ქმედება ოცნების ნაცვლად 2

(15 ნაწილი )
ავტ.კეკე კუჭავა
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
_ ვერ ხარ ხო? - ლამის ვიკივლე.ტელეფონი მოვიმარჯვე,დარეკვა მინდოდა,მაგრამ ახლაც ვერ ვიხსენებ სად უნდა დამერეკა. განრისხებულმა მწვდა ხელში და მობილური წამართვა,მერე კი გათიშა. _ არა ძალიან კარგად ვარ.- თქვა ირონიით და გაწელილად. _ სახლში წამიყვანე დადა... დედაჩემი.. დადა დედაჩემი ცუდათ გახდება.- მუდარით ვუთხარი. _ ნუ მთხოვ. უკვე გვიანია. დედაზე ნუ ინერვიულებ ანა და ნანული მივა და დაამშვიდებენ.- მითხრა თავდაჯერებით. _ არა ყურებს არ ვუჯერებ.. არც თვალებს,ამას შენ აკეთებ და ეს შენგან მესმის?- აღშფოთებას არ ვმალავდი.თან უკვე ვტიროდი. _ აბა ვისგან გინდოდა გაგეგო და დაგენახა?- დამიღრინა რობაქიძემ. სიბრაზემ კისრის ძარღვები დამიბერა.სპაზმი დამემართა,მეგონა ვიხრჩვებოდი. მთელი ძალით ჩავებღაუჭე დადას ხელს. მინდოდა მიმხვდარიყო,რომ ჰაერი მჭირდებოდა. - სხვა გზა არ გაქვს,უკან დახევას მე არ ვაპირებ,ამიტომ იძულებული ხარ ჩემთან დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.- მომახსენა.ჩემი ჩაბღაუჭებული ხელი არც კი შეუნიშნავს. მოვიფიქრე და მანქანის მინას მივადე ხელის გული.მინა გრილი იყო და ცოტა შვება მომგვარა სიგრილის შეგრძნებამ.მერე ყელზე მივიდე ცივი ხელი,გაცილებით უკეთ შევიქენი.ძარღვები ცოტა მოდუნდა. მანქანა კი სისწრაფეს არ ცვლიდა. _ ამას არ გაპატიებ!- გამოვცერი კბილებში და ბეჭზე მუჯლუგუნი ვკარი.- ტყუილად იგებ ოცნების კოშკებს. _ ოცნების კოშკების აგებამ არაფერი კარგი არ მომიტანა,ტკივილის და შენი დაკარგვის შანსის გარდა. ამიტომ გადავწყვიტე ვიმოქმედო... ასე უკეთესია.- ბოლო სიტყვები მსახიობური ღიმილით მითხრა. _ მე არ ვიქნები შენი ცოლი!- ტონს არ ვცვლიდი. _ ვნახოთ! _ რა ვნახოთ?! _ რავიცი რაიმე ფილმი,სახლში რომ მივალთ. _ რა ფილმი,რა ფილმი.. ხუმრობის დროა ახლა?- წამოვენთე თავიდან. _ ნამდვილად არაა ხუმრობის დრო... მაშინ რამე სერიოზული გავაკეთოთ.- განაგრძობდა ხუმრობას და ჩემს ნერვებზე თამაშს. _ სად მივდივართ? _ ბებოსთან სოფელში.გველოდება უკვე,სუფრაა გაშლილი.- ნათქვამში გაფრთხილება ვიგრძენი. _ არ გადმოვალ მანქანიდან! - ვნახე გამოსავალი. _ ნუ გადმოხვალ. მანქანით შევიდეთ სახლში. მაგიდის თავში გავაჩერებ და ვიყოთ ისე. მერე რომ გვადღეგრძელებენ მადლობა სიგნალით გადავუხადოთ. ან მინის საწმენდები ჩავრთოდ. რავი უამრავი ვარიანტია.- ისე მელაპარაკებოდა გეგონებოდა სერიოზულ თემაზე ბჭობსო. _ არა ნამდვილად შეიშალე. არ ხარ შენ ნორმალური.- დავასკვენი და ზურგი ვაქციე. ფანჯრისკენ გავბრუნდი. წამით დედაჩემის რეაქცია დამიდგა თვალწინ ჩემს არ ყოფნას რომ შეამჩნევდა და მერე ამ ამბავს რომ გაიგებდა. ტირილი მომეძალა და ავსლუკუნდი. _ რას შვები ტირი?