ერთხელ და სამუდამოდ

თავი 2
-როგორც ვხედავ, საერთო ენა გიპოვიათ. სიცილით გვიახლოვდება და დეიდას შუბლზე კოცნის.
-ადვილად! ჩვენ ხომ ერთი სისხლი გვიჩქეფს. გაეკრიჭე და მწვანილის დაჭრა დავამთვრე.
-ახლა მიდი, ხელები დაიბანე და წავიდეთ. წინ დიდი თავგადასავლი გელოდება. მიღიმის და დანას მართმევს. ხელები გადავიბანე, სევიმშრალე, ტელეფონი ავიღე და საშას გავძახე.
-მე მზად ვარ! ისიც დაუყოვნებლივ გამოდის სამზარეულოდან დაკარისკენ მიძღვება.
-ჭკუით იყავით. საშა, ანას მიხედე. დეიდა უკნიდან გვეძახის დასაშაც ტავს უქნევს თანხმობის ნისნად.
-სად მივდივართ? ვიკითხე როცა ბაიკზე შემოსკუპდა.
-ნუ გეშინია, ჩაფხუტი გამომართვი და ადგილი დაიკავე. მეგობრები გჭირდება, აქ და ჩემი მეგობრები, შენი მეგობრებიც იქნებიან. დამერწმუნე, როცა გაიცნობ ძალიან დაახლოვდებით. მეც დავყევი მის ბრძანებას და შემოვუჯექი ბაიკზე. დანიშნულების ადგილზე მალევემივედით. ხუთნი იყვნენ. ბაიკიდან ჩამოვედი, ჩაფხუტი მოვიხსენი, სასას მივაწოდე, თმა გავისწორე და გავხედე.
-მოიცადე! წინ მიდგება და თმას ყურსუკან მიწევს. ასე ჯობია! შემდეგ ხელს მკიდებს და მეგობრებისკენ მივექანებით, მომღიმარი სახეებით. თუმცა მათ სახეზე გაკვირვება აწერიათ.
-გამარჯობატ. ხმამაღლა ვთქვი, რომ გაეგოთ და მათაც ეპასუხათ.
-გაგიმარჯოს. ერთ-ერთი დაბნეული აცეცებს თვალებს და ფეხზე დგება, ხელს მართმევს და მეცნობა, მე იგორი. პასუხად ვუღიმი და სახელს ვეუბნები.
-რა ლამაზი სახელია, ანნაბელი.
-მადლობა, მორცხვად ვხრი თავს და ერთ-ერთი გოგო საშას მკვახედ ეუბნება.
-იქნებ გაგვაცნო!
-ჰო, კი, რა თქმა უნდა. გაიცანით ჩემი დეიდაშვილი, საქართველოდან. ანაბელ დადიანი.
-დადიანების სასახლე! რა ლამაზია. ერთხელ ვარ ნამყოფი. ხმას ახლა სრულიად უცხო ბიჭი იღებს და ნაზად ვუღიმი.
-გეთანხმებით!
-ოღონდ, თქვენობით არა. ყველას ეცინება და საშას ვუყურებ.
-ხო მართლა, გაიცანი. იგორი, დანიელი,ჟენია,მაშა და ვიკტორია.
-სასიამოვნოა.ყველამ ერთხმად თქვა და ახალმოსულებიც ჩამოვსხედით.
-აბა, რას ვაკეთებთ? ვიკითხე და საშას გავხედე.
-კალათბურთს ვითამაშებთ. ყველამ გაკვირვებლად შეხედა საშას და ერთერთმა გაბედა თქმა.
-შენ რა, ახლა კალათბურთი თქვი?
-ხო!
_მოიცა, ეგ როგორ?
-კარგი რა, იგორ! რა გაგიკვირდა? ერთმა გოგონამ მითხრა. ახალი თავგადასავლები უნდა ვიპოვო თორემ გავგიჟდებიო. დანებება ჩემში არ არისო, ამიტომ არც მე ვნებდები. არ ვიცი რა მოხდა, ასეთი რეაქცია მეგობრებისგან რატომ, მაგრამ აუცილებლად მეტყვის. ბიჭებმა ხელი დაკრეს, ვიკტორიამ ხელი ჩამოართვა და მაშომ კოცნით დაასაჩუქრა.
-მიყვარხარ. გადაუჩურჩულა და ბავშვებს მიჰყვა.
