ვნებიანი მასწავლებელი

თავი მეცამეტე
ბიჭები გააცილეს და აივანზე ჩამოსხდნენ ცივი ყავებით .
მარიამმა ტელეფონი აიღო და მამის ნომერი აკრიფა.
- დაკარგულს გავახსენდით! - მოესმა ზურას ხორხოცა ხმა და წამში გაებადრა სახე.
- მაა , როგორ ხართ ?
- კარგად მამიკო შენ როგორ ხარ ? გოგოები მარიამთან არიანო მითხრა მართამ , ხო მანდ რჩებიან ? ისედაც არ მომწონს შენი სახლში ღამით მარტო დარჩენის იდეა.
- კი , კი მაა აქ არიან ... ნინი როგორ არის ? მოწყენილი ხომ არ არის ?
- რავი მაგრად კი ენატრები და ...
- აუ ჩემი გოგოოოოოო , მეც მენატრებაააა ...
- როდის ჩამოხვალ შენ აქ , ხო მორჩი გამოცდებს და რაღა გინდა მანდ ?
- აუ მააა , კაი გამახსენეეე ზღვაზე გვინდა წასვლა გოგოებს ...
- მარტო გოგოებს ? - ჰკითხა მკაცრი ტონით.
- არაა , ბიჭებიც წამოვლეეენ ...
- ვინ ბიჭები გოოგოოო !
- უიმეე , მათე გიო და თემო მამა ვინ ბიჭები და აგერ სადარბაზოსთან ბირჟას რომ ამაგრებენ ეგენი !
- მოიცა , მანდ ბიჭები ბირჟაობენ ხოლმე ?
- კი მამა !
- ბევრნი ?
- რა ვკითხე და რა თემაზე გადამიხტა !
- წადი ხო წადი , იცოდე კონტაქტზე იყავი , ხვალ ფულს ჩაგირიცხავ ბარათზე.
- კაიი , მაა მერე მათესთან გვინდა წასვლა სამეგრელოში , კანიონსაც ვნახავ ხო იცი როგორ მინდაა და მერე მანდ ჩამოვალთ ყველანი , დაახლოებიბთ ორი კვირის ამბავია , ხო იცი ზღვაზე დიდ ხანს ვერ ვძლებ ...
- კაი მაა , მე ვეტყვი მართას და დაიძინეთ თქვენ უკვე გვიანია მანდ , იცოდე მათეს ნომერი მაქვს და ტელეფონზე რომ დაგირეკავთ პირველივე ზარზე აიღე!
- კი , კი ავიღებ კაი მაა მიდი გკოცნი მიყვარხარრრ !
- მეეც მამიკო , ძალიან !
- რაოო ? - ჰკითხეს გოგონებმა.
- წადიო ... - მხრები აიჩეჩა მარიამმა.
- ისე შენ და თემო როგორ მოგვარდით ? - ჰკითხა ლიზამ.
- არ ვიცი , ვერც გავიაზრე ისე ... - მხრების ჩეჩვით ამოილაპარაკა.
" უკვე მენატრები ..." - მესიჯი გააგზავნა და ღიმილით დაელოდა პასუხს.
" ისე მივეჩვიე შენთან ერთად ცხოვრებას მგონი დეპრესია მაქვს" - მათეს პასუხზე გაეცინა და მუცელში ორად მოკეცილი წამოდგა ფეხზე.
- მოვალ ახლავე ...
სახლში შევიდა და ნაცნობი ნომერი აკრიფა.
- შენი ხმა მომენატრა , გამაგონე და გავქრები ... - უთხრა სიცილით და სავარძელზე ჩამოჯდა.
- მარიამ ...
- ჰოუ ...
- მგონი მაგრად დამენძრა ...
- რა ? რა მოხდა ? ცუდად ხარ ? რამე ხდება ?
- ბიჭო აქამდე ძააან მძაფრი ეჭვის დონეზე მქონდა და ეხა მივხვდი საბოლოოდ რაა ...
- იტყვი ? გული გამისკდა მათე !
- შემიყვარდი ...
- რამე ახალ ... მოიცა რა ? - ჰკითხა გაოცებულმა. - რა თქვი ? გაიმეორე ?
- შემიყვარდითქო !
- აქამდე არ გიყვარდი ? - ჩაეკითხა ისევ სიცილით.
- კი , მაგრამ ახლა ძალიან შემიყვარდი ...
