"მეორე გაზაფხული".

თავი 27. _ვა,გუგა?შენ ხარ ბიჭო?_ არჩილიმ მაჯები მოისრისა და მუტრუკს ქვევიდან ამოხედა,მერე სკამიდან ადგა და თითქმის მისი სიმაღლის იყო,მხარზე ხელი დაარტყა და დარცხვენილი დაცვის თანამშრომელი ღიმილით მოიკითხა, _ სად ხარ ბიჭო,სკოლის მერე აღარ მინახიხარ, როგორ გამეხარდა შენი ნახვა,მაგრამ ასეთ სიტუაციაში არა,არჩილიმა დაცვის ბიჭებს გადახედა და სიბრაზით ტუჩები მოკუმა. _ბოდიში ძმაო, მე მაპატიე,აუ ჩემი,ეს რა დამემართა,არჩილ მაპატიე გეხვეწები, _ დაბნეული გუგა ისე სასაცილოდ ახამხამებდა თვალებს,არჩილისაც კი გაეცინა,_ არაფერია,ხდება ხოლმე,შენ რა შუაში ხარ, ეს შენი სამსახურია და შენი მოვალეობაა,_ მერე მიტყეპილ ბარმენს მიუბრუნდა და კბილებში გამოცრა,_ყაჩაღები ხართ,ბანდიტები,უთოფო ყაჩაღები,ასე ფცქნით ხო ხალხს,უჰ თქვენი..არჩილის კიდევ ჰქონდა სურვილი,მეორედაც მიენგრია სიფათი უსახო ბარმენისთვის,მაგრამ თავი შეიკავა,ჯიბიდან ორმოცდაათი ლარი ამოიღო, მაგიდაზე დააგდო და კბილებში გამოცრა,_ ესეც მეტია ხუთი გრამი ვისკისთვის. გუგა თვალებდაჭყეტილი უყურებდა მეგობარს,თან ბარმენს უბრიალებდა თვალებს,ზედმეტი არ წამოგცდეს არაფერიო. არჩილიმ სკოლის მეგობარს ხელი გამოსდო და გარეთ გაიყვანა,_მეტი სამსახური ვერ ნახე შე მართლა მუტრუკო?, გაეცინა და მეგობარს გადაეხვია,_ ძალიან გამეხარდა შენი ნახვა,თუ გცალია, წამო ჩემთან,აქვე ვცხოვრობ,ნუ გეშინია,ვისკი მეც მაქვს,მაგრამ ორი ბოთლის საფასურს არ გადაგახდევინებ,_ არჩილმა გადაიხარხარა და ისევ მორცხვად აყუდებულ მეგობარს მხარზე ხელი დაარტყა. გუგასაც გაეცინა,მაგრამ ნაძალადევად,_ჩვენი ბრალი არაა არჩილ,ხომ იცი ეს ბარი ვისიცაა,ამათია პოლიციაც და პარლამენტიც,მე ამათი დედა კი მო@@@ ან. კაი,აღარ გვინდა,ესენი რა კრისებია ჩემზე კარგად ვინ იცის,შენ ის მითხარი თუ წამოხვალ ჩემთან,ახლა არაფერია ღია,თორემ სადმე მოვჯდებოდით. გუგამ უკან გაიხედა,ერთს,შედარებითი პატარა ასაკის ბიჭს ხელი დაუქნია და ხმადაბლა უთხრა,_ ერთ საათში მოვალ,აბა შენ იცი,თუ რამე,დამირეკე,აქვე ვიქნები. გუგამ მეგობარს ხელი გამოსდო და შავ ჯიპთან მიიყვანა,_ აბა წავედით. არჩილიმ სახელდახელო სუფრა გააწყო,რაც მართა წავიდა,სულ მშრალ საკვებზე იყო და ახლაც მხოლოდ ძეხვეული დაალაგა მაგიდაზე, ვისკიც დადგა და სხვა სასმელიც. გუგამ ჯერ იუარა,მალე უნდა წავიდე და ნასვამი არ შეიძლებაო, არჩილმა არ დააძალა,თავად დაისხა ვისკი და ყინულებიც ჩაყარა,გუგას ნებისყოფა არ ეყო,თავადაც დაისხა და გაიკრიჭა,_ დედაც ვატირე, ოცი წელია არ მინახიხარ,სამსახურს მოუკვდა პატრონი. კარგად შებუჟბუჟდნენ მეგობრები, რა აღარ გაიხსენეს,სკოლის დროინდელ ამბავზე სიცილით იხოცებოდნენ.