Комментарии
- 25 авг 2023 10:52miranda morgoshia
️
- 25 авг 2023 10:54maka 🇬🇪🇬🇪🇬🇪გაგრძელება?
- 25 авг 2023 20:21madona janelidzevelodebi gagzlebas momewona da vimedvneb kargad ganvitardeba movlenbi
- 25 авг 2023 20:33▓ӎҨῄάקҨṽąřī▓ ✞2 დღეში ერთხელ
- 25 авг 2023 21:09ვ მ ვ მ
️
- 25 авг 2023 21:42джумбери кучава
- 27 авг 2023 19:27✞™ɱαришҡα✞™ 💦™️🤭🤭🤭
- 29 авг 2023 15:54Liana Gigauri
🏻
️
- 31 авг 2023 06:01❤🥰 ❤🥰 ❤
️
- 10 сен 2023 02:35✙♥♥ ✙♥♥
️
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
❤ჩემი გული ხარ❤
:▓ӎҨῄάקҨṽąřī▓ ✞
ცუდიგოგო
1
ამბობენ, რომ მე ცუდი გოგო ვარ! ეს იარლიყი ისე მომაწებეს, არც კი სცადეს ჩემი ახლოს გაცნობა.
მშობლები არ მყავს, ან თუ მყავს მე მათზე არაფერი ვიცი. ობოლი ვარ. ბავშვთა სახლიდან. ოჰჰ, უკვე აიბზუეთ ცხვირები არა? ეგ მადარდეთ ახლა! თავხედი? ხომ გითხარით თავიდანვე, რომ მე ცუდი გოგო ვარ! სამაგიეროდ თქვენზე კარგად ვსწავლობ და უნივერსიტეტში სრული გრანტით ჩავირიცხე ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით. გაგიკვირდათ არა?!
მიუხედავად იმისა , რომ ლექციაზე საღეჭ რეზინს ვღეჭავ და პირსინგი მიკეთია ცხვირზე და წარბზე იმიჯისთვის, მაინც საუკეთესო ვარ. რომ იცოდეთ, მთელი ჩემი გარეგნობა მხოლოდ ნიღაბია, ნიღაბი რომლის უკანაც ნამდვილი მე ვიმალები. მე_ ბაია დვალი.
სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გვარი არაფერს მიყვება ჩემზე ისეთს, რაც ფასეულია და რამედ მიღირს. ან კი ვარ საერთოდ დვალი? ადრე ბავშვობაში ვდარდობდი ამაზე! ახლა, ახლა ესეც ფეხებზე მკიდია, მგონი.
მე ობოლმა და მიუსაფარმა სამი ენა ვიცი, ინგლისური, რუსული და არაბული. ა, ხო ქართულიც თავისთავად. და ამ ენებზე ისე ვსაუბრობ, როგორც მშობლიურზე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი გოგოს სტიგმა მომაკერეს შუბლზე, მე მაინც ძლიერ გოგოდ დავრჩი.
იქნებ მოვიდეს ის დღე , როცა მე ამაყად ჩამოვიხსნი ამ უცნაურ ფერად ნიღაბს და თამამად ვიტყვი:
_ გამარჯობა, მე ბაია ვარ!_
ასეთ ოცნებებში ჩაფლული ვდგავარ ყავის სტენდის წინ და კლიენტის მოლოდინში მუსიკას ვუსმენ, ძალიან ხმადაბლა.
ჩემ პირდაპირ ესკალატორია. აქ ხალხი მუდმივად მოძრაობს.
ცალი თვალით სკამზე დაწყობილ ქსეროქსებს ვუყურებ. ნეტა ხალხი არ იყოს, ვიმეცადინებდი მაინც. მალე დიპლომის დაცვა მაქვს და მე კი ჯერ მუშაობაც არ დამიწყია მასალაზე. ასე საწყლად დავამოგზაურებ სახლიდან უნიში, უნიდან სამსახურში და მერე ერთად ვიძინებთ მორყეულ საწოლშიც. ამ ფიქრებში გართულმა უცებ დავინახე, როგორ მიუახლოვდა ასე წლინახევრის, ჯერ ისევ ბანცალით მოსიარულე, ბიჭუნა ესკალატორს და როგორ ინტერესით გადახედა რკინის მოძრავ საფეხურებს. დარბაზი მოვათვალიერე მშობელი ვერ შევნიშნე. მშობლებს მუდმივ ფაციფუცზე ემჩნევათ ხოლმე მშობლობა. ორი წამიც მეყო მივმხვდარიყავი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა თუ არ ჩავერეოდი. ბიჭუნამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კიბისკენ და მეც ვისკუპე მისკენ.
