"""""""""""""""""""""""""""""""""" """"""""""""""""""" გიგისთან შეხვედრამ ვერაფერი შეცვალა ქეთის ცხოვრებაში. არც დაურეკა, არც მოიკითხა, არც არაფერი. მეგისთანაც კი არ გამოჩენილა. ქეთი საგონებელში ჩავარდა. რა უცნაური ბიჭია. აბა, რას ნიშნავდა ის დაწყევლილი საღამო! კარგი, არ უყვარს და ნუ უყვარს, მაგრამ… რაღაც გრძნობისმაგვარი ხომ გააჩნია მის მიმართ? თუ მისთვის ყველა ქალი ერთია? იმ «ველიკი არტისტსაც» ასე ექცევა? ვიღაც სხვასაც ხომ ხვდება _ იმ ღამეს არ იყო, მეგისგან რომ დაურეკა?თვითონ ხომ არ შეეხმიანოს? რა არის ამაში ცუდი? ისე მოიკითხავს, ვითომც აქ არაფერი. ასეც გადაწყვიტა…მეგისთან დარეკა და გიგის ნომერი სთხოვა. დაქალმა ისე უკარნახა ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი, არც კი დაინტერესებულა, რისთვის სჭირდებოდა. გულის ფანცქალით დარეკა. სუნთქვაშეკრული უსმენდა ყოველ მომდევნო ზუმერს. როგორც იქნა ყურმილი ვიღაცამ აიღო._ გისმენთ, _ გაისმა მამაკაცის ხმა.ქეთიმ სასწრაფოდ გათიშა. არა, ასე არ შეიძლება. ასე ვერ დაელაპარაკება. რა უნდა უთხრას? იეთი არაფერი, მოიკითხავს უბრალოდ. რა აუცილებელია, რამე უთხრას. რა არის ამაში დასაძრახი?ცოტა ხანს შეიცადა და ხელმეორედ აკრიფა ტელეფონის ნომერი._ ალო! _ ახლა ცოტა უხეშად გაისმა ბოხი ხმა._ გიგი, გამარჯობა, _ ქეთი ჩვეულებისამებრ გაინაზა._ გაგიმარჯოს, რომელი ხარ? _ ვერ იცნო._ ქეთი ვარ, მეგის მეგობარი._ ა-ა-ა! ქეთი… ვერ გიცანი, _ თითქოს დაიბნა მამაკაცი, _ რამე ხომ არ მოხდა, ხომ მშვიდობაა? _ იკითხა ბოლოს._ არა, არაფერი. ისე დაგირეკე. ეს დღეები რომ არ გამოჩნდი… მუშაობა ხომ არ დაგიწყია?_ ჯერ არა. მამაჩემი სექტემბრიდან მპირდება. გუშინ მანქანა ვიყიდეთ და ხვალ-ზეგ გადავაფორმებთ. მერე, ალბათ, აღარ დავიკარგები._ ძალიან კარგი.ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა._ კიდევ ხომ არაფერი გინდოდა, ქეთი? _ ჰკითხა გიგიმ, _ სტუმრები მყავს და…_ კარგი, თავს არ შეგაწყენ. მიხედე შენს სტუმრებს, _ გაწბილებული დაემშვიდობა მამაკაცს და ყურმილი დაკიდა.ცეცხლი წაეკიდა სახეზე. რა ჯანდაბისთვის დარეკა, რა უნდოდა! ღირსია, რაც მიიღო.უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გული შეუქანდა, გიგი არ იყოსო და ყურმილს ეცა._ დათოვლილო გაზაფხულო, როგორ ხარ? _ გიორგი კარგ ხასიათზე ჩანდა._ ცუდად, _ ტუჩები უკანკალებდა ქეთის._ რატომ?_ იმიტომ, რომ ნამდვილი დეგენერატი ვარ, იდიოტი! _ გაწიწმატებული ლამის ყვიროდა._ რაო, არაო? _ გაეხუმრა გიორგი._ ესაო, ისაო, შენი დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ _ არაოოო… _ ქეთიც აყვა, ოღონდ ძალზე ნაღვლიანად._ წეღან იმიტომ იძლეოდა ტელეფონი დაკავებას?_ ჰო._ მერე რას აპირებ?_ არ ვიცი._ გინდა, რჩევა მოგცე?_ მითხარი, აბა._ მერე, ჩემთვის რომ საზიანო იქნება? _ შეყოყმანდა გიორგი._ ოხ!_ კარგი, კარგი, ვიცი, რასაც მეტყვი. მე შანსი არა მაქვს, ხომ?_ ასეა._ რა გაეწყობა, იძულებულს მხდი, გითხრა. თუმცა… არ ვიცი, როგორ მოგეწონება ჩემი წინადადება._ მითხარი და მერე ვნახოთ._ ადექი და შენ თვითონ აუხსენი სიყვარული._ რაო-ო-ო? _ შეჰყვირა ქეთიმ._ ჰო, რა უჭირს. თუ ვერ ხვდება, უნდა აგრძნობინო, აბა როგორ გინდა! _ უკან არ იხევდა გიორგი._ ხომ არ გაგიჟდი! სიყვარულს არა, იმას ავუხსნი!_ მომისმინე, ქეთა. ხანდახან მამაკაცები ვერ ხვდებიან ქალის განცდებს. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. მაგრამ თუ ეტყვი, მერე შეიძლება დაფიქრდნენ კიდეც. დამიჯერე, ასე აჯობებს._ აღარ მინდა შენთან საუბარი, ცუდი, ძალიან ცუდი ბიჭი ხარ! _ გაიბუსა ქეთი._ რატომ გაბრაზდი? მე შენკენა ვარ, შენ კი… გენატრება ხოლმე?_ მენატრება, ჰო! ამის დამალვას უკვე არა აქვს აზრი!_ მე თუ მკითხავ, მონატრება საოცარი სტუმარია. ისე უნდა გენატრებოდეს ადამიანი, როგორც მე მენატრები._ როგორ გენატრები? _ გაიღიმა ქეთიმ._ როგორ და… ლოგინში რომ ჩაწვები, საბანს ამოიკეცავ, თავზე წაიხურავ, თვალებს დახუჭავ და… გელანდება გაზაფხული, დათოვლილი, რა თქმა უნდა. ამ დროს სული ფაქიზდება. შენ ჩამჭიდებ ხელს და დავეხეტებით დანაგვიანებულ ქუჩებში მტვრიან კედლებს შორის. აი, ეს არის სიყვარულიც და მონატრებაც…_ უცნაური მონატრება გცოდნია…_ ჰო, უცნაური… უფრო სწორად, ჩემნაირი. მეც ასეთი ვარ… ალბათ ამიტომაც არის, რომ მიუღებელი ვარ შენნაირი კარგი გოგოებისთვის._ ეგ არ არის მართალი. შენ კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ, მე… მე… ხომ იცი, სხვა მიყვარს, თორემ…_ თორემ რა? არ მითხრა ახლა, რომ ქვეყნის დასალიერამდე გამომყვებოდი. ეგ ბებიების ზღაპარია, დაძველდა უკვე._ ბოროტო!_ აჰა, ახლა ბოროტიც გავხდი, არა? რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეს ვღაღადებ?_ მაბრაზებ, გიორგი. რატომ გინდა, მაინცდამაინც მტკივან ადგილას დამაჭირო ფეხი?_ კარგი, შევეშვათ ამას, სისულელეა ეს ყველაფერი, ქეთა. ახლა მე დაგტოვებ, მომაკითხეს და უნდა გავიქცე.ქეთი დაემშვიდობა იდუმალ თაყვანისმცემელს, ყურმილი დაკიდა და ჩაფიქრდა. გიორგის დარიგება ჭკუაში დაუჯდა. იქნებ მართლა აუხსნას სიყვარული? 8 8 8ორი დღე გავიდა. ქეთის ფიქრით თავი გაუსკდა. დაუჯეროს გიორგის? უთხრას თუ არ უთხრას გიგის, რა «ცეცხლიც უკიდია»? მაგრამ აქვს კი გარანტია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება? აქვს, აქვს, როგორ არა. შეიძლება არ უყვარს, მაგრამ რაღაც გარკვეულ დონემდე სიმპათია რომ გააჩნია, უდავოა. ახსოვს ქეთის, როგორ კოცნიდა იმ ღამეს მამაკაცი. იმ ღამესაც და პირველად რომ გაიცნო, იმ საღამოსაც. რომ არ მოსწონდეს, მაშინ ცოტა სხვა «მეთოდებით» შეეცდებოდა ქეთისთან დაახლოებას. მაშინ რატომ იკავებს თავს? რატომ ყოყმანობს? რა იმალება ყველაფერ ამის უკან? ქეთი პასუხს ვერ პოულობდა. დიდი თავსატეხი გაუჩინა ამ «კერკეტმა კაკალმა», აი! იქნებ ძალიანაც სურს მასთან ურთიერთობა, მაგრამ თქმას ვერ ბედავს? ესეც ხომ შეიძლება? ხომ არიან მამაკაცები, რომლებსაც არ ეხერხებათ ბევრი ლაპარაკი, განსაკუთრებით _ სიყვარულზე. ბევრი კი არა, ზოგს სულ არ ეხერხება… ამასთან, ეშინიათ, ქალისგან უარი არ მიიღონ. იქნებ ისიც ასეა? ვითომ?.. რაღაც არ ჰგონია. თუმცა რა, ყველაფერი შესაძლებელია. ჰოდა, დროა, შეუდგეს საქმეს, დაურეკოს და შეხვედრაზე დაიბაროს. იქ კი ყველაფერი გაირკვევა.საათს შეხედა. რვა ხდებოდა. დღეს სესილი არ მოვა, იქით რჩება, ვაკეში. დედამ დაიბარა, სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და ამაღამ გამოდიო. რაც ლადოს დაშორდა (თუმცა, ჯერ სულ რამდენიმე დღე გავიდა), მას მერე სულ ცდილობს, შინ არ დარჩეს, გარე-გარე იაროს, იქნებ როგორღაც არ იფიქროს მასზე და სხვა რამეებს გადააყოლოს გული. საწყალი სესილი! ალბათ, რა დღეშია, რამდენ რამეს ითმენს და არ ამჟღავნებს. ქეთიც ასე არაა? ვერაფერს უხერხებს საკუთარ თავს. დებილი ბავშვივით ზის მთელი დღე სახლში ტელეფონის ზარის მოლოდინში. რა უბედურებაა! ყველა რეკავს, გიგის გარდა. ეს ეზოც როგორ დაცარიელდა! აქამდე მეზობლები მაინც შემოივლიდნენ (იზა, ლიზა, რუსა…), ახლა აღარავინ დარჩა აქეთ-იქით, დინო (დინარა) დეიდასა და დათოს გარდა. ცისანაც გაუჩინარდა სადღაც თავის მეუღლესთან ერთად, ალბათ _ სოფელში.