- უზომოდ მიყვარხარ ბაღათურია ! - ამოილაპარაკა გაბადრულმა და თავი უკან გადასწია.
^^^
- ისეთი სიცხეა არ შემიძლია ერთ საწოლში ორ ადამიანთან ერთად ძილი , განადით ! - გაიცინა და მეორე ოთახში გააგდო ლიზა და ელენე.
- ოოო , აბა მათე იყოს თუ არ დაიძინებდი !
- დაიძინებს კიდეც ! - მოესმათ ბიჭის ხმა და წამში გაოგნებული გატრიალდა სამივე მისკენ .
- მოიცა , მოიცა ... შენ საიდან აქ ? გასაღები გაქვს ?
- არა ... აივნიდან ამოვძვერი , ისე გაიხარე , გისოსები ღია რომ გქონდა თორე ერთი ნაბიჯიც და ძირს ბრახვაააან !
- გარეკე ? - ჰკითხა სიცილით და მთელი ძალით მოეხვია.
- წავედით ერთი ჩვენ ! - სიცილით შელაგდნენ ოთახში გოგონები.
- აქ რამ მოგიყვანა ? - ჰკითხა თვალებმოჭუტულმა.
- შენს გარეშე ვეღარ ვიძინებ ... - მხრები აიჩეჩა და მასთან ერთად შეწვა ლოგინში.
- მათე ... - სიცილისგან გადაყირავდა მარიამი და საბანი გადაიფარა.
- დავიძინოთ რა , მაგარი დაღლილი ვარ ...
- როგორ მოხდა რომ არ ფართხალებ ? - ეჭვით ახედა მის სახეს და ეშმაკურად ჩაეღიმა. - მთათუმააან ...
- უბრალოდ შენს სურნელში ძილი მინდა მარიამ ... - მშვიდად ამოთქვა მის კისერში და მარიამიც სახეშეცვლილი გაშეშდა ერთ ადგილზე.
წამში გადაბრუნდა მისკენ და მაგრად მოჰხვია მომღიმარს ხელები კისერზე.
მის სურნელში გაბრუებულს ძალიან მალე ჩაეძინა.
გრძნობდა ვიღაც როგორ თამაშობდა დიდ ხანს მის თმასთან , სახესთან და ნაკვთებთან და უნდოდა არასდროს გაჩერებულიყო მისი თითები.
ბედნიერებისგან ძილშიც კი ეღიმებოდა , ბრუნი გააკეთა და მომღიმარმა შეხედა თვალებში მომღიმარ ბაღათურიას.
- მთელი ღამე არ გძინებია ...
- შენ გიყურებდი ...
- მერე საჭესთან როგორ დაჯდები ?
- მე არა , შენ დაჯდები ჩემს მანქანაზე.
- გაგიჟდი ? ამხელა გზაზე მე როგორ მსვამ ?
- ჭრელად , გენდობი !
- მათე ...
- ჩშ ... - ტუჩებზე ნაზად შეეხო და საწოლიდან სწრაფად წამოდგა. - მიდი ნივთები ჩაალაგე , მე საბარდგულში მაქვს უკვე ჩემოდანი !
- კაი , მოიცა გოგონებს გავაღვიძებ ...
^^^
მანქანებში წყვილებად გადანაწილდნენ , ყველა თავის შეყვარებულთან ჩასხდა.
მხოლოდ მარიამი იჯდა საჭესთან გაჯგიმული , გვერდით კი ნახევრად მძინარე მთათუმანი ეჯდა.
- რა ჭირს მაგას ? - ჰკითხა თემომ სიცილით .
- მთელი ღამე თმაზე მეფერებოდა და დილით რო გავიღვიძე ჭოტივით ჰქონდა თვალები დაჭყეტილი ... - სიცილით უთხრა მარიამმა და მანქანა დაქოქა.
- კაი წავედით , აუ თქვენ წინ წადით და მე გამოგყვებით , ჩქარა არ იაროთ ძაან თორე თავებს მოგაჭამთ !
- მათე მაგარ შარში გაყავი თავი ! - შემოსძახა გიომ და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.
- გაააჯ*ვიიი ! - მიაძახა სიცილით და დაბღვერილ მარიამს გაუღიმა. - ესე ღადაობენ სულ , არ მიაქციო ყურადღება მე ხო ვიცი რო სანდრო ხარ , მიდი დაქოქე და გაყევი თემოს უკან !
