თავი 30 ლიზი აივანზე იჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. სიო თმებს ურევდა, ციოდა კიდეც, მაგრამ სახლში შესვლა არ უნდოდა . ირაკლიზე ფიქრობდა და როგორც კი გავიდა ბიჭი აივანზე მაშინვე გულისცემა აუჩქარდა . თითების შეხება რომ იგრძნო სიცივისგან დახორკლილი კანზე ეკლებმა დააყარა -ლიზი ამ სიცივეში აქ რას აკეთებ? -სუფთა ჰაერზე მინდოდა ყოფნა და - შებრუნდა , მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა რა ახლოს იყო ირაკლი. ახლა კი ლამის მის ტუჩებს ეხებოდა . ისიც იდგა დ აუყურებდა ,ხელები წელზე შემოხვია და სანატრელ ბაგეებს დააცქერდა. გრძNობდა როგორ თრთოდა გოგო მის მკლავებში და სურვილი ემატებოდა .ძალიან ნაზად შეეხო შემდეგ როცა წინააღმდეგობა ვერ იგრძნო უფრო გააღრმავა კოცნა... ლიზის სიზმარში ეგონა თავი, როცა გაანალიზა რაც ხდებოდა თითები მოხვია და კოცნაში აჰყვა ...ირაკლი მანამდე თუ თავის შეკავებაზე ფიქრობდა და საკუთარი ნაბიჯი აღელვებდა მერე ერთიანად მოდუნდა ,გული ორმაგად უცემდა თვალებში უყურებდა გოგონას და კოცნის შემდეგ გრძნობებიც ერთბაშად გაუმხილა -მიყვარხარ ჩემო პატარავ... ძალიან მიყვარხარ და აუცილებლად შეგაყვარებ თავს -მე... შენ მართლა მეუბნები? ცხადია?- ისე საყვარლად ახედა ირაკლის ისევ მოუნდა მისი წითელი ბაგეების დაგემოვნება -ნუთუ მართლა ხდება - სახეზე ეფერებოდა ბიჭს, მერე თავად აკოცა -მიყვარხარ ...ძალიან მიყვარხარ. უზომოდ, ტკივილამდე მიყვარხარ - აი აქ კი მართლა გაოცდა ბატონი...ხვდებოდა რომ გულგრილი არ იყო, მაგრამ ამას თუ მოისმენდა ვერასდროს წარმოიდგენდა -ჩემი ფერია, ჩემი სასწაული ხარ მაბედნიერებ პატარავ - მისი სახე ხელებში მოიქცია და ყველა ნაკვთი დაუკოცნდა , შემდეგ მოეხვია და დიდხანს იდგნენ ასე ერთმანეთზე აკრულები მთვარის ქვეშ ზოგჯერ ბედნიერება სიმარტივეშია...როცა გიყვარს არ აქვს რომანტიკას მნიშვნელობა,მთავარია გაიგო რომ უყვარხარ... .......... მეორე დილას უფროსი დადეშქელიანი ცოლთან ერთად იჯდა აივანზე , პლედი მოახვია და თოვლით დაფარულ ხედს გახედა. ცხელი ჩაის არომატი ტრიალებდა ირგვლივ ...სახლში ისევ სიმშვიდე იყო. ყველას მშვიდად ეძინა -ნერვიულობ ვიცი ,მაგრამ ჩხუბს ჯობია მშვიდად შეხვდე ...გარეგნული სიმშვიდით მაინც შეხვდე ამ მდგომარეობას -ვიცი ისევ გაიკეთა და იმიტომ არ ჩამოვიდა. ოთხი დღე ვერ გაძლებდა ისე მოენატრებოდა ლილე . იცი რა საშინლად ვარ? ორივე ძალიან მიყვარს... ნიკუშა ფაქტობრივად ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა კაცად. ყოველთვის ძალიან მგავდა ხასიათებით და ამიტო გვქონდა დიდი კავშირი . მან რაც გადაიტანა იმ ტკივილს ბევრი ვერ გაუძლებდა - ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა განაგრძო უნდოდა ყველაფერი ეთქვა ერთადერთი მარიამი ჰყავდა ვისაც ესაუბრებოდა ისე თითქოს საკუთარ თავს უყვებოდა თან რჩევასაც იღებდა განსჯის გარეშე ....ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ,როცა გვერდით ასეთი ქალი გყავს -15 წლის იყო ნინის , დედამისს კიბოს ბოლო სტადია რომ დაუდგინეს. ვერ აღვწერ როგორ იყო იმ დროს...