არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ დღიდან ჩემზე მოთხოვნილება გაიზარდა. გვანცას იშვიათად ვხვდებოდი, მაინცდამაინც დიდად არ მეპიტნავებოდა, მაგრამ სხვა გოგოები ყველა ღონეს ხმარობდნენ, ჩემთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ. ხან ერთი ამეკიდებოდა, ხან მეორე. მეც რას ვკარგავდი, არც ერთს გულს არ ვწყვეტდი, ყველას ვუსინჯავდი გემოს. ისე ავუშვი აფრები, უბანში მალე დონ ჟუანის სახელი გამივარდა. ბიჭები მაშაყირებდნენ, ქალი არ დატოვა «გაუჟიმავი», ლამის არის, ჩვენც დაგვერიოსო. არც მთლად ეგრე იყო საქმე, ცოტას აბუქებდნენ, მაგრამ რა მენაღვლებოდა, მეც ვიფერებდი მეტსახელს და გაჯგიმული დავდიოდი. მერე და მერე უკვე ამორჩევა დავიწყე. რომელიც მომეწონებოდა, მხოლოდ მას «ვანიჭებდი» ჩემთან დაწოლის ბედნიერებას. სიყვარულით ჯერ არავინ მიყვარდა, არც გაგიჟებამდე მომწონებია ვინმე. ალბათ «კრასავეცის» იმიჯი თავში ამივარდა.7 7 7საღამო ხანი იყო, გაგანია ზაფხული. წყალი გადავივლე და უბანში გავედი, ბიჭები რომ მენახა. ჩხირო, მულტფილმა და რიჟა დავლანდე და მათკენ გავემართე. ჩვენ კლასელები ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ჩხირო, იგივე ალეკო ერთი აყლაყუდა ვინმეა, ორ მეტრამდე შვიდი სანტიმეტრი აკლია, თან ძალიან გამხდარია. ამიტომაც ვეძახით ჩხიროს. ერთი ცუდი ჩვევა აქვს _ წარამარა იპურჭყება, სადაც არ უნდა იყოს, სულ გვერდზე აფურთხებს. ამის გამო უსიამოვნება ბევრჯერ შეხვედრია. მულტფილმა ანუ ანდრო დაბალია, ბუთხუზა, მულტფილმების ნახატ გმირებს ჰგავს. თვალებიც დახატულივით აქვს, დიდი და ფახულა. ისე ახამხამებს ხოლმე გრძელ წამწამებს, როგორც კურდღელი «ნუ პაგადიში». აი, ყველაზე საინტერესო კი რიჟაა. წითური, ჭორფლიანი გუგა. ნამდვილი ლილიპუტაა, მოკლე ფეხებით, გაბურძგნილი თმით, ნაცრისფერი თვალებით, მაგრამ ჩვენ შორის ყველაზე სამართლიანი და ყველაზე საყვარელი. რიჟას მდიდარი მშობლები ჰყავს, ამიტომ როცა ფული გვჭირდება, პირველ რიგში მას მივადგებით ხოლმე. უარს არასდროს გვეუბნება, გაუჩენელს გააჩენს ჩვენი გულისთვის. არც სხვა რამეებზე იხევს უკან. ჩხუბია, მოწევა თუ ვინმეს გაქურდვა, ჩვენ გვერდითაა, საძმოს არასდროს გამოაკლდება. ხომ ეგეთი სასაცილოა, რიჟიკა, მაგრამ ყველაზე მეტად ბიჭებს მისი რიდი გვაქვს. რატომ? გინებას და ბილწსიტყვაობას ვერ იტანს და იმიტომ. საკმარისია, «ჩემი დედა» ან «შე ჩემა» და მსგავსი ან უარესი რამე წამოგცდეს, ქორივით დაგაცხრება თავს _ «ე, ბიჭო! აზრზე მოდი!» _ იტყვის და კარგი დედის შვილი ხარ, წაიბილწე ენა, შეიძლება ფეხქვეშ გაგიდოს. ბავშვობიდან აიკიდოზე დადიოდა. ისეთი ძლიერია, სამი კაცი ვერ მოერევა, თუ გადაირია…8 8 8_ დაბრედილი მოსულა, _ წამოიძახა რიჟამ ჩემს დანახვაზე.