- შენ უნდა დაიძინო ? - ჰკითხა და მანქანა ნელა დაძრა.
- არა , შეძლებისგავარად დავჭყიტავ ჭოტივით თვალებს ... - ირონიულად გაიმეორა მისი სიტყვები და სიცილით აუწია მუსიკას.
^^^
- ადამიანებოოო , ეს სახლი ვინ იპოვა ? - იკითხა კიბესთან ჩამომდგარმა ელენემ , რომელიც ლაგებისგან სულ მთლად გაწყვეტილი იყო წელში.
- გიოოოომ ! - მათემ და თემომ მისკენ გაიშვირეს ხელი.
- სიძედ არ შეიშვები , რას მიკეთებ ბიჭო ... ვაიმე თემო მგონი წელი მიკავდებაააა !
- კი არ ვიპოვე ჩემია , 500 წელია არავინ არ ყოფილა აქ და იქნება დასალაგებელი რა იქნება , ხოდა მიდით ეხა და დაუარეთ !
- ორ სართულიანი სახლი თავიდანბოლომდე ბზინავს და ეს კიდე დაუარეთო იძახის , რას ხედავ დაულაგებელს ? - დოინჯი შემოირტყა ლიზამ.
- შენს თმას ... - ირონიულად აუწკიპა წარბები და ლიზამაც სიცილით გადაისვა თმაზე ხელი.
- წავედი მე უნდა ვიბანაო , ღმერთო ჩემო ამდენი მართასთან ერთად სამ სართულიანი სახლის ლაგების დროს არ მიმუშავია ...
- წუწუნები ... - გაიცინა თემომ და სავარძელში გაიჯგიმა შორტების ამარა.
- დღეს ვეღარ გავალთ პლეაჟზე ?
- რატო ვერა , ჯერ 6 საათია და ახლაა კაი მზე ! - ფანჯრიდან გაიხედა გიორგიმ.
- მოემზადეთ და ბარემ ზღვიდან რომ მოხვალთ მერე დაიბანეეთ ! -ასძახა მათემ მეორე სართულზე გოგონებს.
^^^
პლეაჯზე 6 შეზლონგი , რომ გააწვინეს ერთად ის უნდა გენახათ.
ნივთები ვინ ვისაზე დაყარა არც დაკვირვებულან , სწრაფად გადაიძრეს ზედმეტი ნაჭრები და ორ წამში უკვე ზღვაში ცურავდნენ.
ბედნიერმა გაშალა ხელები მარიამმა და სიცილით მიაჩერდა ლიზას , რომელიც გაბუტული იდგა ზღვასთან და პატარა ბავშივით უყურებდა გიოს.
- დამავიწყდა , ბოდიში , ბოდიში ჩემო პატარა , მოდი მომკიდე ხელი და შემოდი ... - სიცილით ჩამოეკიდა მართლა დაბნეულს ხელზე და ღიმილით გაჰყვა წყლისკენ.
- აუ გიო , მართლა ძალიან მეშინია ...
- აი რისი გეშინია , ორი წლის ბავშვივით არ გაყვინთავებ არ ინერვიულო , ნუ სანამ კარგად არ ისწავლი ცურვას მანამდე ყოველ შემთხვევაში !
- ოჰ , მადლობა ამხელა შეღავათზე რომ მიდიხარ !
ძლივს შეიყვანა წყალში , მის სხეულზე იყო მიკრული და ხელებს არ უშვებდა.
გიოც შორს ვერ გადიოდა ეს მეც მოკლავს და თავსაც მოიკლავსო.
პატარა ბავშვებივით სადაც ფეხი მიუწვდებოდათ იქ იდგნენ , ამაზე ისინი იხეოდნენ სიცილით , მერე ლიზა ბრაზდებოდა და მერე გიო ამშვიდებდა.
ყველა მათ უყურებდა , ხმაურიანებს , მხიარულებს და წყალში ორი წლის ბავშვებივით მოჭყუმპალავეებს.
დაღლილები სიცილით შელაგდნენ სახლში და სააბაზანოსკენ წავიდნენ.
არც თამაშის , არც გართობის და ჭამის თავიც კი აღარცერთს ჰქონდა.
ბოლოს პიცები გამოიძახეს და მისაღებში დაყრილებმა ჭამა დაიწყეს.
