თავი 32.

დასასრული.
ნუთუ მზად ვიყავით ამისთვის? დღეს გავიგე რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდება. ვერ ვიტყვი რომ არ გამიხარდა, უბრალოდ მეშინია შევძლებ კი საუკეთესო დედა ვიყო მისთვის? თაიას ბავშვობა გავუმწარე, ამ ბავშვმაც რომ იგივე ბედი გაიზიაროს?
ვაჩეს საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ მაგრამ წარსულის ლაბირინთიდან ვერ გამოვედი.
ეს ბოლოს მომიღებს ვიცი.
მირანდამ მუცელზე დაიხედა.
შვილო, რადგან ღმერთმა დედობის ბედნიერება მეორედ მარგუნა კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სამყაროში.
რომ დაიბადები და თვალს გაახელ პირველად შენს მშობელ დედას დაინახავ რომელიც გასწავლის რომ ამ სამყაროში მხოლოდ ნათელი ფერები არ არის, რომ ცხოვრება ბევრჯერ დაგაჩოქებს მუხლებზე მაგრამ არ უნდა დანებდე.
შენს დედიკოს ძალიან უყვარხარ, მთელ სამყაროს დაუპირისპირდება შენს გამო.
კიდევ არ მჯერა თაიას პატარა ძამიკო ან დაიკო ეყოლება.
მაგრამ ვაჩესთვის რომ არ მითქვამს?
არ ვიცი მზად არის თუ არა ამისთვის ან საერთოდ უნდა თუ არა რომ საერთო შვილი გვყავდეს.
ჩემო პატარა ანგელოზო უკვე მიყვარხარ დედიკო ერთი სული მაქვს ხელში როდის აგიყვან.
ნეტავ გოგონა ხარ თუ ბიჭუნა?
მე კი ორივე გამიხარდებით.
არ ვიცი რა ვქნა იმ ადამიანს ეს ბავშვი რომ არ უნდოდეს რა წყალში ჩავვარდე? სად წავიდე?
აბორტს ვერ გავიკეთებ ბავშვს ვერ მოვკლავ.
დაველაპარაკები და რაც იქნება იქნება. ეს ხომ დაუგეგმავად მოხდა მეც არ ვიცოდი, ვიფიქრე სტრესის ბრალია მეთქი ეს გაუთავებელი თავბრუსხვევა და გულისრევა.
ასე ვიცი როცა ვნერვიულობ ორსულობა გამოვრიცხე, არც მიფიქრია.
საერთო შვილზე საერთოდ საუბარიც არ გვქონია მე და ვაჩეს.
ამიტომ რაღაცნაირად გული მეტკინა ჩემში ახალი სიცოცხლის არსებობა რომ გავიგე, მაგრამ სიხარულის ცრემლიც დამედინა თვალებიდან.
საღამოს რომ მოვა დაველაპარაკები და ვნახოთ რა იქნება.
ძალიან მეშინია შვილო, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ.
ცხოვრებამ გამაძლიერა.
მირანდამ თავი მიდო ბალიშზე ცოტახანს ჭერში ერთ წერტილს უყურებდა შემდეგ კი მთელი დღის ნანერვიულებსა და დაღლილს ჩაეძინა.
მის ლამაზ სახეზე კი მზის სხივები თამაშობდნენ.
ლამაზი იყო ეს ქალი ცისფერი თვალებითა და ხვეული თმით. წვრილი წელი და ოდნავ შეფაკლული ღაწვები, ვარდისფერი ტუჩები კიდევ უფრო ამშვენებდა მას.
გადაკალმული წარბები და თლილი სანთელივით ჩამოქნილი თითები.
ლამაზი იყო ეს ქალი.
რომ მოიღერებდა თეთრ ყელს და ქუჩაში გადიოდა მის ცქერას არაფერი სჯობდა.
კაცებს თვალი რჩებოდათ ამ ქალზე.