მეუბნებიან, ბრეტ პიტს ჰგავხარო, ბიჭები მაშაყირებენ, ალბათ მამაშენმა მისი კლონირება მოახერხაო და ამიტომაც შემარქვეს «და-ბრედ-ილი». გარდა ამისა, სიტყვა «დაბრედილოს» ხშირად ვხმარობ ჩხუბის დროს._ პრივეტ, _ მივესალმე სამივეს და ხელისგულები ერთმანეთს დავურტყით._ გუშინ საღამოს სად იყავი? _ მკითხა ჩხირომ და, როგორც წესი, გადააპურჭყა._ ვარჯიში მქონდა._ ჩვენ მაგარი დრო ვატარეთ, _ «მახარა» მულტფილმამ._ ვიცი, შოკამ მითხრა. რას შვრებით?_ ვზასაობთ, _ გაიცინა რიჟამ, _ რას უნდა ვშვრებოდეთ, ბესპონტა ვართ._ მერე? მოვიფიქროთ რამე, დღეს მცალია._ ე! ნახეთ, ვინ მოდის! _ წინ გაიხედა მულტფილმამ.კორპუსებს შორის ჭყლიპო გამოჩნდა, ჩვენი უბნელი, ერთი წლით უმცროსია ჩვენზე._ მაგრად არ მევასება ეგ როჟა, _ ზიზღით ჩაილაპარაკა რიჟამ, _ ახლა ნახე, მოვა და ფულს მოგვთხოვს._ ერთი მაგისი, _ კვლავ გადააპურჭყა ჩხირომ.ჭყლიპოს ანუ გოლას საძმოში ვერავინ იტანს, ყველას ეზარება მისი ნახვა. გამუდმებით ტოტალიზატორში აგდია, თან სულ აგებს, ამიტომ ყელამდე ვალებშია ყოველთვის ჩაფლული. რამდენჯერმე დავეხმარეთ, მაგრამ ბოლოს ყელში ამოგვივიდა._ ზდაროვა, ძმებს! _ კედსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი ჭყლიპო მოგვიახლოვდა და შორიდან მოგვესალმა._ ჰაი, _ უხალისოდ ვუპასუხეთ._ კაროჩე… უნდა დამეხმაროთ, _ გააკეთა «შესავალი» გოლამ._ მე პას, _ არც დაამთავრებინა, ისე უთხრა დახმარებაზე უარი მულტფილმამ._ მოიცა, შე ჩემა, ათქმევინე, იქნებ რა უნდა, _ გავუწყერი ანდროს._ რა მინდა და… ფული მჭირდება, რა, _ კეფა მოიქექა ჭყლიპომ._ აუჰ! რამდენი, თუ საიდუმლო არ არის? _ ცინიკურად ჰკითხა რიჟამ, _ როგორი კუპიურებით მოგართვათ _ ლარებში თუ დოლარებში?_ შენ ახლა ნუ ახურებ, გაიგე? თუ შეგიძლია, დამეხმარე, თუ არადა ზედმეტ ბაზარს მოეშვი, გაიგე? _ გოლამ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თვალები დაქაჩა._ ვინ ხარ, უბანს შენ აკონტროლებ, თუ რა? _ არ დაიხია რიჟამ უკან._ მოიცა, რიჟიკ, აცალე, _ გავაწყვეტინე გუგას, _ რა ფული გინდა, რისთვის გინდა, ჯერ ამბები მოგვიყევი, ძმაო, რას გვებლატავები, ვალი გვაქვს შენი, თუ რა, _ დავიწყე საქმის «გარჩევა»._ ხუთასი ლარი მჭირდება, ხვალ სამ საათზე თავანი უნდა ჩავაბარო._ ისევ ტოტალიზატორი, არა? _ დავაზუსტე ინფორმაცია._ ჰო, _ ჭყლიპომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, _ სამაგიეროდ ერთი «მასტერკა» ჩემზე იყოს._ გაიკვეხე შენი სირისტიანი პლანი, დავაი ახლა, აახვიე აქედან, _ გაექაჩა ჩხირო._ ე-ე-ე! წყნარად, ბიჭო! ვინმეში ხომ არ გეშლები, _ არც გოლა დარჩა ალეკოს ვალში._ ჭყლიპო, არ მოგბეზრდა ეს ერთი და იგივე? ხომ ხედავ, რომ აგებ, შეეშვი, ტო-ო-ო, _ დავარბილე სიტუაცია._ შეეშვი ეგრე არ არის, ძმაო, ეგ ჩემი ჰობია, _ ხელი ამიქნია._ ჰობი კი არა, ავადმყოფი ხარ, შე ახვარო. მიდი, გაიარე, აქ ფულებს არ არიგებენ._ შენ არ გელაპარაკები, მოკეტე, ჩემი დედა, თორემ… გაიგე?.. რიჟა, მამაშენს ვერ მოუტეხავ ერთ ას ლარს? ბოზის შვილი ვიყო, თუ არ დაგიბრუნო._ ჯერ ერთი, რიჟა ვარ, მაგრამ რიჟა ბაზარს ვერ ვიტან, ხომ იცი. მერე კიდევ, ჩემთან როცა ხარ, არ უნდა შეიგინო, ესეც ხომ იცი. ჰოდა, მიდი ახლა, მიაწექი პირველ ჩვენებას._ ო კეი, ეგრე იყოს. მაგ მაყუთს მაინც ვიშოვი, თქვენ კი… მეც დაგჭირდებით ერთხელაც და მერე მე ვიცი, _ თითი დაგვიქნია ჭყლიპომ და ჩქარი ნაბიჯებით გაგვეცალა._ ვიღაცას დააბოლებს ახლა. ეგ ისეთი ახვარია, მაინც იშოვის, _ ამოიხვნეშა მულტფილმამ._ ჩვენი ბრალია, ძაან გავაბლატავეთ, რამდენჯერ დავეხმარეთ. ხოლო ბიძოს რომ გაუჭირდა, ერთი თეთრიც ვერ გავაგდებინეთ, გახსოვთ? _ თქვა ჩხირომ._ მართლა, ამ გახსენებაზე, ბიძო სად დაიკარგა, ტო? _ ბიძინა გამახსენდა, ჩვენი მეგობარი, წელს დაამთავრა სკოლა._ ზღვაზე ბაირამობს ბიჭი, წუხელ ველაპარაკე, ტალღებზე ნავარდობს, _ ჩაიცინა რიჟამ._ ხურდა გაქვთ ვინმეს? _ სხვა თემაზე გადაგვრთო მულტფილმამ._ მე მაქვს, _ ჯიბეები მოიქექა რიჟამ, _ რამდენი გინდა?_ მაიტა ოცი თეთრი, ნაზოსთან «სემიჩკას» ვიყიდი, ხომ გვინდა!_ აჰა, დაიჭი, _ რიჟამ ჰაერში აისროლა ოცთეთრიანი._ რა ჟმოტია, შეხედე, მართლა ოცი თეთრი არ მომცა? რა იყო, შე ჩემა, მეტი არ გემეტება? _ გაიცინა მულტფილმამ._ შე ჩემა კი არა, კისერს მოგიგრეხ, მანდ თუ მოვედი, რაც მთხოვე, ის მოგეცი, რა გინდა, _ აუხირდა რიჟა.ამ დროს იმ მხრიდან, საითაც ჭყლიპო მიიმალა, მეშვიდეკლასელი ვანიკო გამოჩნდა, რიჟას კარის მეზობელი, სახეაწითლებულს თვალები აცრემლებოდა.გუგა ორი ნატომით მიეჭრა ბიჭს._ რა გჭირს, ვინმემ გაწყენინა? _ თვალებში შეხედა მეზობელს._ მობილური წამართვა, მომკლავს დედაჩემი, ერთი თვეა, რაც მიყიდა. ფეხბურთზე რომ დავდივარ, მაგით მაკონტროლებს ხოლმე, _ ამოისლუკუნა ვანომ._ ვინ წაგართვა? _ ამასობაში ჩვენც მივუახლოვდით ატირებულ ბავშვს._ ჭყლიპომ._ ჭყლიპომ? ოხ მაგის დედაც!.. _ აქ რიჟამაც ვერ შეიკავა თავი და ცხოვრებაში პირველად შეუკურთხა ვიღაცას._ რატომ მიეცი მერე, თავში ჭკუა არ გქონდა? _ მეც გავბრაზდი._ დამარეკინეო, მითხრა. მეც მივაწოდე. იმან კი… ხვალ დაგიბრუნებო და გაიქცა._ მოვკლავ მაგ ახვარს, ხედავ, რა გააკეთა? _ ხელები მომუშტა რიჟამ._ წავა ახლა და დაალომბარდებს, _ დაასკვნა ჩხირომ._ წამო, გავეკიდოთ, როლანდასთან მიიტანდა, სხვა ვინ ჩაიბარებს უსაბუთოდ, _ ვთქვი მე._ არ არსებობს, როლანდას შენ სიმართლეს ათქმევინებ? გამორიცხულია, არ იცი, რა გაიძვერაა? _ თავი გადააქნია რიჟამ, _ მაგან ოღონდ ვინმეს ტელეფონი ჩაიგდოს ხელში და ვარიანტი არ არის, თქვას. ეგრევე გაასუხარებს. თან იცის, ოთხმოცდაათი პროცენტი მოპარულია და ჩამბარებელი უკან არ მოითხოვს… ვანო, შენ არ ინერვიულო, მე მივხედავ მაგ საქმეს. აჰა, ჩემსას მოგცემ, დედაშენს უთხარი, რიჟას გავუცვალე-თქო. ხვალ კიდევ მე თვითონ გამოგიტან და დაგიბრუნებ, ნუ გეშინია, _ გუგამ თავის მობილური ამოიღო ჯიბიდან და გაუწოდა._ მართლა მომიტან? _ ნამტირალევი თვალები შეანათა ბავშვმა._ როდის მომიტყუებიხარ, შე «სუნელო», მოგიტან, აბა რას ვიზამ. მაგას რამეს შევარჩენ? _ რიჟამ თავზე ხელი გადაუსვა ბიჭს და გაუშვა._ კაი ტიპია, არა? _ გაიღიმა მულტფილმამ._ იცი რა კარგი დედა ჰყავს? მეცოდება, რა. ამ ერთ შვილს დაჰკანკალებს, დღისით დამლაგებლად მუშაობს მარკეტში, ღამით კი ჭურჭლის მრეცხავად სადღაც კაფეში._ ვიცი, _ თქვა ჩხირომ და ისევ გადააფურთხა.ვანიკოს მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამისი ორსულად იყო, თბილისში რომ ჩამოვიდა. ბავშვი აქ დაიბადა, მამას არც უნახავს. სამშობიაროში გაიცნო რიჟას დედამ ელენე, თვითონაც იქ მუშაობს ექიმად, ძალიან შეეცოდა და საცხოვრებლად თავისი დაკეტილი ერთოთახიანი ბინა შესთავაზა. სამაგიეროდ, მათ ოჯახს ეხმარება ხანდახან, ულაგებს, ურეცხავს, სადილს უმზადებს.ამ დროს ჩვენ შორიახლო შავმა «ბმვ-მ» დაამუხრუჭა და სალონიდან თავი ნიკომ გადმოყო._ დაბრედილო, დღესაც მათხოვებ? _ დამიძახა და ბიჭებს დაუსიგნალა, ეს მისალმებას ნიშნავდა._ ბაზარი არ არის, წაიღე, _ მისკენ გავემართე, თან ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოვიღე._ ჯიგარი ხარ, ხვალ დაგიბრუნებ._ როცა გინდა. სად მიდიხარ? _ ვკითხე და თავი სალონში შევყავი._ არსად, კოკამ დამირეკა, «ვიგონკაოთო», ხომ არ წამოხვალთ?_ ე! ბიჭო, წავიდეთ «საგონკაოდ»? _ გავძახე ძმაკაცებს.ეგრევე გამოქანდნენ. მანქანაში ჩავსხედით, მე წინა სავარძელზე მოვკალათდი და გავიჯგიმე._ რიჟიკ, ბარემ ხომ არ გავიაროთ როლანდასთან? რა იცი, იქნებ ის «სირისტიანი» იქ მივიდა._ შეიძლება, რა ვიცი, _ მხრები აიჩეჩა რიჟამ._ რა იყო, რა ხდება? _ სარკიდან შეხედა ნიკამ რიჟას.