მაისურში ხელი ჩავავლე და უკვე ჰაერში გამოკიდული დავიჭირე.
შეშინებულმა ბავშვმა ტირილი მორთო.
ის იყო მისი დამშვიდება მინდოდა, რომ ვიღაც ძალიან თანამედროვე დედიკო გამოვარდა იქვე ცნობილი ელიტური მაღაზიიდან და კივილით მეცა.
_ ხელი გაუშვი ჩემს ბავშვს, თორემ მოგამტვრევ ძირში! _ გაოცებისგან სახე მომეღრიცა_ ამ მახინჯს უყურე რას ბედავს! სადაა მენეჯერი!
კაპასად გააგრძელა ჩხუბი. "ამ მახინჯის" შემდეგ თავის მართლების და რაიმეს ახსნის ყველა ვარიანტზე ჯიუტად უარი ვთქვი.
ამ ორომტრიალზე მენეჯერიც მოქაქანდა.
_ ეს ვინ გყავთ სამსახურში, ეს გიჟი, ეს მახინჯი?_ამრეზით მიყურებს "დედიკო" აშკარად წარბის პირსინგზე. მეცინება.
_ იცინის კიდეც ეს მანიაკი?!_ კივის სახეშეშლილი.
_ დაურეკეკთ პატრულს _ იდეა მოსდის იქვე უსაქმურ სეირის მაცქერალს. ხმას არ ვიღებ, ან კი რა უნდა ვთქვა, ჩემი პირსინგების და ფერადი თმის გამო საბრალდებო დასკვნა უკვე გამოტანილი აქვთ.
_ დამშვიდდით ქალბატონო!_ ამშვიდებს მენეჯერი "ყურადღებიან" სუპერ დედიკოს.
_ სამსახური დაატოვებინეთ, თორემ დაგამშვიდებთ ჩემი ქმარი კარგად!_ აშკარად ბობოლა ქმარი ჰყავს. ძალიან ეიმედება.
მენეჯერს დიდად არ აღელვებს სტენდს გოგონა, რადგან კლიენტი მუდამ მართალია. ბეიჯზე მიყურებს და მკაცრად ამბობს :
_ ბაია თქვენ ხვალიდან აქ აღარ მუშაობთ!_ ასეც ვიცოდი, არ მიკვირს.
_ წადით თქვენი დედაც! და თქვენი არაბი ბატონისაც!_ ხო ეს მოლი ვიღაც არაბ ინვესტორს ეკუთვნის. აბა საქართველოში ქართველის რაა? რა და დედის ...! მხოლოდ ეს და მეტი არაფერი. კი, ვიყო უზრდელი, მე! ისე გამომაბუნძულეს სრულიად არაფრის გამო, რომ კამერების გადამოწმება არც კი უცდიათ.
_ მე დავინახე, რომ ის ბავშვი გადაარჩინე!_ ამბობს ჩურჩულით საათების სტენდის გოგონა. მგონი ცირა ჰქვია._ რატომ არ მოითხოვე კამერები?
_ალბათ, იმიტომ რომ სულ ფეხებზე მკიდია, ამის შემდეგ აქ მაინც აღარ დავრჩები და ეს მონები რას იფიქრებენ ჩემზე რაში მაინტერეებს?_ ვუღიმი მე. რა სამწუხაროა, სხვისი ჭირი ღობის ჩხირი რომაა და ეს რომ მისაღებია.
სწორედ ამ ჩოჩქოლის დროს მოგვიახლოვდა რამდნიმე კაციანი ჯგუფი, შუაში თავსაფრიანი მამაკაცი ჩაეყენებინათ და უპრაწავდნენ თვალებს მლიქვნელურად.