- აშკარად შეწუხდა რობაქიძე.- კარგი არ შეგიყვან მანქანით სახლში. _ კიდევ ხუმრობ? ეს რა გამიკეთე? დედაჩემი მებრალება. რა ადამიანი ხარ,მარტო საკუთარ თავზე რატომ ფიქრობ... ჩემზე რატომ არ იფიქრე? მე არ მინდა შენი ცოლი ვიყო.. არა გესმის?! გესმიის? _ ყველაფრისთვის მზად ვარ!...- მხოლოდ ეს თქვა და მორჩა მის მერე ხმა არ ამოუღია სანამ სოფელში არ ჩავედით. სახლის ქვედა სართულზე შუქი იყო ანთებული. მანქანის ფარებმა ეზო რომ გაანათეს კარი გაიღო და იქედან მოხუცი ქალი გამოვიდა.უკან ჭაღარა მამაკაცი მოჰყვა,მერე კიდე ორი ქალი.ყველას სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა. ჭიშკარი გააღეს. რობაქიძემ მანქანა ეზოში შეიყვანა.- მოვედით! - მითხრა მერე დამთბარი ხმით. _ მერე რა რომ მოვედით? მე არ გადმოვდივარ მანქანიდან. უკან წამიყვანე. - უცებ ჰომეროსული ხარხარი აუვარდა. სიცილი რომ დაიოკა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მკაცრი ტონით მითხრა: _ შენ უკვე ჩემი ცოლი გქვია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის,შენც კი. გასაგებია? _ მართლა არ გაპატიებ ამას.- აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ მასპინძლები უკვე მანქანას შემოხვეოდნენ და ჩვენს გადასვლას ელოდნენ. _ გადავედით! - მბრძანებლური ტონით თქვა და მანქანიდან გადავიდა. იქ მყოფი ადამიანების მომერიდა და ამიტომ გადავწყვიტე გადასვლა,თორემ დადაზე ისე ვიყავი გამწარებული სულ რომ თმების თრევით ეცადა ჩემი გადაყვანა,მაინც არ გადავიდოდი. მასპინძლები გარს შემოგვეხვიეს. გვილოცავდნენ და სახლში გვეპატიჟებოდნენ. _ მოდით ბებია,მოდით არ გაცივდეთ.- გვითხრა კახელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით. რობაქიძემ თვალი შემავლო თავიდან ფეხებამდე,მერე ახლოს დამიდგა და ხელი ჩამჭიდა. გაშვება ვცადე,მაგრამ ისე ძლიერ მიჭერდა,სახეც კი დამებრიცა ტკივილსგან. სახლში შესულებს სუფრა გაშლილი დაგვიხვდა. პირველი რაც გავიფიქრე იყო „ როგორ შეწუხებულან“ - თქო. მაგიდის თავში მოგვიჩინეს ადგილი. უხერხულობისგან და სიბრაზისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. დადას ბებიას არ გამოპარვია ჩემი გამომეტყველება.- ბებო რატო გააბრაზე ეს ბალღი? - მიმართა შვილიშვილს რომელც ქმრობას მიპირებდა,თან ჩემთან ახლოს მოვიდა და თავზე გადამისვა ხელი.ცოტაც და ავტირდებოდი,გული ამიჩუყდა.რობაქიძემ შემნიშნა და ლოყაზე მაკოცა.ყურში კი მიჩურჩულა: _ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!- ერთმანეთს თვალებში შევხედეთ,თვალებიც იმავეს მეუბნებოდნენ,რასაც მისი ბაგეები.