დიდ - პატარა ყველა თვალს აყოლებდა მის ღვთაებრივ სილამაზეს.
ახლა კი ორსულობა უფრო დაამშვენებდა.
უფრო თვალწარმტაცი გახდებოდა.
როგორ დაიტანჯა ეს გოგო.. თუმცა მე პირობა დავდე რომ მის გვერდით ვიქნებოდი ჭირსა და ლხინში, ზამთრის ცივ ამინდში და ზაფხულის ცხელ დღეებში, მის გვერდით ვიქნებოდი მთელი ცხოვრება სანამ სიკვდილი არ წაგვიბილწავდა სარეცელს.
და ასეც იქნება.
შეიძლება ვიჩქარე ხელი რომ ვთხოვე მაგრამ მეტის მოთმენა არ შემეძლო.
ეს ქალი ჩემი დიდიხნის ნატვრა და ოცნებაა მინდა ყოველ ცისმარე დღეს ერთად შევხვდეთ მზის ამოსვლას ერთად ვუყუროთ, ღამე ვარსკვლავებიც ერთად ვითვალოთ.
ახლა ძალიან ანერვიულებულია რაც ილიას სიკვდილი გაიგო მე მესმის მისი წარსულში ეს ადამიანი უყვარდა და ამიტომ იმოქმედა მასზე ილიას სიკვდილმა ასე ძალიან.
როცა მას თვალებში ვუყურებდი მივხვდი უთვალავი ცრემლი დაუღვრია ამ ქალს ადვოკატის გამო.
სინანულმა ამივსო გული.
არცერთი კაცი არ ღირს ქალის ერთი ცრემლის ფასი.
არც მე და არც სხვა.
მითუმეტეს კაცი რომელიც ასეთ ქალს ვერ აფასებს.
წამლის გამო.
ილიასთვის მთავარი იყო წამალი ეშოვა და შეეძლო ეს ქალიც მოეკლა წამლის გამო.
წარმოდგენაც არ მინდა რაოდენ დიდ შარში გახვევდა.
დროულად რომ არ მემოქმედა.
საერთო შვილი ჩვენს ბედნიერებას უფრო მეტ ხალისს შესძენდა.
ძალიან მინდა პატარა.
არ ვიცი მირანდა რას ფიქრობს ამ თემაზე. არასდროს გვილაპარაკია.
ფიქრობდა ვაჩე და შინისაკენ მიიჩქაროდა.
ცხელი ნიავი კი სახეს უწვავდა.
მირანდამ თვალები გაახილა, რა დრო გასულა ვაჩე ალბათ მალე მოვა ამ დროს ამთავრებს ხოლმე სამსახურს. მე კი სახლიც ვერ დავალაგე იმდენად სუსტად ვარ. სულ ძილი მინდა.
ჩემი პატარა არ გაწირავს დედიკოს.
- მირანდა სახლში ხარ საყვარელო?
ვაჩეს ხმაა.
მირანდას გააჟრჟოლა რა ვქნა? ვუთხრა?
რომ დავუმალო მაინც გაიგებს სჯობია ვუთხრა.
- მირანდა არ გესმის?
- აქ ვარ ოთახში მოდი.
ვაჩე მირანდას ოთახში შევიდა
მირანდა ისევ იწვა თვალცრემლიანი და ტიროდა.
- რა მოგივიდა? რა მოხდა? ნუთუ ამდენად იმოქმედა შენზე ადვოკატის სიკვდილმა? გულჩვილი გახდი ჩემო ძვირფასო. თუ ჩემი არ გჯერა მითხარი როგორღა დაგიმტკიცო სიყვარული? გინდა თავი მოვიკლა?
ხომ იცი რომ მთხოვო ამასაც გავაკეთებ იმდენად მიყვარხარ.
- მჯერა შენი მადლობელი ვარ სიყვარულისთვის, ეს გრძნობა შენ მასწავლე, არ მინდა რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი. ჩვენი შვილი რომ გაიზრდება მინდა ეს სიყვარული სდევდეს გზად, მინდა ასეთი სიყვარულით უყვარდეთ.
