სიკვდილ - სიცოცხლის გზაგასაყართან.

( მოთხრობა.)
1.
მხოლოდ წვიმით დასველებული ტროტუარები და თოვლით გადათეთრებული მთები მოსჩანდა ირგვლივ სიბნელეში. თებერვალი იწურებოდა თუმცა ჯერ გამოდარებამდე კიდევ შორს იყო, ზამთარი გაჯიუტდა წასვლას არ აპირებდა, თითქოს გაუტკბა ამ ქვეყანაზე ყოფნა. არ უთმობდა რიგს გაზაფხულს. ხალხით დაცარიელებულ ქუჩაში მარტო ბავშვების ჟრიამული ისმოდა. რომლებიც პირველი სართულის ფანჯრის წინ წრეში ბურთს თამაშობდნენ. წრეში ერთი ოქროსკულულებიანი გოგონა ჩაეყენებინათ რომელსაც სახეზე ეტყობოდა ბედნიერების ღიმილი. დარწმუნებული რომ ვერასდროს ვერავინ აჯობებდა, გოგონა არხეინად დახტოდა წრეში ცდილობდა ბურთი აეცდინა. თავიდან მარჯვედ უმკლავდებოდა მოქნეულ ბურთს მაგრამ ვაჟამ ისროლა და გოგონამ ვეღარ მოასწრო აცდენა, მარჯვენა მხარში მოხვდა მთელი ძალით ვაჟას მოქნეული ბურთი. გოგომ მხარზე წაივლო ხელი ჯერ დაიმანჭა ტკივილისაგან მერე დაიკვნესა ვაი დედიკოოო და წრეს გასცილდა. ვაჟა უკან გაჰყვა.
გოგონა ეზოსგან მოშორებით ბაღის სკამზე ჩამოჯდა ნატკენ მხარს ისრესდა.
- მაპატიე ანამარია ძალით არ მინდოდა. ძალიან გტკივა, აბა მაჩვენე.
ვაჟა გვერდით მიუჯდა ანამარიას ნატკენ მხარზე შეახო ხელი.
- ანამარიამ ისევ დაიკვნესა ვაიი დედიკოო..
- წამოდი სახლში წაგიყვან ბებიას უთხარი ყველაფერი. მაგრამ ნუ გეშინია არაფერი გეტყობა. ქორწილამდე გაგივლის.
ცოტახანს მდუმარედ მიუყვებოდნენ ბავშვები წვიმით დასველებულ ეზოს. სიჩუმე ვაჟამ დაარღვია:
- შენს მშობლებზე რატომ არაფერს მიყვები ხოლმე?
ანამარია შეკრთა მშობლების გაგონებაზე ოდნავ უკან დაიხია, თვალები გაუფართოვდა, ისე თითქოს რამე მოულოდნელი ჰკითხეს. დუმილი არჩია მხოლოდ ძლივს შეიკავა ცრემლები.
ვაჟა ვერ მიხვდა გოგონას დუმილის მიზეზს ამიტომ კიდევ ერთხელ ჩაეკითხა:
- სად არიან შენი მშობლები რატომ არაფერს ამბობ?
ბიჭმა თვალი. შეასწრო გოგონას კისერზე დაკიდებულ ოქროს ჯვარს.
- დედიკოს ნაჩუქარია.
ჩაილაპარაკა ანამარიამ და ისევ დადუმდა.
- კარგი თუ არ გინდა ნურაფერს მეტყვი. ნებას დაჰყვა ვაჟა.
მერე ჰკითხა:
- გტკივა კიდევ მხარი?
გოგონამ თავი გააქნია.
ნეტავ მე მომკვდარიყავი და ჩემი შვილი და რძალი გადარჩენილიყვნენ. მაშინ წავედი სოფელში მაინცდამაინც.
- კიდევ კარგი ანამარიაც წავიყვანეთ თორემ შვილთან და რძალთან ერთად შვილიშვილსაც იგლოვებდი ახლა.
ამოიოხრა ზაქრომ.
აღარ გვინდა ამაზე საუბარი მიდი ჩაი დაადგი.
ქალმა წყალი დაადგა ჩაისთვის თან ქმარს გამოსძახა:
- მიდი ერთი ბავშვებს გადახედე აოვნიდან. ანამარიას დაუძახე სახლში ამოვიდეს გვიანია უკვე.
კაცმა აივნის კარის გამოღება ვერ მოასწრო რომ კარზე კაკუნი გაისმა მერე ქეთევანის ხმა:
- მოხვედი ბებო გენაცვალოს, ახლა უნდა დაეძახა ბაბუას შენთვის.