_ აქ რა ხდება?_ იკითხა ჯგუფიდან ერთმა. ალბათ კომპანიის ქართული მხარის დირექტორმა.
_ ბატონო არჩილ, პატარა ინციდნტი გვქონდა, მაგრამ უკვე აღმოვფხვერით!_ პასუხობს მენეჯერი ამაყად და თან მიბღვერს.
_აღმოვფხვერით!_ მეცინება ამ სიტყვაზე._ წადით თქვენი აფერისტი დედაც!
ვამბობ გულგრილად , ჩანთას მხარზე ვიკიდებ და ესკლატორისკენ ვეშვები. გვერდზე გავლისას იმ თავსაფრიან არაბს ენას ვუყოფ.
_ გამომივიდა ესეც ფადიშახი!_ ვამბობ ირონიულად და ესკალატორზე ვდგები.
_ თავხედო!_ ყვირის აღშფოთებული ქართველი დირექტორი.
_ მონა!_ ვეძახი მეც და ორივე ხელით შუა თითს ვანახებ მთელ დამსწრე საზოგადოებას. მაინც ხომ ცუდი გოგო ვარ და გულს მაინც მოვიფხან!
_კარგი რა ბაია! რატომ იქცევი ასე?_ ტელეფონზე მეჩხუბება ნინა._ ქირა გვაქვს გადასახდელი ამ თვის ბოლოს, დაგავიწყდა? და კიდევ რამდენი ხარჯია? აგეხსნა ადამიანურად რა იქნებოდა?
ეეჰ, კაი დროსია!
მანქანების სადგომზე ჩავდივარ და უკანა გასასვლელით ვაპირებ ჩემი ქუჩისკენ ავუხვიო. თან ნინას ვამშვიდებ, რომ მოულოდნელად შავი უზარმაზარი ჯიპი ზედ ჩემს ფეხებთან ამუხრუჭებს. შიშით გული წინდებში მივარდება. ვერც კი ვკივი , ისე ვშეშდები.
მანქანას კრიალი გაუდის. შავია, მაგრამ სარკესავით ირეკლავს ყველაფერს. აზრზე მოვდივარ და მუჭს
მთელი ძალით ვურტყამ ცხვირზე.
_ დეგენერატო!_ ვყვირი გაცოფებული. ისედაც ხომ წკიპზე მქონდა ნერვები და ახლა სულ გავაფრინე.
მანქანიდან შავკოსტუმიანი ტიპი გადმოდის , მარტო მკლავი აქვს ჩემ სიგრძე.
_ უკაცრავად ქალბატონო! რამე ხომ არ დაგიშავდათ? იქნებ საავადმყოფოში წაგიყვანოთ!_ ხმა ისეთი საშიში და ხრინწიანი აქვს, რომ ამას მანქანაში სულ რომ ვკვდებოდე არ ჩავუჯდები. ნაბიჯს ჩემკენ დგამს.
მე უკან ვიხევ. ცივად ეღიმება. ვფიქრობ, აქ რაღაც ვერაა რიგზე და უკან დახევას განვაგრძობ, რომ რაღაც მყარს ვეჯახები. მხარს უკან ვუყურებ და წინა ორანგუტანგის მსგავსი კოსტუმიანი ტიპია, ოღონდ უკვე გორილაა.
სწრაფად მხვევს ხელს და მანქანისკენ მიმაპრონწიალებს. ვკივი წიხლებს ვიქნევ და ვიცი, რომ ნინას ყველაფერი ესმის.
_ პატრულს დაურეკე მიტაცებენ!_ ვღრიალებ საშინლად შეშინებული.
მანქანის უკანა კარს აღებენ და შიგნით მტენიან. გორილა გვერდით მიჯდება.
ორანგუტანგი საჭეს უბრუნდება.
_ რა გინდათ, ვინ ხართ?_ ვეკითხები და თვალები უკვე ცრემლებით მაქვს სავსე.
_ ნუ გეშინიათ, ბატონ სადამს თქვენთან გასაუბრება სურს!_ მამშვიდებს გორილა.