ძალიან მინდა.
- ჩვენი შვილი?
- ჰო, ორსულად ვარ შვილი გვეყოლება.
- რას ამბობ?
- ჩვენ ამ თემაზე ლაპარაკიც არ გვქონია, არ ვიცოდი როგორ მიიღებდი ამ ყველაფერს მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა ვიდრე დამემალა.
მითხარი, არ გინდა ბავშვი?
მირანდამ შეკავებულ ცრემლებს გზა მისცა ცრემლის წვეთი ვაჩეს დაეცა ლოყაზე.
შვილი, მთელი ჩემი ცხოვრება შვილზე ვოცნებობდი.
მადლობა რომ ოცნება ამიხდინე ჩემო ანგელოზო.
მირანდა კი ტიროდა, მისი ცხარე ცრემლები ვაჩეს ეწვეთებოდა ლოყაზე.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება ეს ბავშვი უფლის საჩუქარია.
- არაფრის მეშინია რადგან შენ მყავხარ ჩვენი შვილიც კარგი ადამიანი გაიზრდება მამისგან ერთგულებას ისწავლის. მაპატიე თუ თავი მოგაბეზრე ჩემი ცრემლებით. ორსულობის ბრალია ალბათ ზედმეტად გულჩვილი გავხდი.
- საუკეთესო ექიმს მოვძებნით რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს.
- თაიაც ჯანმრთელი დაიბადა შემდეგ ნერვიულობაზე დაემართა ასთმური შეტევები, ყოველღამე ლოგინისქვეშ ძვრებოდა რომ არ დაენახა როგორ ძალადობდა ბესო ჩემზე. ხან კი ჩხუბის დროს უეცრად შეჰკივლებდა ხოლმე. გულს ტკივილი მეწვეთებოდა რომ ვუყურებდი ჩემი გოგონას ტანჯვას. ბოლოს შიშები ჰქონდა მძინარე წამოიკივლებდა უცებ მერე ისევ ჩაწყნარდებოდა. ჯოჯოხეთისთვის გავწირე ბავშვი მაგრამ აბორტიც ვერ გავიკეთე. ვერ მოვკალი საკუთარი სისხლი და ხორცი.
ვეუბნებოდი ბესოს არ მინდა შვილი მეთქი არ დამიჯერა მე მინდა და მეყოლებაო.
ქალის უპირველეს მოვალეობად თვლიდა შვილის გაჩენას.
თაია - ეს სახელიც მან დაარქვა.
მე ვინ მეკითხებოდა სახელის არჩევას.
მასთან როგორც მონა ისე ვიცხოვრე.
რომელსაც მათრახს უჭერდნენ წელზე როცა თვითონ უნდოდათ მაშინ.
ერთი ტკბილი სიტყვა არ მახსოვს საკუთარი ქმრისგან.
მითხარი შენ რას იზამდი ჩემს ადგილას?
ვაჩე თავჩაქინდრული იჯდა დიდხანს ფიქრობდა რა ეთქვა ხმა ვერ ამოეღო.
ბოლოს როგორც იქნა გაბედა სიტყვის თქმა.
- არ ვიცი რას ვიზამდი, მართლა რთულია ასეთ დროს ემოციები აკონტროლო. შენ აფექტის მდგომარეობაში იყავი და ამიტომ ჩაიდინე მკვლელობა. გეცოდინება ალბათ ისეთი დამნაშავეებიც არსებობენ რომლებიც არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ. არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
ურჩევნიათ არ გატყდნენ ზოგიერთი სხვის დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს წარმოგიდგენია? ურჩევნია თვითონ მოიხადოს სასჯელი ვიდრე მეგობარი ან ნაცნობი ჩასვას ციხეში.
ასეც ხდება და ისეც.