ქეთის უნებურად დათო გაახსენდა. ნეტავ რას შვრება, ახლა რომ ვერავისთან შევა, ვის რა უნდა მოჰპაროს? სარეცხსაც არავინ კიდებს გარეთ, რომ მისი მოპარვით მაინც «გაერთოს». ამ ფიქრებში იყო, კარზე რომ დააკაკუნეს. ქეთიმ ფანჯარაში გაიხედა. გაეცინა. დათო იყო. ამაზეა ნათქვამი, ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო. კარი გამოაღო._ პრივეტ! შეიძლება? _ ღიმილისაგან სახე დაეჯღანა დათოს._ მობრძანდი, დათუნი, რავა ხარ? _ მხიარულად შეხვდა ქეთი მეზობელს._ როგორ ვიქნები, გამოვყრუვდი მარტოობით. ხელს ხომ არ შეგიშლი?_ არა გრცხვენია, რა ხელი უნდა შემიშალო, მარტო ვარ სახლში._ სადაა შენი სესილია? _ გაიცინა._ ჩემი სესილია იქითაა, ჩვენებთან, _ ქეთიმ სკამი დაუდგა დათოს, _ დაჯე!_ სიგარეტი ხომ არა გაქვს? _ იკითხა._ მე ხომ არ ვეწევი, საიდან მექნება, _ გაშალა ხელები ქეთიმ და მაგიდას მეორე მხრიდან მიუჯდა, _ ხილი მიირთვი, _ ახლოს მიუწია მსხლით სავსე ვაზა._ არა, სპასიბა, მსხალი არ მიყვარს._ აუჰ! რატომ, ბიჭო?!_ აბა, რა ვიცი, არ მიყვარს და… _ ისევ გაიცინა დათომ._ დათუნი, მართალია, ძაღლი რომ მოგიყვანია სახლში? _ გაახსენდა უცებ ქეთის, თან იმაზე დაიწყო ფიქრი, რა დაედო მაგიდაზე, რომ დათოს ადვილად შეძლებოდა მისი მოპარვა._ ჰო, მართალია. იცი, რა მაგარი ვინმეა? ყველაფერი ესმის. აი, ამხელაა, _ ხელით მოზომა დათომ იატაკიდან მანძილი._ უი, რა პატარა ყოფილა. დედაშენი კი გაგიჟებული იყო იმ დღეს._ დედაჩემი სიაბანდია. რწყილებმა დამჭამაო. ერთი ბეწო ლეკვია, საიდან უნდა ჰყოლოდა რწყილები, მე შენ გეკითხები? ფანტაზიორობს რაღაცას. მე რომ მაგის ნამდვილი შვილი ვიყო, ასე არ მომექცეოდა._ კარგი ახლა, მაგას ნუ იტყვი. დინო დეიდას შენ ძალიან უყვარხარ, მაგას ნამდვილად ვერ დაუკარგავ.ჰო, მართლა, ჩვენ ერთი რამ დაგვავიწყდა. დინო (დინარა) დათოს ნამდვილი დედა არ არის. დათოს დედა მის მშობიარობას გადაყვა და ბატონი მიხეილი იძულებული გახდა, სამ თვეში ცოლი ეთხოვა. აბა, ჩვილ ბავშვს გაზრდა ხომ უნდოდა. დინო (დინარა) დეიდაც (იგი ასეთი მსუქანი კი არ იყო მაშინ და არც ასეთი სპილოს ნაბიჯებით დააბოტებდა) მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა ბავშვის გაზრდას. რომ იტყვიან, «ცივ ნიავს არ აკარებდა», საკუთარი შვილივით უვლიდა…_ აბა, ეგ რა სიყვარულია, ყველაფერზე მეჩხუბება და მეჯიჯღინება. მაგის მოსაწონს ვერაფერს გააკეთებს კაცი. სიცილი რომ სიცილია, იმასაც მიკრძალავს, თუ თვითონ არ არის ხასიათზე, _ ხელი ჩაიქნია დათომ._ ახლა ნუ გააბუქებ შენებურად, არც მასეა საქმე, _ დატუქსა ქეთიმ და თავის ოთახში გავიდა, იქნებ რამე მოვძებნო და შეუმჩნევლად მაგიდაზე დავდოო. თავისი სათვალე გაახსენდა, რომელიც თითქმის არ უხმარია, მეგიმ აჩუქა დაბადების დღეზე და სულ რამდენჯერმე თუ ეკეთა. დაავლო ხელი და უკან შემობრუნებულმა შეუმჩნევლად დადო მაგიდაზე._ ყავას დალევ, დათო? _ ჰკითხა._ თუ არ დამზარდები და შენც შემომიერთდები, არ ვიტყოდი უარს._ ახლავე. შენ არ მოიწყინო, _ თქვა ქეთიმ და სამზარეულოში გავიდა. სანამ ყავას ადუღებდა, იმაზე ფიქრობდა, აიღებდა თუ არა დათო მის სათვალეს.