ڪﮯ მიჭირს გავიგო, რატომ ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს, იმას, ადრე რომ, ცივ ნიავსაც არ ვაკარებდით, ადამიანებს ისე ვთმობთ, რომ აღარც კი გვახსოვს, რომ მათ სიყვარულს, სავსე გულით დავატარებდით, ვკარგავთ და ვეძებთ, რაღაც ახალს, თითქოს უკეთესს, მერე ვპოულობთ იმას ვისაც არ ვედარდებით, განაჩენისთვის, საკუთარ სულს თვითონ ვამზადებთ და სამსხვერპლოსკენ მიმავალ გზას ჩვენვე ვადგებით, გვიან კი ვხვდებით, რომ დრო თურმე არავის ინდობს, რომ უმოწყალოდ გვასამართლებს, არ ვენანებით და შიში გვიპყრობს, გვეშინია იმ სიმარტოვის, რომელსაც, უკვე, ვეღარასდროს დავემალებით, ცრემლმორეულებს, გვახსენდება მისი ხტება, ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ჩვენს გულს არ ვაკარებდით, რომ უკეთესის ძიებაში, ის დაგვეკარგა, ვინც გვერდით გვყავდა და არასდროს არ ვაფასებდით...
❤ჩემი გული ხარ❤
ავტ ქეთი ალასანია
ڪﮯ
მიჭირს გავიგო, რატომ ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს,
იმას, ადრე რომ, ცივ ნიავსაც არ ვაკარებდით,
ადამიანებს ისე ვთმობთ, რომ აღარც კი გვახსოვს,
რომ მათ სიყვარულს, სავსე გულით დავატარებდით,
ვკარგავთ და ვეძებთ, რაღაც ახალს, თითქოს უკეთესს,
მერე ვპოულობთ იმას ვისაც არ ვედარდებით,
განაჩენისთვის, საკუთარ სულს თვითონ ვამზადებთ
და სამსხვერპლოსკენ მიმავალ გზას ჩვენვე ვადგებით,
გვიან კი ვხვდებით, რომ დრო თურმე არავის ინდობს,
რომ უმოწყალოდ გვასამართლებს, არ ვენანებით
და შიში გვიპყრობს, გვეშინია იმ სიმარტოვის,
რომელსაც, უკვე, ვეღარასდროს დავემალებით,
ცრემლმორეულებს, გვახსენდება მისი ხტება,
ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ჩვენს გულს არ ვაკარებდით,
რომ უკეთესის ძიებაში, ის დაგვეკარგა,
ვინც გვერდით გვყავდა და არასდროს არ ვაფასებდით...