გარშემო მათი ყმუილის ხმა ისმოდა.
მთელი ღამე ცეცხლი არ ჩაგვიქვრია, დილით კი ყველაფერი გავამზადეთ, წინ დიდი ცივი ტრამალი გადაჭიმულიყო, აი ისე, ზღვის ნაპირზე, რომ დგიხარ და ხედავ, შორს, მზე, ჰორიზონტზე, როგორ ჩადის, აი იქ ჰორიზონტზე ჩანდა მთის მასივი, ჩვენი გათვლით იმ გზის გავლას დღეში 30 კილომეტრიც, რომ გაგვევლო 3 ან 4 დღე მაინც მოვუნდებოდით, გზაში ნადირის შეხვედრას გამოვრიცხავდით, თუმცა, ყველანი ევროპული ნაწილის მაცხოვრებლები ვიყავით და აქაური ბუნების, ცხოველთა ცხოვრების წესებზე, არაფერი ვიცოდით., მზე,, რომ, კარგად ამოიწვერა, დავიძარით, ,, კალიმას,ეტყობოდა, რომ ფეხი აწუხებდა, რაც მოძრაობის ტემპს გვიგდებდა, იმ დღეს ალბათ 20 ან 25 კილომეტრი გავიარეთ, ეს ცუდი შედეგი არ იყო, მაგრამ ჩანდა ამ ტემპით, ,,კალიმა ,, დიდხანს ვერ ივლიდა. დაღამებისას, კარავი გავშალეთ, ვჭამეთ და დაგწექით, როგორც ყოველთვის ძაღლები საწოლში ჩავიწვინეთ, ,,გრელკებივით,, იყვნენ, დილით, როგორც სამხრეთის სტეპებში იცის, აქაც თითქმის მსგავსი ქარიშხალი ჩადგა, იმ განსხვავებით, რომ აქ ცივი ნამქერი მოაყოლა, გარეთ არაფერი ჩანდა, ამიტომაც გადავწყვითეთ, ამინდის გამოსვლამდე ,,ლოგინში,, გვეკოტრიალა,
კალიმა კაი მთხრობელი იყო, მოყვა პირველად ,,,მალალეტკების,, კოლონიაში რომ მიმიყვანეს,პავიასკის გაკეთება მომინდომეს მკლავზე, ფიზიკურად ძლერი არ ვიყავი, რომ მეჩხუბა ამიტომაც ორი კვირა სხვენში თაგვებთან მეძინა, მხოლოდ მთაწმინდელი ქურთი ჰაიკაზა მაკითხავდა და საჭმელი მოჰქონდაო. ბედზე ორი ნაცნობი ,,მგლებივით,, თბილისელი ბიჭები შემოვიდნენ, მათ ჩამომყვანეს სხვენიდან გამიტანეს .
ფრინცი ვაჟკაცი ჩანდა, მაგრამ მისთვის აბსოლიტურად უცხო იყო, ჩვენებური ქურდული ცხოვრება, ჩანდა გერმანიაში ფერმერი იყო და სულ ძროხის და თხების ჯიშებზე ლაპარაკობდა.
ორი დღე არ გამოსულა ამინდი, მესამე დღეს ამინდი გამოვიდა, ავიკაზმეთ და დავიძარით,წინ ვებერთელა, მკაცრი, ,,თოვლის უდაბნო,, მძინვარებდა,ისეთი განცდა მქონდა თითქოც, ვიღაცა მესამე კითხვას სვავდა,(ბოდოკია ათეისტი იყო) შეებრძოლეთ ერთმანეთს, აბა, რომელი უფრო ძლიერი ხართ, კალიმა კოჭლობდა, ტვირთიც ჩამოვართვით, მაგრამ სიჩქარეს, მაინც ვერ მოუმატა, იმ დღეს 15 კილომეტრსაც, ვერ გავივლიდით,,, შებინდებამდე კარავი გავშალეთ,ვგრძნობდი, კალიმა გუნდის უმძიმესი ტვირთი გახდებოდა, ამინდისთვისაც უნდა შეგვეწყო ხელი, რომ სამხრეთით მიმავალი მდინარემდე, დათბობამდე მიგვეხწია, რომ ჭაობებში სიარული არ შეგვმთხვევოდა.