მალე შემობრუნდა ყავით სავსე ჭიქებით. სათვალე გამქრალიყო. გაეღიმა…_ იცი, რისთვის მოვედი შენთან? _ დაიწყო დათომ._ ისე რომ არ მოხვიდოდი, მაგას ვხვდები, მაგრამ ნამდვილი მიზეზი არ ვიცი და თუ მეტყვი, დიდად დამავალებ, _ გაიცინა ქეთიმ._ მე მგონი, შეყვარებული ვარ და შენ, როგორც ჭკვიან ქალს, რჩევა უნდა გკითხო. რამდენად მაქვს შეყვარების უფლება.ქეთიმ გაოცებით შეხედა მეზობელს. ახლა ამასაც ქეთი არ უყვარდეს, თორემ ნამდვილად გაგიჟდება. დათოღა აკლდა მის «კოლექციას»._ ვინ გიყვარს ამისთანა? რა, ლელა წურწუმიაა თუ გოგოლა კალანდაძე? _ სიცილი დაიწყო ქეთიმ._ ეგენი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავიანთ ქმრებს, მე სხვა რამ გამჭირვებია… _ გაწელა დათომ სათქმელი._ მითხარი, მითხარი, იქნებ დაგეხმარო რამეთი, _ შეაგულიანა ქეთიმ._ ვინ მიყვარს და… შენი… _ აქ დათომ ქვემოდან ახედა ქეთის.ქალს შეამცივნა. ახლა არ მითხრას, შენი და მიყვარსო, თორემ ვიკივლებ, _ გაიფიქრა უცებ._ ამოშაქრე, ბოლოს და ბოლოს, ნუ დამტანჯე, _ გული შეუწუხდა ქეთის._ შენი მეზობელი, _ თქვა ბოლოს._ ვინ ჩემი მეზობელი, რომელი? _ წარბები აზიდა ქეთიმ._ იზა._ იზა-ა? შენ ხომ არ გადაირიე! მოგკლავს დედამისი. არც კი გაიფიქრო ეგ, _ შეღონდა ქალი._ მე მგონი, იმასაც ვუყვარვარ, _ ახლა მთლად უარესი თქვა დათომ._ ორივენი გაგიჟებულხართ და ეგაა, _ გაასავსავა ხელები გოგომ, აიღო მსხალი და გათლას შეუდგა._ აბა, რა ვქნა? მერე რა, რომ ქართველი ვარ. უფლება არა მაქვს, ვინც მიყვარს, ის მოვიყვანო ცოლად? _ გაიკვირვა დათომ._ შენ უკვე გეგმები დაგიწყვია. ვინ გამოგატანს ბიჭო, იზას შენ ცოლად! დაფიქრდი, აბა!_ არ გამომატანენ და მაგათი აჯობებს. მოვიტაცებ და გვეძებონ მერე, რამდენიც უნდათ._ შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე ჩემი მითქვამს, მერე სანანებელი არ გაგიხდეს, ჩემო კარგო, _ დაარიგა ქეთიმ._ ვნახოთ, ჯერ ჩამოვიდნენ იქიდან და მერე მე ვიცი. მთავარია, იზა იყოს თანახმა.დათო წამოდგა. მადლობა გადაუხადა მეზობელს გამასპინძლებისთვის და წავიდა. ქეთის სათვალეც, რა თქმა უნდა, ხელს გააყოლა. რა სულელი ბიჭია, მეტი საქმე არა აქვთ ებრაელებს, დათოს მიათხოვონ თავიანთი «მზეთუნახავი» გოგო, თანაც _ მომავალი ექიმი. ჰმ! კარგი შორს მიმავალი გეგმები კი ჰქონია ჩვენს კლეპტომანს?!ქეთიმ კარი ჩაკეტა, ოთახში შებრუნდა და ტელეფონს მიუჯდა. ახლა დარეკავს გიგისთან და… თუ უპასუხა, ესე იგი, ღვთის ნებაა ყველაფერი და შეხვედრას დაუთქვამს, თუ არადა… ესე იგი, არ არის საჭირო. გულისფანცქალით აკრიფა ნომერი. კარგა ხანს ელოდა. ყურმილს არავინ იღებდა. შვებით ამოისუნთქა. გამოდის, რომ არაფერი უნდა უთხრას, თორემ ხომ დახვდებოდა სახლში? ეს გიორგიც რომ არ რეკავს? მაგას მაინც რაღა დაემართა? მერე მეგისთან გადარეკა. ისიც არ დახვდა შინ, დედამისმა უთხრა, კახეთშია წასული ქორწილში, ჯერ არ ჩამოსულაო. ტელევიზორი ჩართო. უგულისყუროდ მისჩერებოდა ეკრანს. რა ცუდია მარტო ყოფნა, თითქოს მოწყვეტილი ხარ მთელ ქვეყანას, თითქოს არავის სჭირდები. გიგიზე დაიწყო ფიქრი. კიდევ ერთხელ «დაატრიალა» იმღამინდელი სცენა. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. არა, რაღაც უნდა მოუხერხოს ამ კაცს, თორემ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს…
❤ჩემი გული ხარ❤
:ჩემთან ომი წამგებიანია