მალევე გაისმა კარზე ზარი , არავინ რომ არ გაინძრა ლიზა თვალებისტრიალით წამოდგა ფეხზე და კარისკენ წავიდა.
- პიცა ... - შესძახა სიხარულით მაგრამ წამში შეეკრა წარბები . - პიცა ? ...
- პიცა ? - იკითხა გოგონამ ირონიული ღიმილით და სახლში ისე შევიდა ვიღაც მეორესთან ერთად ყურადღებაც კი არ მიუქცევია ლიზასთვის.
გაბრაზებულმა მიხურა კარი და უკან აედევნა ორივეს.
- უკაცრავად ? ვინ ხართ ?
- გიოორგიი ! - შესძახა იმ პირველმა და სწრაფად შევიდა მისაღებში. - რომ ჩამოხვედი არ შეგეძლო გეთქვა ?
- აქ რა გინდა ნინო ? - ფეხზე წამოდგა და მის უკან ჩამომდგარ ნათიას დაბნეულმა შეხედა. - არ დაშორდით თქვენ ? - ჰკითხა თემოს.
- აბა არავინ არ არისო ? - ჰკითხა თვალებდაქაჩულმა გოგომ მასზე ახუტებულ ელენეზე და ელენეც წამში წამოიწია წინ.
- უი ეს ლევანას ლოვე არაა ? - ჰკითხა თემოს და სიცილით დაუბრუნდა მის მკლავებს. - სად არის შენი შეყვარებული ნათია ? ეზოში ხომ არ გელოდებათ ?
- მოკეტე ! - დაიყვირა წამში და წამში წამოიწია თემო წინ.
- ვის და რა უთხარი ? - ჰკითხა შეურაცხადი სახით და ელენე მომღიმარი მიეყუდა საზურგეს.
- მოკეტეთქო ვუთხარი იმ ქაჯს , რა იყო ? როდის აქეთ გიზიდავს ეგეთი გოგოები?
- კიდე რომელ დონეზე დაეცემი ? - ჰკითხა ძალიან შეწუხებული სახით. - როგორ არ მინდოდა რამე ისე მეთქვა მაგრამ უკვე ბოლო წვეთია , გადი აქედან და ცოტა თავი დაიფასე , მეორედ არ გავიგო ელენეს მიმართულებით ეგეთი რაღაც , გადი აქედან და თვალით არასდროს აღარ დამენახო !
- კი მაგრამ თემო ...
- ნათია გადი სანამ თავს ვიკავებ !
- მეზიზღები ! - მიაძახა და გაბრაზებული გავარდა იქიდან.
- არ მჯერა , რომ ასე იქცევი ! - უთხრა ნაწყენმა ნინომ გიოს.
- მე ? მე არ გჯერა რო ესე ვიქცევი ? და როგორ ვიქცევი ? შენ როგორც მოიქეცი ეგ დასაჯერებლი იყო ?
- მე ? მე გავაკეთე გიორგი , მიყვარდი ... უბრალოდ მიყვარდი ...
- მაგაზე არ ვლაპარაკობ მე ნინო და საერთოდ არ მინდა მაგის გახსენება , გაყევი ნათიას გზას !
- ის ვერ მოინელე რომ ფოტოები ვაჩვენე ხო ?
- არ მაინტერესებს იცი ? რაც გინდა ის აჩვენე , გადი აქედან მეთქი !
- ამ გოგოში ხედავ ხო იმას რასაც ჩემში ვერ ხედავ , და რა დაინახე ამაში ეგეთი ? - ჰკითხა ბრაზმორეულმა ლიზაზე.
- ამ გოგოს სახელი აქვს და ლიზა ქვია , ნომრლაურად ილაპარაკე და ამ გოგოს დონემდე ვერც შენ და ვერც შენი დაქალი ვერასდროს მიხვალთ და ხო მაძლევს იმას რასაც შენ ვერასდროს მომცემდი , ნდობას , გრძნობას და რაც მთავარია თავის თავს , აქედან გადი და მეორედ არ გაბედო და თვალში არც ერთი გამეჩხიროთ ! არც შენ და არც შენი შენნაირი დაქალი !
- გიორგი ... ვერ გცნობ ...
- ნინო გადი მეთქი , წადიიიიი ! - დაუღრიალა და კარი ცხვირწინ მიუხურა.
