ოქროს თმიანო

თავი მეორე
-მოდი დამეყრდენი სულელო!ვერ ხედავ რომ წვალობ?!
-ნწ!ჩემით წამოვალ!თავი ამაყად ავწიე და თვალის დახამხამებაში ვერც გავიაზრე ისე წამოვკარი ქვას ფეხი,რომ არა ლევანი ალბათ მეორე მუხლიც იგივე დღეში მექნებოდა როგორშიც პირველი.
-აი ჯიუტი თხა!სიცილით თქვა,მე კი ლამის მესამედაც გავწოლილიყავი მისი ხელების გამო,რომელიც წელზე შემოეხვია.გულის პულსი მერამდენედ დამირღვია უკვე ვეღარ ვითვლი რა უნდა რას მერჩის,ხომ ვიყავი არა ჩემთვის ლამაზად.
-კარგი ჰოო ნუ დამცინიი!-დავიწუწუნე,მკლავი მკლავში გავუყარე და ბაჯბაჯით ავედევნე.
-კარგი.სახლში წაგიყვან ჯობია და ემილის უთხარი იქ მოგაკითხოს აბა,ასე სად უნდა იარო?!
-მართალი ხარ!
-შენ სადაც შემხვდი იქ სადმე ახლოს ცხოვრობ?
-მმ ასე თხუთმეტი წუთის სავალზე ვარ მაქედან.
-კარგი მაშინ სადაც გნახე იქვეა ჩემი მანქანა და იქ მივიდეთ მანქანით მიგიყვან!
-კარგი ლეო!
-რა დამიძახე?!
-ლეო!არ გიყვარს ასე რომ გეძახიან?!
-არც მეძახიან!მემგონი პირველი ხარ ვინც ასე მომმართავს!და მომწონს...-ხმამაღლა ამოისუნთქა და თვალებ მოჭუტულმა ახედა ცას.
-ძალიანაც კარგი!ვოტ რაღაცაში უკვე პირველი ვარ.
***
-შემოდი,თუ საქმე არ გაქვს ცოტახნით დარჩი.კორპუსის სადარბაზოსთან გავჩერდი და მივიწვიე.
-არა არ შეგაწუხებ!
-არ შემაწუხებ შემოდი,თან ვილაპარაკოთ.
-ჰმმ რაზე?!იდეა გაქვს? კარგი თემა მოიფიქრე? თუ უნდა შემიტყუო და ძალა უნდა იხმარო ჩემზე?!-წრიპინით დაიწყო სულელობები და მეც ამიყოლია სიცილში.-კარგი ჰო გეწვევით ქალბატონო იანა!
-დიდ პატივს დამდებთ!გავეკრიჭე.
***
-ის გოგო ვინ იყო?!ჩაის ვასხამდი ჭიქებში,როცა ჩემს ბაგეებს ეს კითხვა წამოსცდა...არ ვიცი რა დამემართა,უბრალოდ იმდენი ვიფიქრე ვინ იყო რომ დაღლილმა კითხვა გადავწყვიტე.
-რაიყო ასე რატომ დაგაინტერესა?! ამაზე ფიქრობდი?! წარბები ამითამაშა,გვერდულად გამიღიმა და მკლავზე ჩამომისვა ხელი,მე კი ემოციებისგან კანკალმა ამიტანა,რაც დაუფარავი გახდა იმიტომ,რომ ხელში ჩაით სავსე ჭიკა მეკავა,რომელიც მოულოდნელად ფეხზე გადავასხი.
-აუ! ერთი ამოიხვნეშა და წამოფრინდა,გაუაზრებლად დაიწყო წინ და უკან ბორიალი.
-ჯანდაბა! შევკივლე,მკლავში ვტაცე ხელი და სააბაზანოსკენ წავიყვანე,ცივი წყალი მოვუშვი და დუში დამწვრობისკენ გავიშვირე.
-აჰ!ამის დედაც რა მწარეა!-ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა და თავი უკან გადააგდო.
