მოპარული ბედნიერება.

40
თავი.
ავტ:- ბ.ჩოჩელი.
მშვენიერი დილა გათენდა მშვიდი,მზის სხივებით
გათამამებულ ჩიტუნიებს
ყურისწამღები ჟივილ ხივილი გაემართათ შეხაროდნენ ახალი დილის გათენებას.
ალიონის დანახვას სიფხიზლე უნდა, ისეთ დროს ეპარება სამყაროს,რომ ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება,
მაგრამ ჩიტუნიებს რას გამოაპარებ,იქნებ სწორედ მას ესალმებიან ყოველ ცისმარე და მადლობას სწირავენ განგებას იმისთვის, რომ საოცრებას
ხედავენ,
ხედავენ როგორ ეგებება ალიონი ღამის გასაყართან განთიადს და ჟივ-ჟივით ეგებებიან ახალი დილის დაბადებას,
რევაზის კი
გათენება მათმა გაუთავებელმა ჟღურტულმა ამცნო.
თვალი გაახილა თუ არა წამოდგა და გაიარა, გული სიხარულით შეუტოკდა.
ფეხაკრეფით გაიარა მანძილი მაგდას ოთახამდე და ყური მიუგდო,
"სრული სიწყნარეა
ალბათ სძინავს,"-გაიფიქრა და
ოთახს გასცილდა,
მათეს ოთახში შეიხედა, ბავშვს ეძინა წამოსვლა დააპირა, რომ მათემ
დაუძახა,
-მამიკო მწყურია,
წყალი დაალევინა
და მათე გამოფხიზლდა,
-აღარ მეძინება დედიკოსთან წამიყვანე,
-დედიკოს სძინავს მათე ბიჭო არ გავაღვიძოთ,მოდი ამ დილით საუზმე მე და შენ მოვამზადოთ,
-რა უნდა მოვამზადოთ?
- ჯერ ჩაიცვი და მერე მოვიფიქროთ.
მამა-შვილი
დიდი მონდომებით შეუდგნენ საუზმის მომზადებას,
-მამიკო,
-დედიკო რატომ არ გავაღვიძეთ?
-იმიტომ,რომ ჩვენმა დედიკომ ცოტა უნდა
დაისვენოს,
-იცი მე და ნიკუშასაც გვეუბნება
ნათელა მასწავლებელი ცოტა დაისვენეთო, მაგრამ მე სულაც არა ვარ დაღლილი
კიდევ მინდა თამაში და არ მინდა დასვენება,
რა ჰქვია შენ მეგობარს?
-ნიკუშა, იცი რა მაგარი ბიჭია?
-მართლა? რითია მაგარი?
-რითია და ჩემზე ცელქია.
რევაზსს გაეცინა, ესეიგი შენ ცელქი ბიჭი ხარ.
-ვარ,
-მერე და რაში ვლინდება სიცელქე?
-არ ვიცი,მე
ვთამაშობ, ისინი კი მეუბნებიან ნუ ცელქობო,
-ვინ არიან ისინი?
-ნათელა და ნანა მასწავლებელი.
-ა,გასაგებია საერთოდ არ ესმით შენი მასწავლებლებს,შენ თამაშობ მათ კი შენი
თამაში ცელქობა ჰგონიათ?
-ზუსტად მასეა,
თავი დააქნია მათემ და კვერცხი მაგიდას დაახალა,
-რას შევრები მათე,შესძახა რევაზმმა, მაგრამ უკვე გვიან
იყო, მათე ისე გაკვირვებით შესცქეროდა მამამის,რომ რევაზსს სიცილი წასკდა,
მათესაც გაეცინა,
-არაუშავს, ალბათ მაგ კვერცხსაც
არ უნდოდა
ტაფაზე დახტომა და შენსავით იცელქა,
-სულ დავისვარე,
-ხედავ? კერცხმა,რომელმაც იცელქა და თავის დაძმებივით არ მოიქცა
რა დაემართა?
თავი გაიტეხა და
დაიღვარა,
ამიტომ საჭიროა ზომიერად მოიქცე,
როცა ყველა
შენი
მეგობარი მასწავლებელს უსმენს შენც უნდა მოუსმინო და აღარ დაგიძახებენ ცელქს,
-ამ კვერცხმა,
რომ იცელქა თავი იმიტომ გაიტეხა?
