სიყვარულის ისტორია

თავი 8
მეორე პარასკევისთვის კვლავ დავთქვით შეხვედრა. რატისთან მისულს ახალი სიურპრიზი მელოდა. ის, რასაც პირველ პაემანზე ველოდი, მას ახლა «მოეფიქრებინა». სუფრა გაშლილი დამხვდა. შამპანური, ბანანები, შოკოლადის ფილა და ხილი ელაგა მაგიდაზე. გავოცდი. იგი ყველაფერს «უკუღმა» აკეთებდა._ როგორა ხარ, ჩიტო? _ მწვანე ფერის სპორტულები ეცვა, ყავისფერი ზოლებით გაწყობილი.თვალებიც მწვანე ფერის გახდომოდა, ქამელეონივით ცვალებადი თვალები._ ვარ, რა, _ ავიჩეჩე მხრები.თმაზე ჩამომისვა ხელი და ჩამიხუტა._ ვინ არის ტკბილი ქალი? _ იდუმალი ხმით მკითხა._ მე! _ გულუბრყვილოდ გავიღიმე._ შენ, შენ! _ სიცილით მითხრა და ჩანთა ჩამომართვა._ დავლიოთ ცოტა, არა?_ როგორც გინდა.მაგიდას მივუსხედით. შამპანური უხმაუროდ გახსნა და ჭიქებში ჩააშუშხუნა._ ეს შენ გაგიმარჯოს, ანა, _ ასწია ჭიქა და მომიჭახუნა._ გამიმარჯოს, _ ცალი თვალი მოვჭუტე და ჭიქიდან გავხედე._ ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი ქალი ხარ, რასაც ჰქვია და მეორეც იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ გიხარია ჩემთან ყოფნა, _ კმაყოფილებით გამონახა საჭირო სიტყვა და სულმოუთქმელად დალია.ბოლომდე.მეც.სასმელმა მთელი სხეულში დამიარა.რატიმ ბანანი გაფცქვნა, გადატეხა და ნახევარი თეფშზე დამიდო._ ახლა მე გამიმარჯოს, _ ხელახლა შეავსო ჭიქები._ გაგიმარჯოს, _ «ავიტაცე» სადღეგრძელო, _ ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ხარ და მეორეც იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ გიხარია ჩემთან ყოფნა, _ თუთიყუშივით გავიმეორე და სულმოუთქმელად დავცალე.ბოლომდე._ შენ როდისა ხარ დაბადებული? _ თავი გვერდზე გადასწია._ ეშმაკზე სამი დღით ადრე, _ მაცდურად გავუღიმე._ ასეც ვიცოდი, _ ხმამაღლა გაიცინა და მუხლზე დაიტყაპუნა ხელი, _ მოდი, აქ ჩამოჯექი.მორჩილად შევასრულე მისი თხოვნა. წელზე ხელი მომხვია და თავი მკერდზე დამადო._ რა კარგია, ნამდვილი მალამო ხარ, ტკივილგამაყუჩებელი აბი…_ რომელი, ანალგინი თუ პენტალგინი? _ სიცილისაგან ვერ ვჩერდებოდი._ ბარალგინი, _ უკეთესი ვერ გაიმეტა, ჩაიცინა და ისევ ჩამოასხა ჭიქებში._ ამ ჭიქით კი ჩვენ გაგვიმარჯოს, შენ და მე, _ თქვა და მოსვა._ შენ და მე, _ ვთქვი და მოვსვი._ კიდევ დავლიოთ?_ აღარ გვინდა მეტი.მეორე შეხვედრა უფრო «ნაყოფიერი» გამოდგა. რა ბედნიერი ვიყავი! აღარაფერი მაწუხებდა. დამავიწყდა შიშიც, ტკივილიც, ღალატიც, დარდიც…ყველაფერი.მხოლოდ რატი მახსოვდა.