რუკას, რომ დავხედე მდინარემდე 1000 კილ.მაინც იქნებოდა დარჩენილი , ალბათ ბიჭებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი გუნდი ვიყავით,
დილით, ჩვენი კარვიდან 30 მეტრაში, მოზრდილ, ქვიანი ბორცვის ძირას ბრეზენტი შევნიშნე, ფრინცი გავიყოლე და მივედით, ერთი ადამიანის ჩონჩხი დაგვხვდა, მალე ბიჭებიც მოვიდნენ, იქვე ბრეზენტის, მგლებისაგან დაღრნილი ვეშმეშოკი ეგდო, გავხსენით, შიგ, პარკით ოქრო ადამიანის ხელის და სხვადასხვა ნაწილების ძვლები ეყარა, ესენი ლენინგრადელი ძმაკაცების ძვლები ჩანან, 3 წლის წინ, რომ გაუჩინარდნებ, მაგადანის სხვა კოლონიიდან იყვირა ,,ვასკამ,, კარგად ვიცნობდი, სვაბოდიდანაც და ზონებიდანაც, როგორი მეგობრები იყვნენ, მაგრამ რომ გასჭივრებიათ, ერთს მეორე შეუჭამია, მხოლოდ ძვლებია და როგორ ამოვიცნო, მომელმა, რომელი შეჭამა, ამოიოხრა ვასკამ, მე ოქროს ერთმა პარკმა დამაფიქრა, მკვდარსაც ექნებოდა თავისი წილი ოქრო, ესეიგი ,მეორემ , მკვდრის წილს ხელი არ ახლო, გავიფიქრე გამდიდრებისთვის კი არ შეუჭამია მეორე, არამედ გადარჩენისთვის, მოკლა შეჭმისათვის თუ მკვდარს მოაჭრა ხელი? ეს სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩებოდა.
ბიჭებმა, ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, სხვების არ ვიცი, მაგრამ მე დასაშლელი თხილამურების და მშვილდ ისარის მოფიქრებისათვის მადლობა შევუთვალე აფიცერას და ფრინცს, დარწმუნებული ვარ კალიმასაც მსგავსი ფიქრები უტრიალებდა თავში, ალბათ ფიქრობდა, ირმის ხორცი აქვთ, ორი ,,მორბენალი ხორციც,, სანადირო მშვილდ ისარიც, და ჩემი შეჭმის სურვილი, რატომ უნდა ჰქონდეთო.
დავასაფლავეთ, ქრისტიანულად, ოქრო ოფშიაკში ჩავდედ(გამოჩნდა, რომ, თითოეულს, საკუთარი ოქრო ჰქონდა და თუ გუნდს გზაში დასჭირდებოდა ცალკე ოფშიაკიც, )
ისე, დათრგუნულნი ვიყავით, იმ დღეს გზა აღარ გაგვიგრძელებია, უხმოთ ვჭამეთ და დავწექით, კაი ხნის შემდეგ ვკითხე ვასკაც, რა იცოდა იმ ბიჭებზე?ხო, ლენინგრადელები იყვნენ, მამები ფინელები თუ შვედები ჰყავდათ, დედები რუსები, დეტალები არ ვიცი, მაგრამ, თავიდან ფინელების მხარეზეც უბრძოლიათ , რუსების წინააღმდეგ შემდეგ, რუსების მხარეზე, გერმანელების წინააღმდეგ, სადღაც პოლონეთში, უცვნია, რუს ოფიცერს და როგორც, უწინ, რუსების წინააღმდეგ ნაომრები დაუჭერიათ, პირველათ სადღაც ყაზახეთში ჩაუჯენიათ, იქ რაღაცეები დაუშავებიათ და მერე აქ განამწესეს ჩვენთან. ესინიც ზამთარში გამოიქცენ, საწყლებს, მაგარი ენერგია ჰქონიათ, თხილამურების გარეშე, მაინც კარგად უვლიათ,
წარმოიდგინეთ,გაყინული ხორცის დაჭრა, როგორი იქნებოდა ყოველ დღე, მოსახარშათ, ამაში დროს ვკარგავდით, თორემ საკვები, უფრო დიდი ქონება იყო ყინულის სტეპში, ვიდრე ჩვენი მთელი ოქრო.
დილით, ისევ ისეთი ,,უდაბნოს ქარიშხალი,, დაგვხვდა ,
სიარულსაც ვერ შევძლებდით, ამიტომაც, ისევ კარავში დავრჩით, უცნაურები ვართ ადამიანები, წინ ამოდენა, ,,შიმშილის,, გზა გვქონდა, მაგრამ ბევრად, მეტ საჭმელს ვჭამდით, გზისთვის, ჩვენი საზიდარი საკუთარი ტვირთი, რომ შეგვემსუბუქებინა, თითქოს გზაში ირმების გუნდი გველოდა.
ორი დღე არ გამოდარებულა, აი ისეთი ,,ძაღლს გარეთ არ გააგდებენო,
მესამე დღეს, ავიბარგეთ, მიმოვიხედეთ გარშემო, აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩანდენ ტყიანი მთები, სადაც, საკვები ცხოველებიც იქნებოდნენ, მაგრამ ჩვენი გზა, სამხრეთისკენ, რომელიმე მდინარისკენ იყო, მერე, ასანთის ღერი აიღო, თავი მოატეხა, დიდ 15 კაცის ტევადობის მაგიდაზე, შუაში დადო და ვირტუოზულად გვიჩვენა, მათი ადგილი, ვებერთელა ,,ყინულის სამეფოში,
კალიმა უკვე მესამედი ტემპით მოძრაობდა, აქ მარტო ფეხის ტკივილი, აღარ იყო, თვალნათლივ ჩანდა, რომ, ორგანიზმში პრბლემა ჰქონდა, ცოტა დაწინაურებული ვიყავი, გერმანელი წამომეწია და მითხრა, წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს დარჩენილი, კალიმას ვერ გადავარჩენთ, ეტყობ, დიდი სიცხეები აქვს, მგლის ნაკბენის ბრალია თუ ფილტვების ანთების, რეალობაა, მისი ტემპი ყველას დაგვხოცავს., რა, გეგმა გაქვს? ვკითხე მე, სანამ ცოცხალია, უნდა ვუპატრონოთ, ხომ ვერ მოვკლავთ? ვუპასუხე და თვალებში ჩავხედე პასუხის მოლოდინში, ერთი თვე, რომ არ მოკვდეს? მიპასუხა ფრინცმა და პასუხსაც არ დაელოდა გერმანულად რაღაც ხმამაღლა ჩაილაპარაკა,
ვიგრძენი გარემოება, გამოცდას გვიწყობდა, აქამდე ფრინცს სანდოთ კაცად ვთვლიდი, მაგრამ მისმა საქციელმა დამაფრთხო, გავიფიქრე,თუ გაჭირდა მეც გამწირავსთქო.