განადგურდა ერთმა მომენტმა მთლიანად შეცვალა თინეიჯერი ბიჭის ცხოვრება... ცდილობდა დედასთან მყარად მდგარიყო, არ გამტყდარიყო,ემოციები არ ეჩვენებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ბევრჯერ გამოვარდნილა პალატიდან და ბოლო ხმაზე უტირია ... ბოლო ხმაზე უყვირია , მთელი ოთახი თავდაყირა დაუყენებია და დედამისთან ისე შესულა თითქოს არაფერი მომხდარა . მაშინ მივხვდი როგორი ძლიერი იყო ...15 წლის ასაკში იყო ასეთი,მაშინ როცა ზოგი გართობაზე ფიქრობს და კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებს ცხოვრებას. -ღმერთო ჩემო...რა რთული პერიოდი გამოუვლია. დედამ რამდენ ხანს იცოცხლა ,მალ გარდაიცვალა ალექსანდრე?- მარიამს გული აუჩუყდა ,რომ წარმოიდგინა როგორ იქნებოდა ტკივილი იგრძნო -ქიმიოთერაპია, რომ დაიწყო ყველაზე საშინელი მომენტები მაშინ დადგა... ნინო ძალიან ლამაზი ქალი იყომ ორ თვეში კი ფიტულს დაემსგავსა,სრულიად შეიცვალა... ვხედავდი და გული მიჩერდებოდა , მაგრამ არასდროს დაუკარგავს მთავარი ნიშანი, თვალები სულ უციმციმებდა ნიკას რომ დაინახავდა. თვალებით საუბრობდნენ ხოლმე, ორივეს შეეძლო მზერით გაენდოთ გრძNობები...ნინოს სულიერი სიმშვიდე ჰქონდა, რაღაც საოცარი ქალი იყო.... როცა ასე ცუდად იყო მისი დანახვისას ვმშვიდდებოდი თითოეული წამი რაც მასთან მაკავშირებდა შეუფასებელია მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას რომ ღვთის მიერ იყო დედამიწაზე გამოგზავნილი ეს ნინო იყო . ნიკას ღიმილს რომ ვხედავ მახსენდება ხოლმე ნინო, ჩემი უფროსი მეგობარი ...ნიკა იმდენად ჰგავს გოგო რომ ყოფილიყო ალბათ ნინოს ასლი იქნებოდა მარიამი შეძრწუნებული უსმენდა ალექსანდრეს ისევ მიეკრო და ნიაღვარივით წამოსული ცრემლები შეიმშრალა. ეგონა თავად იტანჯებოდა , მაგრამ როცა ამ ამბავს უსმენდა მიხვდა რომ მსგავსი სულიერი ტკივილი არასდროს განუცდია . -ბოლო ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა ნიკა გვერდიდან არ შორდებოდა . იმ დღეს არც კი ვიცი რატომ წამოვედით იქედან. ნინო თითქოს უკეთ იყო, ტკივილები აღარ ჰქონდა მორფინიც არ გაუკეთებიათ ამიტომ რამდენიმე საათით სახლში.... გავედით ნიკას მამაც წავიყვანეთ . იქ მარტო ნიკოლოზი დარჩა ,მამას თავად უთხრა წადი და მეც მომიტანე ტანსაცმელიო კაცი იმდენად იყო განადგურებული შვილზე ნერვიულობა ცალკე აგიჟებდა და ნიკას გამო ყველაფერს აკეთებდა... ორი საათით წავედით , მხოლოდ ორი საათით . ამ დროში სიტუაცია დამძიმებულა ...ნიკა უყურებდა როგორ კვდებოდა დედამისი. ბოლოს ექიმებმა ფარ-ხმალი დაყარეს . -როგორ სულ არავინ იყო იქ? როგორ არ დაგირეკათ...მარტო რატომ დარჩა - ჯერ კიდევ გონზე მყოფ დედას უსმენდა მის ბოლო სიტყვებ , რომელიც არავინ ვიცით რა იყო .... როცა მივედით დერეფანში ექიმები იდგნენ და ისინიც კი ტიროდნენ. მაშინვე მივხვდით რაც მოხდა ,სანამ პალატამდე მივედით ნიკას ყვირილმა მოიცვა მთელი საავადმყოფო , მამამისი იქვე ჩაიკეცა . პირველი მე შევედი ... ნიკა რომ დავინახე გული მომიკვდა ... ნინოს ეხუტებოდ და კოცნიდა... უკვე ხმა აღარ ჰქონდა, გათიშული ეფერებოდა და ბუტბუტებდა მხოლოდ მაშინ გაგიჟდა, როცა ექიმები შევიდნენ და გასვლა სთხოვეს ...