ოდნავ გავუღიმე,მაგრამ წყენა არ დამვიწყებია. _ მახსოვს მე ყველაფერი. - ვუთხარი მუქარით.- არ გავუბრაზებივარ არა. - ავხედე მოხუცს და გავუღიმე. _ იხარეთ,მოშენდით და იბედნიერეთ. - დაგვლოცეს ოჯახის წევრებმა ერთხმად და სასმელიანი ჭიქები ერთმანეთს მიაჭახუნეს.ნელ-ნელა მოვეშვი. მასპინძლების მხიარულება მეც გადმომედო,ამგარმ რამდენჯერაც დედაჩემი გამახსენდებოდა,მაშინვე გული მინაღვლიანდებოდა და ცრემლებით მევსებოდა თვალები. ცოტა ხნის შემდეგ დადა წამოდგა,სუფრასთან ბოდიში მოიხადა და გარეთ გავიდა. სუფრასთან მსხდომი ქალები ჩემთან უფრო ახლოს დასხდნენ. ინეტერესიანი თვალებით ამათვალიერ- ჩამათვალიერეს. _ რამდენი წლის ხარ შვილო? - მკითხა ერთ-ერთმა. რომელსაც ზედმეტად სქელი და მუქი წარბები ჰქონდა. _ დედა შვილო,მთლად ბალღი.- შეიცხადა მეორემ. _ მაგრამ არაუშავს,დადა ისეთი ბიჭია,არაფერს არ გაგიჭირვებს შვილო ცხოვრებაში. ნეტაი ყველა დედას და ყველა ქალს შეხვდეს მისეთი შვილი და ქმარი.- შეაქეს რობაქიძე. გულში კი გავიფიქრე „ბარემ ისიც დააყოლეთ კარგი ვირიათქო“. _ ბაბუცა დეიდა,გავუშალოთ ბალღებს ლოგინი,გვიანია აწი. მოსვენება ენდომებათ. - გადაულაპარაკა მეორე ქალმა მოხუცს. საწოლის ხსენებაზე ერთიანათ დამაჟრიალა ტანში. _ ჩემს დადას შემოვევლე,ეს რა თოჯინა შემოგვიყვანა ოჯახში!..- ფეხზე წამოდგა რობაქიძის ბიძია და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. - კარგია შვილო,კარგი!.. ერთმანეთს გაუფრთხილდით,მოეფერეთ და ერთმანეთის დღეები გაალამაზეთ.- ხმაში სევდა შეეპარა კაცს. გამახსენდა დადას მოანთხრობი ბიძამისზე. _ თქვენზე ბევრი მსმენია დადასგან. თვქენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მისთვის. - ვუთხარი ბიძას. _ გაიხარეთ შვილებოო!.. გაიხარენით! ოთახში რობაქიძე დაბრუნდა.ხელში ტელეფონი ეჭირა,მაშინღა ჩაუქრა ეკრანი რომ დავინახე. კითხვით სავსე თვალები მივაპყარი. მზერა ამარიდა და ბიძამის გადახვია ხელი. შეუქო ბიძამ არჩევანი და ოჯახის შექმნა დის შვილს. ცოტა ხანში ბაბუცა ბებომ გამოაცხადა,რომ დასვენება გვჭირდებოდა. (მე და დადას). _ შენ თუ კივილ-წივილს აპირებ ამაღამ იცოდე გარეთ გამოგაცუნცულებ და იყირყუტებ ამ ყინვაში. - მითხრა რობაქიძემ როდესაც მეორე სართულის კიბეებზე ავდიოდით. _ სად დარეკე? - არ მივაქციე ყურადღება მის ხუმრობას. _ არსად. _ დედაჩემთან დამარეკვინე. ვერ მოვისვენებ და არ გაპატიებ ამ ყველაფერს ეს გახსოვდეს. _ მორჩი ახლა მუქარას. - მითხრა წყრომით.- არაფერი მოუვა დედას,ის კარგადაა ნუ გეშინია. _ რაა? ელაპარაკე? _ კი. - თქვა დამნაშავესავით და თავი დახარა. _ ახლავე მომეცი ტელეფონი თორემ კივილით შევძრავ აქაურობას.