მეფიქრები 33

თავი 33.
გონზე რეანიმაციაში მოვიდა. თავი ისევ სასტიკად სტკიოდა ,გონება ისევ გათიშული ჰქონდა და ვერ მიმხვდარიყო,რა უნდოდა ამ თეთრ ოთახში,სადაც ყველაფერი ზუზუნებდა და წკაპუნობდა . თავი ისე ჰქონდა დამძიმებული, ეგონა ქვიშით სავსე ტომრები ეკიდა და ვერ ინძრეოდა
-ვინმემ ხმა გამეცით სად ვარ?,დაიყვირა თუ თქვა ვერ გაიგო. მიხვდა ,რაღაც ამოიბლუკუნა და ხმა ვერავის ვერ გააგებინა. დამძიმებული თავი გვერდზე გადაატრიალა და დაინახა აქ ამ თეთრ უცნაურ ოთახში მარტო არ იყო.მიხვდა იქით ქალი იწვა ,რომელსაც გაშლილი თმა ჰქონდა.
--ქალბატონო ,ვინ ხართ ,ან სად ვართ ვერ მეტყვით?-იკითხა და პასუხს დაელოდა. ქალმა არ უპასუხა უბრალოდ მისი მხრიდან ზუზუნი ისმოდა.--ასე მგონია საავადმყოფოში ვარ,მაგრამ რა მოხდა,რომ არ მახსოვს,ნუთუ ავარიაში მოვყე და დამტვრეული ვარ ე.ი. რეანიმაციაში ვარ,მაგრამ ეს ქალი ვინ არის,საერთოდ არ ჩანს სახეზე. თავის თავს ესაუბრებოდა და ცდილობდა გაეხსენებინა ვინ იყო და აქ რა უნდოდა. უეცრად კარები გაიღო და ოთახში თეთრებში ჩაცმული ანგელოზი შემოფრინდა და ქალის მხარეს მიფრინდა.
--ქალბატონო ანგელოზო მე მღვიძავს ,გთხოვთ ყურადღება მომაქციოთ.თეთრ კაბიანი ანგელოზი შეკრთა გაიღიმა და ახლა მისკენ გადმოფრინდა.
--რა ბედნიერებაა,ე.ი. უკვე გონს მოხვედით,როგორ გაგვახარეთ. ახლავე თქვენს ექიმს დავუძახებ -თქვა ანგელოზმა და ღია კარებში
გაფრინდა.
-ე.ი. საავადმყოფოში ვარ და მეძინა.კომაში ვყოფილვარ. ის ექთანია და არა ანგელოზი. ახლა ექიმი მოვა და გავიგებ ვინ ვარ და რა მჭირს.-ფიქრობდა თავისთვის და კარებს თვალს არ აცილებდა.
კარებში მაღალი; თეთრები ჩაცმული კაცი შემოვიდა.
--გამარჯობა,მეგობარო ე.ი. დაგვიბრუნდი და ჩვენთან ხარ.როგორ ხარ ,აბა შემომხედე, მხედველობა და საუბარი ხომ არ გიჭირთ.?-ეკითხებოდა ექიმი და წნევას უზომავდა.
--მაპატიეთ ექიმო ,ნუთუ არ იცით ვინ ვა?
--შენ არ იცი ვვნ ხარ,აბა კარგად დაფიქრდი,სულ სამი დღეა გძინავს და ამდენი ხნის მანძილზე კი უნდა გაიხსენო ყველაფერი.აბა კარგად დაფიქრდი ვინ ხარ?-შეეკითხა ექიმი და პულსი გაუსინჯა.
--გიგო ვარ არაბული.-ჩაილაპარაკა და წარბშეკრული დაფიქრდა.--არ მითხრათ ,რომ იმ მხარეს ჩემი ნინა წევს ასე უგონოდ ,თქვა შეშინებულმა და წამოიწია.
--დაწყნარდით გიგო კი იქ ნინა წევს ხიზანიშვილი. ახლა გთხოვთ საშვალება მოგვცეთ მკურნალობის. თქვენ ორივე სასწაულით გადაურჩით სიკვდილს. ქალბატონი ნინა ისევ კომაშია და ახლა მისი შეშფოთება ან განძრევაც კი არ შეიძლება.თქვენ მოწამლული იყავით და გათიშული,ქალბატონი ნინა კი სასიკვდილო ჭრილობებით და თან მოწამლული შემოიყვანეს .
გიგოს მეხსიერებაში აღსდგა სისხლის გუბეში მცურავი ნინას უსიცოცხლო სხეული და ერთბაშად საშინელმა შიშმა მოიცვა.
--ექიმო მითხარით ,რომ იცოცხლებს ხმა ჩაეხლიჩა და ციებიანივით აკანკალდა გიგო.