ნინოს ცხედარს არ შორდებოდა , ექიმებმა დამამშვიდებელი გაუკეთეს და გაითიშა. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი და აქამდე გრძელდება მისი ჯოჯოხეთი ამქვეყნად -მამა ხომ ჰყავდა... როგორ შეიძლებოდა ასე განადგურებულიყო.შენ ჰყავდი, მეგობრები ... -მამამ ნინოს სიკვდილი ვერ გადაიტანა, ნიკას საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. დალევა დაიწყო, საქმეს შეეშვა, წამალზე შეჯდა...მთელი ქონება გაფლანგა და ბოლო დარტყმაც მიაყენა ნიკუშას. ორი წელი იყო გასული ნინოს გარდაცვალებიდან , ნიკა თავიდან მხოლოდ ცუდად იქცეოდა, უხეში გახდა, ყველას და ყველაფერს ერიდებოდა. სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლა,მაგრამ ნარკოტიკებზე დამოკიდებული კიდევ არ ყოფილა. -მერე? მერე რა მოხდა ალექსანდრე -მერე ...მერე სახლში დაბრუნებულს მამა საკუთარ ეზოში , ხეზე ჩამომხრჩვალი დახვდა. ბოლო წერტილი ეს იყო ... მერე აღარავინ ჰყავდა, კოშმარები აწუხებდა. ღამე საერთოდ აღარ ეძინა. მოშორდა მეგობრებს, სკოლას, სწავლას ...ყველაფერს რაც კი ნორმალურ ადამიანებთან აკავშირებდა...ჩემთან წავიყვანე, დიდი ხანი ვეძებდი და სადღაც ბუნაგში ვიპოვნე. ერთი თვე დარჩა მხოლოდ, იმ ერთი თვის გახსენებაც არ მინდა. მერე არ ვიცი რა მოხდა, მე ვერაფერს გავაწყობდი ..უბრალოდ გაიღვიძა და სხვა ადამიანი იყო. თითქოს ერთ ღამეში გაიზარდა, წლები მოემატა, დაღვინდა, ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა , გეგმები დასახა და იქცა სულ სხვა ადამიანად , ცივ, უხეშ, უგულო კაცად რომელიც რობოტს უფრო ჰგავდა მაშინ ვიდრე იმ ნიკუშას მე რომ ვიცნობდი...დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ დააბალანსა ემოციები, მშობლების ამბავი სადღაც გულის კუნჭულში გადამალა და ცხოვრება განაგრძო. ყოველთვის ჰქონდა ძალა, ნარკოტიკებს მაინც არ გაანადგურებინა თავი, მუშაობდა დაუღალავად. მამამისის კომპანია ფეხზე დააყენა, ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დაიწყო. სწავლა, მუშაობა ,ხალხთან ურთიერთობა... პიროვნება შექმნა რომელსაც ბევრი იცნობდა და ბევრი პატივს სცემდა ჯერ კიდევ წლების წინ. შემდეგ მკურნალობაც დაიწყო, სარეაბილიტაციო ცენტრშიც იწვა. დამოკიდებული აღარ იყო,მაგრამ ბოლომდე ვერ შეეშვა. ზუსტად ვიცოდი მშობლების გარდაცვალების დღეს ქრებოდა, მთელი დღე გათიშული იყო და არავინ ვიცოდით სად იყო . -აქამდე რატო არ მომიყევი ...არც კი ვიცი რა ვთქვა -ეხლა ხვდები რატო მქონდა ასეთი რეაქცია რომ მივხვდი ლილე უყვარდა? სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება მომეკლა , მაგრამ ნიკოლოზი იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მას წარმოუდგენია. კარგი მამა არ ვარ , მაგრამ ვიცი ლილეა ერთადერთი ბედნიერება რაც კი ნიკოლოზის ცხოვრებაში ყოფილა და ერთადერთი საშუალება რამაც შეიძლება სიმშვიდე მოუტანოს მის სულ ... ჩემი შვილია ერთადერთი ვინც შეიძლება „მისი მუდმივი