^^^
- გარეკა ? ან საერთოდ საიდან მოიტანა რომ რამე ხდებოდა მაშინ ჩვენს შორის ღმერთო ჩემო ... რა სიქაჯეა!
- არ ხდებოდა ? - ღიმილით ჰკითხა და თმაზე მოეფერა.
- ხდებოდა...მაგრამ ჩვენთვითონაც არ ვიცოდით , იმან საიდანღა გაიგო ...
- ალბათ შენი გამოხედვიდან მიხვდა ... - მხრები აიჩეჩა.
- ეს ნახე რა , შენ ნაკლებად იწვოდი რო მიყურებდი ? - ჰკითხა წარბებშეკრულმა.
- ხოდა ასე დამწვრები თუ უყურებდით ერთამენთს მაგას ვერ დაინახავდა ის გოგო ? - ჰკითხა საიდანღაც გამოჩენილმა მათემ და ღიმილით გადაჰხვია ორივე ხელი .- გააკონტროლე ძმაო ის გოგო , არ უნდა ბედავდეს ამდენს ! - მას შემდეგ რაც ელენეს მარიამმა დაუძახა და იქიდან გავიდა შეწუხებულმა გახედა თემოს.
- ბიჭო ხო იცი რა უკონტროლოა , თორე მაგას როგორ ვერ გავაჩერებდი , ვაფშე რა მეგონა რო კიდე გაბედავდა მოსვლას.
- ხო და ნახე და დაელაპარაკე , არ უნდა გიბედავდეს მაგდენს!
- ვნახავ , ვნახავ ... გიო სად არის ?
- ლიზას ელაპარაკება .
- აუ არ დაგვაყენეს ეს ცოცხალ-მკვდარი ხალხი უცებ ფეხზე? - გაიცინა და ეზოში გადაიხედა. - საიდან გაიგო იმან რო აქ ვიყავით ნეტა .
- ნინო დაურეკავდა ...
- ნინომ საიდანღა გაიგო ასე უცებ ...
- ე ბიჭო ვერ გაიგებდა , რო ჩამოვედით ? დაგვინახავდა მაინც მაგის აივანი პირდაპირ ჩვენს სახლს უყურებს.
^^^
- მოსწონდი ? - ჰკითხა მის მხარზე თავჩამოდებულმა.
- ხო , ნათიას რომ ფოტოები ანახა მაგის მერე რო მაგრად ვეჩხუბე მაშინ მითხრა ...
- მოიცა , ბავშვობიდან მეგობრობდით ?
- ანუ მთლად ეგრეც არა , აქ რო ჩამოვდიოდი და ის თუ ჩამოდიოდა თბილისში მაშინ რა ... ისე რო ვაი და ვუი და ჩემი ძმააა და ჩემი დაა ეგრე არ ვყოფილვართ ...
- იმედია ახლა მაგის გამო მე არ წამიღებს ტვინს ხო ? - ჰკითხა და დაინახა როგორ მიაჩერდა გოგონა წინა აივნიდან. - მოიცა პირდაპირ ჩვენს წინ ცხოვრობს ?
- კი ... - თავში ჩამალა ხელები .
- გიორგი ... - თავი ააწევინა და სახეზე თითები შემოჰხვია. - არ ინერვიულო , მე არ ვარ პანიკიორშა , გპირდეპი რომ მაქსიმალურად შევიკავებ თავს , მაგის გამო არ დაიგრუზო რა ... - უთხრა საყვარელი ხმით და მაგრად მოჰხვია ხელები.
- გინდა ციცინათელაში წავიდეთ ახლავე ? - ჰკითხა ეშმაკური სახით და ფეხზე წამოაგდო.
- ახლა უკვე გვიანია , თან ძალიან დაღლილები ვართ , ჯერ ვჭამოთ და მერე ბულვარში გავისეირნოთ , ხვალ წავიდეთ ციცინათელაში ... - ხელები მოჰხვია და მაგრად ჩაეხუტა მომღიმარს.
- მაბედნიერებ ლიზა ... - ჩასჩურჩულა ძალიან ჩუმად და თითები ძალიან მაგრად მოუჭირა წელზე. - სულ ასე ვიყოთ ...
- ვიყოთ , მე არ მეზარება ! - გაიცინა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე. - წამოდი შევიდეთ ...
^^^

ვნებიანი  მასწავლებელი - 871035016867
gif

Комментарии

Комментариев нет.