_ სადამი ვინ ჯანდბაა? _ სადამ ჰუსენი მახსენდება და მთლად კეთილი მოლოდინები არ მიჩნდება.
კარისკენ მივჩოჩავ, ალბათ არ ელიან, რომ გაქანებული მანქანიდან გადავხტები, მაგრამ დასაკარგი რაღა მაქვს? კარს სწრაფად ვხსნი და ვხტები. მტკივნეულად ვეცემი და ასფალტზე სრიალისგან მუხლები და ხელის გულები მიტყავდება. მანქანა ჩერდება, ტკივილისთვის დრო არ მაქვს! ფეხზე სწრაფად ვდგები და კოჭლობით გავრბივარ საპირისპირო მიმართულებით. მანქანები გამწარებულები მისიგნალებენ.
_ჯანდაბა , ჯანდაბა!_ ვყვირი და რაც ძალი და ღონე მაქვს ვცდილობ გავიქცე. გორილა მომსდევს.
_ გაჩერდით! გაჩერდით!_ ჰოო, როგორ არა! მეცინება მე და გაჩერებულ ავტობუსში ავრბივარ.
დაღლილობისგან და ემოციებისგან იქვე ვიკეცები. ზურგით კედელს ვეყრდნობი და გადარჩენა მიხარია. მაგრამ მუხლები და ხელები მეწვის. ჭრილობები ქვიშით მაქვს სავსე.
_ რა იღბლიანი დღე მაქვს!_ ვბურტყუნებ ჩემთვის.
შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვდივარ იმაში სრულიად დარწმუნებული, რომ გამტაცებლებს ჩემი ოსტატურობით დავუსხლტი ხელიდან. და სახლისკენ ვბრუნდები. გზის ფულიც აღარ მაქვს, ჩანთა იმ მუტანტების მანქანაში დამრჩა. ამიტომ ფეხით მომიწევს გავლა. არაუშავს, ადამიანი მოთმინებისთვის დაბადებულა!
ნეტა ჩემი ტანჯულა მობილური სადღაა? სინანულით ვფიქრობ, რომ ისიც მანქანაში დამივარდა. ალბათ ახალი კიდევ კარგა ხანს არ მეღირსება.
ისევ ახალი სამსახურის მოძებნა მომიწევს.
რომელიღაც მაღაზიის ვიტრინა ჩემს გამოსახულებას ირეკლავს. ახლოს მივდივარ და საკუთარ თავს ვაკვირდები. არა, ესეთს არავინ შემომხედავს სერიოზულად. ჩემი უაზრო პროტესტის და სიჯიუტის გამო თავს რატომ ვიწამებ? ნინა მართალია! დრო მოვიდა ქალს დავემსგავსო და ჩემს პირსინგებს და ლურჯად შეღებილ თმებს მიღმა გადამალული მშვენიერი ბაია დღის სინათლეზე გამოვიყვანო. უფრო ახლოს მივდივარ შუშასთან. ლურჯი, მუქი ლურჯი დიდი თვალები მაქვს. ფერადი თვალის ჩრდილებით მოთხუპნული . ლამაზი ბავშვური გაბუსხული ტუჩები შავი ტუჩსაცხით დაფარული. ყელიც ნეფერტიტივით მაღალი, მაგრამ ძაღლის ყელსაბამის მსგავსი ჯანდაბით შემკული.
მკერდი, საჯდომი იდეალური, სიმაღლითაც არა მიშავს. და ამ ყველაფერს წულის ფერადი გაბუჩქული კაბით და შავი რემბო მასურით ვფარავ. რას ვგავარ? ვინ ვარ? ნუთუ თანახმა ვარ, რომ ცუდი გოგო ვიყო მთელი ცხოვრება?
მოულოდნელად ვიტრინაში ნაცნობ ანარეკლს ვხედავ , შეცბუნებული ვკივი, მაგრამ გაქცევას ვეღარ ვახერხებ. გორილა მოხერხებულად მიჭერს და კვლავ მანქანაში მტენის.
აშკარად ვეღარაა წინანდელ ხასიათზე.