უამრავმა პატიმარმა ქალმა გაიარა ჩემს ხელში მაგრამ შენს გულწრფელობაში არასოდეს არ შემპარვია ეჭვი. იმ დღიდან მჯეროდა შენი როცა დასაკითხ ოთახში შემოგიყვანეს.
შენს ლამაზ თვალებში ცრემლებს მიღმა უდიდესი სინანული ამოვიკითხე მაშინვე გავიფიქრე:
არ არსებობს ეს ქალი მკვლელი იყოს მეთქი.
იმ წუთიდანვე შენი დახმარების სურვილი გამიჩნდა.
ოღონდ სხვა განზრახვით არა, მინდოდა როგორც პროკურორი პატიმარს ისე დაგხმარებოდი.
ვიცი რაც გაიფიქრე ეს კაცი არ ინდობაო.
როგორც ჩანს ადვოკატმა უფრო დაიმსახურა შენი ნდობა.
ისე კი ცოდვას ვერ ვიტყვი და მუკბანიანიც ცდილობდა დაგხმარებოდა როგორც პროფესიონალი ადვოკატი.
მერე რა დაემართა არ ვიცი, ალბათ შენმა სილამაზემ თუ მოხიბლა რომ შენი ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.
სიმართლე გითხრა თავიდანვე არ ვენდობოდი მაგ კაცს როგორც პიროვნებას.
კაცი შეიძლება იყოს კარგი ადვოკატი, მწერალი, პოეტი, მუსიკოსი მაგრამ კარგ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდეს.
საბედნიეროდ ადამიანების ცნობა არ მეშლება.
გამოგიტყდები ხშირად დამნაშავეში უფრო მეტი ადამიანობა დამინახავს.
ჰო ასეც მომხდარა ჩემო პატარავ.
შენ ვერ გაიზარდე ჩემო ძვირფასო ყველა ადამიანი გგონია ვინც ლაპარაკობს. იმედი უნდა გაგიცრუო ასე არ არის. ცხოვრებაში კიდევ ბევრი არამზადა შეგხვდება მაგრამ მე იმისთვის ვარ რომ დაგიცვათ და დაგიფაროთ შენ და ჩვენი შვილი.
თუ საჭირო გახდება სიცოცხლეს გავწირავ. ოღონდ თქვენ არაფერი დაგიშავდეთ.
შენ ხარ ერთადერთი ადამიანი ვისაც სულს მივცემ. ახლა კიდევ ჩვენი პატარა.
როგორ გამახარე რომ იცოდე, ამაზე უკეთესს საჩუქარს ვერ ვინატრებდი ცხოვრებისგან.
იცი უკვე სიგიჟემდე მიყვარს ჩვენი ჯერარდაბადებული შვილი.
სულ სხვანაირი გრძნობა ყოფილა როცა იცი რომ მალე მამა გახდები, როცა იცი რომ შენი საყვარელი ქალის სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდება. ჩემო კარგო წარმომიდგენია შენ როგორი ბედნიერი ხარ.
ნეტავ გოგოა თუ ბიჭი?
სიმართლე გითხრა მე გოგო მინდა დედასავით ლამაზი და სათნო.
უკვე ერთი სული მაქვს როდის დაიბადება.
ჩემო ფერიავ ნუთუ ჩვენთვისაც ამოვიდა მზე?
გპირდები შენს ცრემლებს არავის ვაპატიებ.
შენ მზე ხარ და მზის სხივს დაატარებ მუცლით ამიტომ სულ უნდა იბრწყინო. მთელი ცხოვრება.
არავინ იცის როგორ მინდოდა შენს ლამაზ ბაგეს დავწაფებოდი. მადლობა ამხელა სიყვარულისთვის ჩემო მოურჩენელო იარავ,
ჩემო მერცხალო.
შენ ის წყარო ხარ რომელიც არასოდეს არ დაშრება ჩემში.
თუ რამ ლამაზი არსებობს ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე ყველაფერი შენთვის მემეტება..