გუგა კლასში ყველაზე ახოვანი იყო და ყველაზე გულჩვილი, საოცარი მეგობარი იყო,კლასელების გამო რამდენჯერ დაისაჯა, მაგრამ მეგობრები მაინც ზურგით ჰყავდა დაცული. არჩილთან განსაკუთრებით ახლოს იყო,ორივე ერთი სიმაღლის იყო,ოღონდ გუგა ჩასმული, არჩილი კი ხმელ-ხმელი,მეგიც მათთან მეგობრობდა და ლადოც,მაგრამ სკოლის დამთავრების მერე მათი გზები დაიქსაქსა. გუგამ სახლს თვალი მოავლო და არჩილს გაოცებულმა ჰკითხა,_მარტო ცხოვრობ არჩილ? ცოლი,შვილი არა გყავს? არჩილს სახე მოეღრუბლა და მეგობარს მუხლზე ხელი დაადო,_ არა ძმაო,არა მყავს,ახლა ვაპირებ და ვნახოთ რა გამომივა._ ვა,ე.ი. უცოლო ხარ,არჩილ,მაპატიე ძმაო,ნანკა არ შეირთე? არჩილი ფეხზე წამოდგა,ცრემლი ამოიწმინდა და ისევ ნერვიულად დაჯდა,_ ნანკა აღარაა ძმაო,გარდაიცვალა. გუგა წელში გასწორდა,სახეზე ხელები ჩამოისვა და მწარედ ამოიგმინა,_ რას ამბობ ბიჭო,ნანკა გარდაიცვალა? ეგ რა მითხარი, აუ,ძაან დამენანა,გადავირევი კაცი._ ხო ძმაო,აღარაა ნანკა,წავიდა და ჩემი გულიც წაიღო,დიდი ამბავი მოხდა გუგა, სხვა დროს მოგიყვები.არჩილმა ვისკის ჭიქები შეავსო და მეგობარს მიუჭახუნა,_ შენ? შენ რა ქენი? მოიარე რუსეთი და ვერც ნატაშა ნახე და ვერ გალია? გუგამ ვისკი გადაკრა და თავი ჩაღუნა,_ეე არჩილ,კაცს რომ ბედი არ ექნება რა, ვინც მიყვარდა და ვისთვისაც ვგიჟდებოდი, ვერ შემეგუა,წავიდა, ორი წელი ერთად ვიყავით და წავიდა,ხელი არ გვქონდა მოწერილი,მერე რა ვიცი,ვეღარ ავაწყვე.ისე,მე თუ მკითხავ ასე სჯობს, ცოლის მოყვანას არც ვაპირებ,სახლში კი შემჭამეს,შვილიშვილი უნდათ,რა ვიცი რა იქნება. კიდევ დიდხანს ილაპარაკეს მონატრებულმა მეგობრებმა, გუგამ ბარში დარეკა და ვეღარ მოვალ, დავლიეო,გააგებინა დაცვის ბიჭებს.მერე უფრო გათამამდა და დილამდე არ ამდგარან სუფრიდან. გუგამ, ბევრი ჭოჭმანის მერე მოუყვა თავისი სასიყვარულო ისტორია,არჩილი გაოგნებული უსმენდა,თვალებს არც ახამხამებდა, უსმენდა და სიგარეტს ისე ნერვიულად ეწეოდა, კბილებით ღეჭავდა. __ ცა რომ მტრედისფრად შეიღჟალა, სასმელიც შემოელიათ და კისრებიც მოწყვეტილი ჰქონდათ. არჩილმა გუგას დივანზე შესთავაზა დაწოლა,თავადაც