სამაგიეროდ, შეხვედრის მერე ისევ ავიშლებოდი ხოლმე. მეშინოდა. ვაითუ, უცებ დამთავრდეს ყველაფერი. როცა ადამიანს არ უყვარხარ, ადვილად ბეზრდები. ერთ მშვენიერ დღესაც დაგიქნევს ხელს და მორჩა-ა-ა! ყველაზე მეტად ეს მაფიქრებდა. არადა, არც ის ვიცოდი, როგორ შემეყვარებინა თავი. ასეთ საქმეებში არ მქონდა გამოცდილება. სიმართლე გითხრათ, არც არასდროს დამჭირვებია. ასე ერთი ნახვით შეყვარება მხოლოდ წიგნებში მქონდა წაკითხული. რაღაც სასწაული მჭირდა. ჯერ არ განცდილი. რატი თითქოს ის მეორე ნახევარი იყო ჩემი, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვეძებდი, რომელიც ვიპოვე და რომელსაც მოვერგე. «რა იქნება, რომ ვუყვარდე, რა იქნება?» _ მეტი არაფერი მაწუხებდა.რატი არ იყო ის მამაკაცი, რომელსაც ბანალური ქცევებით შეაყვარებდა ქალი თავს.აქ სხვა რაღაც იყო საჭირო, მაგრამ რა _ ეს არ ვიცოდი.7 7 7გადავწყვიტე, მარისთვის მეთხოვა დახმარება. იქნებ ერჩია რამე. მან ჯერ არ იცოდა «ახალი ამბავი», მაგრამ დამინახა თუ არა, მაშინვე რაღაცას მიხვდა, წარბები აწკიპა და ცნობისმოყვარედ მკითხა:_ რა იყო, გოგო, რა სახე გაქვს. ახლა არ მითხრა, რომ…თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე._ უჟე? _ თვალები გაუბრწინდა ახალი ამბის მოლოდინში, _ შემო, შემო, _ საჩქაროდ შემიყვანა პირდაპირ საძინებელში და საწოლზე ჩამომსვა პატარა ბავშვივით._ ჰე, მოყევი ახლა, ნუ მომკალი, _ ვერ ითმენდა.მოსაყოლის მეტი რა მქონდა…_ დედა-ა-ა! რა კარგია! _ შესძახებდა ხოლმე შიგადაშიგ აღფრთოვანებით._ ესე იგი, კაი იყო, ხომ? _ სატირლად გამზადებული სახე მიიღო და: _ შე ბედნიერო! _ სასუსნავს დახარბებულივით «ამოიტირა»._ რა მეშველება, მარი? _ შევჩივლე._ რა გინდა, შე ქალო, მოწყობილი გაქვს საქმე. მთავარია, არავინ გაიგოს. ისიც თუ ასე ფრთხილობს, რიღასი გეშინია? _ გაშალა ხელები._ იმის მეშინია, რომ არ ვუყვარვარ, გაიგე? არ ვუ-ყვარ-ვარ! _ დავმარცვლე და თავატკივებულივით შუბლზე დავიდე ხელი._ ნეტა ერთი შენ! მერე რა, რომ არ უყვარხარ? შეგიყვარებს, სად წავა, _ დამაიმედა._ თან, რა არის იცი? მიტყდება ძალიან… ტეხავს ეს ღალატი. ჩემ ირგვლივ არც ერთი ქალი არ ვიცი, ქმარს ღალატობდეს.ტკარცალი აუტყდა._ კარგი რა, რა სასაცილო ხარ! შე ქალო, შენი ამბავი იცის ვინმემ? არ იცის. ასეა ყველა. რომელი ქალი ამბობს დღეს, ქმარს ვღალატობ და საყვარელი მყავსო? შენ რა იცი, სხვა რას აკეთებს?_ არა, მთლად ასეც არ არის… ხომ იცი, ამქვეყნად არაფერი იმალება._ კი, არ იმალება, მაგრამ თუ ჭკვიანურად მოიქცევი, ყველაფერიც დაიმალება. ჰმ, არავინ ღალატობს! იცი, რამდენი ვიცი მაგნაირი ქალი? აი, ეკა რომაა, ჩემი მულის დაქალი. სამი შვილი ჰყავს, ქმარი და საყვარელიც._ რომელი ეკა, დისტროფიკს რომ ჰგავს?