- გავცეცხლი. _ ახლავე შეხვალ ოთახში და დაწვები ლოგინში. რამდენს ლაპარაკობ? - შემომიბღვირა აქეთ და ოთახის კარი გააღო. _ დედაჩემის ხმა გამაგონე გთხოვ. - მუდარაც ვცადე,მაგრამ ამაოდ. _ ტყუილად მელაპარაკები ამდენს. არა თქო გითხარი და მორჩა. ხომ გითხარი კარგადაა. შენ კი როცა დამშვიდდები მერე დაგარეკვინებ. აღარ ახსენო მეტად დარეკვა. - ბოლო სიტყვები მთელი სიმკაცრით წარმოსთქვა. მოჭუტული და ბრაზიანი თვალებით გავხედე. იმ წამს ჩემთვის დანა რომ დასვათ ერთი წვეთი სისხლი არ გადმომდინდებოდა. - მე ვწვები. - გამომიცხადა. _ ღმერთო შენ მიშველე! - მოთმინება გამოლეულმა და ხელები ზეცისკენ ავაპყარი. რობაქიძეს ჩაეცინა. - მე არ ვწვები მანდ. - გამოვაცხადე და იატაკზე დავჯექი.ერთ ხანს მიყურა მერე კი უდარდელად მითხრა: _ ნუ წვები!.. იყავი,მანდ. გარეთ ვერ გახვალ ყინავს,თან ეზოში ავი ძაღლია,არ გიცნობს და გიკბენს. აქ კიდე ოთახში ბებიაჩემს ვირთხები შემოჩვევიათ და მოგიწვებიან გვერდით. _ ჩემი შეშინება გინდა. - დამაფიქრა მისმა ნათქვამმა.რადგან ვირთხა რომ შემხებოდა ადგილზე დავლევდი სულს. _ სულაც არა. გაგაფრთხილე.... თუ გინდა დახუჭე თვალები, შარვალი უნდა გავიძრო. _ გაიძვრე მერე, რას მაშინებ ერთი. - ვუთხარი ცინიზმით. ისევ ჩაიცინა რობაქიძემ და გაუხდელად მიწვა საწოლზე. _შუქი ჩააქრე,მეძინება. _ ადექი და შენ ჩააქრე. - ისევ ცინიზმით ვუპასუხე. თავი წამოყო... მიყურა... მერე ადგა და სინათლე გამორთო. ისევ საწოლს დაუბრუნდა,მე დავრჩი სიბნელეში იატაკზე დასკუპებული. გულში თუ რამე სლანძღავი სიტყვა ვიცოდი ვლანძღავდი რობაქიძეს. რამოდენიმე წუთში დადას მშვიდი და ღრმა სუნთქვა შემომესმა. „დაეძინა“ გავიფიქრე. შიში მომერია,მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი. ბოლომდე კიდე ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფერს, რაღაც თამაშის ნაწილი მეგონა. რომ დაიწყებდა გონება იმის ანალიზს რომ მე რობაქიძის ცოლი დამერვა ასე მარტივად და ასე მოულოდნელად,თავს აქეთ-იქით ვაქანებდი,ასე თითქოს ამ აზრებს ვფანტავდი. იატაკზე ჯდომით სხეული დამიბრუჟდა. თან არც ის მინდოდა მემოძრავა და დადას შეემჩნია ეს. ვცდილობდი მომეთმინა ჩემი ერთგავრი პროტესტი. მაჯის საათს დავხედე,ფოსფორის ისრები ღამის სამი საათს უჩვენებდა. „რა დამპალი ხარ,როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო“ ვფიქრობდი დადას მისამართით. ძილმა თავისი გაიტანა და რული მომეკიდა. იატაკზე მოვიკუნტე ფისოსავით და ვცადე ასე გამეგრძელებინა ძილი,მაგრამ ვინ დამაცალა. ჩემგან არც ისე მოშორებით სავარაუდოდ კარადის ქვემოდან ფხაკურის ხმა შემომესმა. „ თაგვია“ვცქვიტე ყურები და გავსწორდი. ხმა ისევ განმეორდა,ახლა შედარებით უფრო ღონივრად. „ მორჩა,დავიღუპე... ნამდვილად თაგვია.