იმ ღამეს, რომ დავწექით, კალიმამ, გვითხრა, ,, ბიჭებო, ვიცი მძიმე ტვირთად გაწვივართ, ზონიდან, რომ ავადმყოფი აგკიდებოდეთ, ყველაფრის ღირსი ვიქნებოდი, მაგრამ, საერთო საქმისთვის ვიყავი სანადიროთ და უნდა ამიტანოთ,,დღეს აქა იქ, მგლების ნაკვალევი ვნახე, გთხოვთ, ნუ მიმატოვებთ, ვიცი, ცოცხალს არ მომკლავთ, ორი დღე მაჩუქეთ კიდევ, სტეპიდან გავიდეთ და ტყეში შევიდეთ, არც ის მინდა, ცოცხალი დამმარხოთ, არც აქ მინდა მიმატოვოთ, რომ მგლებმა ცოცხალი გამომხრან, იქ ტყეში მაღალ ხეზე ავალ და იქ მიმაბით ზედ და მიმატოვეთ, აქ ყვავები არ იქნებიან , რომ მათი ლუკმა გავხდე, იმ დღეს კალიმას ამბავზე მეტი არაფერი გვისაუბრია, ტყემდე ორი დღის სავალზე ვიყავით, მეორე დღეს, ეტყობა, კალიმამ, ყველაფერი თქვა, სტრესიც მოეხსნა და შედარებით ჩქარა იარა,
მეორე დღეს კი უარესად გახდა, ძლივს მოვიდა ტყემდე, თუმცა, ისე გახარებული იყო, თითქოს სახლში მშობლებთან მივიდა(ცოლ-შვილი არ ჰყავდა), კარავში დავაწვინეთ, ჩვენ გარეთ გავედით და თათბირი დავიწყეთ, მოკლეთ გადავწყვიტეთ, რადგანაც, მართალია გრაფიკს რამდენიმე დღით ჩამოვრჩებით, ჯერ, მაინც კიდევ ყინვებია, სამხრეთის მდინარეებიც ისევ გაყინულები იქნებიან, ხვალ ვინადიროთ, ვნახოთ, თუ სარჩო მოვიპოვეთ, რა გვეჩქარება წასვლა, დავრჩეთ აქ დროებით, გინდა აქ დავლოდებივართ ყინულების გალღვობას, გინდა იქ მდინარის პირას,
მეორე დღეს ვასკა კარავთან დავტოვეთ, ვალდებული იყო, ცეცხლი დაენთო, რომ მგლები არ მოსულიყვნენ, კალიმასთვისაც მიეხედა და წავედით, ფრინველი უამრავი იყო, მაგრამ, გვეშინოდა სროლა, რომ აგვეცდინა და ისარი დაგვეკარგა, საღამოსკენ გაგვიმართლა, ვებერთელა კურდღელი მოვკალი , კარავთან, რომ მივედი ვასკა ცეცხლთან წამოწოლილი იყო, გაუხარდა ნანადირევი, ჩამოგვართვა და განაცხადა, მე შევწვავო, ფრინცი, კარავში შევიდა და მალე გამოვიდა, გამოგვიცხადა, კალიმა გარდაცვლილია. მერე ისეთი თვალებით, შემომხედა და მერე ვასკასკენ გაიხედა, თითქოს მიმანიშნა ვასკას მოუკლავსო,
გულში, ყველა კმაყოფილი ვიყავით შედეგით, კალიმა ნამდვილი ვაჟკაცი იყო და შეგვეცოდა, კიდეც მაგრამ ჩვენც გვაბრკოლებდა და არც მისი გადარჩენა შეგვეძლო და თვითონაც წამებით სიკვდილი ელოდა ხეზე, ხანდისხან მიფიქრია, მაშინაც და ახლაც, იქნებ თავი დაიხჩო? იქნებ, აღარც ჩვენი შეწუხება უნდოდა, აღარც ხეზე სიკვდილი, არც მგლების მიერ, ნახევრად ცოცხალის შეჭმა, ან ცოცხლად დამარხვა.
თენგიზ გოგორელიანი
გაგრძელება იქნება.