-მაპატიე...მაპატიე რა სულელი ვარ აუ...-მის შემხედვარეს ცრემლები ჩამომცვივდა...ამ ხმაზე თავი წამოწია და ჩემი სახე რომ დაინახა,გაშეშდა მიყურებდა,მე კი უკვე ხმამაღლა ვტიროდი.
-გაჩუმდი გოგო!რა გატირებს გაგიჟდი!-ხელები მხრებზე მომიჭირა და შემანჯღრია,მე კი ტირილს ვაგრძელებდი.დუში ისევ მისი ფეხისკენ მქონდა გაწეული და აბაზანის იატაკიც ტბად იქცა.თვალები დავხუჭე და ნერვებისგან ისევ გავაგრძელე ტირილი.
-გაჩუმდი თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ!-გამიმეორა ისევ და რომ არ მივაქციე ყურადღება,თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი,მოულოდნელად აღმოჩნდა ჩემთან ახლოს.ტუჩებზე სითბო მომედო,მისი ბაგეები ჩემს ბაგეებს ეხებოდნენ. მე სრულიად უმოძრაოდ ვიდექი,გული ლამის ამომივარდა,თვალები მიმელულა,ვერ ვმოძრაობდი უმოქმედო გავხდი,თითქოს ძალა გამომეცალა.ხელები სახეზე დამაწყო და სრულიად გაუცნობიერებლად ამ კოცნას მეც ავყევი,ჰო მეც!ამ სითავხედეს ავყევი,ნელ-ნელა ხელები ქვემოთ ჩააცურა და წელზე შემომხვია,ჩემი უმოქმედო ხელებიც აყვა და ინსტიქტურად მის თმებში აიხლართა.სუნთქვაგახშირებული მომშორდა და ღიმილით გაილოკა ტუჩები.
-ახლა ხომ გაჩუმდი?!შენი ტელეფონი აფეთქდა არ გინდა უპასუხო?!-ღიმილით მიყურებდა,გაშეშებულს,ხმამაღლა რომ ვსუნთქავდი.
-ემილი!-დავიყვირე და კოჭლობით გავიქეცი მისაღებისკენ. -მანამდე ჭავლი გადაკეტე რა!-შევძახე მისაღებიდან და ტელეფონს ვუპასუხე.-ჰო ემი...კი სახლში ვარ...დღეს თუ ვერა მაშინ ხვალ რავი კი მცალია როცა გინდა...მართლააა?!რა მაგარია ხვალ მომიყევი...კარგი ემი...ხვალამდე...მეც.ტელეფონი გავთიშე და რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბის გახსენებისას აჩქარებულ გულზე ხელი მივიჭირე და ნელი ნაბიჯებით დავიძარი სააბაზანოსკენ.თუმცა აღარ დამხვდა...გულში რაღაც ჩამწყდა თითქოს,ასე რომ წავიდა.გაბუტულმა გადავკეტე კარები,პირსახოცი მხარზე გადავიდე და სააბაზანოს მივაშურე.უამრავს ვფიქრობდი,ვფიქრობდი ჩემ პირველ კოცნაზე რომელიც ასეთ სიტუაციაში არ წამომედგინა და მითუმეტეს იმ ადამიანთან რომელსაც კარგად არც კი ვიცნობ...რა უცნაურია,თუმცა სასიამოვნო...ტკბილი ტუჩები,გახსენებაც კი როგორ მიჩქარებს პულსს როგორ გავძელი ისე რომ გული არ გამიჩერდა და იქვე არ მოკვდი მისი სიახლოვისას.შეიძლება ადამიანი მთლიანობაში ორი დღეც კი არ გენახოს და მასზე ფიქრის დროსაც ასეთ დღეში ვარდებოდე.-მგონი გაგიჟდი! ამომძახა ალტერ ეგომ და თბილ საწოლში შეწოლილს ძილმაც მტაცა ხელი...
***
-ჰოდა მერე?!-გაოცებით შევხედე ემილის.
-ჰოდა არ ვიცი,ეს ცალმხრივი სიყვარული...მას დასავით ვუყვარვარ მე კი...მე კი უკვე გავაფრინო ლამის...მეგონა დავივიწყე ბექა!მაგრამ ჩამოვიდა და ისევ ამრია!-თვალებამღვრეულმა შემომხედა და თავი დახარა.