იდუმალი თაყვანისმცემელი თავი 9
""""""""""""""""""""""""""""""""""
"""""""""""""""""""
გიგისთან შეხვედრამ ვერაფერი შეცვალა ქეთის ცხოვრებაში. არც დაურეკა, არც მოიკითხა, არც არაფერი. მეგისთანაც კი არ გამოჩენილა. ქეთი საგონებელში ჩავარდა. რა უცნაური ბიჭია. აბა, რას ნიშნავდა ის დაწყევლილი საღამო! კარგი, არ უყვარს და ნუ უყვარს, მაგრამ… რაღაც გრძნობისმაგვარი ხომ გააჩნია მის მიმართ? თუ მისთვის ყველა ქალი ერთია? იმ «ველიკი არტისტსაც» ასე ექცევა? ვიღაც სხვასაც ხომ ხვდება _ იმ ღამეს არ იყო, მეგისგან რომ დაურეკა?თვითონ ხომ არ შეეხმიანოს? რა არის ამაში ცუდი? ისე მოიკითხავს, ვითომც აქ არაფერი. ასეც გადაწყვიტა…მეგისთან დარეკა და გიგის ნომერი სთხოვა. დაქალმა ისე უკარნახა ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი, არც კი დაინტერესებულა, რისთვის სჭირდებოდა. გულის ფანცქალით დარეკა. სუნთქვაშეკრული უსმენდა ყოველ მომდევნო ზუმერს. როგორც იქნა ყურმილი ვიღაცამ აიღო._ გისმენთ, _ გაისმა მამაკაცის ხმა.ქეთიმ სასწრაფოდ გათიშა. არა, ასე არ შეიძლება. ასე ვერ დაელაპარაკება. რა უნდა უთხრას? იეთი არაფერი, მოიკითხავს უბრალოდ. რა აუცილებელია, რამე უთხრას. რა არის ამაში დასაძრახი?ცოტა ხანს შეიცადა და ხელმეორედ აკრიფა ტელეფონის ნომერი._ ალო! _ ახლა ცოტა უხეშად გაისმა ბოხი ხმა._ გიგი, გამარჯობა, _ ქეთი ჩვეულებისამებრ გაინაზა._ გაგიმარჯოს, რომელი ხარ? _ ვერ იცნო._ ქეთი ვარ, მეგის მეგობარი._ ა-ა-ა! ქეთი… ვერ გიცანი, _ თითქოს დაიბნა მამაკაცი, _ რამე ხომ არ მოხდა, ხომ მშვიდობაა? _ იკითხა ბოლოს._ არა, არაფერი. ისე დაგირეკე. ეს დღეები რომ არ გამოჩნდი… მუშაობა ხომ არ დაგიწყია?_ ჯერ არა. მამაჩემი სექტემბრიდან მპირდება. გუშინ მანქანა ვიყიდეთ და ხვალ-ზეგ გადავაფორმებთ. მერე, ალბათ, აღარ დავიკარგები._ ძალიან კარგი.ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა._ კიდევ ხომ არაფერი გინდოდა, ქეთი? _ ჰკითხა გიგიმ, _ სტუმრები მყავს და…_ კარგი, თავს არ შეგაწყენ. მიხედე შენს სტუმრებს, _ გაწბილებული დაემშვიდობა მამაკაცს და ყურმილი დაკიდა.ცეცხლი წაეკიდა სახეზე. რა ჯანდაბისთვის დარეკა, რა უნდოდა! ღირსია, რაც მიიღო.უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გული შეუქანდა, გიგი არ იყოსო და ყურმილს ეცა._ დათოვლილო გაზაფხულო, როგორ ხარ? _ გიორგი კარგ ხასიათზე ჩანდა._ ცუდად, _ ტუჩები უკანკალებდა ქეთის._ რატომ?_ იმიტომ, რომ ნამდვილი დეგენერატი ვარ, იდიოტი! _ გაწიწმატებული ლამის ყვიროდა._ რაო, არაო? _ გაეხუმრა გიორგი._ ესაო, ისაო, შენი დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ _ არაოოო… _ ქეთიც აყვა, ოღონდ ძალზე ნაღვლიანად._ წეღან იმიტომ იძლეოდა ტელეფონი დაკავებას?_ ჰო._ მერე რას აპირებ?_ არ ვიცი._ გინდა, რჩევა მოგცე?_ მითხარი, აბა._ მერე, ჩემთვის რომ საზიანო იქნება? _ შეყოყმანდა გიორგი._ ოხ!_ კარგი, კარგი, ვიცი, რასაც მეტყვი. მე შანსი არა მაქვს, ხომ?_ ასეა._ რა გაეწყობა, იძულებულს მხდი, გითხრა. თუმცა… არ ვიცი, როგორ მოგეწონება ჩემი წინადადება._ მითხარი და მერე ვნახოთ._ ადექი და შენ თვითონ აუხსენი სიყვარული._ რაო-ო-ო? _ შეჰყვირა ქეთიმ._ ჰო, რა უჭირს. თუ ვერ ხვდება, უნდა აგრძნობინო, აბა როგორ გინდა! _ უკან არ იხევდა გიორგი._ ხომ არ გაგიჟდი! სიყვარულს არა, იმას ავუხსნი!_ მომისმინე, ქეთა. ხანდახან მამაკაცები ვერ ხვდებიან ქალის განცდებს. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. მაგრამ თუ ეტყვი, მერე შეიძლება დაფიქრდნენ კიდეც. დამიჯერე, ასე აჯობებს._ აღარ მინდა შენთან საუბარი, ცუდი, ძალიან ცუდი ბიჭი ხარ! _ გაიბუსა ქეთი._ რატომ გაბრაზდი? მე შენკენა ვარ, შენ კი… გენატრება ხოლმე?_ მენატრება, ჰო! ამის დამალვას უკვე არა აქვს აზრი!_ მე თუ მკითხავ, მონატრება საოცარი სტუმარია. ისე უნდა გენატრებოდეს ადამიანი, როგორც მე მენატრები._ როგორ გენატრები? _ გაიღიმა ქეთიმ._ როგორ და… ლოგინში რომ ჩაწვები, საბანს ამოიკეცავ, თავზე წაიხურავ, თვალებს დახუჭავ და… გელანდება გაზაფხული, დათოვლილი, რა თქმა უნდა. ამ დროს სული ფაქიზდება. შენ ჩამჭიდებ ხელს და დავეხეტებით დანაგვიანებულ ქუჩებში მტვრიან კედლებს შორის. აი, ეს არის სიყვარულიც და მონატრებაც…_ უცნაური მონატრება გცოდნია…_ ჰო, უცნაური… უფრო სწორად, ჩემნაირი. მეც ასეთი ვარ… ალბათ ამიტომაც არის, რომ მიუღებელი ვარ შენნაირი კარგი გოგოებისთვის._ ეგ არ არის მართალი. შენ კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ, მე… მე… ხომ იცი, სხვა მიყვარს, თორემ…_ თორემ რა? არ მითხრა ახლა, რომ ქვეყნის დასალიერამდე გამომყვებოდი. ეგ ბებიების ზღაპარია, დაძველდა უკვე._ ბოროტო!_ აჰა, ახლა ბოროტიც გავხდი, არა? რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეს ვღაღადებ?_ მაბრაზებ, გიორგი. რატომ გინდა, მაინცდამაინც მტკივან ადგილას დამაჭირო ფეხი?_ კარგი, შევეშვათ ამას, სისულელეა ეს ყველაფერი, ქეთა. ახლა მე დაგტოვებ, მომაკითხეს და უნდა გავიქცე.ქეთი დაემშვიდობა იდუმალ თაყვანისმცემელს, ყურმილი დაკიდა და ჩაფიქრდა. გიორგის დარიგება ჭკუაში დაუჯდა. იქნებ მართლა აუხსნას სიყვარული? 8 8 8ორი დღე გავიდა. ქეთის ფიქრით თავი გაუსკდა. დაუჯეროს გიორგის? უთხრას თუ არ უთხრას გიგის, რა «ცეცხლიც უკიდია»? მაგრამ აქვს კი გარანტია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება? აქვს, აქვს, როგორ არა. შეიძლება არ უყვარს, მაგრამ რაღაც გარკვეულ დონემდე სიმპათია რომ გააჩნია, უდავოა. ახსოვს ქეთის, როგორ კოცნიდა იმ ღამეს მამაკაცი. იმ ღამესაც და პირველად რომ გაიცნო, იმ საღამოსაც. რომ არ მოსწონდეს, მაშინ ცოტა სხვა «მეთოდებით» შეეცდებოდა ქეთისთან დაახლოებას. მაშინ რატომ იკავებს თავს? რატომ ყოყმანობს? რა იმალება ყველაფერ ამის უკან? ქეთი პასუხს ვერ პოულობდა. დიდი თავსატეხი გაუჩინა ამ «კერკეტმა კაკალმა», აი! იქნებ ძალიანაც სურს მასთან ურთიერთობა, მაგრამ თქმას ვერ ბედავს? ესეც ხომ შეიძლება? ხომ არიან მამაკაცები, რომლებსაც არ ეხერხებათ ბევრი ლაპარაკი, განსაკუთრებით _ სიყვარულზე. ბევრი კი არა, ზოგს სულ არ ეხერხება… ამასთან, ეშინიათ, ქალისგან უარი არ მიიღონ. იქნებ ისიც ასეა? ვითომ?.. რაღაც არ ჰგონია. თუმცა რა, ყველაფერი შესაძლებელია. ჰოდა, დროა, შეუდგეს საქმეს, დაურეკოს და შეხვედრაზე დაიბაროს. იქ კი ყველაფერი გაირკვევა.საათს შეხედა. რვა ხდებოდა. დღეს სესილი არ მოვა, იქით რჩება, ვაკეში. დედამ დაიბარა, სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და ამაღამ გამოდიო. რაც ლადოს დაშორდა (თუმცა, ჯერ სულ რამდენიმე დღე გავიდა), მას მერე სულ ცდილობს, შინ არ დარჩეს, გარე-გარე იაროს, იქნებ როგორღაც არ იფიქროს მასზე და სხვა რამეებს გადააყოლოს გული. საწყალი სესილი! ალბათ, რა დღეშია, რამდენ რამეს ითმენს და არ ამჟღავნებს. ქეთიც ასე არაა? ვერაფერს უხერხებს საკუთარ თავს. დებილი ბავშვივით ზის მთელი დღე სახლში ტელეფონის ზარის მოლოდინში. რა უბედურებაა! ყველა რეკავს, გიგის გარდა. ეს ეზოც როგორ დაცარიელდა! აქამდე მეზობლები მაინც შემოივლიდნენ (იზა, ლიზა, რუსა…), ახლა აღარავინ დარჩა აქეთ-იქით, დინო (დინარა) დეიდასა და დათოს გარდა. ცისანაც გაუჩინარდა სადღაც თავის მეუღლესთან ერთად, ალბათ _ სოფელში.