მე მესმის შენი ტკივილი ჩემო პატარავ. რას არ მივცემდი რომ ისევ ისეთი ლაღი იყო როგორიც იყავი, ისევ ისე გიცინოდეს ეგ ცასავით ლურჯი თვალები, მაგრამ იარები არ შუშდება თურმე.
რამხელა ტკივილს დაატარებდი მაგ ლამაზი გულით და როგორ ვერავინ მიხვდა რა გაწუხებდა, როგორ არავინ შეგიმსუბუქა ტვირთი..
განა ერთ ადამიანს შეუძლია მეორის გულისთქმას ჩაწვდეს?
რამდენ დამცირებას იტანდი თურმე..
ასეთები არიან ადამიანები მცირენი ძალიან..
ერიდე ადამიანებს ჩემო ქალბატონო.
მხოლოდ მე შემეფარე ფრთებქვეშ შენი მფარველი ანგელოზი ვიქნები.
მიყვარხარ მთელი არსებით
ისე რომ ხანდახან მეც მიკვირს არ ვიცოდი ამხელა სიყვარული თუ შემეძლო.
სიკვდილამდე ჩემი გული მხოლოდ შენია შენი და ჩვენი შვილის.
ვაჩემ მირანდას ლოყაზე აკოცა
და კიდევ ერთხელ შეიგრძნო ბაგეზე მისი დამათრობელი სურნელი.
*****
დრო გადიოდა მირანდას მუცელი დაეტყო ვაჩე ვერ ისვენებდა თავზე დაჰფოფინებდა თავის ერთას. ხანდახან როცა მირანდას ჩაეძინებოდა ვაჩე პატარა ბავშვივით აიყვანდა ხელში და ოთახში შეიყვანდა. მის ძილს დარაჯობდა შეხედავდით გეგონებოდათ სუნთქვას სუნთქვაში უცვლისო.
არადა მართლა ასე იყო ვაჩე ბედნიერებისგან ბრწყინავდა.
ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი მისი საყვარელი ქალი მუცლით მათი სიყვარულის ნაყოფს ახალ სიცოცხლეს დაატარებდა.
- ერთი სული მაქვს როდის დაგინახავ მალე დაიბადე რა მამიკო.
წამოცდა ერთხელ როცა მირანდას ეფერებოდა გამობერილ მუცელზე.
- ხედავ დედი, მამიკო ვეღარ ითმენს.
უთხრა მირანდამ მუცლადმყოფს.
- ეს ყველაფერი კარგი მაგრამ სქესი არ გაინტერესებს?
- მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო მაგრამ რადგან ასე გინდა გავიგოთ. წამომყვები თუ?
- სამსახურში საქმეები თავზე მაყრია, შენ წადი ძვირფასო. ჩვენი გოგონა თუ ბიჭუნა მაპატიებს ამ ერთხელ.
- ისე გოგო თუ იქნება მელანო დავარქვათ. თაიასთვის მინდოდა დამერქმია მაგრამ ბესომ არ ქნა. სახელიც თავისი გემოვნებით დაარქვა ბავშვს.
- კარგი საყვარელო რაც გინდა ის დაარქვი.
- მირანდამ ვაჩეს ლოყაზე აკოცა.
- და თუ ბიჭი იქნება?
- ოხ მაშინ შენ აარჩიე სახელი.
- მე იოანე მომწონს.
- იოანე?
- ჰო..
- რაო პატარავ დაგარქვათ იოანე?
ვაჩემ თავი მიადო მირანდას მუცელზე.
- ხედავ? მოეწონა.
- რა იცი ერთი..
- ვიცი, ნაყოფი ყველაფერს გრძნობს. დედის ემოციებსაც კი ასე რომ ქალბატონო ცრემლი აღარ დავინახო შენს თვალზე. ახლა მე და შენ ბედნიერებით უნდა დავტკბეთ.
მირანდამ არაფერი უპასუხა.
ვაჩემ კი ცრემლიანი თვალები კოცნით ამოუშრო.