ფეხზე ვერ დგებოდა,მაგრამ მაგიდა მაინც აალაგა და დასვრილი ჭურჭელი სამზარეულოს ნიჟარამდე ძლივს მიიტანა. თავადაც იქვე ჩამოჯდა ჭილის სკამზე და თავი ხელებში ჩარგო, პირში გაჩრილი სიგარეტიდან ფერფლი პირდაპირ იატაკზე ცვიოდა,მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა,იჯდა და ხან მწარედ შეიგინებოდა,ხან მძიმედ ამოიხვნეშებდა. ბოლოს ასწია თავი,საათს დახედა და უკვე ექვსი ხდებოდა,მაგრამ თვალზე რული არ ეკარებოდა. ტელეფონი რამდენჯერ ამოიღო ჯიბიდან,იმდენი გადაიფიქრა დარეკვა და ისევ უკან ჩაიდო. მაგრამ,გულმა მაინც ვერ მოუთბინა,მართას ნომერი მოძებნა მენიუში და თითიც დააჭირა. _ არჩილ,რა მოხდა არჩილ,ხომ მშვიდობაა,რა ხდება,ამ უთენია რომ რეკავ,_ მართას დაფეთებულ ხმაზე არჩილის გაეცინა და ხმადაბლა გასცა პასუხი,_ კარგად ვარ მართუშკა, მომენატრე და ვეღარ დაველოდე გათენებას,გეძინა?_ ისე სასაცილოდ ჰკითხა, თავადაც მოგუდულს გაეცინა,მერე ფეხზე ადგა,მიძინებულ მეგობარს გახედა და სამზარეულოს კარები მიხურა. _ გადაირიე? აბა ექვს საათზე რა უნდა ვაკეთო? კიდევ კარგი ტელეფონი ახლოს მქონდა,_ მართასაც გაეცინა,თუმცა მაშინვე მიხვდა არჩილი რომ ნასვამი იყო,_ ისევ დალიე ხომ? შენი გამოსწორება არ იქნება,წრუწუნასავით ძვრები ჭიქაში,ერთხელაც ჩაიხრჩობი შიგ და მე ვეღარ გიშველი,_ ბრაზობდა მართა,თან რაც შეეძლო ხმადაბლა ლაპარაკობდა. არჩილიც ვერ იცინოდა ხმამაღლა,თუარადა ერთი გადახარხარება როგორ უნდოდა,ბოლოს სიცილი შეწყვიტა და სრულიად სერიოზულად უთხრა,_ მართა,მართლა ძალიან მომენატრე, გეხვეწები ჩამოდი,თუ შენ არა,მე ჩამოვალ და წამოგიყვან.მართა დადუმდა, მიხვდა მამაკაცი, მიხვდა როგორ აუფორიაქა გული პატარა შეყვარებულ გოგოს,მიხვდა და უფრო ესიამოვნა,_ რატომ გაჩუმდი პატარა, წამოვიდე? ვიცი შენც მოგენატრე,_ არჩილი უკვე თავს ვეღარ ერეოდა, ერთი სული ჰქონდა თამამად ეთქვა,მიყვარხარ და უშენოდ მიჭირსო,მაგრამ ისევ შეიკავა თავი.ტელეფონს იქით ხმა არ ისმოდა,არც არჩილი არაფერს არ ამბობდა, ცოტა ხანში წყვეტილი ხმა გაისმა,მიხვდა არჩილი,გოგოს გული აუფორიაქა და ატირებულმა ხმაც ვეღარ გაიღო,ისე გათიშა. არჩილს დიდხანს ეკავა ტელეფონი,ცრემლი ამოიწმინდა და გულაჩუყებულმა ნელი ხმით ამოსთქვა,_ მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა. შვიდი საათი ისე გახდა,სამზარეულოდან არ გამოსულა არჩილი,მართასთან ლაპარაკის მერე ცოტა