ნარკოტიკი“ გახდეს და ყველაზე დიდი ძალა მისცეს -შენ არაჩვეულებრივი ხარ... არა მხოლოდ როგორც მეგობარი . მამა ხარ არაჩვეულებრივი იცი რატომ? მიუხედავად ყველაფრისა ისე იქცევი, რომ ლილე ძალიან არ დაიტანჯოს უამრავი შეყვარებული წყვილია ვინც აფსურდის გამოა მსგავს დღეში... ესენი კი ყველაზე განსხვავებულები არიან და ვიცი, როცა აღიარებენ რომ ერთმანეთი უყვართ ყველაფერი ცუდი დასრულდება. შენ არ იცი ლილე როგორი ძლიერია ... ის შენი შვილია. დადეშქელიანების ნაწილია და შეუძლებელია სუსტი იყოს... ვიცი რომ გაუძლებს ყველაფერს და ნიკოლოზს მეტად გააძლიერებს . ორ შეყვარებულ ადამიანზე ძლიერი რგოლი არ არსებობს და გჯეროდეს რომ ორივე ბედნიერი იქნება ,რთული იქნება,მაგრამ მაინც შეძლებენ ....... ნიკოლოზი ისევ არ ჩანდა... სხვა ყველაფრი ჩვეულებისამებრ იყო. ზოგი კამათობდა, ზოგსაც სანერვიულო არაფერი ჰქონდა . ბავშვები მარიამთან და ალექსანდრესთან იყვნენ. დათუნაც მათ დაიტოვეს და ერეკლესა და ეკას დანარჩენებთან გართობის საშუალება მისცეს. თავად რომ გავიდნენ ამდენ ბავშვთან ერთად ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყველანი ისე უჯერებდნენ ალექსანდრეს რომ მარიამიც კი გაოცებული იყო... ................ მია ყვლას გამოეყო და მარტო სეირნობდა ტყეში. ფიქრებმა იმდენად გაიტაცეს რომ დაბნელდა კიდეც. გონს რომ მოვიდა შუა ტყეში იდგა, ირგვლივ მხოლოდ ხეები იყო და სხვა არაფერი,ცივილიზაციის ნიშანწყალიც არ იყო...ადამიანის კვალსაც კი ვერ ხედავდა. ადგილზე ტრიალებდა , კანკალებდა და წამებში პანიკაში იყო -ღმერთო დამეხმარე გთხოვ არ მინდა ასე სიკვდილი... არ მინდა ,გთხოვ დამეხმარე. განა რა ცოდვა მაქვს ასეთი ერთი გიჟი გოგო ვარ ასე სიკვდილი არ მინდა ....მინდა ჩემს ქმართან ერთად ვიყო, როცა მოვკვდები ღრმა მოხუცებული ,ახლა ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის - ცრემლები მოდიოდა და ჩამწყდარი ხმით საუბრობდა-მაშო ერთ ცალად როგორ დავტოვო? ან ჯერ რა გამოვცადე რომ მკლავ ? -მიააა - ჯერ ბუნდოვნად მოესმა ხმა , ეგონა ეჩვენებოდა შემდეგ უფრო ახლოდან გაიგო - მიაააა ხმა გამეციი ....მიააა - ისევ როცა მოესმა საყვარელი ხმა და დაინახა მისკენ მიმავალი მათე სიხარულისგან აღარ იყო ... გაიქცა და გიჟივით მოეხვია , ისე ეკვროდა ვერავითარი ძალა მოაშორებდა -ჩემი გოგო , ჩემი ლამაზი გოგო... როგორ შემეშინდა .მეგონა დაგკარგე, მეგონა ვეღარ გიპოვიდი - მათე ნერვიულობისგან გიჟს გავდა... ხელებს თმაზე უსვამდა, გაყინულ ლოყებს უკოცნიდა -ღმერთო მადლობა... მადლობა რომ შანსი მომეცი - უცებ თქვა და უცებ აკოცა ....კოცნიდა მთელი გრძNობით .გიჟურად და ამაღელვებლად. მათე ჯერ შეკრთა მერე თავადაც აჰყვა...მკლავები უკეთ მოხვია მისი ტუჩების დაგემოვნება განაგრძო... თავზე ათოვდათ და გაყინულებს ესეც არ ანაღვლებდათ. ისევ თვითონ მოშორდა . სანამ მათე იტყოდა რამეს ტუჩებზე თითები მიადო და დაიწყო- მომისმინე გთხოვ... ვიცი გიჟი ვარ, გადარეული სულ ნერვებს გიშლი პირველივე შეხვედრიდან თითქოს რამე დამიშავე არადა არაფერი დაგიშავებია იმის გარდა რომ სიგიჟემდე მომწონდი, მიზიდავდი და ჯერ არ განცდილ ვნებას აღვივებდი ჩემში... ამის მეშინოდა და გეჩხუბებოდი თითქოს ეგ დამიცავდა იმისგან რომ არ შემყვარებოდი . მაგრამ ვის დაუცვია სიყვარულისგან თავი ....