მიდიოდა ქუჩაში მირანდა მიდიოდა და თან მზე მიჰქონდა მხრებით. უფრო დაამშვენა ორსულობამ გაალამაზა.
იოანე რა ლამაზი სახელი აურჩია ვაჩემ თავის ბიჭს.
მომწონს.
მელანო..
ძველი ქართული სახელია სულ ვამბობდი ოდესმე გოგო თუ მეყოლება მელანოს დავარქმევ მეთქი.
- ტყუპი ქალ - ვაჟია ქალბატონო..
უთხრა ექიმმა და თან ღიმილით სავსე სახე შეანათა.
- რა თქვით?
- არ მოელოდით ალბათ.
- იქნებ გეშლებათ ექიმო ჰა?
- აი ერთი, ეს კიდევ მეორე, შეცდომა გამორიცხულია ქალბატონო. წარმომიდგენია მეუღლეს როგორ გაუხარდება.
- მეუღლე არ არის ჩვენ დანიშნულები ვართ. სანამ მუცელი დამეტყობოდა მანამდე გვინდოდა ქორწილი მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
- მესმის. მაგრამ შვილი ხომ უნდოდა?
- დიახ შვილი ორივეს ძალიან გვინდოდა მაგრამ ტყუპებზე არცერთს არ გვიფიქრია.
ახლა ძალიან დაბნეული ვარ.
- მე კი ვფიქრობ რომ უნდა გიხაროდეთ ტყუპი ქალ - ვაჟის დედიკო ხდებით.
- მიხარია, რა საკვირველია მაგრამ..
- არავითარი მაგრამ შვილი უფლის საჩუქარია.
- მე კიდევ მყავს პირველი ქორწინებიდან ექვსი წლის გოგონა.
იმ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მოკლედ გრძელი ამბავია ძალიან.
- ვწუხვარ. თუმცა უფალს მიენდეთ. თავისუფალი ხართ.
ტყუპი ქალ - ვაჟი...
რა სასიამოვნო სიუპრიზია.
მირანდა აივანზე გავიდა ხედი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა. ესიამოვნა ცივი ჰაერი.
ზეცას ახედა თითქოს ყვავილების სურნელება მოჰქონდა ქარს.
ო, რაოდენ სასიამოვნოა ეს ყოველივე. სიამოვნებით გადაეშვებოდა ახლა ზღვის ტალღებში.
თევზად იქცეოდა და წყლის სამყაროს შეიცნობდა.
ყოველთვის უყვარდა ზღვა და მოლივლივე ტალღები.
ახლა კი განსაკუთრებით მოეძალა სიყვარული ზღვის მიმართ.
- დილის ნიავო არასდროს წახვიდე ჩემგან. მინდა ყოველთვის ჩემს სიახლოვეს გხედავდეთ. მზევ არც შენ ჩახვიდე.
გამათბე, გამითბე ორსული სხეული. მადლი მოჰფინე ქვეყნიერებას.
ჩემი ტყუპების სიცოცხლეს გეფიცები არასდროს გამიქრე თვალსაწიერიდან.
დიდხანს გეძებდი, სად აღარ ვიხეტიალე, რა აღარ გადავიტანე, ზღვის სიღრმეშიც კი ვიყავი შენს საძებნელად კინაღამ დამახრჩო განგებამ.
მთა და ხმელეთი მოვიარე, მაინც არ ჩანდი, ჰოდა აი ახლა ჩასახლდი ჩემს ორსულ სხეულში, მე ვგრძნობ რომ აქ ხარ,
ძალიან გთხოვ დაიფარე ჩემი პატარები..
დღეგრძელი დღე მიეცი,
პაწაწინა გულები სიკეთით აუვსე.
ლამაზი სული შთაბერე,
დარდი და ტკივილი აშორე,
ია - ვარდით მოუფინე სავალი გზები.
