Комментарии
- 18 ноя 2021 08:08x1 t3
- 18 ноя 2021 08:08x1 t3
- 18 ноя 2021 08:08x1 t3
- 18 ноя 2021 08:08x1 t3
- 18 ноя 2021 08:08x1 t3
- 18 ноя 2021 08:35გაუქმდა გაუქმდა
- 18 ноя 2021 09:45Ta Ta
️
- 18 ноя 2021 23:03✙♥♥ ✙♥♥
️
- 19 ноя 2021 01:27●■●■ ♡♡
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
❤ჩემი გული ხარ❤
:ლილეო ლილე
, მთებში დაკარგული" კაცის წერილები.
თავი 19
თამარი ახალმა ამბავმა შოკში ჩააგდო.ყველაფერს მოელოდა მაგრამ დათას ამ ბნელ წარსულს ნამდვილად არა.მიხვდა,რატომაც წავიდა და გაერიდა დათა. ის კარგად იცნობდა თამარს მის სულიერ სამყაროს და ვერ გაიმეტა ამ საშინელი რეალობისთვის.თამარს გული დასწყდა და ეტკინა,რადგან დათას არ ჰქონდა უფლება მისთვის დაემალა ეს ყველაფერი.ნუთუ დარწმუნებული არ იყო მის სიყვარულში. რატომ არ დაიჯერა,რომ ის მას ყველანაირს მიიღებდა. ახლა კი არასდროს გაამართლებდა მის ნაბიჯს და ამ ყველაფერს არასდოს აპატიებდა..მეორე დღეს მანუჩარს სამზარეულოში დაუძახა..მანუჩარი თავდახრილი იდგა მის წინაშე და თვალს ვერ უსწორებდა თამარს.
--გამოიყვანე მანქანა ,მე და შენ სალაპარაკო გვაქვს.-მკაცრად
ჩაილაპარაკა და ოთახში გავიდა.მზევინარს პატარა დათა მუხლებზე უჯდა და კულულებს უვარცხნიდა,ნანუკა კი ბუხართან კუთხეში იდგა და შეშინებული შესცქეროდა თამარს.
-- ბავშვს მიხედეთ,მე და მანუჩარს სალაპარაკო გვაქვს და მალე მოვალთ. ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. ქალებმა მანქანის ხმა გაიგონეს და ერთმანეთს შეშინებულებმა გადახედეს.
სოფელს კარგა მანძილით გასცდნენ და მანქანამ იქვე დიდ ბებერ მუხასთან შეაჩერეს. მანუჩარი დუმდა და ელოდებოდა, როდის დაიწყებდა ლაპარაკს და რას ეტყოდა თამარი.
--აბა გელოდები ,რას მეტყვი ისეთს, რაც არ ვიცი და ნამდვილად უნდა ვიცოდე. ვინ ხარ შენ მანუჩარ ლაშქარა-
შვილო?-შეეკითხა თამარი და გამომცდელად მიაჩერდა.
მანუჩარი უფრო მკაცრ საუბარს მოელოდა და დაბნეული მიაჩერდა თამარს.
--ნამდვილად მანუჩარი ვარ ლაშქარაშვილი ქალბატონო თამარ. უპასუხა ჩუმათ და თვალებში ისე ალალად შეხედა თამარს თვალები ცრემლებით აევსო.
--ბიჭო,ნუთუ შენც ის ხარ ვინც მგონია?
-- მერე რა ,ქალბატონო თამარ თუ კი ცხოვრებაში, რაღაც შეგვეშალა და დავისაჯეთ ,რა არსებობის უფლება არ გვაქვს?
მთავარია მეგობრობა და ერთგულება ვიცით და ეს კი არასდროს შეგვეშლება.
--ერთგულება და მეგობრობა, რომ იცი ეს მეც დავინახე და არც მე მეშლება და არც დამავიწყდება მაგრამ ,როდემდე უნდა იყო ჩუმათ იქნებ მოვიდა დრო ყველაფერი მითხრა, რომ ჭირვეული ბავშვივით არ ვაპროტესტებდე შენს ყოველ ცდას გადაგვარჩინო და გაგვარიდო იმას, რისიც შენ გეშინია და გვიფრთხილდები,ჩვენ კი ურჩი თხებივით დავაბოტებთ
და არ გემორჩილებით .რატომ არ გინდა ყველაფერი მითხრა და ვიცოდე, რას უნდა მოვერიდო და დაგეხმარო.