ახლა მივხვდი, გავაცნობიერე რომ ყველაზე ძლიერი გრძნობაა და მისი მართვა არ შეიძლება...ისე მიყვარხარ მგონია რომ უშენოდ ვერ ვისუნთქებ და საერთოდ არ მაინტერესებს გიყვარვარ თუ არა , უბრალოდ მოგწონვარ, ვნებას აღვძრავ შენში თუ ჭკუას გაკარგვინებ ... დედამიწის ღერძიდან გადაყვანა რომ დამჭირდეს შენს დაკარგვას არ ვაპირებ -არ გვინდა კატაკლიზმები, მეორედ მოსვლა და გამყინვარების დაწყება. ისე გიჟივით მიყვარხარ ისედაც დაგვატყდება ეგ ყველაფერი თავზე ერთად თუ არ ვიქნებით- მათემ თავად მოხვია ხელი და ისე ეძგერა ტუჩებზე აი ეს იყო კოცნა თუ იყო - აი ასე ჩემო გიჟო ანგელოზო დღეიდან სამუდამოდ ჩემი ხარ ... წავედით ახლა თორე შეგვჭამს მგლები და ვერ მოვახერხებ შენით დატკბობას .ხო უნდა ჩამყვეს საფლავში შენი ტუჩების გემო და ამიფორიოქოს სული- სიცილთ უთხრა ხელში აიყვანა გათოშილი მია და სწრაფად გაიარა მანძლი სახლამდე რომელიც ტყეში გზის გავლისას შენიშნა . სიბნელეში მობილურით გაარჩიეს საგნები- ერთი საწოლი და მაგიდა იდგა, ბუხარში ძველი ნივთები ,დასაწვავი ნაჭრები ეყარა სანთებელათი აანთო ცეცხლი და გარედან შემოიტანა ტოტები , რომ არ გაყინულიყვნენ . შემდეგ ბუხარი ანათებდა გარემოს. როგორც იქნა მობილურმა დაიჭირა რამდენიმე წამით და მაშინვე შეტყობინება გაგზავნეს დაამშვიდეს ოჯახი ერთად ვართ ხვალ დილით დავბრუნდებით არ ინერვიულოთო -ეხლა რა ვქნათ... აქ სად დავწვე -საწოლს ვერ ხედავ? -მე მანდ ვერ დავწვები დარწმუნებული ვარ რწყილები ან რამე მსგავსი იქნება -კარგი რა მია ნახე ჩვეულებრივი საწოლია სულაც არ ჩანს ჭუჭყიანი თეთრეული ალექსანდრეს სახლის მომვლელი ამბობდა აქვე ქოხი მაქ ტყეშიო და ალბათ მისია ნახე ობობიის ქსელებიც არაა ირგვლივ და სისუფთავეა -კარგი ხო დავწვები მაშინ მე ... შენ აქ ვერ დაეტევი -ვითომ რატომ ვერ დავეტევი ,ასეთი მსუქანი ვარ? -რა იყო კომპლიმენტს ელი? -მოკლედ შენ ხო არ გაახარებ კაცს- თქვა და გვერდით მიუწვა მართლა ისეთი პატარა საწოლი იყო ძლივს ეტეოდნენ ,მაგრამ გაყინულებს ახლოს წოლა უფრო არგებდათ ...... -გამაგიჟებს ეს გოგო ნამდვილად გამაგიჟებს ....ამდენი ხანია კატა =თაგვივით არიან და ახლა მოუნდათ ერთად წასვლა? გავგიჟდები ანდრეა თუ არ გავიგე სად არიან დარეკე კიდე იქნებ გიპასუხონ - ანა გაგიჟებული მიმოდიოდა ოთახში -დედა დამშვიდდი რა არაფერი მოხდება არ იცნობ მათეს? -მათეს კი ვიცნობ ,მაგრამ მია ვიცი რა გიჟია და რამე სისულელე არ ჩაიდინოს -კაი დედა ახლა დიდი დიდი ჩვენსავით დაქორწინდნენ მეტი სისულელის გამკეთებელი მია არაა -გაგიჟდი გოგო შეენ? ეგ მინდა ეხლა მეე? არა მეორე გოგოც რო ქორწილის გარეშე გავათხოვო გავგიჟდები -შენ მაგაზე ნერვიულობ ქორწილს რომ არ გადაიხდიან თუ იმაზე რომ დაქორწინდნენ-ანდრეამ გახედა ცოლს და თვალები დაუბრიალა -ანდრეა დაქორწინდნენ მერე ბიჭი არ მოგწონს თუ არ იცი ერთმანეთი რომ უყვართ ...