ერთი ძალიანი მაგარი გოგოს ქმარი წავიდა სახლიდან ,სხვა ქალთან.
არ გვინდა ახლა ,თუ მაგარი და უნაკლო იყო , ქმარი რატომ წავიდაო? (ძირითადად ასეთი გოგოების ქმრები მიდიან რო ვაკვირდები და აბა ,რა გითხრათ?)😇 მოკლედ,გადაბარგდა ტიპი და გვიყვება ეს უკარგესი გოგო ,-ხომ ვერ დაამთავრა მზითვის წაღება ჩვენი საერთო სახლიდანო? მიაქვს და მიაქვს ყველაფერი ახალ ოჯახშიო. დანა-ჩანგალიც კი გაყო და წაიღოო. ვუყურებ ჩემს თვალში საცოდავად დაპატარავებულ ადამიანს და ვფიქრობ,-ეს კაცი მიყვარდა? ამ კაცის ღირსებებზე ვიყავი მაღალი წარმოდგენის? ღმერთო,რატომ მაყურებინებ ამ დონეზე მის დაცემას და დაწვრილმანებას? თან ,არ დაგავიწყდეთ,შარიანია, შარიანი მაგარიო. და რომ გავისტუმრე საბოლოოდ,რომ გადავუკეტე ზურგს უკან კარი და მეგონა, ამოვისუნთქე,რამოდენიმე თვეში, პოლიციელებთან ერთად მომადგაო. გადავირიე,-ახლა რაღა გინდა ,რა დაგრჩაო? -ბაბუაჩემის გარმონიო! -გარმონიო? გადავბრუნდი სიცილისგანო. დგანან პოლიციელებიც დაბნეულ- გაოგნებულები და აფახულებენ თვალებს.განა ხშირად ხვდებიან ასეთ სიტუაციებშიო?😊 (ეგონა გარმონზე ავუტეხავდი ამბავს და აშკარად დაცვა მოიყოლაო.)😊გამოვუტანე მშვიდად. აიკიდა მხარზე და რომ გადის ბედნიერი კარებში ,- სტოოოპ!-ვიყვირეო. დამდუღრულებივით შეჩერდნენო. -დაუკრასო,-ვუთხარი პოლიციელებსო. -რა დაუკრას,ქალბატონოო ?-აუვიდათ შუბლზე თვალებიო. -გარმონი დაუკრას ,გარმონი,თორემ არ ვატანო. -რატომ დაუკრასო? -რატომ და ეგ შარიანი კაცია და მერე შარი არ მომდოს,გაფუჭებული გამატანაო. ამიტომ მოწმეების თვალწინ მინდა,რომ დაუკრასო! შევხედე ყოფილს, შეტრუსული თაგვისფერი ადევს და მუჭისხელა ოფლის წვეთებით დაეცვარა წამში შუბლიო. დაუკარი, სამართლიანი მოთხოვნააო,- პოლიციელებმაცო. (ჯიგრები😊) რა გზა ჰქონდა, გადაიწვინა გულზე გარმონი და დაუკრაოო ! ამ დაკვრა-დაკვრაში გამოვუღე კარები და გავუშვიო. კიბეებიდან მესმოდა როგორ აწყდებოდნენ პოლიციელები სიცილით ერთმანეთსო. P.S.რამდენი ეს ისტორია გამახსენდება,იმდენი მეც სიცილით ვიხვრჩვები… აბა, არ უნდა აკოცო ახლა იმ ჭკვიან შუბლზე? მოფიქრება ხომ უნდა, ასე მშვიდად,დამამცირებლად და რაც მთავარია, მუსიკალურად წერტილის დასმას? 😊
❤ჩემი გული ხარ❤
:▓ӎҨῄάקҨṽąřī▓ ✞
ერთი ძალიანი მაგარი გოგოს ქმარი წავიდა სახლიდან ,სხვა ქალთან.
არ გვინდა ახლა ,თუ მაგარი და უნაკლო იყო , ქმარი რატომ წავიდაო?
(ძირითადად ასეთი გოგოების ქმრები მიდიან რო ვაკვირდები და აბა ,რა გითხრათ?)😇
მოკლედ,გადაბარგდა ტიპი და გვიყვება ეს უკარგესი გოგო ,-ხომ ვერ დაამთავრა მზითვის წაღება ჩვენი საერთო სახლიდანო?
მიაქვს და მიაქვს ყველაფერი ახალ ოჯახშიო.
დანა-ჩანგალიც კი გაყო და წაიღოო.
ვუყურებ ჩემს თვალში საცოდავად დაპატარავებულ ადამიანს და ვფიქრობ,-ეს კაცი მიყვარდა?
ამ კაცის ღირსებებზე ვიყავი მაღალი წარმოდგენის?
ღმერთო,რატომ მაყურებინებ ამ დონეზე მის დაცემას და დაწვრილმანებას?
თან ,არ დაგავიწყდეთ,შარიანია, შარიანი მაგარიო.
და რომ გავისტუმრე საბოლოოდ,რომ გადავუკეტე ზურგს უკან კარი და მეგონა, ამოვისუნთქე,რამოდენიმე თვეში, პოლიციელებთან ერთად მომადგაო.
გადავირიე,-ახლა რაღა გინდა ,რა დაგრჩაო?
-ბაბუაჩემის გარმონიო!
-გარმონიო? გადავბრუნდი სიცილისგანო.
დგანან პოლიციელებიც დაბნეულ- გაოგნებულები და აფახულებენ თვალებს.განა ხშირად ხვდებიან ასეთ სიტუაციებშიო?😊
(ეგონა გარმონზე ავუტეხავდი ამბავს და აშკარად დაცვა მოიყოლაო.)😊გამოვუტანე მშვიდად.
აიკიდა მხარზე და რომ გადის ბედნიერი კარებში ,- სტოოოპ!-ვიყვირეო.
დამდუღრულებივით შეჩერდნენო.
-დაუკრასო,-ვუთხარი პოლიციელებსო.
-რა დაუკრას,ქალბატონოო ?-აუვიდათ შუბლზე თვალებიო.
-გარმონი დაუკრას ,გარმონი,თორემ არ ვატანო.
-რატომ დაუკრასო?
-რატომ და ეგ შარიანი კაცია და მერე შარი არ მომდოს,გაფუჭებული გამატანაო.
ამიტომ მოწმეების თვალწინ მინდა,რომ დაუკრასო!
შევხედე ყოფილს, შეტრუსული თაგვისფერი ადევს და მუჭისხელა ოფლის წვეთებით დაეცვარა წამში შუბლიო.
დაუკარი, სამართლიანი მოთხოვნააო,- პოლიციელებმაცო. (ჯიგრები😊)
რა გზა ჰქონდა,
გადაიწვინა გულზე გარმონი და დაუკრაოო !
ამ დაკვრა-დაკვრაში გამოვუღე კარები და გავუშვიო.
კიბეებიდან მესმოდა როგორ აწყდებოდნენ პოლიციელები სიცილით ერთმანეთსო.
P.S.რამდენი ეს ისტორია გამახსენდება,იმდენი მეც სიცილით ვიხვრჩვები…
აბა, არ უნდა აკოცო ახლა იმ ჭკვიან შუბლზე?
მოფიქრება ხომ უნდა, ასე მშვიდად,დამამცირებლად და რაც მთავარია, მუსიკალურად წერტილის დასმას?
😊