--დაწყნარდით ბატონო გიგო,ნინა ძალიან მძიმედაა ,ძლივს შევინარჩუნეთ. მას ორი სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა ჰქონდა. მუცელში და ბეჭებში,რომელმაც ფილტვი დააზიანა.ამას თან ერთვოდა გაზით
მოწამვლა ,რომელმაც ტვინის შეშუპება გამოიწვია.ახლა საჭიროა დაველოდოთ მისი კომიდან გამოსვლას და ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის ,რომ სწორად ვუმკურნალოთ..
--ექიმო არაფერზე უკან არ დაიხიოთ,
ყველა მკურნალობის თანხებზე თანახმები ვართ. თუ საჭიროა საზღვარგარეთ წავალთ. ყველა ღონე უნდა იხმაროთ.-გიგოს სიმწრისგან ხმა უკანკალებდა .
--გასაგებია;მაგრამ თქვენ მკურნალობასაც დიდი თანხები სჭირდება თქვენც საგრძნობლად დაზიანებული ხართ და საგრძნობლად ხანგძლივი რეაბილიტაცია გჭირდებათ.
--გასაგებია ექიმო,მეც თანახმა ვარ მკურნალობაზე. ნუთუ ჯერ კიდევ არავინ იცის აქ ,რომ ვართ?
--აუარება ხალხმა იცის. ახლა ინტენსიურ პალატაში გაგიყვანთ და იქ ყველას ნახავთ. თქვენთან შეხვედრა გამომძიებელსაც უნდა.
ახლა დაისვენეთ ,დამამშვიდებელი გაგიკეთებთ. დაწყნარდით,რადგან აღელვებული და გონდაკარგული ქალბატონ ნინას ვერ მიხედავთ არა და ვგრძნობ ეს ქალი თქვენთვის უცხო არ არის.-გიგომ თავი მიაბრუნა ნინასკენ.
--ამ ქალს რამე,რომ მოუვიდეს ექიმო ჩათვალეთ,რომ მე როგორც პაციენტს დამკარგავთ. გთხოვთ დამიბრუნოთ ჩემი ნინა უვნებელი და ისეთი ჯანმრთელი როგორც იყო .
ექთანმა გიგოს დამამშვიდებელი გაუკეთა.გიგო უყურებდა ნინას და მის ცქერაში ჩაეძინა კიდეც.
ვახტანგმა გიგო ვერსად ნახა და გაუკვირდა ,რადგან გიგო ასეთ დროს სად შეიძლება წასულიყო,ქორწილი მთავრდებოდა და ის არც ისე უყურადღებო იყო ,რადგაგ სტუმრები იშლებოდნენ და კარგად იცოდა ისიც აქ უნდა ყოფილიყო ,რათა მოწვეულ სტუმრებს დამშვიდობებოდა.მერე იფიქრა სადმე გავიდაო და მიშასკენ გაემართა ,რათა ეკითხა სად იყო გიგო. სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ და მასპინძლებს ემშვიდობებოდნენ. ვახტანგმა ახალგაზრდებისკენ გაიხადა, რომლებიც შეკრებილიყვნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ. გაეღიმა მიხვდა მეფე- პატარძალი , ალბათ გაპარვას აპირებდნენ თვალი მოარიდა, ლამაზი გადაწყვეტილება იყო ეს ალბათ თვითონ დაგეგმეს და მათ საქმეში ჩარევას არ აპირებდა. უეცრად ტელეფონმა დაურეკა გიგო რეკავდა.
--ყმაწვილო,სადა ხარ აქამდე სტუმრები იშლებიან ,ჩვენი ბავშვები გაპარვას, აპირებენ შენ სადა ხარ საინტერესოა, შენ სადღა გაიპარე ?
--უკაცრავად ვის ველაპარაკებით. გაისმა ტელეფონში ოფიციალური ხმა .
--რა ხდება დაიბნა ვახტანგი.
-- უკაცრავად ბატონო გვიპასუხეთ ვინც ველაპარაკებით.
-- მე ვახტანგი ვარ კოპალიანი,ამ ტელეფონის პატრონი სად არის.-იკითხა შეშინებულმა ვახტანგმა ცუდის მოლოდინში.
--ბატონო ვახტანგ ამ ტელეფონის პატრონი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა მიყვანილი რკინიგზის საავადმყოფოში .გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადდეთ პიროვნების ამსაცნობად გელოდებით .ვახტანგს ისე შეეშინდა ,ტელეფონი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. კანკალმა აიტანა და ცოლის დასაძახებლად წავიდ,რომელიც მიშას და ელენეს გვერდზე იდგა და რაღაცაზე მხიარულად საუბრობდნენ .ცოლს დაუძახა და გვერდზე გაიყვანა. მანომ გაკვირვებულმა შეხედა ვახტანგს,მას ადამიანის ფერი,არ ედო.
--რა მოხდა ვახტანგ ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს ?იკითხა შეშინებულმა ქალმა.
--მგონი დავიღუპეთ მანო გიგოს, რაღაც უბედურება შეემთხვა.
წეღან მისი ტელეფონიდან დამირეკეს ,საავადმყოფოში მეუყვანიათ კრიტიკული მდგომარეობაში და სასწრაფოდ მიბარებენ მის ამოსაცნობად .მე ახლა ჩუმად უნდა წავიდე ძალიან გთხოვ არავის არაფერი უთხრა, მე უნდა გავიგო რა ხდება ჩვენს თავს, რა მოუვიდა იმ უბედურს ხომ არ დავიღუპეთ .-ვახტანგმა აკანკალურ ხელით ცრემლი მოიწმინდა და გასასვლელისაკენ მშვიდად გაემართება, მიეფარა თუ არა თვალს,კიბეები სირბილით ჩაირბინა, მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ გაემართა. მიმღებში დაწვრილებით მოუყვნენ, რომ რამდენიმე საათის წინ სასწრაფომ შემოიყვანა მამაკაცი და ქალი. კრიტიკული მდგომარეობაში კაცი გაზის აირით არის მოწამლული, ხოლო ქალი დაჭრილი და მოწამლული .დაჭრილი ქალის ვინაობა ცნობილია ის ნინა ხიზანიშვილია ,ხოლო მამაკაცი რომელიც ქალთან ერთად შემოიყვანეს უცნობია .ტელეფონში თქვენი ნომერი იყო დაფიქსირებული როგორც ძმა, ამიტომ დაგირეკეთ ვინ არის ეს მამაკაცი დასადგენია.
-- ეს მამაკაცი ჩემი ძმა , გიგო არაბულია წარმოსთქვა ვახტანგმა და ცუდად გახდა.
ვახტანგი სასწრაფოდ იქვე საწოლზე მოათავსეს და დამაწყნარებლები გაუკეთეს და პოლიციის მაიორს გამოუძახეს, რომელიც ამ საქმეს იძიებდა რამდენიმე საათის შემდეგ ვახტანგმა თვალი გაახილა და ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა.
-- როგორ ბრძანდებით ბატონო ვახტანგ მე გამომძიებელი მამუკა ქორიძე გახლავართ ,მე ამ საქმეს ვიძიებ.შეგიძლით ორიოდე სიტყვით გამესაუბროთ . თქვენ ადასტურებთ რომ ის მამაკაცი დარწმუნებული ხართ,რომ გიგო არაბული ხომ არ ნახავდით?
--თუ ნინა ხიზანიშვილთან ერთად იყო , გიგო არაბულია, ჩემი ძმა,მეგობარი და ძალზედ ახლობელი.დღეს ქორწილი გვქონდა . ჩემი ქალიშვილი და გიგოს ვაჟი დაქორწილდნენ. ქორწილის ბოლოს გიგო ქორწილიდან წავიდა ,ისე წავიდა არავინ არ ვიცოდეთ ახლა მეუბნებიან ,რომ დაჭრილ ქალთან ნინასთან ერთად მოწამლული მოიყვანეს. თქვენ გინდა მითხრათ, რომ გიგომ ნინა დაჭრა და თავი მოიწამლა,ეს სისულელე არავინ მითხრას ნინას და გიგოს ერთმანეთი უყვართ .
--ქორწილზე რატომ არ იყო ნინა?იკითხა გამომძიებელმა ინტერესით. ქორწილზე ნინა ვერ მოვიდოდა, ქორწილზე მისი ქალიშვილი იყო ლილე.
-- ვიცით ქალიშვილიც აქ არის გინდათ დავუძახებ . რამდენიმე წუთში ლილე შემოვიდა,რომელსაც ფერი აღარა ედო.
--ბიძია ვახტანგ, როგორ წამოხვედით ისე,რომ ვერავი , ვერაფერი გაიგო .მე რომ დამირეკეს თქვენ იქ უკვე აღარ იყავით. ჩემა მეზობლებმა დამირეკა და მითხრა,რომ ბიძია გიგომ დედა გადაარჩინა. დედა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია ,დედას ოპერაციას უკეთებენ. ეტყობა ვიღაც მას თავს დაესხა და უნდოდათ კვალის დასაფარად გაზი გაეშვათ ,რომელიც დროთა განმავლობაში აფეთქდებოდა. რამდენი ხალხის სიცოცხლესი სწირავდნენ .გიგო ბიძია დედასთან აივნიდან გადასული .ალბათ გაარკვევენ ვინ არის დამნაშავე. მთავარია დედა და ბიძია გიგო გადარჩნენ. წამოდით მაღლა ბიძია ვახტანგ გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ ახლა მაგრად უნდა იყოთ ,რადგან ბიძია გიგოს და დედას მიხედვა სჭირდება და მარტო არ დაგვტოვოთ გეხვეწებით. მწარედ ატირდა გოგონა და იქვე საწოლზე ვახტანგის ფეხებთან ჩამოჯდა .