ერთხელ არ შეიძლება მოვიდნენ და მთხოვონ შვილის ხელი? -ვაიმე ანი ნეტა სხვა სადარდებელი არ გექნებოდეს რამე რა- ალექსანდრემ თქვა და ჩაეხუტა დაიკოს -შენ რა გენაღვლება პატარა გყავს შვილები.... დემეტრეს საცოლეს ყველა კარგად ვიცნობთ ჩვენი ელენიკო არაჩვეულებრივია .დამიანე კიდე ხო ვიცი ცუდი გოგო არ ჰყავს შერჩეული- ნიშნისმოგებით თქვა და დამის გახედა - ლილე კიდე ისე არ გათხოვდება შენ რომ არ გკითხოს, მაგაში დარწმუნებული ვარ და ამათ გაზრდამდე და დაოჯახებამდე ათასი ვარიანტი შეიცვლება გათხოვების და ცოლის მოყვანის -ანა მამიდა ველ გავიგე ჩენ ლა განელვიულებც მალიამი მაინც გამოუჩვი მეძინება დავიგალე ქალი - ანაბელმა ბუზღუნით თქვა და მარიამს მიეხუტა -ჩემი პრინცესა გეძინება დეე? წამო წავიდეთ ჩემო სიცოცხლე ...შენი გიჟი მამიდაშვილი ხვალ მოვა - ბავშვი აიყვანა და წავიდა . დანარჩენინებს ეძინათ უკვე ამიტომ ანაბელი დააწვინა და მასაც წამსვე დაეძინა. ანა კი მთელი ღამე საწოლს არ მიჰკარებია. მისაღებში იჯდა და ანდრეასაც არ აძლევდა დაძინების საშუალებას. ...... დილით დაბრუნდნენ გვრიტები ანა დივანზე იჯდა და როგორც კი შევიდნენ წამსვე წამოფრინდა ფეხზე -სად იყავით? გუშინ რატომ არ მოხვედით? მია რას გავს შენი საქციელი ხომ იცოდი რომ ვინერვიულებდი თქვი ახლა რა დამართე ამ ბიჭს ...რა სისულელ გააკეთე მოყევი გამისკდა გოგო გული. შენ უნდა მომკლა? -დედა დამშვიდდი ეხლა არ ინერვიულო არაფერი მჭირს უბრალოდ გზა ამერია ტყეში თოვა დაიწყო... კიდევ კარგი მათემ მომაგნო დამინახა ტყეში რომ შემოვედი რამდენიმე წუთ რომ არ დავბრუნდი წამოსულა მოსაძებნად და მიპოვა -ჩემი გოგო ,მოხვედი მამა? გამაგიჟა დედაშენმა - ანდრეა შევიდა და შვილს მოეხვია-ხომ კარგად ხარ მა? -ვაიმეე ჩემი სიკვდილი.... დედა შენ ტყეში ლამის მკლებმა დაგგლიჯეს და დედაშენი ამ დროს აქ იჯდა და არფერი იცოდა?-უცებ წამოიკივლა და გონება დაკარგა -ანა ანა გამოფხიზლდი რა გჭირს ანა არ გამაგიჟო ვერ ხედავ კარგად არიან? - ანდრეამ სახეზე ჩამოუსვა თითები და ცოტა შეაფხიზლა -აი ეგრე რა რას მიხეთქავ გულს - აკოცა და ჩაეხუტა - მამა ხო კარგად ხარ სად იყავით წუხელ -ჩვენი სახლის მომვლელის ქოხში ახლოს სხვა არაფერი იყო და რა გვექნა -კაი დამშვიდდით ეხლა ყველა რა იყო ანა ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიული გახდი არ შეიძლება ეგრე - ალექსანდრე ჩაეხუტა დას და ბავშვებს გაუღიმა - დაჯექით თქვენ რა იყოთ რა შეშინებული სახეები გაქვთ -ჩვენ რაღაცის თქმა გვინდოდა და -ვაიმე არაფერი გამაგონოთ ეხლა არ გამაგიჟოთ - ანამ წამოიყვირა- წადით გამოიცვალეთ ჭამეთ რამე და დაისვენეთ რას დაიძინებდით სადღაც ქოხში -მართალია წადით ბავშვებო დაისვენეთ - ანდრეაც დაეთანხმა ასე რომ მათემ ხელი მოხვია და კიბისკენ უბიძგა -უკეთესი დრო შევარჩიოთ ახლა ანერვიულებულია და რას გააკეთებს არავინ იცის -მართალია ცოტა დამშვიდდება და ვეტყვით - ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში შევიდა. ....... ერთად საუზმობდნენ ლაშა რომ მივიდა... -გამარჯობათ მეგობრებო როგორ გიკითხოთ? ჩემი ანგელოზები როგორ არიან?