-რა თქმა უნდა,ეტყობა მოუსვენარი კვერცხი იყო,შენსავით.
-მე არ მიყვარს წიგნის კითხვის დრო თამაში მირჩევნია.
-ზღაპრების
მოსმენა არ
გიყვარს?
-არ მიყვარს,
-რა არ უყვარს მათიკოს, იკითხა სამზარეულოში შესულმა მაგდამ და სანამ პაუხს მიიღებდა ქმარ-შვილს უთხრა:
-რა კარგია, რომ შესანიშნავი დილა გათენდა და ჩვენი სიცოცხლის წიგნს, კიდევ ერთი დღე მიემატა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ
ჩემო ძვირფასებო.
-დედიკო, მათე მაგდას შემოეხვია,
-დედუცი.
-ხო დეე როგორ გეძინა დედის გულო?
-მე და მამა საუზმეს ვამზადებთ,
ერთმა კვერცხმა იცელქა და ნახე რა მოუვიდა,
-ოი,თურმე
კვერცხმა იცელქა,
მათე არაფერ შუაშია,
მაგრამ
ყური მოვკარი მამას როგორ უყვებოდი არ მიყვარს
ზღაპრის მოსმენაო.
იცი, როცა პატარა ვიყავი,
მთელი ბავშვობა ვუსმენდი ლამაზ ზღაპრებს! სადაც იყო პრინცესა და პრინცი, მეფე და დედოფალი, ულამაზესი მეჯლისები და მეფის სასახლის მიღმა მცხოვრები კონკიები, მეფისწულზე შეყვარებული კონკიები, ან მეფის ასულზე შეყვარებული ღატაკი ბიჭები...
დროთა განმავლობაში კი, აღმოვაჩინე, რომ შეიძლება ზღაპარი რეალობად იქცეს,ოცნება აგისრულდეს,ზღაპრები, ხომ ოცნებას გვაყვარებს,შენ კი არ გიყვარს მათი მოსმენა,
-ძვირფასო ,
შენ რომელი ოცნება გაგიჩინა ზღაპრებმა?
ჰკითხა რევაზმმა მაგდას,
-ოცნება არ კლავს,რევაზ ადამიანს
დროთა განმავლობაში მიზნად იქცევა, ჩემი ოცნება იყო
მყოლოდა ოჯახი ზუსტად ასეთი ლამაზი და
მოსიყვარულე,ამის მოთხოვნილება კი სწორედ იმ ლამაზმა ზღაპრებმა
გამიჩინა,სადაც კონკია
დედოფალი გახდა პრინცმა შეიყვარა. მეც მინდოდა კინკიას ბედი გამეზიარებია და ვოცნებობდი,
განა ყველა გოგონა არ ოცნებობს კონკიას ბედზე?არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი,მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ჩემი პრინცი მე ჩემმა მათემ მაპოვნინა,
იცი მათიკო
ზღაპარი სწორედ ის რეალობაა,რომელიც სინამდვილეში ხდება,მაგრამ იმდენად იშვიათია,რომ ხალხს არ სჯერა და ზღაპარივით ლამაზად ჰყვებიან,რაც მეტ ზღაპარს მოუსმენ მეტად შეიგრძნობ
სიკეთის ძალას.
დღეიდან ჩვენს სახლში ჩვენც დავამკვიდროთ წიგნის კითხვის დრო და მე მამიკო და მათე წავიკითხავთ ლამაზ ზღაპრებს,აბა რას იტყვი თანახმა ხარ მათე?
-დამკვიდრება რას ნიშნავს?
-იმას, რომ
ჩვენს ოჯახში ახალი წესი
დაიდებს ბინას,რომელსაც ყოველდღიურად შევასრულებთ,
-საუზმეც მზადაა აბა
ნახეთ თქვენმა მამიკომ როგორ მოინდომა,
როგორი ბლინები შეწვა,
-აბა,ვნახოთ როგორია
ნაქები ბლინები,
-მე არაჟნით მინდა დე ჯემი არ წამისვა,
-კარგი როგორც გენებოს დედას მოუსვენარო.