--ჩემო გოგო ჩემი სისუსტე როგორ შეიძლება, ახლა ჩემს გიგოს და ნინა უჭირს .მე მჯერა ამ საქმეს სწრაფად გავხსნით,* ჩვენ დაგეხმარებით, ჩვენ ეჭვმიტანილიც გვყავს ვისაც დიდი ხანი ვებრძვით ჩვენებურად. გამომძიებელმა გაკვირვებელმა შეხედე ვახტანგს
-- თქვენ დამნაშავეს იცნობთ?
--ვიცნობთ ,ის ქალია,რომელიც წლებია სდევნის ქალბატონ ნინას და საშინლად იქცევა ,ამის დამალვა არ შეიძლება ეს ქალი უკვე მონადირე მხეცს დაემსგავსა.მისი სახელია ლენა გოგინაშვილი. გთხოვთ, სანამ დროა და ქვეყნიდან არ გასულა დააკავოთ .-ვახტანგმა გამომძიებელს ლენას საცხოვრებელი მისამართი გადასცა. გამომძიებელმა გადარეკა ლენას, სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა.
-- ახლა მე წავალ თქვენ ალბათ ავადმყოფებს მიხედავთ ,მე კი საქმეს.ეს საქმე ჩემი აზრით სწრაფად გაიხსნება დამნაშავეზე ძებნა გამოცხადდა. მალე ავიყვანთ. გამოძიებელი გავიდა ,მათთან კი ექიმი მივიდა.
--როგორ გრძნობთ თავს?-იკითხა ექიმმა.
-- კარგად ვარ ექიმო უნდა ავდგე, ახლა ბევრი საქმეები მაქვს .
--კარგით მაგრამ იცოდეთ ძალიან ნუ დატვირთავთ თავს ახლა თქვენს გულსაც გაფრთხილება უნდა ,მითუმეტეს ,რომ ამხელა საქმე გაბარიათ .ვახტანგი ექიმს გამოემშვიდობა და ნინას და გიგოს ექიმის სანახავად გაემართა უკან შეშინებული და დათრგუნული ლილე მისდევდადა.მოსაცდელში ყველა დაინახა ,მიშო მათკენ წამოვიდა ,
--დაწყნარდით ყველაფერი კარგად იქნება. მამა რეანიმაციაშია ნინას კი ოპერაციას უკეთებენ ექიმმა იმედი მოგვცა ,რომ ყველაფერი კარგად იქნება .ნერვიულობისგან ხმა უკანკალებდა მიშოს.
უეცრად მოსაცდელში სახე შეშლილი ბაჩო მელაძე გამოჩნდა ის აღელვებული მიიჭრა ლილესთან.
-- ლილე დედა როგორ არის,რას ამბობს ექიმი ხომ გადარჩება.? იკითხა ბაჩომ და გულზე იტაცა ხელი.
-- არ ვიცი ბატონო ბაჩო მდგომარეობაა ძალზე კრიტიკულია.
-- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო გოგო ბაჩო მგელაძე ყველა ღონის იხმარს ,რომ ის ჩვენთან იყოს ღმერთი არ დაუშვებს ისეთი ანგელოზის სიკვდილს ,როგორიც ნინაა. გიგო როგორ არის დარწმუნებული ვარ ისიც კარგად იქნება ,ღმერთო ხომ კარგად იცი ყველაფერი გავიგე და წავედი.მივხვდი, რომ ერთად ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ. ღმერთო ,ნუ დაუშვებ ,რომ ეს ორი უბედური ადამიანი სასიკვდილოდ გასწირო .ცრემლი მოიწმინდა ბაჩომ და გასასვლელისკენ გაემართე. ვახტანგმა თვალი გააყოლა მიმავალ მელაძეს .
--ღმერთო არ დაუშვა, რომ ამან პოლიციელებზე მალე იპოვნეს ლენა, თორემ ლენას სიკვდილი არ ასცდება .არ მინდა თავი დაიღუპოს,რადგან კარგი ვაჟკაცია.
გაგრძელება იქნება. თამარელა.

Комментарии

Комментариев нет.