_ გაქცევა აღარ გაბედო ! გესმის!_ მიბღვერს საშიშად. თქვენობითიდან უკვე შენობითამდე "ჩამომალაბორანტა". მე თავს ვუქნევ და გონებაში ისევ გაქცევაზე ვფიქრობ.
_ არა რა ჯანდაბამ დააინტერესა ნეტა!_ ეკითხება გაოცებული ორანგუტანგი გორილას. თან ურცხვად მათვალიერებს უკანა ხედვის სარკეში.
_ რას გაუგებ მილიონერების კაპრიზებს?!_ ოხრავს გორილაც და თან მაჯაზე ჩავლებულ ხელს წამით არ მიშვებს.
_ რომ იცოდეთ, აქ ვარ და მესმის!_ ვბუზღუნებ მე.
უხმოდ ვმგზავრობთ, უფრო სწორედ მე კი ვსვამ უამრავ კითხვას, მაგრამ ისინი ხმას აღარ იღებენ.
სადღაც ფეშენებელური სასტუმროს წინ ჩერდება მანქანა. იმედი მიელავს გულში, მთავარია სადმე მიყრუებულ უდაბნოში ან რაღაც მსგავსში არ მიმიყვანეს და აქიდან როგორ ვერ გავიქცევი საჭიროების შემთხვევაში?! ვმშვიდდები და გორილას უკვე მორჩილად მივყვები ბატონი სადამის აპარტამენტებისკენ.
ასეთი ფუფუნება მხოლოდ კინოებში მაქვს ნანახი. მაშინ როცა მე გადარჩენისთვის ვიბრძვი, ვიღაც ბობოლა სადამი მოოქროვილ დივანზე გორავს. ესაა სამართალი ღმერთო? მოჩუქურთმებულ კართან მცველი დგას, ერთმანეთს ორ სიტყვას უცვლიან და უზარმაზარ კარს აღებენ.
შესვლას რომ არ ვაპირებ, გორილა ხელს მავლებს და ძალით შევყავარ.
მდიდრული? არა, რაღაც გასაოგნებელი აპარტამენტია. ასეთი კინოშიც არ მინახავს. ოთახს პირდაღებული ვათვალიერებ! ალბათ ეს პატარა ბროლის სტატუეტკები ჩემი სახლის მთლიანი ღირებულებაა? და ეს ბროლის ჭაღი? ეს მოვარაყებული ავეჯი? ვიაზრებ ამ ყველაფრის ფონზე რამდენად საცოდავი ვარ მე. ხოდა აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?გორილამ ხელი გამიშვა და იქვე ოთახის კარზე მიაკაკუნა.
მე ვდგავარ აწურული, არ ვიცი რა ვიფიქრო. ან რა გავაკეთო.
სად ვარ? რატომ ვარ? რისთვის? ვისთან? მიტრიალებს გონებაში კითხვები. თუმცა თუ გგონიათ ამ დაბნეულობას და შიშს ვიმჩნევ ძალიან ცდებით. საღეჭ რეზინს კი არ ვღეჭავ ვაღლაჭუნებ. ვითომ უდარდელი ვარ.
ოთახის კარი გაიღო და იქიდან გრძელ თეთრ პერანგისმაგვარ სამოსში გამოწყობილი, კაცი გამოდის, თავზე ნინას წითელი ჩაის ტილოთი. ვხუმრობ , რა თქმა უნდა.
მაგრამ რა ვქნა, მართლა ძალიან მაგონებს მისი თავსაბურავი ჩაის ტილოს.
_ გამარჯობა!_ მესალმება არაბულად და მისი თანმხლები გოგონა ქართულად მითარგმნის. ირონიულად მეღიმება. ესეც სხვებივით ჩემი ვიზუალით მსჯელობს. პასუხს არ ვუბრუნებ, მხოლოდ ინტერესით ვათვალიერებ. ათლეტურია, მაღალი, ოდნავ უხეში სახის ნაკვთებით, წვერით, ლამაზი ტუჩებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით და დიდი ბრიალა შავი თვალებით. ისე იბღვირება თითქოს მის სახეს მის დღეში არ გაუცინია. ტიპიური არაბი შეიხია. მბრძანებლური და უხეში ტიპი. ო, როგორ მძულს მისი მსგავსი თვითდაჯერებული კაცები!