_ ჰო, ჰო, ის ეკა. შარშან თავის ძველ შეყვარებულს გადააწყდა შემთხვევით ქუჩაში და იმის მერე ერთად არიან, მაგრამ კი არავინ იცის._ «არავინში» რამდენი კაცი იგულისხმება, არ დამიმალო! _ სიმწრით გამეცინა._ ახლა ჩვენ რომ ვიცით, ეს არ ითვლება. მე ასი წელი არავის ვეტყვი ამას, არც შენ და… ნუ ფიქრობ, რა, ანა მაგაზე, თორემ შეიძლება გარეკო…_ ქალზე საზიზღარი არსება არ არსებობს ქვეყანაზე. ჩვენს თავში რომ აზრი დატრიალდება, თანაც ბოროტი, კაცებს არც დაესიზმრებათ._ ოჰ, კაი ახლა, ნუ ფილოსოფოსობ. შენ სიყვარულის გამო უღალატე ბესოს და სხვები ვინ იცის, რისი გულისთვის არ დგამენ მაგ ნაბიჯს. ზოგი ინტერესის გამო, ზოგიც გაჭირვების გამო, ზოგიც…_ შურისძიების გამო, არა?_ ეგეც არის. ზოგს კიდევ მოთხოვნილება აქვს, ერთი კაცი არ აკმაყოფილებს. აგერ, ნონა ხომ იცი, ჩემ ზემოთ რომ ცხოვრობს. თავის გინეკოლოგს მისცა. მაგ კაცმა ამშობიარა. მერე ერთხელაც, მგონი შარშან, გაზაფხულზე, მინიაბორტის გასაკეთებლად მივიდა. უჟუჟუნა და უჟუჟუნა თვალები. იმან გაიხადეო, უთხრა. ნონამ კიდე გახდა ზემოდან დაიწყო._ მერე?_ რა მერე! არაფერი. ჯერ კარგად მიაწვინა, მერე გაუკეთა აბორტი და გამოუშვა. მერე და მერე იცოცხლე, კი ინანა, მაგრამ რაღას უშველიდა. ნერვიულობისაგან შაქარმა აუწია და კინაღამ დაბრმავდა. ქმარმა დღესაც არ იცის. შენი შემთხვევა კი სულ სხვაა. შენ ახლა იმაზე იფიქრე, როგორ შეაყვარო თავი._ ჰოდა, რომ არ ვიცი, სწორედ ეგ მაგიჟებს._ მდა-ა-ა! მოვიფიქროთ რამე.ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ.7 7 7მესამე პარასკევსაც შევხვდით ერთმანეთს. ვგრძნობდი, ყოველი ახალი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად მიჯაჭვული ვხდებოდი მასზე. რატი მართალი გამოდგა. სიყვარული ტანჯვად გადამექცა. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. სულ თვალწინ მედგა. ისე ვიყავი «გაჟღენთილი», მეშინოდა, ბესოსთან არ წამომცდენოდა მისი სახელი.კიდევ ერთი კვირა გავიდა. რატი მომავალ შეხვედრაზე ხმას არ იღებდა. მოუსვენრობა დამეტყო. ოთხშაბათიც დადგა, ხუთშაბათიც…მოშუადღევდა…მოსაღამოვდა…შეთანხმება არ შედგა.არც შეხვედრა.გაოგნებული ვიყავი. «რა დაემართა? თუ არ შეეძლო, ხომ უნდა გავეფრთხილებინე? ხომ უნდა ეთქვა?» _ კითხვები ერთმანეთს ცვლიდა.უპასუხოდ.პარასკევი ჩვეულებრივად გათენდა, მაგრამ არა ჩემთვის. ღამე თეთრად გავათენე. დილით კი ფიქრებაწეწილი წავედი სამსახურში. რატი არ ჩანდა. გახდა ათი საათი, თერთმეტი, თორმეტი… შევშფოთდი. ვაითუ, ის იქ მელოდება და მე კი… მაგრამ რომ არაფერი უთქვამს? რა ვქნა? ავწრიალდი. რამდენჯერმე გადავრეკე მასთან, შინ. ყურმილს არავინ იღებდა. პირველი ხდებოდა, როცა გამოჩნდა. ჩვეულებრივად მოგვესალმა ყველას და თავის ოთახში შევიდა. ნირი წამიხდა.ვიგრძენი, როგორ გაუფერულდა ყველაფერი და დამთავრდა.თითქოს ჩაკვდა სიცოცხლე.თითქოს რაღაცამ გაიელვა და ჩაქრა. მორჩა!ნუთუ ასე უცებ გამივიდა ყავლი?!ნუთუ ოდნავი ინტერესიც ვერ გამოვიწვიე მასში, ნუთუ ასეთი ცარიელი ქალი ვარ?