“ ხმაურმა მეორე კუთხეში გადაინაცვლა. „ვაიმე დარბის!“ წამოვიკნავლე გონებაში და ფეხზე წამოვხტი. იმის შიშით,რომ თაგვი ფეხზე არ შემხებოდა ერთი ნახტომით ავხტი საწოლზე. _ მე გაფრთხილებდი.- გაისმა რობაქიძის ზარ-ზეიმიანი ტონი. არ ეძინა თურმე. _ კატა რატომ არ ჰყავთ სახლში? - ვიკითხე და ლოგინის კიდეზე დავჯექი. _ სპეციალურად ამ ღამისთვისაა ეს ვირთხები აქ.- გაიცინა დადამ. _ მეშინია!... მისმინე, აქ დავწვები მე,მაგრამ იცოდე ხელი არ დამაკარო. - გავაფრთხილე ჩემი ქმარი. _ შენ მე ვინ გგონივარ? - იწყინა თითქოს ჩემი ნათქვამი.- ვიძინებ მე.- დამიბარა და გვერდი იცვალა. ზურგი მაქცია. ისევ მშვიდი სუნთქვა რომ შემომესმა მისი,ცოტა მოვეშვი და საწოლზე თავისუფლად დავწექი. სხეულს ისე ესიამოვნა ჰორიზონტალურ მდგომარეობაშო ყოფნა,ნეტარებისგან ღრმად შევისუნთქე. ცოტა ხანს ასე ვიყავი,რადგან ფხაკუნი ისევ მეორდებოდა,მერე კი მიწყნარდა. ის იყო,თვალების დახუჭვას ვაპირებდი,რომ დადა ჩემკენ გადმობრუნდა. ცივმა ოფლმა დამასხა. _ ხელი არ მახლო! - გავიმეორე ჩუმად. _ ხელს არ გახლებ.- მითხრა და ტუჩებზე დამეწაფა უცებ. მისი ბაგეების სიმხურვალემ მდუღარესავით დამიარა თხემიდან ტერფამდე. თავის დაძვრენა ვერ ვახერხებდი,რადგან თანდათან მითრევდა ალერსის მორევში. გაუთვიცნობიერებლად კისერზე შემოვხვიე ხელები და მეც ავყევი მისი ბაგეების მოძრაობას....
_ თეკოო.- ჩამესმა დადას ხმა ძილში. _ მმმ.- გავეცი პასუხი. _ გვეძახიან დაბლა. დედაჩემია მოსული. _ რა? - უცებ ვცქვიტე ყურები და რობაქიძის მოშიშვლებულ გულ-მკერდს მოვწყდი. _ კარგი რა დაფეთდი. - გაეციანა დადას.- კი არ უნდა გცემოს. _ საცემი ვარ? - ვიკითხე დაბნეულმა. _ კი,იმიტომ რომ ამხელა კაცი ჭკუიდან გადამიყვანე,გამაგიჟე და შემშალე.- ხმა აერია რობაქიძეს და ყელზე დამიწყო კონა. მეც წამომეშალა დაღლილი და მიძინებული ვნება. ხელები შემოვხვიე,მთელი გძნობით ვუთხარი: _ მიყვარხარ!.. - ამღვრეული თვალებით ჩამხედა ქმარმა თვალებში და.... კარებზე მორიდებული კაკუნი გაისმა. _ აგე რომ არ გავედით ამოგვაკითხეს. - ვთქვი დარცხვენით. ორივენი ჩქარა და ღრმად ვსუნთქავდით ერთმანეთის სურნელს. _ ჩამოვალთ ახლავე! - გასძახა კარს იქით მდგომს. კაკუნი არ განმეორებულა. - დღეს წავალთ აქედან. ჩვენს სახლში - აგარაკზე. - მითხრა მერე მე. _ სად? _ წყნეთში. აქ პირველად იმიტომ მოგიყვანე,ბებიაჩემი რაც თავი მახსოვს სულ იმას მეხვეწებოდა ცოლს რომ მოიყვან ბებია პირველი მე უნდა გავიგო და მე უნდა გაგიშალოთ სუფრაო. ჰოდა არ „გავუტეხე“ რა. გამეღიმა მის ნათქვამზე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. _ ჩემი გემრიელი ბიჭი ხარ შენ. - ჩაეცინა. - ადე ახლა ჩავიცვათ. ოღონდ ჯერ მე