_ რა გქვია?_ მითარგმნის თარჯიმანი.
_ვფიქრობ ძალიან კარგად იცის, რაც მქვია!_ კვლავ მეცინება მე. ქართულად ვსაუბრობ. არ ვთვლი აუცილებლად, რომ გავამჟღავნო არაბულის ცოდნა.
გოგონა გაოცებით მიყურებს. ჩემი ირონია აოცებს.
_ ბატონი სადამი თქვენით დაინტერესდა!_ აგრძელებს გოგონა.
_ოჰ, ნუ გადამრიე! მართლა?_ისევ დავცინი. არაფერი არ მავალდებულებს ზრდილობიანი ვიყო კაცთან, რომელმაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აქ მომიყვანა.
_ ქალბატონო!_წარბებს კრავს გოგონა. აღშფოთებულია ჩემი უტიფრობით და არ უთარგმნის მომლოდინე მზერით მაცქერალ ჰუსეინას ჩემს ნათქვამს.
_ რაო, პატარა პრინცი გაგვინაწყენდება?_ ახლოს მივდივარ მე. გორილა ნაბიჯს დგამს, მაგრამ ვამჩნევ ხელის უბრალო მოძრაობით როგორ აჩერებს სადამი. გორილაც ადგილს ეყინება.
ძალიან ახლოს მივდივარ და მის სახესთან ვიხრები.
თვალებში შევხედო მინდა.
ხელით თავსაბურავს ვაცილებ სახიდან, გორილა ისევ იჯაგრება, მაგრამ სადამი მზერით აოკებს.
_ ლამაზი თვალები გაქვს! _ ვეუბნები ისევ ქართულად, გოგონა ისევ არ თარგმნის. მაგრამ მის თვალებში ვხედავ, ჩემი ნათქვამი ესმის _ ასე საშინლად რომ არ იბღვირებოდე! მოულოდნელად
ვასრულებ წინადადებას და ვხედავ ღიმილი როგორ ეპარება ტუჩის კუთხეში.
_ შეგიძლია დაგვტოვო!_ ვეუბნები გაოცებულ თარჯიმანს და სადამის წინ ვჯდები დივანზე. გოგონა მას უყურებს, ის კი ცივი ღიმილით აძლევს წასვლის ნებას.
_ ჭკვიანი გოგო ხარ!_ მეუბნება საკმოდ კარგი ქართულით.
_ ვიცი!_ სრულიად მშვიდი ვარ მე.
_ რატომ არაფერი თქვი? თავი რატომ არ იმართლე?_ ახლა კი მინათდება გონება.
_ აჰა ფადიშახო შენ ხარ? ჩემი ყოფილი უფროსის უფროსის უფროსის უფროსი ბრძანდები თუ კიდევ ერთი უფროსი ჩავამატო?_ ფეხს ფეხზე ვიდებ.
ის არაფერს ამბობს, დასმულ კითხვაზე ელის პასუხს.
_ ეჰ, კარგი!_ ვოხრავ მე._ შენ შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ აქ, საწართველოში ჩემნაირ უბრალო მუშა ჭიანჭველებსაც კი საკუთარ თავზე ბევრად აღმატებული
თავმოყვარეობის გრძნობა გვაქვს.
_ კარგი, გასაგებია! თქვენნაირი თავაშვებული ქალებისგან არც მიკვირს და არც ველი სხვა საქციელს!_ სერიოზულდება უცებ. თავაშვებული?! რა წარმოდგენა აქვს ჩვენზე?!
_ თავისუფალი გინდოდა გეთქვა არა?!_ ვუღრენ ავად
_ არა, თავისუფლება თქვენ არც კი დაგესიზმრებათ!_ ამბობს მშვიდად.
_ ჰოო, სამაგიეროდ თქვენებურ ქალებს ესიზმრებათ, თან საკმაოდ ხშირადაც!_ აშკარად მიზანში ხვდება.
_ ენაგატლეკილი! ერთი შენი თავი იქ ჩამივარდეს ხელში!_ ამბობს არაბულად. არაფერს ვიმჩნევ. მხოლოდ ზიზღით ვუყურებ.