-არ იტირო რა!გთხოვ!-მხარზე მოვუჭირე ხელი.
-კარგი!ვსო არ ვიტირებ!-თველებზე შერჩენილი ცრემლები მოიწმინდა და მე მომიბრუნდა. -შენ ის მითხარი ლევანისთან რატომ ან საიდან იყავი?!ან საიდან იცნობ?!ან რატომ გაიქეცი მოკლედ დაფქვი ახლა ყველაფერი!
-დამშვიდდი გოგო რა იყო გეტყვი!-სიცილით მივკარი ხელი.
მერე კი ყველაფერი მოვუყევი რაც ამ დღეებში მოხდა,მარჩიელის ამბის ჩათვლით და გაოცებული ემილის სახის დანახვისას უხერხულად გავიცინე და ფეხსაცმელს დავაჩერდი.
-ვერ გავიგე!რა ხდება გოგოო!მოიცა იმ მარჩიელმა გამოდის ლევანზე გითხრა?!
-ჰოო რავი იქნებ არა და უბრალოდ დაემთხვა.
-ის გოგო ვინაა არ იცი ანუ ჯერ?!
-რავი იქნებ ნაშაა!გარეგნობა და ჭკუა მეტს არ მოასწავლებდა მისგან.
-ჰო ისე შეილება კი!-გაიცინა და მოსეირნე ხალხს გააყოლა თვალი. -ისე ლევანი კარგი ბიჭია!-დუმილი ისევ ემილიმ დაარღვია და მომაჩერდა.
-კარგი რააა!ხელი ავიქნიე და აჭარხლებული სახის დასაფარად თავი დავხარე და ქერა თმები ჩამოვიყარე.
-რაიყო არ მოგწონს?!-მხარი მომკრა და წარბები ამითამაშა.
-ოუ კარგი რააა!ნუ მეუბნები ეგეთეებს!-წუწუნით გავიცინე და ფეხზე წამოვდექი. -ადე ხო დაისვენე!გავაგრძელოთ რა ბოდიალი!
-კაი ჰოო!-წამოდგა და გვერდში ამომიდგა.
-აქიდან ჩემთან წავიდეთ რა!
-სულ დამავიწყდა მარტო რო ცხორობ!აუ დღეს შენთან დავრჩე?!
-რა სულელი ვარ ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე კარგი იდეააა!-იდეით გახარებულმა ცეკვა დავიწყე შუა ქუჩაში.
-კარგი გაჩერდი გოგო სირცხვილია!-სიცილით მომქაჩა მკლავზე.
-მიდი დაურეკე შენებს!
-აჰამ კაი!...ხმა დიქტოფონზე ჩართო და დაელოდა როდის უპასუხებდა დედამისი. -ალო დეე...დღეს დაქალთან დავრჩები კაი?!...არა უნდა შევაწუხო!...კაი რაა მერე...დედა გეყო რააა!...-დაიბუზღუნა და ჩურჩულით მითხრა გადამოწმება უნდა ვისთან ვარო.ყურმილი მომაწოდა.
-რა ქვია?!-ჩურვულით ვკითხე.
-ნანი.
-ალო!ქალბატონო ნანი გამარჯობაა!...დიახ ემი დღეს ჩემთან დარჩება რა!...არა რა სისულელეა რატომ უნდა შემაწუხოს...არა ნუ ღელავთ...კარგით,გმადლობთ,კარგად ბრძანდებოდეთ!-ღიმილით გავთიშე ტელე და ემის მივუბრუნდი. -აჰააა კიო!
-იეეეს მაგარია!ხელები გაშალა და წამოიყვირა.
-იოო!დღეს კარგად გავერთობით!აუ სიმღერებს ჩავრთავ და ვიქაჯოთ!სიცილი დავიწყე და უკან ჩამოტოვებული ბიჭების სტვენა დავაიგნორეთ.
-ჰეი ლამაზებო!-გაისმა შეძახილიც,მაგრამ უკან მოუხედავად გავაგრძელეთ სიარული.