ჩავიცვამ და შენ შებრუნდი იცოდე. _ სად შევბრუნდე გოგო. - გაიკვირვა სიცილით. _ აი კედლისკენ შებრუნდი მიდი. არ მინდა დამინახო. _ მთელი ღამე გიყურებდი და ახლა რა მოგივიდა რისი გრცხვენია. - ისევ დასცინოდა ჩემს სიმორცხვეს ჩემი ქმარი. _ ოო კარგი რა. რომ გეუბნები შებრუნდი-თქო შებრუნდი ვაა. - მეწყინა დაცინვა. _ კარგი,კარგი.. ნუ ბრაზობ.. ჩემი სულელი ცოლი. - შეკავებული სიცილით ინაცვლა გვერდი და ზურგი მაქცია. - უი,ისა.. აი მანდ კარებთან ზურგ ჩანთა დევს და იქ შენთვის საჭირო ნივთებია.აიღე. - კარებთან მართლა იყო ჩანთა. _ რა წინდახედული ხარ.- შევაქე და ჩანთის ასაღებად წავედი ზეწარ შემოხვეულმა. რაც მჭირდებოდა ავიღე,ჩავიცვი და თავი მოვიწესრიგე. - შეგიძლია ჩაიცვა. მე მოვრჩი. _ ახლა შენ მიბრუნდი არაფერი დამინახო. - მითხრა სიცილით. - ცუდათ არ გამიხდე აქ მერე. _ ნუ ხარ საზიზღარი. - ვთქვი დარცხვენით და სიცილით. _ შებრუნდი მიდი. -გამიმეორა. _ არა, მე უნდა გიყურო. - ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე გულზე. - მიდი ადექი. ჩაეცინა. _ შე ცუღლუტო! კარგი.. მოემზადე. - რობაქიძემ რიდის გარეშე გადაიძრო საბანი და ფეხზე წამოდგა. საცვლების ამარა იყო. _ ეე როდის ჩაიცვი შე საზიზღარო. - ვუთხარი გაკვირვებული სიცილით და ბალიშს ვწვდი რომ მესროლა. _ ჩანთას რომ იღებდი მაშინ. - თვითონაც იცინოდა. _ გამომცადე ვითომ? _ წარმატებით ჩააბარე გამოცდა. ჩემი ცეცხლოვანი ცოლი. - განაგრძობდა ჩემს გაჯავრებას. _ კარგი ახლა. მარცხვენ. _ ვისი გრცხვენია ტო! ჩემი? შენი ქმრის? _ ისევ თავიდან იწყებ... ჩაიცვი და ჩავიდეთ დაბლა.უხერხულია უკვე. _ კარგი ჰო.. - ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ისე იცვამდა. გასვლისას ვენბიანად მაკოცა ტუჩებში. დაბლა ჩასულებს დადას დედა,და, ბებია,ბიძია და ის ორი ქალი - ოჯახის ნათესავები დაგვიხვდნენ. ჩვენს დანახვაზე დადას დედა სიხარულით წამიჭრა ფეხზე,აცრემლებული თვალებით და აჩუყებული გულით ჩამიხუტა.მერე შვილს მიუბრუნდა და სახე დაუკოცნა. _ ჩემი ჭკვიანი ბიჭი,როგორ გამახარე დედი. - ეფერებოდა პატარა ბავშვივით.- რა კარგი ხარ შენ შვილო, - მომიბრუნდა მე და კიდევ ერთხელ მაკოცა ლოყაზე. - შემოგევლეთ მე თქვენ. _ ეს ჩემი დაა - სალომე.- გამაცნო მისი და დადამ. - მული! - დააყოლა სიცილით. გოგონამ თბილად გამიღიმა და გადამეხვია. წამიერად ის ვიგრძენი რაც მთელი ცხოვრება მაკლდა. დედ- მამიშვილური სითბო. ამ შეგრძნებამ სალომეზე მთელი ძალით შემომახვევინა ხელები,თითქოს დიდი ხნის დაკარგული და მეპოვა ისეთი განცდა მქონდა. _ ძალიან მიხარია შენი გაცნობა სალო. - ვუთხარი გულიდან წამოსული სიტყვები. _ მეც,მეც ძალიან მიხარია. - მოსგანაც გულწრფელობა მოდიოდა.
