.

მე შენს თვალებში
მზის სხივების თამაში მიყვარს,
ცისარტყელების ათინათი ათასფერება,
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე
მიყვარს,
ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ
ეფერება...
მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ
ეალერსება,
მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის
უხმო ლექსებად,
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში,
სიცოცხლის ფერი,
შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის
სიმღერის...
მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის
ვარდისფერები,
რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს
მოეფერები,
მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ
აბიჯებ
და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ
ნაბიჯებს... . . . . )

. - 912700188835

Комментарии

Комментариев нет.