-მაგდა შენ დაჯექი მე მოგიმზადებთ ყველაფერს,
-კარგი ბატონო რევაზ,როგორც გენებოთ,
-დღეს რა გეგმები გვაქვს?
ჰკითხა რევაზმმა მაგდას,
-მშვენიერი
ამინდია იქნებ სადმე ბუნებაში წავიდეთ?
-რევაზ დიდი ხანია
მინდა გაგაცნო ჩემი მეგობრის ოჯახი თუ შენი სურვილიც იქნება, აქვე თბილისთან ახლოს აგარაკი აქვს ძეგვში და იქ წავიდეთ,
სახლი ახლა გამართეს, იქ არიან, ძალიან გაეხარდება თუ ვესტუმრებით,თან ჩემი ნათლულიც
დიდი ხანია არ მინახავს და მენატრება,
-თუკი ასე გსურს გავიცნოთ
მეგი.
-ვაშა!
შესძახა მათემ,
ადრიანი გაზაფხულის სასიამოვნო სიო ქროდა,რომელსაც გაყვავილებული ხეხილის საამო სურნელება
მოჰქონდა,
-მიყვარს გაზაფხული.
თქვა მაგდამ და ხარბად ჩაისუნთქა
სუფთა ატმისა და ალუბლების ყვავილებით გაჟღენთილი ჰაერი.
-ყველაზე ლამაზი დროა,
-ვერ დაგეთანხმები რევაზ ყველაზე ლამაზ დროდ შემოდგომა
მიმაჩნია,
თუმცა გაზაფხული
მიყვარს გამორჩეულად,რადგან ის ახლის საწყისია,
ისევე როგორც დედაა სიცოცხლის საწყისი,ამიტომ მიმაჩნია განსაკუთრებულად,
-მე კი გამორჩეულად რომელი დრო მომწონს არც ვიცი მაგდა,რადგან არასოდეს მიფიქრია მაგ კუთხით, უფრო სწორედ ჩემთვის დრო ყოველთვის წარმოადგენდა, იმ საზომს რომელის გამოყენებასაც ვცდილობდი რაციონალურად და მის განსაკუთრებულობაზე
არასოდეს მიფიქრია,
-რა საოცარია,
ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან გავსხვავდებით,
-მაგრამ მე მიზიდავ მაგდა,რადგან შენში ყველაფერი მომწონს და მინდა ის ადამიანი გავხდე,რომელიც შენი სამყაროსთვის მისაღები იქნება,
-წარმოიდგინე, რომ ეს შესანიშნავად გამოგდის.
აი მეგის სახლი.
მოვედით.
რევაზმმა მანქანა გააჩერა და
მათე იმ წამსვე გადმოხტა მანქანიდან პირველი
გაიქცა სახლისკენ,
მაგდას გაეღიმა და
რევაზსს უთხრა:
- არ გაგიკვირდმათეს სითამამე ეს მისთვის მეორე ოჯახია ძალიან უყვარს,
წამოდი, ამ დროს მეგიც გამოვიდა ეზოდან,რომელსაც მოჰყვა ვაჟა და ბიჭები, დიდი სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს, მაგდამ მეგობრებს
მეუღლე გააცნო,მათი შეხვედრა
ძალიან თბილი და უშუალო იყო,
-როგორ გამახარე მაგდა, რა მაგარი გოგო ხარ,რომ მესტუმრე
-ძალიან მომენატრე
მეგო,
-მერე ასე შორს ვარ,რომ დამივიწყე?
-არა უბრალოდ ისე აეწყო ყველაფერი და შენ იმდენი რამ არ იცი,
-ხოდა მომიყვები
დაწვრილებით,
-რევაზ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე
იმ დღიდან
მომეწონეთ ჩემი მაგდასთვის,პირველად როცა გნახეთ და მიხარია რომ ოჯახი
აჩუქეთ ჩემ
მათიკო ბიჭს,თუმცა
ვითაღლითე,მაგრამ ახლა თქვენ,რომ
გიყურებთ როგორ უმზერთ ერთმანეთს ვფიქრობ
კარგი საქმე გავაკეთე ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის,
-სულ მაინტერესებდა ეს ამბავი,რატომ მე?