-ახლა მივხვდი, ხელიხელ ჩაკიდებული რომ გვნახა,რატომ მიყურებდა ასე. წარბები შევკარი და გაბრაზებული სახე მივიღე. საშას გაეცინა და თვითონაც წამოდგა. მეც მივყევი. დარბაზში შევედით და გავიყავით. ვიკა მსაჯი იყო,ვერ ვითამაშებ ფეხი მტკივაო. მე, ჟენია და იგორი ერთ ჯგუფში მოვხვდით. დანიელი, მაშო და საშა ერთად. თავიდან ალმაცერად მიყურებდნენ. ,, ვაიდა თამაში არ იცოდესო“ ფიქრობდნენ, ალბათ. თუმცა ყოველი ტაიმის მერე პირდაღებული მიყურებდნენ. საერთო ჯამში 6 ტაიმი ვითამაშეთ. უფრო სწორედ მოვასწარით. ჩემმა გუნდმა მოიგო კიდეც, 78-56. და დავიშალეთ. მომეწონა ბავშვებთან, კარგები იყვნენ, მეგობრულები. იცით რა? სწორედ ეს მჭირდებოდა. თავგადასავლები, გართობა და როგორც იქნა, ახალი მეგობრები. სახლში გაოფლილები მივედით. დეიდა კიოდა, რას გავხართ დროზე სააბაზანოშიო. მერე ჩამოდით და ვახშამი მივირთვათო. ოახში ავედი, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე, კიბეებზე ჩავედი და უკვე მზა სუფრას მივუსხედით.
-აბა, როგორ მოგეწონა ბავშვები? ძია ოლეგი კითხვას მისვამს და მორიგ ლუკმას იდებს პირში.
-ძალიან კარები არიან. მეგობრულები და მხიარულები. გავუღიმე და პომიდორს ჩანგალი ჩავარჭვე.
-გამიხარდა, საშას სამეგობროში კარგი ბავშვები არიან. თავს ნაზად ვუქნევ თანხმობის ნიშნად და უხმოდ ვაგრძელებთ ვახშმობას. ჭამას რომ მოვრჩით, ალაგებაში დავეხმარე დეიდას. თეფშები დავრეცხე და დავემშვიდობე. ოთხაში ავედი, ლეპტოპი ჩავრთე, საშას ვაი-ფაის კოდი ვკითხე და ფეისბუქზე გადავინაცვლე. მამასგან 12 წერილი მხვდება. რა ცუდი შვილი ვარ. დამავიწყდა მიმეწერა, რომ მშვიდობიანად ჩამოვედი. ისინი კი ნერვიულობენ. ასე როგორ შეიძლება. წერილის წერა დავიწყე. ვწერდი რომ კარგად ვიყავი, ადვილად შევეგუე და დღის სიახლეებს ვიხილავდი. კარზე კაკუნი შემომესმა და იქიდან საშას ხმა.
-გძინავს?
-არა, შემოდი! კარს ფრთხილად აღებს და საწოლისკენ მოემრთებს ფეხებზე დადებულ ლეპტოპს გვერდით ვწევ და ხელით ვანიშნებ რომ საწოლზე ჩამოჯდეს. საშა ჯდება და აგრძელებს.
-უნდა გითხრა, და არასდროს მყოლია, შენც ხედავ, რომ ერთადერთი შვილი ვარ. არც ისეთი ადამიანი მყოლია რომ დის მაგივრობას გამიწევდეს. არადა ძალიან მინდოდა. მინდოდა, მასთან ერთად სიგიჟეები ჩამედინა და ოლეგი და ლიკა ჭკუიდან გადამეყვანა.
-მეც მინდოდა ძმა, ჩემზე უფროსი, რომ დავეცავი. თუმცა ყველაფრის გაკეთება თავად მომიწია. ბიჭიც მიცემია და თავდახრილი დამიყენებია ჩემ წინ.
-თუ რამე შემეშლება, შენდა მიმართებაში, იმედია მაპატიებ.
-რას გულისხმობ? გაკვირვებული შევხედე და პასუხს სულმოუთმენლად დაველოდე.
-ანუ,იმას რომ, კარგი დაივიწყე.
-მოიცადე, ახლა არ მითხრა, მოწონების პონტშიო.
-არა, არა. გაგვეცინა და აგრძელებს. კიდევ კარგი, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. ცრემლები წამოუვიდა და თავი დახარა. უბრალოდ, მას შემდეგ რაც, დასავით გოგო დავკარგე, ყველაფერი ძნელია. მისკენ მივიწიე და მივეხუტე.