განსაცდელის დროს გააძლიერე,
სიცოცხლე შეაყვარე,
ასწავლე რომ არ სძულდეთ
არამედ უყვარდეთ ყველაფრის მიუხედავად.
უბრალოდ იარსებონ
იცხოვრონ.
და დედამისის შეცდომებს ნურასოდეს გაიმეორებენ.
ამოდი მზეო..
ამოდი..
ჩემი პატარების გულში.
თვალებში..
მარად ანათებდე.
მირანდამ მზეს შესცინა.
მზეს კი თითქოს ქალის ვედრება ესმოდაო მთელი არსებით ანათებდა დედამიწას.
უცებ მზეს ერთი სხივი მოსწყდა და მირანდას გამობერილ მუცელს დაეცა.
მირანდას რატომღაც შესცივდა და ლურჯი მოსაცმელი შემოიხურა.
სარწეველაში გადაწვა და შექსპირის კითხვა დაიწყო.
ისევ რომეო და ჯულიეტა და მათი უკვდავი სიყვარული.
- როგორ შეიძლება გიყვარდეს და შეგეძლოს სიკვდილი? გაახსენდა ვაჩეს ნათქვამი.
გაეღიმა.
მაშინ ეჭვი შეეპარა მაგრამ ახლა დარწმუნებული იყო რომ სიყვარულს სიკვდილი ომს ვერ მოუგებს.
მართლა რა ლამაზია მათი სიყვარული.
წვიმის წვეთივით ნაზი, და ზღვასავით უკიდეგანო.
- ბაბუაწვერას ჰგავხარ ძვირფასო.
- რატომ?
- ბაბუაწვერასავით უბრალო ხარ, ერთი სულის შებერვა გაკლია რომ ნაწილებად დაიშალო, მაგრამ მაგის უფლებას ვერ მოგცემ.
ქედს ვიხრი შენი სულის წინაშე.
გაახსენდა მირანდას ვაჩეს ნათქვამი.
- ხედავთ როგორ ვუყვარვართ მამიკოს ჩემო ანგელოზებო? ღმერთმა ბედნიერი მოგავლონოთ ამ ქვეყნად შვილო.
მირანდამ იგრძნო ვაჩე მისი თმების სურნელს ისუნთქავდა.
წინააღმდეგობა არ გაუწევია. მშვიდად იდგა და ელოდა პირველ სიტყვას.
ვაჩემ დუმილი დაარღვია.
- ესეიგი ტყუპების მამიკო ვხდები?
- ჰო, ტყუპი ქალ - ვაჟია.
- ჩემი მელანო და იოანე.
- ხო ორივეს აგვიხდება ოცნება.
მირანდამ თავი ჩაღუნა.
- რა მოხდა?
- საქართველო მომენატრა.
- ბავშვები რომ დაიბადებიან დავბრუნდეთ. თუ შენთვის რთული არ იქნება წარსულთან შეხვედრა.
- დღეს მზეს ვუყურებდი და იცი რას მივხვდი?
- რას?
-საქართველოს მზე სულ სხვანაირია, უფრო ლამაზი და დიდი.
ჩამოღამდა მზემ სხივები აიკეცა და ზღვაში ჩამალა.
- მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ თავიანთი სამშობლო,
მინდა იცოდნენ რომ იქ სადღაც შორს ზღვების გადაღმა არსებობს პატარა ქვეყანა რომელსაც საქართველო ჰქვია.
- აცივდა ძვირფასო წამოდი შინ შევიდეთ თაიას გაეღვიძებოდა.
ვაჩემ მირანდას წელზე ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
- მალე მტრედები საქართველოსკენ გაფრინდებიან.
- შენზე ლამაზი თუ არსებობს ვინმე ამქვეყნად?
ორსულობამ უფრო დაგამშვენა ძვირფასო.
ქალმა გაიღიმა და მთელი არსებით მიენდო ვაჟს.
ნუშისფერი მელანქოლია

თავი 32. - 945711360419

Комментарии