გაუნათდა სახე,მაგრამ ისევ მოეღრუბლა და წარბები ისე მოჭმუხნა, კარგა ხანს არ გაუხსნია კოპები. ფეხზე ადგა არჩილი, ისევ საათს დახედა,მერე გუგას გახედა,მშვიდად რომ ფშვინავდა და ისევ ტელეფონი მოიმარჯვა, ფიქრობდა, დაერეკა თუ არა, ბოლოს მაინც დარეკა და რამოდენიმე ზუმერის გასვლაზე მეგის გახარებული ხმა გაისმა,_ გისმენ საყვარელო, მადლობა უფალს რომ დარეკე,მიყ..არჩილმა სიტყვა გააწყვეტინა და მკაცრად უთხრა,_ ახლავე მოდი,ახლავე. უთხრა და ტელეფონი გათიშა.არჩილი ისევ სამზარეულოში იჯდა,ისევ მწარედ ჩაფიქრებული,ოცი წუთიც არ გავიდა და კარებზე კაკუნი გაისმა.კაკუნის ხმაზე გუგასაც გაეღვიძა და დაფეთებული წამოვარდა ფეხზე,ამ დროს არჩილმა გააღო შემოსასვლელი კარები და მეგის გაოცებული სახის დანახვაზე უკან დაიწია.მეგი საქმროსკენ წაიწია,ხელები კისერზე უნდა შემოეჭდო ,მაგრამ არჩილი კიდევ უკან-უკან წავიდა და სალონის კარებთან დადგა.მეგიც მიუახლოვდა და ხმადანაზებულმა ჰკითხა,_რა მოხდა საყვარელო,ამ უთენია რომ დარეკე,არადა, ველოდი შენს ზარს,ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ, ის იყო მიუახლოვდა არჩილის,სალონისკენ თვალი გაექცა მეგის და გაწვდილი ხელები ჰაერში გაუშეშდა,დაბნეულ და გაფითრებულ გუგას შეხედა და კინაღამ იატაკზე გაიშხლართა,_ გუგა? შენ აქ რა გინდა? გუგამ ხმა ვერ გაიღო, კედელს მიყუდებულ და სრულიად დამშვიდებულ მეგობარს გახედა და ძლივს ამოსთქვა ორი სიტყვა,_ ამას აქ რა უნდა არჩილ?..მდააა,__ არჩილმა მეგის მკლავზე ხელი მოკიდა და სალონში თითქმის ძალად შეიყვანა,_ აი,მეც ეგ მაინტერესებს ძმაო,ამას აქ რა უნდა,?რა ესაქმება ჩემს სახლში,? როცა, აქ კი არა,შენთან უნდა იყოს ნუცუბიძეზე. გუგა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა არჩილი,დაბნეული იდგა და ნერვიული სლოკინი აუტყდა,_ არჩილ ძმაო,ეს რას ნიშნავს? მეგი ჩემს გამო მოიყვანე აქ? მე არ მითხოვია მეგობარო,ჩვენს შორის დიდი ხანია ყველაფერი დამთავრდა. არჩილმა გუგას ჭიქით წყალი მიაწოდა და ისევ აუღელვებლად უთხრა,_ კი ვიცი ძმაო,შენთან ყველაფერი დამთავრდა,მაგრაააამ..არჩილი მეგის მიუახლოვდა და განადგურებულ გოგოს თვალებში ჩააცქერდა,_ მაგრამ ძმაო,აქ უნდა დაწყებულიყო მეორე სერია,შენთან დასრულებული,აქ უნდა განახლებულიყო სიყვარულობანას თამაში და მეც უნდა გავებოთავებინე.. მეგის მოცილდა და გუგას შეხედა,_ ცირკი დამთავრებულია ძმაო,ეს ისაა ვინც მიმტკიცებდა ოცი წელი ვყვარებივარ,ჩემი სიყვარულის გამო არ გათხოვილა, და ბოლოს ისე მოახერხა,ერთ კვირაში ქორწილიც უნდა გვქონოდა.