გავიგეთ როგორ აგვედევნა ერთი!
-საღამოობით ქუჩაში ასეთი ლამაზები რატომ დადიან?!გაისმა მეორე ხმაც.
-აუ იანა რა ვქნათ?!
-არ ვიცი!
-ესენი არ მოგვშორდებიან!
-კარგი რა პრობლემაა მოგვშორდებიან!მოულოდნელად მოვქაჩე მკლავზე და წინ მიმავალ ორ ბიჭს მივუახლოვდით.
-მიდი შენ მეორე მხრიდან!-მივედით და ორივე მხრიდან ხელი მკლავში გავუყარეთ.
-ამდენი ხანია გეძებთ კარგით რააა რას ბავშვობთ!-ვითომ გაბრაზებულმა დავიწუწუნე და თავი მხარზე ჩამოვადე.ბიჭები აშკარად მიხვდნენ რაღაცაში იყო საქმე და უკან მიიხედეს.
-წავიდნენ?!-მხრებიდან თავი წამოვწიე და ჩუმად დავიჩურჩულე.
-კი!-ღიმილით,ვითომ ჩურჩულით მითხრა და ორივეს სიცილი აგვიტყდა.მერე კი გვერდით მდგარ უცნობს და ემილის გავხედეთ.უკვე სიტუაციაში გარკევული რაღაცეებს დასცინოდა ემის და ემილი გაბუტული უყურებდა.
-კაი რა ეგრე ლამაზიც არ ხარ! არ აგეკიდებოდნენ,უბრალოდ გინდოდა ჩემნაირი ბიჭის დაკერვა და გამოსავალი იპოვე.წარბები აუთამაშა,რაზეც გულიანად გაგვეცინა ოთხივეს.
-აბა ზურგიდან ისეთი სიმპათიური ჩანდი რომ გავგიჟდი რაა,პირდაპირ ის ვიფიქრე ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდეს მეთქი!-დაეჭყანა ემი.
-კარგი ბიჭებო!მადლობა რომ დაგვეხმარეთ,ახლა წავალთ არ შეგაწუხებთ!
-აუ დარჩით რაა!ასე კაი ბავშვებს გაგიშვებთ ახლა?!მაინც ვსეირნობთ და ბარემ ერთად ვიყოთ ვატყობ ჩვენნაირი მეგობრები არ გაწყენთ!კიდევ რომ აგეკიდოთ ვინმე?!ყველგან ჩვენნაირი ლამაზი და წესიერი ბიჭები კიარ შეგხვდებათ!ჰო მართლა მე ლუკა მქვია-ახარხარდა ჩემს გვერდით მყოფი.-ეს კიდევ გიოა თქვენ რა გქვიათ?!
-მე იანა მას კიდევ ემილი!
-საიამოვნოა თქვენი გაცნობა!
-დაგვეკრიჭა ლუკა!-აშარად ეტყობოდა ამ ბიჭს პოზიტივი, რომ იყო.გიოც არანაკლები,უბრალოდ ცოტა სარკაზმი ერია ხოლმე ქცევებში.
-ბექა მირეკავს!-სახეწაშლილმა გამომხედა.
-უპასუხე იდიოტო!
-ოუ...-ერთი დაიწუწუნა და უპასუხა. -გისმენ ბექა....ჰო...არა ვსეირნობთ...არამგონია იცნობდე და რა აზრიაქ თქმას მე,ემილი და სხვები.-სიცილით დაასრულა სიტყვები.
-ვინაა კიმარა რანაირად უხსნი!-სიცილით მიმართა გიომ.ემილის კი სახე ეცვალა.
-ვაიმე ბექა რა გჭირს ვაახ!...მეგობრებთან ვარ...ვინ დაგალაპარაკო გიჟი ხარ?!...ოუუ...კაი რა როდის მერე მაბარებინებ აჩოტებს...კარგი აჰაა და დაწყნარდი ვახ!-ჩაყვირა ყურმილში და ტელეფონი გიოს შეაჩეჩა და წარბშეკრულმა განაგრძო სიარული.