მოვუყევით, რაც მოხდა._ წავიდეთ, რა პრობლემაა, აქვე არ არის? _ ნიკომ მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოსხლტა._ აუ, რა მხეცი რამეა «ბმვ», მაგრად მევასება, _ აღტაცება ვერ დამალა ჩხირომ._ მეც მევასება, _ დაეთანხმა ნიკო, _ ამიტომაც ვიყიდე. მე რა ვიყიდე, მამაჩემმა მიყიდა, ტვინი გავუბურღე საცოდავს._ რა ქენი, მართლა, ჩააბარე? _ გამახსენდა უცებ._ კი, ტო, უჟე სტუდენტი ვარ._ ვა-ა-ა! მოსალოცი ამბავია, ძმაო, აბა შენ იცი, _ გულწრფელად გამიხარდა მისი წარმატება.ბიჭებმაც მიულოცეს._ მერე არ უნდა დაასველო?_ აბა რა-ა-ა! ჩემები უკვე ემზადებიან. კვირის ბოლოს მაგრად გაქეიფებთ, _ დაგვპირდა ნიკო.როლანდმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არავითარი მობილური, ჭყლიპო საუკუნეა, თვალით არ მინახავსო. ასეც ვიცოდით._ მომისმინე, ჯიგარსონ, _ ძველბიჭური შეუშვა რიჟამ, _ ხვალამდე ეგ მობილური არავის მიჰყიდო, თორემ ვერ გადამირჩები. ხვალ დილით მოვალ და ფულს მოგიტან, ტელეფონი კი ადგილზე დამახვედრე, გაიგე?_ რა ტელეფონი, რის ტელეფონი, არ მოუტანია-მეთქი, ხომ გითხარი. გეფიცები, მართლა არ მინახავს ჭყლიპო, _ იმდენად ალალად ლაპარაკობდა როლანდი, ეტყობოდა, რომ არ ტყუოდა._ შეეშვი, რიჟიკ, აქ არ მოიტანდა. მაგან მოტვინა, შენ რომ აქ დაუწყებდი ძებნას, სხვაგან წაიღებდა. წამო, წამო, მერე ავადგეთ სახლში და იქ მოვუყომაროთ, _ გასძახა მულტფილმამ.გუგა კბილების ღრჭიალით ჩაჯდა მანქანაში და დაიქადნა, მწარედ ვანანებ თავის საქციელსო.შებინდებამდე «ვიგონკავეთ». საჭესთან ხან ნიკო იჯდა, ხან მე. სულ ოთხი მანქანა იყო, ქვედაუბნელი ბიჭების. ვერავინ მოგვიგო. ასეა, ჩვენ მაგრები ვართ.მერე ჭყლიპოს ავადექით სახლში, ფანჯრის ქვეშ დავდექით და დავუსტვინეთ. გამოიხედა._ ჩამო, სალაპარაკო გვაქვს, _ დაუძახა რიჟამ.ჩამოვიდა._ რა მოხდა? _ იკითხა და ქურდულად მიმოიხედა._ ხვალ იმ მობილურს დააბრუნებ, იცოდე, _ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო რიჟამ და წინ აესვეტა გოლას._ რა მობილურს? _ თავი მოიქაჩლა ჭყლიპომ._ ბიჭო, რა მობილურს კი არა, აგხევ ნაკერავზე. რაც გითხარი, ის გააკეთე. დილით მოვალ და იქ მიმიყვან, სადაც ჩააბარე. ილოცე, გაყიდული არ დაგვხვდეს, თორემ ნაწილებად დაგშლი, გასაგებია?_ გავიგე, _ ყრუდ ჩაილაპარაკა ჭყლიპომ და სადარბაზოში შებრუნდა.…ისე ვიყავი დაღლილი და გაოფლილი, არაფრის თავი არ მქონდა, დავემშვიდობე ბიჭებს და სახლში ავედი.7 7 7
❤ჩემი გული ხარ❤
ბიჭები თავი 4