ქეთის უნებურად დათო გაახსენდა. ნეტავ რას შვრება, ახლა რომ ვერავისთან შევა, ვის რა უნდა მოჰპაროს? სარეცხსაც არავინ კიდებს გარეთ, რომ მისი მოპარვით მაინც «გაერთოს». ამ ფიქრებში იყო, კარზე რომ დააკაკუნეს. ქეთიმ ფანჯარაში გაიხედა. გაეცინა. დათო იყო. ამაზეა ნათქვამი, ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო. კარი გამოაღო._ პრივეტ! შეიძლება? _ ღიმილისაგან სახე დაეჯღანა დათოს._ მობრძანდი, დათუნი, რავა ხარ? _ მხიარულად შეხვდა ქეთი მეზობელს._ როგორ ვიქნები, გამოვყრუვდი მარტოობით. ხელს ხომ არ შეგიშლი?_ არა გრცხვენია, რა ხელი უნდა შემიშალო, მარტო ვარ სახლში._ სადაა შენი სესილია? _ გაიცინა._ ჩემი სესილია იქითაა, ჩვენებთან, _ ქეთიმ სკამი დაუდგა დათოს, _ დაჯე!_ სიგარეტი ხომ არა გაქვს? _ იკითხა._ მე ხომ არ ვეწევი, საიდან მექნება, _ გაშალა ხელები ქეთიმ და მაგიდას მეორე მხრიდან მიუჯდა, _ ხილი მიირთვი, _ ახლოს მიუწია მსხლით სავსე ვაზა._ არა, სპასიბა, მსხალი არ მიყვარს._ აუჰ! რატომ, ბიჭო?!_ აბა, რა ვიცი, არ მიყვარს და… _ ისევ გაიცინა დათომ._ დათუნი, მართალია, ძაღლი რომ მოგიყვანია სახლში? _ გაახსენდა უცებ ქეთის, თან იმაზე დაიწყო ფიქრი, რა დაედო მაგიდაზე, რომ დათოს ადვილად შეძლებოდა მისი მოპარვა._ ჰო, მართალია. იცი, რა მაგარი ვინმეა? ყველაფერი ესმის. აი, ამხელაა, _ ხელით მოზომა დათომ იატაკიდან მანძილი._ უი, რა პატარა ყოფილა. დედაშენი კი გაგიჟებული იყო იმ დღეს._ დედაჩემი სიაბანდია. რწყილებმა დამჭამაო. ერთი ბეწო ლეკვია, საიდან უნდა ჰყოლოდა რწყილები, მე შენ გეკითხები? ფანტაზიორობს რაღაცას. მე რომ მაგის ნამდვილი შვილი ვიყო, ასე არ მომექცეოდა._ კარგი ახლა, მაგას ნუ იტყვი. დინო დეიდას შენ ძალიან უყვარხარ, მაგას ნამდვილად ვერ დაუკარგავ.ჰო, მართლა, ჩვენ ერთი რამ დაგვავიწყდა. დინო (დინარა) დათოს ნამდვილი დედა არ არის. დათოს დედა მის მშობიარობას გადაყვა და ბატონი მიხეილი იძულებული გახდა, სამ თვეში ცოლი ეთხოვა. აბა, ჩვილ ბავშვს გაზრდა ხომ უნდოდა. დინო (დინარა) დეიდაც (იგი ასეთი მსუქანი კი არ იყო მაშინ და არც ასეთი სპილოს ნაბიჯებით დააბოტებდა) მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა ბავშვის გაზრდას. რომ იტყვიან, «ცივ ნიავს არ აკარებდა», საკუთარი შვილივით უვლიდა…_ აბა, ეგ რა სიყვარულია, ყველაფერზე მეჩხუბება და მეჯიჯღინება. მაგის მოსაწონს ვერაფერს გააკეთებს კაცი. სიცილი რომ სიცილია, იმასაც მიკრძალავს, თუ თვითონ არ არის ხასიათზე, _ ხელი ჩაიქნია დათომ._ ახლა ნუ გააბუქებ შენებურად, არც მასეა საქმე, _ დატუქსა ქეთიმ და თავის ოთახში გავიდა, იქნებ რამე მოვძებნო და შეუმჩნევლად მაგიდაზე დავდოო. თავისი სათვალე გაახსენდა, რომელიც თითქმის არ უხმარია, მეგიმ აჩუქა დაბადების დღეზე და სულ რამდენჯერმე თუ ეკეთა. დაავლო ხელი და უკან შემობრუნებულმა შეუმჩნევლად დადო მაგიდაზე._ ყავას დალევ, დათო? _ ჰკითხა._ თუ არ დამზარდები და შენც შემომიერთდები, არ ვიტყოდი უარს._ ახლავე. შენ არ მოიწყინო, _ თქვა ქეთიმ და სამზარეულოში გავიდა. სანამ ყავას ადუღებდა, იმაზე ფიქრობდა, აიღებდა თუ არა დათო მის სათვალეს.