-ალო!გისმენ ბრატ!-დასერიოზულებულმა უპასუხა ტელეფონს. -გიო ვარ კუნჭულია ბრატ!...ვააა ბექა ბიჭო როდის ჩამოდი შენ ეეე!არუნდა მოგეკითხე?!აქედან უნდა გამეგო რო ჩამოხვედი?...რა მაგრა გამიტყდა ახლა...არა ბიჭო,რო გნახავ გეტყვი ტო,აქ რა უნდა გელაპარაკო...ნუ ღელავ საიმედო ხელშია!...გინდა გამოგივლით სახლში თუ ხარ...კაი ბრატ შენკენ დავაწვებით მაშინ მე და ლუკიტო ვართ...კაი დროებით!
ბედნიერმა გათიშა მობილური და ლუკას მოუბრუნდა.
-ბიჭო ვინ იყო იცი?!
-ვინ?!
-ბექა ცუცქირიძე.
-ეგ ჩამოვიდა?!რა მაგარია ეე როგორ გამახარე!
-ჰოდა წავიდეთ,სახლში ვარო.-ემილის წამსვე გაუნათდა სახე.
-ემი მაშინ თქვენ წადით რა მე რა მინდა მაინც არ ვიცნობ...
-კარგი რა წამო ლევანს ხომ იცნობ?ჰოდა წამოხვალ!-შემომიბღვირა უმალვე.
-აუ არა მ...
-რას კინკლაობთ წამოდით დროზე!-დასრულება ვერ მოვასწარი,რომ მოგვიბრუნდა გიო და ჩვენც სიცილით ავედევნეთ უკან.ლამაზ კერძო სახლს მივადექით სახლის ზედა ტანი კრემისფერი იყო ხოლო ქვემოთ მდინარის ქვები მიეშენებინათ,ბაღის ქოთნებიც მდინარის ქვებით იყო მოშენებული, წინ ლამაზი ბილიკი მიდიოდა და რამდენიმე ადგილას ჰქონდა გასახვევი,ყოველი ბილიკის ბოლოს ძელი სკამები იდგა.ყვავილებს ჯერ არ გაეხარათ,სეზონი არ მოსულა ამიტომ,ბაღს ჯერჯერობით მხოლოდ ყვითელი ფოთლები და მარადმწვანე ხეები ალამაზებდა...
-ბექა!გასძაღა გიომ როცა ზურგს უკან ჭიშკარი მიიხურა.
მოულოდნელად გამოვარდნილი ძაღლის ყეფაზე,ძაღლების შიშით შეპყრობილი ეგრევე სახლისკენ გავქანდი,სადაც ახალ გამოსულ ლევანს ავეწეპე მერე კი მის ზურგს უკან დავდექი გულ ამოვარდნილი.
-მომაშორეეთ ეს ძაღლი!რამხელაა ვაიმე გული!-შეშინებული ვუჭერდი მხრებზე ხელს.
-ტორის! დამშვიდი ჩემთანაა წაადი!-ისე დაელაპარაკა ძაღლს ლამის ვიფიქრე,რომ საქმიან შეხვედრაზე იყო და ხელი შევუშალე.ძაღლიც უმალვე დაემორჩილა და წკმუტუნით შევიდა ბუნაგში.
-ბავშვი ხარ სუფთა!არ იცი გაქცევისას ძაღლი უფრო,რომ გამოგეკიდება სულელო?!თმები ამიჩეჩა,გულში ჩამიკრა და თითქოს ჩემი კანის სურნელი შემომაძარცვაო,ისე ამოისუნთქა.კიდევ კარგი,ჯერ ისევ თბილად ჩაცმულები დავდივართ,თორემ აშკარად შეამჩნევდა ჩემს სხეულზე დაყრილ ეკლებს.