გაცნობა-გამოცნობას რომ მოვრჩით დადას ვთხოვე მობილური დაებრუნებინა ჩემთვის,რათა დედასთან და ადრიანთან დარეკვა შემძლებოდა. პირველი დედას დავურეკე. მისი ხმა რომ გავიგე,მუნჯად ვიქეცი. დაღლილი და გატანჯული ჰქონდა ხმა. _ დე... _ თეკო დედა.. შვილო... ასე რატომ მომექეცი..- უკვე ტიროდა. - განა რამეს გიშლიდი დედი ასე რომ გაპარულიყავი სახლიდან? _ დედი ასე გამოვიდა. ბოდიში რა. არ ინერვიულო არაფერზე გთხოვ. - ლელა ჩმად ქვითინებდა. _ მთავარია შენ მყავდე ბედნიერი შვილო.. დედის ერთადერთო... _ ბედნიერი ვარ დე, ძალიან ბედნიერი. _ ჩემთან როდის მოხვალ,შვილო? _ რა ვიცი,მაგრამ ვეცდები მალე გნახო. _ ჩემთან ნანული დეიდაა ახლა. ანაც იყო მოსული წუხელ და ამ დილითაც. _ გულზე მომეშვა მარტო არ ხარ. მომიკითხე ნანული. _ კი დედი გადავცემ. შენს ქმარს ველაპარაკე გუშინ... _ მერე რაო? - გამეღიმა. _ რავიცი შვილო.. რაც მისგან მოვისმინე,არ უნდა სჩანდეს ცუდი ადამიანი. _ ეგრეა დე.. ნამდვილად არაა ცუდი ადამიანი. დედი სამსახურში უნდა დავრეკო ახლა. მოგვიანებით ისევ დაგირეკავ. - ლელას დავემშვიდობე და ადრიანს დავურეკე. _ბოსს მაპატიე დღეს ვერ შევძლებ სამსახურში მოსვლას. _ რატომ? ხომ კარგად ხარ? - შეშფოთება დაეტყო ხმაში ფრანგს. _ კი,კი კარგად ვარ.- თავი ვერ მოვიყარე სათქმელს. _ კარგი. ეს დღე იყოს ასე... - თქვა ინტერეს შეფარული ტონით. _ ვერც ხვალ მოვალ.. _ რა ხდება,დატოვე სამსახური? - იკითხა გაოცებით. _ არა... გავთხოვდი და... _ რააა?- ლამის შეიცხადა.- ასე მოულოდნელად.. როდის... - დაიბნა ფრანგი. _ წუხელ... ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.. დადამ ასე გადაწყვიტა და მეც დამითანხმა. _ კარგია. გილოცავთ!.. _ მადლობა. _ შვებულებას გაძლევ. ათი დღე გეყოფა? - მკითხა მერე სიცილით. - გაშვებით ვერ გაგიშვებ ძალიან საჭირო კადრი ხარ ამ კომპანიაში. _ დიდი მადლობა ადრიან. _ არაფრის. მიულოცე დადას ჩემგან. _ კარგი. ნახვამდის. საღამოს კახეთი დავტოვეთ და წყნეთში წავედით. წასვლისას დადას დედამ დაგვიბარა აგარაკზე ამოვალ და ქორწილზე დავილაპარაკოთო. _ ნანა,გვაცადე რა ორი დღე. სად გაიქცევა ეს ქორწილი. - უთხრა რობაქიძემ. _ კაი დედი,როგორც შენ იტყვი.- დაეთანხმა შვილს და ღიმილით გამოგვაყოლა თვალი. წყნეთში არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ. ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყალი და იმდენად ლამაზი,რომ ზოგჯერ ტავი სიზმარში მეგონა და გამოღვიძება არ მსურდა. მაგრამ რომ ვხედავდი ეს ყველაფერი რეალობა იყო ბედნიერებისგან ტირილი მივარდებდა. აგარაკზე ყოფნისას გვესტუმრნენ ბურდული და მისი ცოლი. მხიარულად გავიხსენეთ გაცნობის დღიდან მოყოლებული ყოველი დღე,ყოველი შეხვედრა და საუბარი. ახლა საქორწილოდ ვემზადებით. გადავწყვიტეთ,პატარა და მოკრძალებული სუფრა გვქონდეს. კაბა უკვე ავარჩიე. რათქმა უნდა თეთრია და საოცრად ლამაზი. ჩემს ქმარს ტაქსიდო ეცმევა. დიდად არ მოსწონს მას,მაგრამ უარს ვერ მეუბნება. ქორწილის შემდეგ ძველ ეგვიპტეში გადავწყვიტეთ მოგზაურობა. იქედან დაბრუნებულები შვილებზეც ვიფიქრებთ. ხშირად გვესმის მე და ანას ქმრებისგან სიტყვები „ქმედება ოცნების ნაცვლად“..

ქმედება ოცნების ნაცვლად  2 - 861342611875

Комментарии