ამგვარ ფიქრებში გავიდა დღე. ერთხელაც არ მოსულა, არც არაფერი უკითხავს, არც კაბინეტში დავუბარებივარ…თითქოს ჩვენ შორის არც არასდროს ყოფილა არაფერი.7 7 7დღეები დღეებს მისდევდა. მე უკვე ცუდად ვიყავი. ყველაფრისადმი დავკარგე ინტერესი. თითქოს დავცარიელდი. კიდევ კარგი, გვანცა სოფელში იყო, თორემ ყველაზე მეტად ალბათ, ის დაზარალდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნელ-ნელა ვპატარავდებოდი, ვილეოდი.ასე გაგრძელდა მთელი ორი კვირა. რატის ერთხელაც არ დასცდენია რამე, არც წარსულ და არც მომავალ შეხვედრებზე. ნამდვილი «იყო და არა იყო რა» გამოვიდა. ვერ ვეგუებოდი ამ სიტუაციას, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებდი. ისიც არ ვიცოდი, რამდენის თქმის უფლება მქონდა, ან რა უნდა მეთქვა საერთოდ. შეხვედრის სურვილი თუ ჰქონდა, ჩემი შეხსენება რაში სჭირდებოდა?ამასობაში გუგაც ჩამოვიდა ქობულეთიდან. ოთხშაბათი დღე იყო. კართან მისულს მისი გრუხუნა ხმა შემომესმა._ ამას ვის ხედავს ჩემი ცისფერი თვალები! _ აბობოქრდა ჩემს დანახვაზე, გაშავებული. ნამდვილ მულატს ჰგავდა, ლაპლაპას. ხელები გაშალა და შესახვედრად გამოეშურა, _ ან-ნა, ჩემო მშვენიერო, ჩემო ზღვაზეც კი დაუვიწყარო! _ გადამეხვია და თეატრალურად მაკოცა ჯერ ერთ, მერე მეორე ლოყაზე.უცებ სახე თითქოს შეეცვალა, მხრებში ხელი ჩამავლო, ცოტა უკან გადაიხარა და გამომცდელად დამაკვირდა._ რა უქენით ამ ქალს? _ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ისე მიმართა «დამსწრე საზოგადოებას».თინიკოს და ინგას სიცილი წასკდათ გუგას მორიგი სეირის მოლოდინში. რატი ჩუმად იჯდა. თავისთვის._ ზნაჩიტ, ბუდეა-ა-ა! _ ჩაილაპარაკა გუგამ._ რა იყო, ბიჭო, რა ბუდე აღმოაჩინე ამისთანა? _ კისკისებდა თინიკო._ ამ ქალის თვალები ნამდვილი სევდის ბუდეა, _ გააგრძელა გუგამ, _ შენ შეყვარებული ხარ, ჩემო მშვენიერო, _ მწუხარე რაინდივით დაასკვნა.გავწითლდი. ტყუილზე წასწრებული ბავშვივით შემიხურდა ლოყები. რა «ჟუკია»! ამას რას გამოაპარებ._ მე კი იქ ლექსებს ვწერდი შენზე და… _ შეყოვნდა, მერე მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა, _ და მერე ჩემს ცოლს ვაკითხებდი.აბა, სიცილი მაშინ უნდა გენახათ. მეც ვერ შევიკავე თავი._ მერე, რას ეუბნებოდი შენს ცოლს, ანას ვუძღვნიო? _ ვერ მოითმინა თინიკომ._ არა, შენზე დავწერე-მეთქი, ვეუბნებოდი. იმას ვუკითხავდი და ანას ვგულისხმობდი. შემფასებელი ხომ მჭირდებოდა. გინდათ, წაგიკითხოთ? _ უცებ «მადაზე» მოვიდა._ მიდი, აბა, _ შევაგულიანე მეც._ «ნუ დამაფიცებთ სხვას, მას დავიფიცებ ისევ», _ თქვა და გაჩერდა._ ეს რა, სათაურია? თუ სულ ეგ არის? _ ახლა გია დაინტერესდა._ არა, ეს ნაწილია._ თავი თუ ბოლო?_ თავიც და ბოლოც._ ეგ როგორ? _ არ ცხრებოდნენ სიცილით ჩაბჟირებულნი._ როგორ და ჩვეულებრივად. ასე იწყება და ასევე მთავრდება.