***
სასტუმრო ოთახში ვისხედით და ვუსმენდი როგორ იხსენებდნენ ძველ დროს,სასაცილოს,სატირალს და ყველანაირად მაინც თბილ მოგონებას...ძალიან მაინტერესებდა რა მიზეზით წავიდა ბექა საზღვარგარეთ,თუმცა ამ კითხვას მაინც არავინ სვამდა...თითქოს პირი შეეკრათ,ვხედავდი ბექას მზერას როგორ შეხედავდა ხოლმე ემილის და მეღიმებოდა...ვხვდებოდი,განა ვერ ვხვდებოდი,რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენი ემილია იყო?! თუმცა უბრალოდ მინდოდა იმ კითხვაზე თავად ბექას პასუხი გამეგო და ვიცოდი მალე ამას ისედაც მოვისმენდი.
-აუ ბიჯო ისევ ის ბო*ი გირეკავს!-დაუყვირა სხვა ოთახში გასულ ლევანს ბექამ.
-გისმენ ქეთა!-ზედმეტად მკაცრი იყო მისი ხმა.მემგონი პირველად ვნახე ასეთი ლევანი.ასე ლაპარაკით გავიდა სხვა ოთახში,ნუ როგორც გავიგე ემისგან, საპირფარეშოც იქით იყო ამიტომ,დაინტრიგებულმა მოვიხადე ბოდიში და ოთახი დავტოვე-თავმოყვარეობა არ გაქვს?!შემეშვი რა!უნდა დაგბლოკო რომ შემეშვა?...გოგო მომისმინე!აქამდე უამრავთან გქონდა სექსი მაგრამ მაინდამაინც მე რას მომაჩემდი! რა შარიანია რააა!- ბუზღუნებდა თავისთვის,თან ტელეფონზე ლაპარაკობდა შეწუხებული და ბოლთას სცემდა.გამეღიმა და საპირფარეშოში შევიკეტე.ხმა აქაც კარგად მესმოდა მეც კარს მივეყრდენი და მისი მოსმენა განვაგრძე.
-ნუ გადამიყვან ჭკუიდან ისე,რომ შეურაცხყოფა მოგაყენო!ქალი ხარ და ცოტა თავი მაინც დაიფასე რა!...სხვა მიყვარს ქეთა!კარგი ადამიანი ხარ,არ ვამბობ რომ ცუდი ხარ,მაგრამ მე და შენ არ შევეფერებით ერთმანეთს უბრალოდ!ესაა და ეს!შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებ!...მართალი ხარ ხო აბა რა მე არაკაცი ვარ ნამდვილად!ამიტომ სხვა იპოვე უკეთესი კარგი?!..ჰოდა მოვგვარდით...მადლობა ქეთა...ბედნიერ მომავალს გისურვებ!-ამით დასრულდა მისი საუბარი...მემგონი გავგიჟდი!რას აკეთებ აქ იანა?!მოიცა მას სხვა უყვარს?!აი ეს მესმის,იმ ქალს რომ ამდენი უთმინა,ნამდვილად!მაგრამ სხვა უყვარს!სხვა უ-ყვაარს!გაიგე?!დამცინოდა ალტერ ეგო,მე?!მე რა დამემართა?!გამახსენდა ის კოცნა რომლის უფლებაც როგორც ჩანს არ უნდა მიმეცა მისთვის,ყველა მასთან გატარებული საათები გამახსენდა,რომელსაც ვნანობდი,თვალებამღვრეული ვიდექი კარზე მიყრდნობილი და გაშეშებული ვუყურებდი დაუდგენელ სივრცეს...მორჩი იანა!რატომ ტირი?!ვის გამო ტირი?!ახლავე მოიშორე ცრემლები და ისე გადი გარეთ, თითქოს არაფერი მომხდარა!შევძახე საკუთარ თავს,ცრემლები მოვიწმინდე,ცრემლიანი წამწამები თითებით დავაშორე ერთმანეთს და სახედაწყობილი გავედი მისაღებში.თუმცა ერთი მხოლოდ ის არ შემეძლო,რომ გამეღიმა.
-იანა!რა გჭირს?-გადმომჩურჩულა ემილიმ.