ქალმა კარებში მდგარ მეზობლის ბიჭს ვაჟას მოჰკრა თვალი. ბიჭი წვალობდა რაღაცის თქმა უნდოდა თითქოს.
- ვაჟა შენც აქა ხარ?
- ანამარიას ბურთი მოვარტყი მხარში. ოღონდ გეფიცებით ძალით არ მინდოდა. თამაშის დროს მომიხვდა.
ქალს გულზე შემოეყარა ბიჭის სიტყვები დაფაცურდა თუმცა არ იცოდა რას ეძებდა, არ იცოდა როგორ აღმოეჩინა შვილიშვილისთვის პირველადი დახმარება. ბამბა და სპირტიც გათავებოდა.
ანამარიამ თვალი შეასწრო ბებოს ფორიაქს და თქვა:
- არაფერია ბებო კარგად ვარ ცოტა მტკივა უბრალოდ სისხლი კი არ მომდის.
- შემოიყვანე ქალო შინ რა კარში დაგიყენებია ბავშვები.
მოისმა ზაქროს ხმა ოთახიდან.
ვაჟა და ანამარია შინ შევიდნენ.
ვაჟას მოერიდა კუთხეში დადგა და თავი ჩაქინდრა. ბიჭი მაინც დანაშაულს გრძნობდა ანამარიას წინაშე. მიუხედავად იმისა რომ ბოდიში მოიხადა.
ზაქრომ ხელი ჩაჰკიდა და მაგიდასთან მიიყვანა ვაჟა.
- მოდი შვილო, აგერ ანამარიას გვერდით დაჯექი ნუ გერიდება.
ქეთევანმა წინა დღიდან მორჩენილი ნამცხვარი შემოამატა სუფრას.
- მიირთვი შვილო, ნურაფრისა გერიდება, დიდი სუფრა არ გვაქვს მაგრამ მთავარია ყველაფერი გულითაა მომზადებული.
- მადლობა მე წავალ. უკვე გვიანია თქვენც დასვენება გესაჭიროებათ. ვაჟამ ერთი ცალი ნამცხვარი აიღო და წასასვლელად მოემზადა.
ანამარიას ხმა არ ამოუღია ისე სვავდა ჩაის.
- როგორი ზრდილობიანი ბიჭია თქვა ოთახში შემობრუნებულმა ქეთევანმა.
ანამარია ბებიასთან მივიდა, კალთაში ჩაუჯდა.
- რა მოხდა ბებომ შემოგევლოს?
დაუყვავა შვილიშვილს.
- ბებო დღეს ვაჟამ მშობლებზე მკითხა, მე არაფერი მითქვამს ვუთხარი რომ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, როგორ უნდა მეთქვა რომ მშობლები არ მყავს.
ქალმა სევდიანი თვალებით გადახედა ზაქროს რომელიც ამ დროს მაგიდას ალაგებდა.
- ეგ საიდან მოიტანე ბაბუ როგორ არ გყავს მშობლები?
ზაქრო შეეცადა მისი ცრემლები არ დაენახა შვილიშვილს.
- არ მყავს მოკვდნენ.
მოკლედ თქვა ანამარიამ.
- არა, უბრალოდ სხვა სამყაროში გადაინაცვლეს, უკეთესს სამყაროში. ჰოდა აწი ვაჟა რომ გკითხავს ანამარია სად არიან შენი მშობლებიო უთხარი გარდაიცვალნენ თქო. ზაქრომ ხელი მოუთათუნა შვილიშვილს პაწია ცხვირზე.
ქეთომ ღამის პერანგი გადაიცვა, ლოგინში ჩაწვა ზაქროს არ ეძინა წიგნს კითხულობდა.
- ძალიან მეცოდება ეს ბავშვი.
ზაქრომ ცოლს მოხედა. მარო ტიროდა.
- რა მოგდის ქალო?
- გუშინწინ სასაფლაოზე წამყვა, დადგა და საფლავის ქვას უყურებდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თვალებით ეფერებოდა მშობლებს. გული დამიმძიმდა, ცრემლი მომერია მაგრამ ვერ ვიტირე, ბავშვის სიახლოვეს. ვითომ არ იცოდე რა მძიმე ჯვარია მშობლისთვის ერთადერთი შვილის დაკარგვა.
ზაქროს გული აუჩუყა მეუღლის სიტყვებმა წიგნი დახურა, მარო თავისკენ მისწია და მაგრად ჩაეხუტა.
- ვიცი, ძვირფასო ვიცი, იმ დღის მერე მეც მკვდარი ვარ მაგრამ მე და შენ თავს უნდა გავუფრთხილდეთ ანამარია გვყავს გასაზრდელი. რომ რამე დაგვემართოს მერე ვის უტოვებ ამ ბავშვს? ამიტომ თავს მოერიე.