ინგას ცრემლები სდიოდა სიცილისაგან._ შენ რა, მაშაყირებ? _ ავიმრიზე უცებ.შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ცოტაც და ალბათ, ავღრიალდებოდი. ისედაც შეძრული მქონდა სული. ახლა კიდევ დაცინვის ობიექტი ვხდებოდი.შემატყო, რაღაც საშინელება რომ მემართებოდა და უცებ ნელა, დაბალი ხმით დაიწყო:_ «არ საჭიროებს თქმას და აღარც ავხსნი მიზეზს,ვერ გაგისწორებს თვალს, თუ სიყვარულით გიმზერს;ნეტავ ვუყვარდე მას, როგორც მე მიყვარს ისე,ნუ დამაფიცებთ სხვას, მას დავიფიცებ ისევ».სიჩუმე ჩამოვარდა. ისე ლამაზად გამოუვიდა, ისეთი შთაგონებით კითხულობდა, სიამოვნება ვიგრძენი. რამდენი წელია, ჩემთვის ლექსი არავის მოუძღვნია. ახლა კი… მივუახლოვდი და მადლობის ნიშნად ვაკოცე._ თხუთმეტი წელია, ჩემზე ლექსი არავის დაუწერია, _ მადლიერი მზერით შევხედე._ თხუთმეტი წელია, ქალზე ლექსი არ დამიწერია, _ როხროხით გაიცინა._ აბა, რისი პოეტი ხარ, ბიჭო! _ შეარცხვინა თინიკომ._ ქალი უნდა იმსახურებდეს ლექსს. ის თავისით კი არ იწერება. მუზა სჭირდება._ ლიას კიდევ ჰგონია, რომ ეს მას მიუძღვენი? _ არ ცხრებოდა თინიკო._ აბა! _ თავმომწონედ გადახედა გუგამ._ რა გენაღვლება, დაწერ ანაზე და იგულისხმებ ლიას, დაწერ ლიაზე და იგულისხმებ ანას. რაღაც ლენინი და პარტიასავით გამოდის, აი! _ ეს რატი იყო. როგორც იქნა, ამოიღო ხმა._ საერთოდ, ქალებს საზიარო არაფერი უყვართ, ჩემო გუგა, მაგრამ ამჯერად მე თანახმა ვარ. თუ ლიაც არ იქნება წინააღმდეგი, გვქონდეს ერთი საზიარო ლექსი. ჩვენ ხომ ორივენი პირველები ვართ შენთვის. მეც ხომ გიყვარვარ? _ მხიარულად ვკითხე._ აბა რა!_ ლიაც ხომ გიყვარდა ერთ დროს ჩემსავით?_ მიყვარდა._ ჰოდა, აბა რა განსხვავებაა ჩვენ შორის?დიდი მხიარულება ატყდა. გუგას გამოჩენამ თითქოს ცოტათი გამახალისა.გადავწყვიტე, საბოლოოდ შევგუებოდი ჩემს სიტუაციას და გულთან ახლოს არ მიმეტანა დარდი. არადა, როგორ მენატრებოდა… თვალწინ სულ ძველი შეხვედრები მედგა. გამუდმებით მის სურნელს ვგრძნობდი. მუშაობითაც უხალისოდ ვმუშაობდი. თითქოს ჩემს ჯინაზე, ვიღაცის ისეთ უხეირო რომანს ვბეჭდავდი კომპიუტერზე, გულზე ვსკდებოდი. სტილურ გასწორებას საერთოდ არ ექვემდებარებოდა. აბდაუბდა წინადადებებით იყო სავსე. შესვენებაზე ვეღარ მოვითმინე, დავავლე დედანს ხელი და რატისთან შევაჭერი._ მე ამის შეყვანა არ შემიძლია, უფროსო! _ გაოცებულმა შემომხედა._ რა მოხდა?_ რა და ამ რომანის სტილის გასწორება შეუძლებელია._ რატომ?_ იმიტომ, რომ ამის დამწერს ქართული საერთოდ არ ესმის. «ნი ტო, ჩტო», არ იცის, არ ესმის საერთოდ. გაგებაში არ არის._ რა პრეტენზია გაქვს, კონკრეტულად შეგიძლია ამიხსნა? _ გაღიზიანება დაეტყო ხმაში._ აჰა, წაგიკითხავ რამდენიმე წინადადებას და შენ თვითონ მიხვდები: «იმის თავში ბრწყინვალე აზრებმა მოირბინეს»; «ანდროს მომავალი იურისტის სანდომიანი ელფერი გადაჰკრავდა»; «ჯიბეები ამოიპირქვავა» და რა ვიცი, რომელი ერთი წავიკითხო! _ უკმაყოფილოდ წავიწუწუნე._ მართლა ასე წერია?