--ბატონი დათა ის კაცი არ არის ვინმემ ეჭვი შეიტანოს მის საქციელში.ახლა რაც ხდება და რატომაც არის შორს თქვენგან ისიც კაცობამ მოიტანა, თორემ სხვებივით იქნებოდა სადმე კურორტზე თქვენთან ერთად და დამიჯერეთ დღემდე ვერ გაიგებდით ამ ყველაფერს.- Ნაწყენმა ჩაიბურდღუნა ბიჭმა.
--ნანუკამ თუ იცის ვინ ხარ და რა ელოდება მომავალში შენგან?-თვალები ცრემლებით აევსო თამარს.
--იცის და ისიც იცის ,რომ არაფერი ემუქრება. მე ნაბრძანები მაქვს ვიყვე თქვენი, ყველას მცველი და მეტი არაფერი. თქვენი ოჯახი ჩემი ოჯახია და თვითეულის დაცვა ნანუკას
ჩათვლით სიკვდილის ბოლო წუთამდე მევალება. მე ისე მიყვარს პატარა დათა გულს ამოვიგლეჯ მისთვის მიუხედავად იმისა დიდ დათას კარგად არ ვიცნობ, ისე მარტო
გადმოცემით. მე ბესიას დისშვილი ვარ და რაც ბიძაჩემის ოჯახს დაემართა ,იმას ჩემი სიცოცხლის ფასადაც არ დავუშვებ თქვენ დაგემართოდ.დათამ კი ბესიას გულისთვის გასწირა თავი და ყველაფერი თავის თავზე აიღო,რადგან იმ უბედურების დროს ყველას გაუსწორდებოდნენ. Დათას კი ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა და იმიტომ აიღო მის თავზე ყველაფერი. Ახლა ყველაფერი იცით. Მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს თავიდან მომიშოროთ. Პირიქით ახლა უფრო ვერ მომიშორებთ ,რადგან მე პირობა მივეცი ყველას,რომ ჩემზე დაკისრებულ საქმეს შევასრულებ . Თუ მომკლავენ ნანუკას და ბავშვს მიმიხედეთ და აქ თუ ჩემს მაგიერ სხვა მოვიდა დაუჯერეთ და დაეხმარეთ.
--ნუთუ ნანუკა ბავშვს ელოდება?გაეღიმა თამარს
--კი .თავი დაუკრა მანუჩარმა.
--რატომ არ მითხრა მერე ,უკვე დროა აღრიცხვაზე დავაყენოთ.
--გეტყვით ალბათ.
--კარგი წავიდეთ მაგრამ ეხლა ამჯერად რატომ გამოვერიდეთ და ვის ვერიდებით?
--რა წამშიც ,რაღაც იცვლება პასუხამდე თქვენ უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. მართალია თითქმის არავინ იცის თქვენი არსებობა მაგრამ მაინც ვცდილობთ ფრთხილად ვიყოთ.
--სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი მანუჩარ?-იკითხა ჩუმათ თამარმა.
--სანამ დათა არ გამოვა,სანამ პატარა დათა არ დავაჟკაცდება.
--ჩემს დათას სხვა გზაა აქვს და ყველამ კარგად იცოდეს ეს.
--კი პატარა დათას სხვა გზა აქვს ეს ყველამ კარგად ვიცით.
--და შენს შვილსაც არ დაგავიწყდეს.ამაზე მე ვიზრუნებ ის ჩემს დათასთან ერთად გაიზრდება,როგორც ძმა.
--მართალი ხართ ქალბატონო თამარ,ჩემს შვილსაც სხვა გზა აქვს. მინდა გოგონა მყავდეს. ,რომ უხეში კაცი არ იყვეს და ვუყვარდე . გოგო უფრო ადვილი მოსავლელია. -ჩაიცინა
მანუჩარმა. თამარსაც გაეღიმა და მიხვდა როგორი სითბოთი და დის სიყვარულით უყვარდა ეს უთქმელი ბიჭი..
დრო შეუმჩნევლად გადიოდა მათ მეგობრულ ოჯახს მანუჩარის და ნანუკას ქალიშვილი შეემატა, პატარა თათია
ოჯახი გამოცოცხლდა და ახმიანდა. ყველაზე ბედნიერი პატარა დათა იყო,რომელიც წუთით არ შორდებოდა გოგონას.
თათიამ პატარას თათუ გოგო დაარქვა და სულ მასთან ატარებდა დროს. ბევრჯერ გამოუყვანიათ ბავშვის საძინებელიდან ხალიჩაზე ჩაძინებული დათია. პატარაც გრძნობდა მის სიახლოვეს და მხოლოდ დათიას სიახლოვეს მშვიდდებოდა და იძინებდა .მზევინარის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა უზომოდ უყვარდა დათია მაგრამ პატარა თათუ გოგომ მისი გული საბოლოოდ მოინადირა. ბბავშვებოთ წუთით ვერძლებდა და მათთან ერთად სეირნობდა ერთობოდა. . ორი წლის იყო თათია დათია სკოლაში,რომ წავიდა. გოგონა ვერ გააჩუმეს მთელი დღე გაუჩერებლად ტიროდა და სლუკუნებდა. მანუჩარმა სკოლიდან მოყვანილი დათია ძლივს შეაჩერა ბიჭი გიჟივით შემოვარდა ოთახში პატარა გოგოს ჩაეხუტა და გაბრაზებულმა განაცხადა,, სკოლაში აღარ წავალო"-ვახტანგს ბავშვების ემოციებზე გაეცინა და დათას კითხა.
--ვითომ რატომაო პაპი?
--იმიტომ, რომ სულ მენატრება მენატრება თათუ გოგო და თათუ გოგოსაც ვენატრებიო.
--ამიტომაც პაპი გადავწყვიტეთ ამის მერე თათუ გოგო გამოგყვეს სკოლაში ,მერე თათუ გოგოსაც მივიყვანთ სკოლაში და ასე გაიზრდებით.სკოლის გარეშე არ შეიძლება მაწანწალა ბავშვები ხომ არ ხართ.
--კარგი პაპი გასაგებია ,შენ კი ჩემს მოსვლამდე დამელოდე ხოლმე. მე რომ სკოლაში გადავალ შენ არ არ იტირო კარგი თათუ?-შეეკითხა ბიჭი და ლოყაზე აკოცა.გოგონამ თავი დაუქნია და გულში ჩაეხუტა.
--უიმე თქვენ შემოგევლოთ მზევინარის სიცოცხლე ამათ უფრო მეტი ჭკუა აქვთ. დაიცა ბებო თამთა ქალის დაბადების დღეზე უნდა დავნიშნო ქალი. -სერიოზულად ჩაილაპარაკა მზევინარმა ,რომლის ნათქვამსაც გულიანი სიცილი მოჰყვა.
მზევინარის ნათქვამი ყველამ თბილ ხუმრობად მიიღო მაგრამ ყველა გაკვირვებული დარჩა ,როდესაც პატარა თამთას დაბადების დღეზე მზევინარმა ოქროდა ვერცხლიხ ძაფით მოქარგული წითელ თავ შალში გამოკრული ბოხჩა გამოიტანა და სიტყვა ითხოვა.
--დათა ბებო აქ მოდი.- დათა მზევინართან მივიდა და მუხლებზე შემოეხვია.-აბა გახსენი ბებო- უთხრა ბიჭს და წითელი ლამაზი ბოხჩა მიაწოდა ყველა დათას მიაცქერდა. ათამ პატარა ბოხჩა გახსნა და უძვირფასესი ვერცხლის ლალის თვლებიანი ყელსაბამი საყურეები სამაჯურები და ქამარი ამოიღო.
--ეს ყველაფერი ჩემი ბებიისა და დედის სამკაულია ,რომელიც მე მომცეს მემკვიდრეობით ეს ჩემ ბერდიას უნდა რგებოდა. ახლა შენია ბაბო და მე ამ პატარა გოგოს ვჩუქნი შენს სახელზე.-ყველა დაიბნა ამხელა სიმდიდრეს მზევინარისგან არ ელოდნენ. Ნანუკამ მზევინარს შეხედა და მორიდებით ჩაილაპარაკა.
--აბა რას ამბობთ დეიდა მზევინარ ეს ხომ დიდი სიმდიდრეა.
--გაყუჩდი ქალავ შეხედე ჩემს ხუჭუჭა ბიჭს ,ეს არის სიმდიდრე ეგ მხოლოდ სამშვენისია.იცოდეთ ქალი დამინიშნავს ,პირი მომიკითხია,რომ დაქალდება მოგაკითხავთ და ჩავიბარებთ.ეს ისე ლამაზად ითქვა. ყველამ ცნობად მიიღო.
--ხოდა ჩავიბარებთ იცოდეთ. გაიმეორა თამარმა და ნანუკას და მანუჩარს გაღიმებული მიაცქერდა. წვებულება გაგრძელდა
კუთხეში მიმჯდარმა ბავშვებმა სამკაულებით თამაში განაგრძეს.
გაგრძელება იქნება.
თამარელა/თამარ დანდლიშვილი/