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.
კაცმა ცოლს ლოყაზე აკოცა და ცრემლით სავსე თვალები შეუმშრალა.
- გახსოვს ზაქრო როგორ გაუხარდა ნოეს ანამარიას დაბადება?
- რა დამავიწყებს, ოცნების გოგოს ეძახდა. ეს სახელიც მან შეურჩია ანამარია.
ალერსიანად გაიმეორა კაცმა შვილიშვილის სახელი.
საძინებლის კარები გაიღო ანამარია იდგა კარებთან.
- ბებო, ბაბუ შეიძლება თქვენთან ერთად დავიძინო? ოთახში მარტოობის მეშინია.
ცოლ - ქმარმა შუაში ჩაიწვინეს შვილიშვილი.
- ბაბუ წეღან რომ მითხარი შენი მშობლები გარდაიცვალნენ ასე უთხარი ვაჟასო ეგ გარდაცვალება რას ნიშნავს?
- გარდაცვალება სულის ხორცთან გაყრაა, დედიკო და მამიკო ხორციელად დაგშორდნენ, თორემ ისინი მუდამ შენს გვერდით არიან. გარდაცვალება და არა სიკვდილი. სიკვდილი არ არსებობს აღარ ახსენო მეორედ კარგი ჩემო გოგო? დავიძინოთ ახლა ხომ გინდა რომ დედიკო ნახო სიზმარში?
ზაქრომ შუქი ჩააქრო.
ჩაბნელებული ოთახი უკუნეთ ღამეს დაემსგავსა.
**********
სამშობიარო სახლში უამრავი ხალხი ირეოდა ზოგს უკვე ულოცავდნენ ბიჭის, გოგოს დაბადებას. გახარებული მამები, ნათესავები, მეგობრები შუშხუნა შამპანიურს ხსნიდნენ ერთი ჭიქით ლოცავდნენ ახალმოვლენილ სიცოცხლეს. ბიჭია ბიჭი..
გოგოა გოგო.
ისმოდა ყოველი მხრიდან.
ნოე სამშობიარო სახლის მოსაცდელში ბოლთას სცემდა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობოდა მაგრამ შინაგანად ძლიერ ნერვიულობდა.
- დაჯექი ბიჭო რა გჭირს ყველაფერი კარგად იქნება.
მხარზე ხელი დაჰკრა ალექსიმ. მისმა ძმაკაცმა.
- არ ვიცი, ვნერვიულობ რა..
- ჰო, შენ მე რას გამომაპარებ ხუთი თითივით გიცნობ. მეც იმას გეუბნები რომ ნუ ნერვიულობ კარგად იქნება ანამარიაც და მისი დედიკოც. ეს თქვა ალექსიმ თან იჭვნეულად შეხედა ნოეს.
- ხომ ანამარიას არქმევ ბიჭო?
- მე და ნუცამ მოვილაპარაკეთ გოგოს მე შევურჩევდი სახელს ბიჭს ის.
- ძალიან საყვარლები ხართ ცოლ - ქმარი. აუ ბიჭო თქვენს ქორწილში რამდენი ვსვით. არა? გააგრძელა ალექსიმ.
ის თუ დაინახე ნუცას მეჯვარეს ვიღაც ტიპი რომ აეკიდა მხატვარი.
ალექსიმ გადაიხარხარა.
- შენ იცინე და ლამის ჩხუბით დასრულდა ეგ ამბავი. ცოტა დამაკლდა ეგ მხატვარი უნდა მეცემა. გოგოს არ უნდოდა და მაინც არ ასვენებდა ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს. თქვა ნოემ.
ალექსიმ სასაუბრო თემა შეცვალა.
- ქეთო დეიდამ დამირეკა გზაში ვართო. წამო დავხვდეთ იქნებ ვერ აგნებენ სამშობიაროს..
- მოაგნებენ არ ინერვიულო. მისამართი ხომ უთხარი?
აუ ბოდიში ძმაო რა ჩაგიშალეთ წვეულება ნუცასაც იქ დაეწყო მაინცდამაინც მშობიარობა.
- არ გრცხვენია ბიჭო რას იძახი? ჩემს დაბადების დღეზე ჩემი ნათლული იბადება შენ კი იძახი წვეულება ჩაგიშალეო. სიმართლე გითხრა ამაზე მაგარ საჩუქარს ვერ გამიკეთებდი ძმაო.
ნოემ თვალი მოჰკრა მშობლებს რომლებიც სახეშეშლილები მორბოდნენ სამშობიაროს დერეფანში.
- როგორ არის?
იკითხა ქეთევანმა
- არაფერია დედა ჯერ ველოდებით.