-არაფერი...მერე გეტყვი.-ჩავრჩურჩულე და გავსწორდი.ახლა კაფეში მომხდარი ინციდენტი გამახსენდა და სახეალეწილი ვიჯექი სუფრასთან.დავიზაფრე,ცივმა ოფლმა დამასხა,ყოველთვის ემოციური ვიყავი და თუ ემოციას არ გამოვხატავდი,შეიძლება გულიც წამსვლოდა.ამიტომ შეშინებული წამოვფრინდი ფეხზე,უჰაერობისგან შეწუხებული.
-დიდი ბოდიშით ცოტა დახუთულობაა და გავალ არ მიწყინოთ!დიდი ხნით ვერ ვჩერდები დახურულ სივრცეში!
-როგორც გინდა იან!ხომ არ გამოგყვეთ?!
-არა,არა გავალ და შემოვალ მალევე!გავიღიმე და ნელი ნაბიჯებით დავტოვე ისევ ოთახი.ერთ-ერთ ძელ სკამზე ჩამოვჯექი და აჩქარებულ გულზე დავიდე ხელი.
-რა მჭირს?!რატომ მემართება ასე!-დავიჩურჩულე და ცრემლებიც მონაცვლეობით ჩამომცვივდა ღაწვებზე.
-იანა!-ვიცანი,ლევანი იყო.სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები და უკვე ჩემს გვერდით ჩამომჯდარ ლევანს შევხედე.ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მიუხედავად დაბნელებისა, საღამოს,მთვარის შუქზეც სიმწვანეში ჩავიკარგე.
-შენ რა,ტიროდი?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა.გული უმალ ამიჩქარდა და დაბნულმა ხმის ამოღებაც ვერ შევძელი.ეს მე არ ვიყავი,სხვა იანა იყო!ასეთი სუსტი და უსუსური არასდროს ვყოფილვარ,თითქოს სხეულიდან ყველა ძალას მაცლიდა მისი ოდნავი შეხებისასაც.
-არა!-დავიჩურჩულე და თვალები დავხარე.
-შემომხედე!სახეზე დაწყობილი ხელებიდან ცერა თითი ქუთუთოებზე გადამისვა.და მეც კიდევ უფრო მიმელულა თვალები. -იანა!ოდნავ ხმას აუწია ჩურჩულის შემდეგ და მეც გულ აჩქარებული,მის მკაცრ სახეს გადავაწყდი. -რატომ იტირე?!
-არ მიტირია!უბრალოდ შეუძლოდ ვარ ლეო!-ვეცადე მშვიდად ამეხსნა და მის ხელებს ჩემი ხელებით მოვეჭიდე,ისიც თავისი სახელის ასეთი ფორმით გაგონებისას,წამსვე მოლბა და ხელები შემიშვა.
-იცოდე არ მომატყუო!-როგორც ორი წლის ბავშვს ისე დამიქნია ცერა თითი,გამეღიმა.იმ წამს ძალიან მომინდა ორი წლის ბავშვი მართლა ვყოფილიყავი და ბავშვივით ჩავეკარი გულში.
თუმცა წამსვე შემეცვალა გამომეტყველება როცა მობილურზე საუბარი გამახსენდა."სხვა მიყვარს",მხოლოდ ეს სიტყვები ტრიალებდა გონებაში და უფრო მეტად მაფორიაქებდა.
-უნდა წავიდე...-ყელში მოწოლილი მძიმე ბურთი გადავაგორე. -შეგიძლია ჩემი ჩანთა გამომიტანო?!იქ ვეღარ შემოვალ რა...
-კარგი აქ იყავი გამოვიტან და გაგიყვან!
-კარგი!-ნაძალადევად გავუღიმე და თავი უკან გადავაგდე.ჩანთა მალევე გამოიტანა და მანქანისკენ წავედით,კარი თვითონ გამიღო.
-მადლობა ლეო.
-რის მადლობა.-მანქანაში ჩაჯდა და მანქანა დაძრა,მისამართი უკვე იცოდა ამიტომ თქმა და ახსნა აღარ დამჭირვებია.
-ისევ შეუძლოდ ხარ?!-უკვე ბუნდოვნად მესმოდა მისი ხმები და ბოლოს?!არაფერი მახსოვს.

ოქროს  თმიანო - 871627869859
gif

Комментарии

Комментариев нет.