_ თუ მხოლოდ ამის კითხვა გინდოდა , მე წავალ!_ ვდგები ფეხზე, მაგრამ გორილა კარს ეფარება.
_ ფარშევანგის მონა გორილა!_ ვიღიმი და ადგილს ვუბრუნდები.
_ ზედმეტის უფლებას აძლევ თავს ქალო!_ თითებს სავარძლის სახელურს უჭერს.
_ რა გინდა!_ ვგრძნობ რაღაც აქვს სათქმელი კიდევ.
_ სამსახური მინდა შემოგთავაზო, თუმცა ახლა უკვე ვეჭვობ, რომ გამოდგები!_ ამბობს სახე მოქუფრული.
_ გამოვდგები? რა ნივთი ვარ, რომ გამოგადგე? მასე შენს სამშობლოში ილაპარაკე! აქ კი პატივი მეცი, როგორც შენს თანასწორს! გასაგებია?_ ფეხზე ვდგები და საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად ვუღერებ. ისეც დგება.
_ საამიროში მაგ თითის გარეშე დაგტოვებდი!_ თითზე ძლიერად მიჭერს, მტკივა ჭრილობა.
_ მადლობა ღმერთს იქ არ ვარ და არც არასდროს ვიქნები! ფადიშახი კაცების და მონა ქალების სამშობლოში ფეხს არასდროს დავადგამ!_ უკვე ვყვირი მე.
_ ხვალემ ისაუბროს ხვალისა!_ ხელს მობეზრებულად იქნევს
და გორილაც კარს შორდება.
უცებ ჩემს ჭრილობას და სისხლიან თითებს ამჩნევს, მათვალიერებს.
_ რა მოუვიდა?_ ეკითხება მკაცრად გორილას.
_ მანქანიდან გადახტა და დაიზიანა!_ პასუხობს გორილა და ახლა უკვე კაპუცნის ზომისაა. მეცოდება. ხელით ანიშნა ვიღაცას და მაშინვე მოაცუნცულეს ბინტი და რაღაც მალამოები.
_ დაჯექი!_ ამბობს უხეშად და ბამბას იღებს.
_ თავიდან მომწყდი!_ ისე ვცოფდები მის ქედმაღლურ ტონზე, გონება მეკეტება.
თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის.
_ ჩემი დროც მოვა და დაგიმოკლებ მაგ ენას!_ მეუბნება ხმაჩახლეჩილი. მისი ატანა აღარ მაქვს.
_უაზროდ დაკარგული ერთი საათი!_ ვამბობ მე მოწყენილი და იმ ფუფუნების აკლდამას სინანულის გარეშე ვტოვებ. ისე რომ უკანაც კი არ ვიხედები. რომ მივიხედო, ალბათ იმ თავის ბრიალა თვალებში ჩამნაცრავს.
გარეთ გამოსული ზიზღით ვათვალიერებ შენობას და ცხვირაბზუებული ვამბობ:
_ ფადიშახი ფარშევანგი!
უკან წაყვანას არავინ მთავაზობს და ფეხით ვადგები გრძელ გზას. ნელ_ნელა მუხლის ტკივილი მიახლდება და თვალები სიმწრის ცრემლებით მევსება.
_ დამპალი ვირი! _ისევ სადამს ვლანძღავ.
ისეთი საშინელი გრძნობა მაქვს, აი ძალიან დამცირებულად ვგრძნობ თავს.
_ამას არასდროს დავივიწყებ დამპალო!_ მუჭს ვუღერებ უკან და კოჭლობით ვაგრძელებ გზას.
შებინდებულზე ძლივს მივაღწიე სახლამდე. ძლივს ავლასლასდი მეცხრე სართულზე, ლიფტის მეშინია და არ ვსარგებლობ.
ლოგინში დაწოლამდე გამეთიშა გადაღლილი გონება, სწორედ ისე, როგორც დამჯდარი ტელეფონი.
ათას ერთი ღამის დასაწყისი იყო ის დღე თურმე და მე მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა ამაზე.
ვე რა