-რამე კინოს ვუყუროთ! სიცილით თავს წევს და ლოყაზე მჩქმეტს.
-მოდი! ოღონდ, მე ავარჩევ.
-ძალიან გთხოვ, საშინელება არა, რა!
-ჟანრი შენ მითხარიდა მერე ჩემზე იყოს.
-რამე მელოდრამა. დიდიხანი ძებნა არ დასჭირვებია. ,,ადნაჟდი ი ნავსეგდა“ ჩართო . ლეპტოპი საწოლზე დავდეთ. დაბლიდან ჩიფსები ამოიტანა და ყურება დავიწყეთ. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ან როგორ. მაგრამ ფაქტია, კინოს დამთავრება ვერ მოვახერხე. ალბათ, ფრენამ თავისი ქნა.
წუხანდელი დღის მიუხედავად, დილით ადვილად გავიღვიძე. საათს დავხედე და ჯერ კიდევ შვიდი საათია. მსუბუქად ჩავიცვი და სახლის დათვალიერებას შევუდექი. უკანა ეზოში აუზი ჰქონიათ. ოთახში ავედი, გამოვიცვალე, პირსახოცს ხელი დავავლე და უხმოდ ჩავედი. გარეთ გავედი და აუზში ჩავედი. წყლის წვეთებს შეუერთდა ჩემი სხული და თავისუფლება ვიგრძენი. ცურვამ გულისცემის რიტმი შემიცვალა.ზოგადად,ცურვას ამის ნიჭი აქვს. როცა აფორიაქებული ხარ, ან თუნდაც ცუდ ხასიათზე, ვინმესგან გაბრაზებული. ჩახვალ და უარყოფით ენერგიას ,,გაფერთხავ“ შენი ნებაა ამას როგორ გააკეთებ. ჩახვალ და გაცურავ, ჩაყვინთავ და იყვირებ თუ უბრალოდ სუნთქვას შეიკავებ. მთვარი ისაა, რომ ჩიტივით თვისუფალი ხარ. აუზიდან არ ამოვიდოდი, რომ არა საშა.
-ადრე ამდგარხარ. ცენტრიდან ამოვყავი თავი და მოაჯირამდე მივცურე, მკლავი ჩამოვადე და შევხედე.
-წუხელ ადრე დამეძინა. ამიტომ დილითაც ადრე გამეღვიძა.
-ხო წუხელ ისე საყვარლად გეძინა. ჩაიცინა და თავი გააქნია.
-მოიცა, შენ მე მძინარეს მიყურებდი? გავიკვირვებულმა შევხედე.
-ხო, ისე უდარდელად გეძინა.
-ამომიყვანე რა. ხელი გავუწოდე და თვითონაც გულუბრყვილოდ მომკიდა. ამოყვანა სცადა, მაგრამ დავასწარი და აუზში ჩავაგდე.
-შენ... შენ... რა ქენი? ყვირილზე ნახევრადმძინარე ლიკა დეიდა გამოვიდა.
-რა ხდება ბავშვებო? შეიცხადა, ორივე აუზში რომ გვნახა.
-შენს დეიდასშვილის შვილს ჰკითხე! გაბრაზებულმა ამომხედა და მეც მხრები ავიჩეჩე.
-თვითონ გამომიწვია, მე არაფერ შუაში ვარ. ჩემთვის ვცურავდი და თავზე დამადგა აქ!
-ოხ, შე პატარა პარაზიტო! მოდი აქ! საშა ჩემკენ მოიწევდა. თავს ვუშველე და აუზიდან ამოვედი. მაგრამ სირბილში ისეთივე მაგარი არ ვარ, როგორც ცურვაში. დამიჭირა დაისევ აუზში ჩამაგდო.
-ნელა, ფრთხილად, საშა არაფერი ატკინო... იმეორებდა ერთიდაიმავეს დეიდა, მაგრამ ვინ უსმენდა. იმდენი წყალი დავლიე თავად არ ვიცი, გავიჭყიპე. -კარგით, კარგით ბავშვებო! ნელა ფრთხილად! საშა დაუთმე!გამწარებული ყვიროდა დეიდა. მაგრამ ვინ მოუსმინა? ბოლოს შემეშვა და ხველებ-ხველებით ამოვედი აუზიდან.