_ აგერ არის და ნახე. თან გამაფრთხილა, მე ჩემი სტილი მაქვს და ცოტა მსუბუქად ჩამისწორეო. წარმოგიდგენია?_ დაურეკე და აუხსენი. არა, ჯობია, მე დავურეკო. რას იტყვი?_ ჩემთვის სულერთია, _ ნაღვლიანი ხმა გამიხდა. _ ისე, რა მაგის პასუხია და ერთი კვირით სოფელში მინდა წასვლა. ბავშვი მომენატრა. რა ვიცი, თუ მოხერხდება. შვებულება ვიცი, ჯერ არ მეკუთვნის, მაგრამ… _ მორიდებით შევბედე._ ვნახოთ, ანა. ახლა ისეთი პერიოდია, ყველას შვებულება უნდა. თუმცა, ერთი კვირა არაფერს წყვეტს. ვინმეს მოვიყვან შემცვლელად… მაგრამ… მერე? არ გეშინია? _ ეშმაკურად გამომხედა._ რისი? _ ვითომ ვერ მივუხვდი._ შემცვლელის. თუ ესეც სულერთია შენთვის? ჰა?_ არა, ეგ არ არის სულერთი._ მერე? რატომ აღარ მითანმხდები შეხვედრებზე?_ მე-ე? როდის გითანხმდებოდი, რო?_ რატომ, შენ რომ შემითანხმდე, არ შეიძლება? მე კი მეგონა, უკვე აღარ გიხაროდა ჩემთან ყოფნა, აღარ გაინტერესებდი.რა საძაგელია! აქეთ გადმომაბრალა! ელაპარაკე ახლა ამას!_ ესე იგი, პარასკევს მოხვალ? დაგელოდო?.. რა კარგია.საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ვითომ შევეცოდე? თუ საკუთარი გრძნობები გააკონტროლა?ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერც ვერასდროს მივიღე.7 7 7რატის მოულოდნელმა შემობრუნებამ საგონებელში ჩამაგდო. მისი საქცელისთვის ახსნა ვერ მომეძებნა. გადავწყვიტე, პარასკევს ყველაფერი მეთქვა მისთვის. ერთხელ და სამუდამოდ გამეგო, გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, თუ შეწყდებოდა. ვეტყვი, რომ მიყვარს. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს. თუ მიტოვებაა, ბარემ ამ ეტაპზე სჯობს. ეგ რომ ციცინათელასავით ხან «გამოანათებს» და ხან _ არა, ეგრე სადაა? თან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე!პარასკევს საგანგებოდ გამოვიპრანჭე. მოკლე, უმკლავებო სარაფანი მეცვა, სალათისფერი. ჩემი თვალების ფერს უხდებოდა ძალიან.ჩვეული სიჩქარით ავირბინე ექვსი სართული. კარი ღია დამხვდა, როგორც ყოველთვის. ოთახში შევედი, გასაღები გადავტრიალე შიგნიდან და რატის დავუწყე ძებნა. საძინებელში რომ შევედი, თვალები დავაჭყიტე _ ლოგინში იწვა და ეძინა… არც კი შემომეგება. შეიძლება არც ეძინა…ახლოს მივედი და ლოგინთან მუხლებზე ჩავჯექი. სახე სახესთან მივუტანე. თანაბარი სუნთქვის ხმა მესმოდა. ლოყაზე ვაკოცე. ლოგინის ტემპერატურა ჰქონდა, თბილი, თბილი… არა, უფრო ცხელი… შეირხა, თვალები თითქოს ძალით გაახილა, გემრიელად გაიზმორა და მკლავებში მომიმწყვდია. დილის კოცნით დამაჯილდოვა და ჩამჩურჩულა:_ ჩქარა გაიხადე და შემოხტი.