- შამპანიური წამოვიღე მაინც მარო დეიდა პატარას დაბადება რომ ავღნიშნოთ.
- მოიცა შვილო ჯერ რა დროს შამპანიურია მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდეს.
- მაინც ვერ მივხვდი რატომ პანიკიორობთ ხოლმე ეს უფროსები ასე ძალიან.
უთხრა ალექსიმ ქეთოს და მის გვერდით მდგარ ნოეს თვალი ჩაუკრა.
- ალექსიძე რომელია?
ამ დროს იკითხა ექიმმა.
- მე ვარ ექიმო გამოიჭიმა წინ ნოე.
- გილოცავთ თქვენ გოგონა შეგეძინათ.
თქვა ექიმმა.
გახარებულმა ნოემ მშობლებსა და მეგობარს გადაავლო თვალი ყველა ისე გახევებულიყო ერთ ადგილას, თითქოს ექიმის ნათქვამი არ სჯეროდათ.
- რას გაშეშდით ხალხო ხომ გაიგეთ ექიმმა რა თქვა? ჩემი ანამარია დაიბადა. ახლა დროა გავხსნათ ეგ შამპანიური ხელში რომ გიჭირავს.
მიმართა მან ალექსის.
მახარობლები გამოვიდნენ სამშობიაროს ეზოში.
ალექსიმ შამპანიური გახსნა.
- ისე რამდენი გვალოდინა და გვანერვიულა მაგ პატარა მაიმუნმა. ჩაილაპარაკა ზაქრომ.
- მაინცდამაინც ალექსის დაბადების დღეზე ისურვა დაბადება.
- სიუპრიზი გამიკეთა ჩემმა ნათლულმა. ხომ მე ვარ ანამარიას ნათლია ბიჭო ხომ არ გადაიფიქრე.
- შენ ხარ აბა სხვა ვინ. შენზე ახლო მეგობარი არავინ მყავს.
- გაჩერდი ახლა თორემ ვიტირებ.
ყვავილების მაღაზიაში შეიარა, ნაირ - ნაირი ყვავილები იყო აქ. იასამნები, ვარდები, გვირილები, ზამბახები. ნოე იასამნებთან შეჩერდა. დიდხანს ათვალიერა ვერ გადაწყვიტა ეყიდა თუ არა ჯიბე მოიქექა მგონი ეყოფა ფული.
- ბატონო რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ნოესთან საშუალო სიმაღლის კონსულტანტი გოგონა მივიდა ოდნავ გაუღიმა.
- ჩემი მეუღლისთვის ვეძებ ყვავილებს შვილი შეგვეძინა და მინდა გავახარო.
- ნამდვილად მოსალოცად გქონიათ საქმე. თქვა კონსულტანტმა. ჩვენს მაღაზიაში ყვავილების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. გააჩნია თქვენს მეუღლეს რომელი ყვავილი უყვარს ყველაზე მეტად.
- ჩემი მეუღლე ფლორის დიდი თაყვანისმცემელია ამიტომ მიჭირს არჩევანის გაკეთება.
- თუნდაც ეგ იასამნების თაიგული მშვენიერი საჩუქარი იქნება ვფიქრობ არ დაიწუნებს.
კონსულტანტმა იასამნებზე ანიშნა თვალით ნოეს
- კარგი მაშინ ამას ავიღებ.
- კეთილი.
- თქვენ ვისთან ხართ ბატონო?
ჰკითხა საავადმყოფოს მიმღებში რეგისტრატორმა ნოეს.
- ნუცა ბარათელი. დღეს უნდა გამოწერონ.
ნუცა ბარათელი, დიახ 108 პალატა მეხუთე სართული.
ნუცა ტანსაცმელებს ალაგებდა ჩემოდანში როცა ნოე პალატაში შევიდა.
- მოხვედი? ქეთო უნდა მოსულიყო დღეს რომ დამხმარებოდა მაგრამ ალბათ ვერ მოახერხა არაუშავს.
- ჩემი სიყვარული.
უთხრა ნოემ ცოლს და ყვავილები დადო საწოლზე.
- რა ლამაზი იასამნების თაიგულია.
- ჩემი ქალბატონებისთვის არაფერი მენანება.
ნოე საწოლთან მივიდა ბავშვს დახედა.
- სძინავს ნუ გააღვიძებ.
უთხრა ნუცამ ქმარს.
ესეიგი ანამარია არა?
- ჰო, მამიკოს საოცრება გოგო. კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში ანამარია.
ნოემ ცოლს ლოყაზე აკოცა.
ნუცამ მოკრძალებულად გაიღიმა.
ნუშისფერი მელანქოლია

სიკვდილ - სიცოცხლის გზაგასაყართან. - 942005937059

Комментарии