ღიმილით ჰკითხა რევაზმმა,
-იმიტომ,რომ მე ყველაზე კარგად ვიცოდი როგორი კაცები იზიდავდა მაგდას გარგნულად, ამ შემთხვევაში მგონი შინაგანადაც ჰარმონიას
განიცდით,
-მე თქვენი
მადლობელი ვიქნები
მთელი სიცოცხლე,
-რევაზ, გთხოვ თქვენობით არ მომმართო,
-კარგი მაშინ შენც
რევაზი დამიძახე უბრალოდ და შინაურულად,
-ხოდა აგაშენა ძმაო ღმერთმა, უთხრა ვაჟამ რევაზსს,
- ჩვენ უბრალო,ერთმანეთის მოსიყვარულე ხალხი ვართ, მაგდა ჩემი
დათოს ნათლიაა და საკუთარი დასავით ვუყურებ, თავიდან მეგი მიმალავდა
რაც ჩაიდინა,სიმართლე გითხრა ცუდი რეაქცია მქონდა,მაგრამ მათე, რომ ვნახე და მაგდას
ბედნიერებით აღსავსე თვალებს,რომ შევხედე
მაშინ ვიფიქრე, იქნებ მეგიმ მართლაც და სასიკეთო საქმე გააკეთათქო, ჩვენი მეეუღლეები დებივით არიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი, მაგდა ჭკვიანი ქალია და ერთგული, გვერდში მდგომია, თუ ვინმე შეუყვარდა არ უღალატებს,
-მართლაც შესანიშნავად იცნობ ჩემ მაგდას,
მე მას ძალიან ვაფასებ,
-აგაშენა ღმერთმა,
ბიჭებო!
ვაჟამ შვილებს გასძახა,
წალამი გამოიტანეთ გარეთ შევწვათ მწვადები,
მაგდამ და მეგიმ ერთმანეთს თავიანთი
ამბავი დაწვრილებით გამოკითხეს ერთმანეთით გული იჯერეს და კაცებს მაშინღა შეუერთდნენ,როცა მწვადის სურნელი დატრიალდა, შინაურულად გააწყვეს მაგიდა და გემრიელად მოილხინეს,რევაზი დალევას არ აპირებდა,
მაგრამ ვაჟამ არ დაანება კარგად შეზარხოშდნენ და კიდევ მეტად გაშინაურდნენ ერთმანეთთან,
-მაგდა როგორ მახარებს შენი ბედნიერება, ეცადე მეორე ბავშვი მალე გააჩინო არ დაგიგვიანდეს ერთ ბავშვზე არ დარჩე იცოდე,
-მეგო ჯერ ერთად არ ვყოფილვართ,
-რაა?
იმხელაზე შეჰკივლა მეგიმ ყველას ყურადღება
მიიქცია,რევაზსს კი ჩაეღიმა,რომელიც ქალების საუბარს ცალი ყურით უსმენდა,
-სუ,რა გაკივლებს?
-მაგდა ჯანმრთელად ხომ ხარ?
-კი სრულიად.
-მერე ეს კაცი არ გეცოდება?
-ხომ მოგიყევი რაც იყო მიზეზი,
-მანამდე?
-მეგო ჯვარი უნდა
დავიწეროთ.
-როდის მალე, შენ და ვაჟა როდის მოახერხებთ,
-ჩვენ ხვალვე,
-ხვალვე ურია ხომ არ ვარ ორშაბათს დავიწერო ჯვარი?
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას?
-როგორ არ ააქვს შაბათს ჩემები ჩამოვლენ რევაზის მშობლები და შენი ოჯახი მოკლე წრეში სამებაში დავიწერთ ჯვარს,
მაგდამ და მეგიმ ყველაფერი დაგეგმეს
როგორც სჩვეოდათ,
ერთმანეთი მოისიყვარულეს,
გვიანობამდე შემორჩნენ,
ღამე ვაჟამ ნასვამი სტუმარი სახლიდან აღარ გაუშვა და ის ღამე მაგდა და რევაზი ძეგვში დარჩნენ.
მომდევნო
კვირამ მალევე გაირბინა ჭაბუკიანების ოჯახში ხალხმრავლობა შეინიშნებოდა,იმ დღეს რევაზი და მაგდა ჯვარს იწერდა.
გაგრძელება იქნება.
ბელაჩო.

Комментарии