საწოლზე ჩამოვჯექი და გახდა დავიწყე. თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან…კმაყოფილი, ბედნიერი.რა ცოტა მყოფნის…შემეცოდა საკუთარი თავი.გავშიშვლდი, სარჭით მაღლა აწეული თმა ჩამოვიშალე და გარდიგარდმო გადავწექი საწოლზე. ასე, შიშველი.რატი წამოიწია, ხელი ჩამომისვა მკერდზე, მუცელზე, თეძოებზე…_ ჩემი ალერსიანი, ნაზი მხეცი, _ მითხრა, იღლიებში ამომდო ხელები და თავის გვერდით მიმაწვინა, _ რა კარგი ხარ, რა სანატრელი… _ ჩურჩულებდა და ისე მოწყურებულად მკოცნიდა, როგორც დიდი ხნის მონატრებული._ როგორ მომენატრე, _ თქვა უცებ._ მე უფრო მომენატრე, _ არ დავუთმე.ასეთ დროს თითქოს ერთი ვხდებოდით.ერთი მთლიანი.თითქოს მთელის ორი სხვადასხვა ნაწილი შეაერთეს და გაამთლიანეს.ასეთი შეგრძნება მეუფლებოდა……ორივენი გულაღმა ვიწექით. რატი სიგარეტს ეწეოდა._ ესე იგი, შენ უფრო მოგენატრე, არა? _ გამომხედა._ აჰა._ შენ რა იცი, მე როგორ მომენატრე?_ ვიცი და მე იმაზე ათასჯერ უფრო მომენატრე._ ვივაჭროთ?_ ვივაჭროთ._ კარგი. მაშინ მითხარი, როგორ მოგენატრე?_ როგორც «დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა», _ სიცილი დავიწყე._ მე კიდევ, ძალიან მომენატრე, _ სერიოზულად მითხრა._ რაღაც არ გეტყობოდა, უფროსო, _ ჩავუნისკარტე._ ახლა სამსახურში ხომ არ დავიწყებდი ამის გამომჟღავნებას. შენ ხომ იცი ჩემი მეთოდები… არაფერს ვიმჩნევ გარეგნულად._ მე შენ მიყვარხარ, რატი, _ დავაჯახე უცებ.თითქოს გახევდა.სულ რამდენიმე წამით.მერე დინჯად მოაბრუნა თავი ჩემკენ, ცოტა ხანს უხმოდ მიყურა.არ გავნძრეულვარ.არც შემიხედავს.მერე იდაყვზე წამოიწია, ზემოდან დამხედა:_ გაიმეორე, რა თქვი?_ მიყვარხარ… უსაშველოდ… ეს არის და ეს, _ ძალიან მშვიდი ვიყავი. მე თვითონ მიკვირდა._ ახლა ისტერიკებსაც დამიწყებ, ალბათ!გამეცინა. ყელზე მოვხვიე მკლავები და თითქმის ჩურჩულით ვუთხარი:_ ვერ ეღირსები. არ მჩვევია ეგეთები! _ და ტუჩებში ხმაურით ვაკოცე._ კი მაგრამ, ანა, შენ ხომ გახსოვს ჩვენი შეთანხმება?_ მახსოვს. თან ძალიან კარგადაც._ მერე? შენ რომ «კონტრაქტის» ყველა პუნქტს არღვევ?_ ეს პუნქტები თავიდანვე იყო დარღვეული, მაგრამ მაშინ არ შემეძლო სხვანაირად. არ მინდოდა შენი დაკარგვა._ ჰო მაგრამ, მაშინ რაც გითხარი, აღარ გახსოვს?_ მახსოვს, მაგრამ მაშინ სულ გკარგავდი. ახლა რაღაც მაინც დამრჩება._ როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი?_ პირველივე დღიდან._ ნუ მაბოლებ!_ თუ დამიჯერებ, ასეა, თუ არადა, როგორც გინდა. ამას ახლა აღარა აქვს მნიშვნელობა.ისევ გულაღმა გაწვა.ჭერს შეაჩერდა.როგორც ჩანდა, საფიქრალი გაუჩნდა.

სიყვარულის ისტორია - 855086048675

Комментарии

Комментариев нет.