გუგა გადაირია,ერთი მწარედ შეიგინა და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო,არჩილს თვალებაწყლიანებულმა შეხედა და ძლივს უთხრა,_ მაპატიე ძმაო,შენ უმაგრესი კაცი ხარ.._ საპატიო რა გაქვს ძმაო,მე მადლობის მეტი რა მეთქმის, არ დაიკარგო გუგა,მე ისევ მოგნახავ.არჩილი მეგობარს გადაეხვია, გაფითრებულ მეგის არცერთმა არ შეხედა, გუგა კარებამდე მიაცილა და იქაც დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. არჩილი სახლში შემოვიდა,ახლა შეხედა ცოცხალმკვდარ გოგოს,რომელიც ისევ ფეხზე იდგა და ღაპაღუპით ცრემლები სცვიოდა. არჩილმა სიგარეტი აიღო მაგიდიდან,უხმოდ მოუკიდა და სავარძელში ჩაჯდა,ფეხიფეხზე გადაიდო და არც გამოხედა მეგის,ისე უთხრა,_ მოაგროვე შენი ნივთები და შეგიძლია მიბრძანდე. ატირებული მეგი არჩილის წინ ჩაიმუხლა და ფეხებზე შემოეხვია,_ მაპატიე არჩილ,გემუდარები მაპატიე,მე ყველაფერი უნდა მეთქვა,ქორწილამდე ყველაფერს გეტყოდი,გეფიცები არაფერს დაგიმალავდი.არჩილს სიბრაზე მოერია სახეზე,გოგოს ხელი მოკიდა და ძალით ააყენა ფეხზე,_ ადექი,უფრო მეტად ნუ იმცირებ თავს,მე აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა,გუგამ საკმარისი მითხრა,მხოლოდ შენ როგორ გაბედე, ჩემი საუკეთესო მეგობრის ლოგინში ორი წელი კოტრიალობდი და ახლა ჩემზე დაქორწინება გინდოდა,და რატომ? რატომ გააკეთე ეს დამპლობა,ერთ წელზე მეტია შეგხვდი და მომენტი ვერ ნახე რომ გეთქვა? ამას იცი რა ჰქვია? მე არ ვიტყვი რაც ჰქვია,იმიტომ რომ შენც კარგად იცი.არჩილი ნერვიულობით ცოფებს ყრიდა და ერთი სული ჰქონდა სახლიდან გაეშვა მეგი,_ წადი გთხოვ,წადი და არსად არ გადამეყარო,და იცი რა? შენს მშობლებს შენ თვითონ უთხარი რატომ ჩაიშალა ქორწილი. მეგი გახევებული იდგა და ისევ მწარედ მოთქვამდა,_ შენ მართა გიყვარს ვიცი მე, იმიტომ არასოდეს არ შემოგიხედია ჩემთვის ნორმალურად,ეგ გოგო რომ არა უკვე შენი ცოლი ვიქნებოდი. არჩილი უფრო აენთო მართას ხსენებაზე,უხმოდ მოკიდა ხელი და კარებამდე მიიყვანა, _ შენს ნივთებს მართა რომ ჩამოვა მერე გამოგიგზავნი.კარები მძიმედ მიკეტა არჩილიმ და თავად ისევ სავარძელში ჩაჯდა,ისევ სიგარეტს მიწვდა და ხელის კანკალით მოუკიდა. ნანა მღებრიშვილი.

"მეორე გაზაფხული". - 918544708259

Комментарии