-დღეს ვიღაცას საჭმელი არ მოუნდება! გამარჯვებული ბიჭი სიცილით გაემართა ოთახისკენ. თუმცა, ჰოი საოცრებავ, სახლის შესასვლელთან ფეხი აუცდა და დაენარცხა.
-დღეს ვიღაცას ტრამვატოლოგიურში წოლა მოუწევს. მეც არ ჩამოვრჩი და გამოვაჯავრე. თავის ქნევით წამოდგა და ოთახში შევიდა. მეც სული მოვითქვი პირსახოცი შემოვიხვიე და საშას კვალს გავყევი. სახლში ფრთხილად შევედი და ჩემს ოთახში გადავინაცვლე. შემდეგი კვირა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. (სწავლის დაწყებამდე, რა თქმა უნდა.)თუმცა შემიძლია გამცნოთ, რა ხდებოდა შემდეგი კვირის განმავლობაში.
აი მოკლე, შემაჯამებელი გეგმა:
1.უფრო გახსნილი გავხდი. უფრო ახლოს მოვუშვი საშას მეგობრები.
2.ხშირად ვეკონტაქტებოდი ჩემებს. დეიდა, ძია და საშაც ელაპარაკნენ.
3.მონატრებას გულში ვიკლავ და ვცდილობ არ ვიტირო.
4.საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ აუცილებლად, უნდა ვიმუშავო.
5.ფული მჭირდება, ახალი რაღაცეებისთვის და საშა დამპირდა, რამდენიმე ადგილას მიმიყვანდა. მორჩა... სხვა არაფერი შეცვლილა. ან მე რა შემცვლის? ისევ ისეთი ,,ქალბიჭავარ“ ! თუმცა, მათ ასეთი ვუყვარვარ. სწავლის დაწყებამდე, 2 კვირა რჩებ. ვცდილობ ახლა ვიხალისო და გავრეთო, თორემ მერე დრო აღარ მექნება.
-აბა, მზად ხარ? კარში საშა შემოდის და მიღიმის.
-ახლავე. თვალზე ბოლო შტრიხი და მე მზად ვარ. მორჩა! საშასკენ ვბრუნდები და ვეუბნები შემაფასოს. ხმა არ ამოაქვს და ვეჩხუბები.
-დამაცადე რა, შოკში ვარ! ხმამაღლა გადავიხარხარე და კარებისკენ წავედით. ლიკა დეიდამ პირჯვარი გადამსახა, წარმატებები მისურვა და საშას ჩააბარა ჩემი თავი. მკაცრად უთხრა, თუ რამე მოიუვა შენ აგებ პასუხსო! მანქანაში ჩავსხედით, ნერვიულობისგან ვცქმუტავდი.
-რომ არ მოვეწონოთ? რომ არ მოუნდეთ ჩემი აყვანა?
-გაჩუმდი რა! ლამაზი ხარ, ჭკვიანი. თან ბანკშ კი არ იწყებ მოუშაობას. კონსულტანტად. მანდ უარს არ გეტყვიან. ხმმა ვერ ამოვიღე. დანიშნულების ადგილამდე მივედით და მანქანიდან გადმოვედით.
-წარმატებები მისურვე!
-ანნა, არ ინერვიულო! წარმატებები. მე აქ გელოდები. ნახევარი საათი მაყურყყუტეს, თუმცა ღირდა. გახარებული ჩამოვირბინე კიბეები და საშასთან მივირბინე.
-შენ წინ გოგონა დგას, რომელსაც უკვე სამსახური აქვს! შევკივლე და დავტრიალდი.
-არ გეუბნებოდი? წამო ახლა და აღვნიშნოთ. გზად მეგობრებს დაურეკა დაპატარა რესტორანში შევიკრიბეთ. დავლიეთ, ვიქეიფეთ და სახლში დავბრუნდით.
-დეიდა, რაო აბა? იშოვე სამუშაო?
-აბა რას იზამდა? პასუხის გაცემა არ დამცალდა.
-კი დეიდულ! თან სწავლაში არ შეგეშლება ხელიო. ასე მითხრეს გამომუშავებითო. საათი 300 რუბლიო.
-გილოცავ ჩემო პატარა. მოდი ახლა ვჭამოთ რამე.
-არ გვინდა. ნუ, მე ყოველშემთხვევაში არ მინდა. რესტორანიდან მოვდივართ. თქვენის ნებართვით, ავალ და დავისვენებ.

ერთხელ და სამუდამოდ - 868640452259

Комментарии

Комментариев нет.