მალე შემობრუნდა ყავით სავსე ჭიქებით. სათვალე გამქრალიყო. გაეღიმა…_ იცი, რისთვის მოვედი შენთან? _ დაიწყო დათომ._ ისე რომ არ მოხვიდოდი, მაგას ვხვდები, მაგრამ ნამდვილი მიზეზი არ ვიცი და თუ მეტყვი, დიდად დამავალებ, _ გაიცინა ქეთიმ._ მე მგონი, შეყვარებული ვარ და შენ, როგორც ჭკვიან ქალს, რჩევა უნდა გკითხო. რამდენად მაქვს შეყვარების უფლება.ქეთიმ გაოცებით შეხედა მეზობელს. ახლა ამასაც ქეთი არ უყვარდეს, თორემ ნამდვილად გაგიჟდება. დათოღა აკლდა მის «კოლექციას»._ ვინ გიყვარს ამისთანა? რა, ლელა წურწუმიაა თუ გოგოლა კალანდაძე? _ სიცილი დაიწყო ქეთიმ._ ეგენი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავიანთ ქმრებს, მე სხვა რამ გამჭირვებია… _ გაწელა დათომ სათქმელი._ მითხარი, მითხარი, იქნებ დაგეხმარო რამეთი, _ შეაგულიანა ქეთიმ._ ვინ მიყვარს და… შენი… _ აქ დათომ ქვემოდან ახედა ქეთის.ქალს შეამცივნა. ახლა არ მითხრას, შენი და მიყვარსო, თორემ ვიკივლებ, _ გაიფიქრა უცებ._ ამოშაქრე, ბოლოს და ბოლოს, ნუ დამტანჯე, _ გული შეუწუხდა ქეთის._ შენი მეზობელი, _ თქვა ბოლოს._ ვინ ჩემი მეზობელი, რომელი? _ წარბები აზიდა ქეთიმ._ იზა._ იზა-ა? შენ ხომ არ გადაირიე! მოგკლავს დედამისი. არც კი გაიფიქრო ეგ, _ შეღონდა ქალი._ მე მგონი, იმასაც ვუყვარვარ, _ ახლა მთლად უარესი თქვა დათომ._ ორივენი გაგიჟებულხართ და ეგაა, _ გაასავსავა ხელები გოგომ, აიღო მსხალი და გათლას შეუდგა._ აბა, რა ვქნა? მერე რა, რომ ქართველი ვარ. უფლება არა მაქვს, ვინც მიყვარს, ის მოვიყვანო ცოლად? _ გაიკვირვა დათომ._ შენ უკვე გეგმები დაგიწყვია. ვინ გამოგატანს ბიჭო, იზას შენ ცოლად! დაფიქრდი, აბა!_ არ გამომატანენ და მაგათი აჯობებს. მოვიტაცებ და გვეძებონ მერე, რამდენიც უნდათ._ შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე ჩემი მითქვამს, მერე სანანებელი არ გაგიხდეს, ჩემო კარგო, _ დაარიგა ქეთიმ._ ვნახოთ, ჯერ ჩამოვიდნენ იქიდან და მერე მე ვიცი. მთავარია, იზა იყოს თანახმა.დათო წამოდგა. მადლობა გადაუხადა მეზობელს გამასპინძლებისთვის და წავიდა. ქეთის სათვალეც, რა თქმა უნდა, ხელს გააყოლა. რა სულელი ბიჭია, მეტი საქმე არა აქვთ ებრაელებს, დათოს მიათხოვონ თავიანთი «მზეთუნახავი» გოგო, თანაც _ მომავალი ექიმი. ჰმ! კარგი შორს მიმავალი გეგმები კი ჰქონია ჩვენს კლეპტომანს?!ქეთიმ კარი ჩაკეტა, ოთახში შებრუნდა და ტელეფონს მიუჯდა. ახლა დარეკავს გიგისთან და… თუ უპასუხა, ესე იგი, ღვთის ნებაა ყველაფერი და შეხვედრას დაუთქვამს, თუ არადა… ესე იგი, არ არის საჭირო. გულისფანცქალით აკრიფა ნომერი. კარგა ხანს ელოდა. ყურმილს არავინ იღებდა. შვებით ამოისუნთქა. გამოდის, რომ არაფერი უნდა უთხრას, თორემ ხომ დახვდებოდა სახლში? ეს გიორგიც რომ არ რეკავს? მაგას მაინც რაღა დაემართა? მერე მეგისთან გადარეკა. ისიც არ დახვდა შინ, დედამისმა უთხრა, კახეთშია წასული ქორწილში, ჯერ არ ჩამოსულაო. ტელევიზორი ჩართო. უგულისყუროდ მისჩერებოდა ეკრანს. რა ცუდია მარტო ყოფნა, თითქოს მოწყვეტილი ხარ მთელ ქვეყანას, თითქოს არავის სჭირდები. გიგიზე დაიწყო ფიქრი. კიდევ ერთხელ «დაატრიალა» იმღამინდელი სცენა. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. არა, რაღაც უნდა მოუხერხოს ამ კაცს, თორემ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს…