Комментарии
- 16 мар 2022 21:40😎Li💔 😎ka💔
️
- 16 мар 2022 22:01ஜ✿N҉҉U҉҉K҉҉I✿ஜ 25
️
- 16 мар 2022 23:07ლანა ლანა
️
- 17 мар 2022 04:08✙♥♥ ✙♥♥
️
- 17 мар 2022 10:26Ta Ta
- 17 мар 2022 13:13Ta Ta
️
- 17 мар 2022 16:37Nina nina
️
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
❤ჩემი გული ხარ❤
:ეთო მოძღვრიშვილი
მოპარული ბედნიერება.
24
თავი.
ავტ:-ბ.ჩოჩელი.
რევაზიმ მათე
კომპანიაში
მიყვანამდე, ვაკის პარკში გაასეირნა დილის სუფთა ჰაერმა და მზის სხივებით გაჯერებულმა დღემ მამა-შვილის გუნება-განწყობაზე შესანიშნავად იმოქმედა,
მათემ გული,რომ კარგად იჯერა გართობით
და თამაშით რევაზმა მაშინ შეატყობია
მძღოლს,რომ ვაკისპარკთან დახვედროდა მათ,
მათეს მოწყენილობა არც მამამისის კაბინეტში უგრძვნია,შესანიშნავად გაერთო,
რადგან რევაზმა წინასწარ მოამზადა მათესთვის საინტერესო გასართობი, რევაზი იჯდა და სიყვარულით შესცქეროდა შვილს,გული სიამაყით უცემდა ის მათეში თავის პატარაობას ხედავდა,მამას ბიჭია, როგორ მმგავს" ფიქრობდა და თან ყოფილი ცოლის მიმართ ბრაზით ივსებოდა. სიბრაზის მიზეზი კი ის იყო,
რომ მან მოპარა
მამობის განცდა და წლების მანძილზე მისი ცხოვრება ერთ დიდ სიცუედ აქცია,
უეცრად ფიქრებიდან გამოერკვა და გაახსენდა,რომ დღეს ბესოს უნდა შეხვედროდა ტელეფონს დასწვდა და ხმოვანი
შეტყობინება გაუგზავნა,
"ბესო ოფისში ვარ
და გელოდები
სამ საათამდე უნდა მოახერხო მოსვლა,
რევაზსს არ
უნდოდა მაგდას გაეგო მისი გამოძიების შესახებ რამე,ამიტომ დაიბარა ბესო იმ
დრომდე, სანამ მაგდა მივიდოდა ოფისში, ასე იმიტომ მოიქცა,რომ ჯერ მაინც ეჭვებით იყო შეპყრობილი და რაღაც ვერსიებს არ გამორიცხავდა.
ბესო ერთ საათში მივიდა და მოახსენა:
-თუმცა ჯერ რაიმე ხელჩასაჭიდი სამხილი არ მაქვს,
მაგრამ არც უსაფუძვლოდ ვეჭვობ,
რადგან,თქვენი ყოფილი მეუღლის,
ნინია ფაილოძის ადგილ მდებარეობას დღემდე
ვერ მივაკვლიე, კვალი იქიდან წყდება,როცა თურქეთში
ერთი სასტუმროს
მფლობელი
გახდა და ხუთ თვეში
სასტუმრო
მის ეგრედ წოდებულ
ნდობით აღჭურვილ პიროვნებას გადასცა, თვითონ კი
გაჰქრა,ეს პიროვნება
კი ქართველი ვინმე სხირტლაძეა
ამ ჟამად თურქეთში მოღვაწეობს სასტუმროს
ბიზნეს მართავს, საქართველოში ექიმად მუშაობდა დიღმის ერთერთ კლინიკაში,
-როგორც შევიტყე ამ სხირტლაძესთან ცხოვრობდა ნინია ფაილოძე პარიზში,
მერე კი თურქეთში გადავიდნენ და შენაძენი ერთად გააკეთეს.
რევაზსს უკვე ეჭვი აღარ შერჩენოდა
იმისა, რომ
მას შეგნებულდ დაუგო მახე ყოფილმა. სხირტლაძესთან ერთად იმოქმედა და მისი ქონების ხელში ჩასაგდებად ასეთ ხერხს მიმართა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინა, რომ მეუღლისგან მიეღო მემკვიდრეობა, როგორც დაზარალებულს და ვითომ გულგატეხილს იმის გამო, რომ მისი ბედნიერი ცხოვრება არ შედგა კაცთან, რომელიც ვითომ და დედად ვერასოდეს აქცევდა,"
რევაზსს ამის გაფიქრებაზე გული შეეკუმშა და საკუთარ თავზე გაბრაზდა,
"ყოველივე ამის შემდეგ როგორ ვენდო მაგდას,როცა მთელი ხუთი წელი სარეცელს ვიყოფდი ქალთან და რა გამიკეთა,
ამას კი საერთოდ,რომ თვალით არასოდეს მინახავს გაზრდილი შვილით მეცხადება
და უპრობლემოდ შემოდის ჩემს სივრცეში გულში და ოჯახში". ფიქრობდა
ჭაბუკიანი.
-კარგი,გასაგებია ყველაფერი,
გოგუაძის რა გაარკვიე?
-გოგუაძეს სუფთა ისტორია აქვს,საეჭვო არაფერი შემინიშნავს,აქნობამდე ერთერთ სარეკლამო სააგენტოში იყო დასაქმებული იქიდან წამოსვლის
მიზეზი უთანხმოება იყო გენერალურ დირექტორსა და მას შორის.
-გასაგებია სხვა კომპანიებთან შეხებაში არსად არ არის?
-არა, შემდგომი ოთხი წელი
უმუშევარი გახლდათ,მერე ამ კომპანიაში
გაიარა გასაუბრება,
რევაზს გული გაუნათა იმ ფაქტმა,რომ მაგდა ნინიას გეგმის ნაწილი არ იყო,მაგრამ
ის ფაქტი, რომ ის მისი შვილის დედა გახდა, მაინც აეჭვიანებდა და ფიქრობდა,
"რატომ მაინცდა მაინც მე?"
ასე კი იმიტომ ფიქრობდა,რომ კარგად ესმოდა რა ქონების პატრონი იყო ყველამ იცოდა,რომ
მემკვიდრე არ ჰყავდა და უცებ ასეთი სურპრიზი ქალისგან.
დიახ ასეთი ფიქრები უტრიალებდა ჭაბუკიანს თავში.
როცა ადამიანი ბუნებით ეჭვიანია ის მუდამ ბრძოლებშია საკუთარ თავთან,თუმცა თვალით კი ხედავს რეალობას,მაგრამ გონებაში აწუხებს და სტანჯავს
შეუსაბამო ფიქრები,
-სხვა გოგუაძეზე რა გაარკვიე
პირადი ცხოვრებიდან? თუ ჰყავს ვინმე ან აქნობამდე ვისთან ურთიერთობდა?
-დიახ გავარკვიე,რომ კარგი სტუდენტი
იყო, წარჩინებით დაამთავრა
უცხო ენათა
ინსტიტუტი,
მეგობარი მამაკაცი როგორც ჩანს არ ჰყოლია რადგან,იმ სააგენტოში, სადაც ადრე მუშაობდა დირექტორს მოსწონდა,მაგრამ გოგუაძეს მისი წინადადება არ მიუღია და მისი სამსახურიდან წამოსვლის
მიზეზად ამ
ფაქტს მოიაზრებენ მისი კოლეგები.
-გასაგებია.
"ესეიგი ვასო, რომ მითხრა არ მოუტყუებივარ"-გაიფიქრა რევაზმმა,
-კარგი ბესო თუ სხვა არაფერია დროებით დაგემშვიდობები,მაგრამ სხირტლაძეს თვალი არ მოაშორო ნინიას ძებნაც განაგრძე ძაფის წვეროდან აუცილებლად მივალთ გორგალთან,
-დიახ დროებით,
რევაზმა გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა გასამრჯელოთიც უხვად დააჯილდოვა და კარებამდე
მიაცილა,მერე მდივანს
დაურეკა და ბავშვის ამბავი იკითხა:
-ქეთევან მათე ამომიყვანე
და ბავშვისთვის რამე წვნიანი შეუკვეთე რესტორანში, მაგდასთან დარეკვა უნდოდა,
მაგრამ რობიზონს ფინანსური
განყოფილების დირექტორს დაურეკა,
-გისმენ რევაზ,
-რა ხდება რობიზონ როგორ მიდის მოლაპარაკება?
-ქალბატონი მაგდა არ თმობს პოზიციებს
პროექტი რომელიც გვინდა განიხილება სანახევრო
მოწილეობით მაგდა კი უარზეა და ცდილობს ასპროცენტიანი კონტროლი
მოიპოვოს,
ამიტომ ცოტა გაჭიანურდა მოლაპარაკება,
-რატომ ირჯება ამ გვარად?
-არ ვიცი,მაგრამ მან განაცხადა,რომ მოწილე კომპანიასთან თანამშრომლობა არ სურს,
-მიზეზი რა დაასახელა?
-არ ვიცი,რადგან როცა ვკითხე მან
მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხა, არ ვარ ვალდებული ხმამაღლა გავაჟღერო,
ის მიზეზები იმ მომენტამდე სანამ ჩემ მეუღლეს არ შევუთანხმდებიო,
-კარგი, საინტერესოა,უთხრა რევაზმმა და რობიზონს დაემშვიდობა.
ტელეფონი
გათიშა და მაგდას ზარი განხორციელდა, რევაზმმა უპასუხა:
-გისმენ ჩემო პეინციპულო მეუღლევ,
რამ შეგაწუხა?
-მათე როგორაა ხომ არ ჯიუტობს?
-არა. შესანიშნავად გვესმის
ერთმანეთის,
-ძალიან კარგი მახარებს თქვენი დაახლოვება,
-სულ ეგ იყო? სხვა არაფერი გაქვს სათქმელი ქალბატონო?
-რევაზ სერუოზულად უნდა დაგელაპარაკო და თან პირისპირ ისე მოლაპარაკების დარბაზში ფეხს არ შევადგამ.
-რატომ რა მოხდა?
-უნდა შემხვდე ახლავე წამოდი და მე ორი საათით გადავწევ შეხვედრას,
-კარგი მოვდივარ "კაფე ჯინოსთან" მოდი მაგ ოფისიდან ას მეტეშია
მარჯვენა მხარეს,
-კარგი გელოდები.
რევაზი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო "რატომ დაიბარა მაგდამ ასე სასწრაფოდ და რატომ არ თქვა თავის
კომპანიის წარმომადგენელთან ის მიზეზი რისთვის შეიკავა თავი და უარი განაცხადა
მონაწილეობაზე პროექტში,რომელიც ასე საჭირო
იყო მათთვის,
რევაზი "კაფეში" ელოდებოდა მაგდას,
ისიც დათქმულ დროს მივიდა,შორიდანვე შენიშნა რევაზმა როგორ მოდიოდა და მოჰქონდა მთელი ქუჩა, უცებ მის უკან მამაკაცი შენიშნა,რომელმაც ხელი მკლავში წაავლო და
ქალი შეაჩერა, მაგდა მიტრიალდა და გაჩერდა,
რაღაცას ხელებით უხსნიდა მამაკაცს რევაზმმა შენიშნა,რომ ერთმანეთს ეკამათებოდნენ, მაგდას წამოსვლა უნდოდა,მაგრამ კაცი ამის საშუალებას არ აძლევდა,
რევაზისთვის ესეც საკმარისი იყო,რომ მივარდნოდა და ერთი გემრიელი ეთავაზებია
იმ უცხო მამაკაცისთვის,რომელიც მის ცოლს
თავის ბინძური ხელებით ეხებოდა,მაგრამ თავის
შეკავება ამჯობინა და მაყურებლის როლში დარჩა,
მაგდამ კი რევაზის გულის წადილი აასრულა და ერთი ისეთი სილა უთავაზა,
რომ მამაკაცი ადგილზე გააქვავა,მერე დაწინაურდა და სასწრაფოდ დასცილდა
მას.
-რატომ დაგაგვიანდა?
-მაპატიე რაღაც გაუთვალისწინებელი
შემემთხვა,
-რა?
-მერე გეტყვი,
-ახლავე მაინტერესებს,ვინ იყო ის კაცი მაგდას თვალებით მიანიშნა რევაზმა ვასოზე,რომელსაც კაფესკენ აეღო გეზი.
-დიახ,რევაზ სწორედ მაგ მიზეზით დაგიბარე აქ, კომპანია რომელიც სანახევრო
მოწილეობას ცდილობს პროექტში
არის
"რეგ თრეველი" ის სარეკლამო კომპანია
სადაც მე ვმუშაობდი,
ახლა კი მისი წარმომადგენელი ვასო კერესელიძეა, ვის გამოც წლების წინ უარი ვთქვი მასთან თანამშრომლობაზე, და ურთიერთობაზეც,ახლა
გამოდის,
რომ ამ პროექტის გამო უნდა
ავიტანო ვასო, მასთან ვითანამშრომლო და მისი უადგილო გამოხტომები ავიტანო?
-მოიცა მოწილე კომპანია რეგ თრეველია?
შოთა გეგელიას
რეგთრაველი?
-დიახ,
-მერე და რა უნდა მაგ ვაჟბატონს? ქმარი რო. გყავს არ იცის?
-იცის,მაგრამ შესაძლებლობას არ კარგავს ცდილობს
თავისი ბინძური აზრებით გამაბრუოს,
მე მასთან არ მინდა რაიმე სერთო მქონდეს,
ამიტომ ვთქვი უარი
მოწილეობაზე,
-კარგი
რევაზმმა ტელეფონი
ამოიღო და სადღაც დარეკა
-ახლავე მოვალ რაც
გინდა შეუკვეთე მიმტანს ანიშნა,რომ ქალბატონს მომსახურებოდა თვითონ კი
შედარებით
რყნარ ადგილას გავიდა, მაგდამ მხოლოდ მინერალური წყალი მოითხოვა, რადგან ნერვიულობისგან მთელი სხეული უხურდა,
-ეგრე ადვილად ვერ გამექცევი ხედავ ისევ როგორ გადაიკვეთა ჩვენი გზები?
ახლა ხელს
არაფერი გვიშლის შენ ქმარი გყავს მე ცოლი ასე,რომ შეგვიძლია ერთმანეთი ვასიამოვნოთ, ვასოს სახეზე უტიფარმა ღიმილმა გადაურბინა,
-დამეხსენი
ერთხელ გითხარი და ნუ მაიძულებ შეურაცგყო,
-ამას როგორ გააკეთებ?
-აი ასე მაგდამ ტელეფონი
ამოიღო და
ტელეფონში ჩაწერილი საუბარი ვასოს მოასმენია,
თუ არ დამეხსნები და არ მომშორდები ახლავე დავაჭერ ღილაკს ხელს და შენი ცოლი
გაიგებს რა
ნაძირალა ქმარი ჰყავს,
ვასომ ისევ უტიფრად გაიცინა,
-ნუ მეთამაშები დააჭირე
ფეხებზე მკიდია ცოლი.
-მეზიზღები.
უთხრა მაგდამ და ფეხზე წამოდგა ვასო წინ გადაუდგა,
ამ დროს შემოვიდა ჭაბუკიანი და ვასოს დანახვაზე გადაეკეტა
გონება, მიეჭრა ვასოს და ყოველგვარი ახსნის გარეშე მუშტი მოუღერა,
არც ვასო დარჩა ვალში და რევაზსს საპასუხო მუშტი მოუღერა თან გინება მიაყოლა,
რევაზიმ დედის გინების გამო პირდაპირ თავი დააჭედა შუბლში და ვასო ძირს მოწყვეტილი დააგდო,მაგდას, რომ არ გაეჩერებია
ალბათ ძვლებში გადაამტვრევდა ისე იყო ჭაბუკიანი გონს გადასული,
არც მას დაუკლია ლანძღვა გინება ვასოსთვის
აღარ იცოდა მაგდამ რა გაეკეთებია
და რევაზს ხელებში ჩაუვარდა ხვერწნა-მუდარით,
-რევაზ ძვირფასო თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ გთხოვ შეწყვიტო და გამომყვე,
წავიდეთ აქედან,
რევაზმმა მაგდას ნამტირალები თვალები, რომ დაინახა და
ფერდაკარგული ქალის გაცრეცილი სახე გულში ჩაიკრა,
-სუუ, საყვარელო აღარ იტირო წავიდეთ,
თავზე ეამბორა და გულთან მიხუტებული გაიყვანა იქიდან მანქანაში დასვა და მძღოლს უთხრა.
-სახლში წაიყვანე,
თავად კაფეში შეტრიალდა ვასოსთან
მივიდა.
-ამ ქალის სიახლოვეს
კიდევ როდესმე, რომ შეგამჩნიო
საკუთარ სახელს და
გვარს დაგავიწყებ იცოდე,
ვასო მას ცინიკურად
და უტეხად შესცქეროდა.ჭაბუკიანმა ძლივს შეიკავა თავი,ისე გააღიზიანა
ვასოს უტიფარმა და ცინიკურმა მზერამ,
მაგრამ გაცრეცილი მაგდა გაახსენდა და ნერვები დაიოკა
თავადაც აგდებით მიმართა,
-დღეისთვის კი ის იკმარე,რაც
დაგმართე
ხვალიდან კი რეგთრეველში აღარ მუშაობ.
წამოსვლა
დააპირა, რომ დაწესებულების დაცვამ შეაჩერა და
ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს ჭაბუკიანმა
სავიზიტო ბარათი
დაუტოვა მათ და იქაურობა სწრაფად დატოვა,
გარეთ მას მაგდა ელოდა ის ფეხდაფეხ ადევნებოდა რევაზსს და შენობის
გარეთ ელოდებოდა.
გაგრძელება იქნება
ბელაჩო.