- ყველას აკოცა ბავშვებს განსაკუთრებით მოეფერა მერე სოფოს შეხედა რომელიც ვითომ აქამდე ვერ შეამჩნია და გაუღიმა- ქალბატონო სოფო როგორ გიკითხოთ? -არაჩვეულებრივად ვიყავი აქამდე - მისმა დანახვამ ააფორიაქა. აქამდე თუ ისე აწუხებდა გაუჩერებლად ფიქრები ლაშაზე და იმ კოცნაზე ბოლო შეხვედრისას რომ მოპარა ეხლა გარეგნულადაც დაეტყო . -ძალიან კარგი - მხოლოდ ეს უთხრა ისე დაიჭირა თავი თითქოს არაფერი მომხდარა, ზედაც არ უყურებდა . ბავშვებთან ერთად დაჯდა ყველას ელაპარაკებოდა ჩვეული ხალისით და ენერგიით მხოლოდ სოფის აიგნორებდა . საუზმობის შემდეგ ყველა მიმოიფანტა ზოგი სად წავიდა ზოგი სად . მარიამმა გოგონებთან ერთად წაიყვანა ბავშვები სასეირნოდ, ალექსანდრე სახლში დარჩა აივანზე იჯდა ყავის ფინჯანით ხელში და სიგარეტს ეწეოდა, მზიანი ამინდი იყო. გვერდით ლაშა მიუჯდა მას საყვარელი ლიმნიანი ჩაის ფინჯანი ეჭირა ხელში , შემდეგ სიგარეტის ღერს მოუკიდა და გააბოლა -მე და შენ დიდი ხანია მეგობრები ვართ ხომ ასეა- სერიოზული გამომეტყველებით დაიწყო და ალექსანდრეს შეხედა- თითქმის არაფერია ისეთი რაც არ ვიცით ერთმანეთზე -გისმენ ლაშა რა გინდა მკითხო პირდაპირ მითხარი და თუ შემიძლია გიპასუხებ -ვიცი რომ ახლა ძალიან გიყვარს მარიამი და არასდროს უღალატებ არ მინდა ცუდად გაიგო უბრალოდ მაინტერესებს შენ და სოფოს ადრე ,სტუდენტობისას რამე გქონდათ? -მე და სოფო ყოველთვის მეგობრები ვიყავით ისეთი მეგობრები, როგორიც ელენე და დემეტრე იყვნენ იმ განსხვავებით რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ მე და სოფის კი მხოლოდ მეგობრულად გვიყვრას ერთმანეთი ...მინდა გითხრა რომ მასზე მაგარი ქალი არ მეგულება, საუკეთესო გოგოა ვერავინ მიხვდება სინამდვილეში როგორი კარგია მხოლოდ მე ვიცი ყველაფერი მასზე და დამიჯერე ამქვეყნად ყველაზე წმინდა და სუფთა გული აქ და ნებისმიერს გავანადგურებ მას რომ აწყენინოს და გული ატკინოს ლაშამ ხედს უყურებდა და ეწეოდა. თვალსაც არ ახამხამებდა ცოტა ხანს .შემდეგ ისევ დაიწო -მთელი კვირაა არ მინახავს და იცი რაზე ვფიქრობდი? ყოველ დღე მასზე ვფიქრობდი .იმ ღამით ,როცა ერთად ვიყავით შუაღამით შემოვიდა ოთახში .საშინლად იყო შეშინებული, რომ მითხრა ღამის მეშინიაო გამიკვირდა ,მაგრამ არ შევიმჩნიე მერე ვაკვირდებოდი მძინარეს და .. კოშმარი ნახა ან რეალობა გაახსენდა ,ბევრი ვიფიქრე ამაზე და ვიცი რეალობა ნახა არც ღამის და ჭექა-ქუხილის ეშინოდა . პირველად ვგრძნობდი როგორ მტკიოდა სხვისი ტკივილი ალბათ არაფერია ჩემი შიში იმასთან შედარებით რაც მას გადახდა არც კი ვიცი როგორ აღვწერო მისი იმჟამინდელი მდგომარეობა მეგონა ლაღი და მხიარული , თავქარიანი სოფისგან არაფერი იყო დარჩენილი . პირველად მკითხა რამე ხო არ მითქვამსო ვიცოდი უხერხულად იგრძNობდა თავს ამიტო გავჩუმდი , შენთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე არც მინდოდა ჯერ რამე მეთქვა სანამ ჩამოვყალიბდებოდი, ჩემს გრძნობებში გავერკვეოდი და მზად ვიქნებოდი სიმართლის მოსასმენად -ლაშა მე არ შემიძლია არაფრის თქმა ეს მხოლოდ სოფის გადასაწყვეტია მხოლოდ ერთს გეტყვი ის არ ჰგავს სხვებს და მის მსგავს ვერასდროს შეხვდები - მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და იქაურობას გაეცალა. ლაშა კი ისევ იჯდა უყურებდა დათოვლილ ხეებს და განაგრძობდა ფიქრს ან რაღა იყო საფიქრალი იცოდა რომ ჰაერივით სჭირდებოდა ეს გიჟი გოგო და მის გარეშე ვერ გაძლებდა . სოფია ხედს უყურებდა, საღამოს ყველაფერს სხვა ფერი ჰქონდა . ლაშა ჯერ შორიდან უყურებდა, შემდეგ მის გვერდით დადგა -ლამაზი ხედია არა? -ხო ძალიან ლამაზია .... მეგონა ოცდათერთმეტში ჩამოხვიდოდი -ხო მეც ეგრე მეგონა , მაგრამ დრო გამომიჩნდა და წამოვედი .... გავისეირნოთ არ გინდა? - გავისეირნოთ- ირგვლივ ლამპიონები ანათებდა ყველაფერს მათ შუქზე კი თოვლი ლამაზად ბრჭყვიალებდა . უხერხული დუმილი იყო გამეფებული , ორივე ღელავდა მოსალოდნელი საუბრის გამო
❤ჩემი გული ხარ❤
ალექსანდრე დადეშქელიანი
თავი 30
ლიზი აივანზე იჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. სიო თმებს ურევდა, ციოდა კიდეც, მაგრამ სახლში შესვლა არ უნდოდა . ირაკლიზე ფიქრობდა და როგორც კი გავიდა ბიჭი აივანზე მაშინვე გულისცემა აუჩქარდა . თითების შეხება რომ იგრძნო სიცივისგან დახორკლილი კანზე ეკლებმა დააყარა
-ლიზი ამ სიცივეში აქ რას აკეთებ?
-სუფთა ჰაერზე მინდოდა ყოფნა და - შებრუნდა , მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა რა ახლოს იყო ირაკლი. ახლა კი ლამის მის ტუჩებს ეხებოდა . ისიც იდგა დ აუყურებდა ,ხელები წელზე შემოხვია და სანატრელ ბაგეებს დააცქერდა. გრძNობდა როგორ თრთოდა გოგო მის მკლავებში და სურვილი ემატებოდა .ძალიან ნაზად შეეხო შემდეგ როცა წინააღმდეგობა ვერ იგრძნო უფრო გააღრმავა კოცნა... ლიზის სიზმარში ეგონა თავი, როცა გაანალიზა რაც ხდებოდა თითები მოხვია და კოცნაში აჰყვა ...ირაკლი მანამდე თუ თავის შეკავებაზე ფიქრობდა და საკუთარი ნაბიჯი აღელვებდა მერე ერთიანად მოდუნდა ,გული ორმაგად უცემდა თვალებში უყურებდა გოგონას და კოცნის შემდეგ გრძნობებიც ერთბაშად გაუმხილა
-მიყვარხარ ჩემო პატარავ... ძალიან მიყვარხარ და აუცილებლად შეგაყვარებ თავს
-მე... შენ მართლა მეუბნები? ცხადია?- ისე საყვარლად ახედა ირაკლის ისევ მოუნდა მისი წითელი ბაგეების დაგემოვნება -ნუთუ მართლა ხდება - სახეზე ეფერებოდა ბიჭს, მერე თავად აკოცა -მიყვარხარ ...ძალიან მიყვარხარ. უზომოდ, ტკივილამდე მიყვარხარ - აი აქ კი მართლა გაოცდა ბატონი...ხვდებოდა რომ გულგრილი არ იყო, მაგრამ ამას თუ მოისმენდა ვერასდროს წარმოიდგენდა
-ჩემი ფერია, ჩემი სასწაული ხარ მაბედნიერებ პატარავ - მისი სახე ხელებში მოიქცია და ყველა ნაკვთი დაუკოცნდა , შემდეგ მოეხვია და დიდხანს იდგნენ ასე ერთმანეთზე აკრულები მთვარის ქვეშ
ზოგჯერ ბედნიერება სიმარტივეშია...როცა გიყვარს არ აქვს რომანტიკას მნიშვნელობა,მთავარია გაიგო რომ უყვარხარ...
..........
მეორე დილას უფროსი დადეშქელიანი ცოლთან ერთად იჯდა აივანზე , პლედი მოახვია და თოვლით დაფარულ ხედს გახედა. ცხელი ჩაის არომატი ტრიალებდა ირგვლივ ...სახლში ისევ სიმშვიდე იყო. ყველას მშვიდად ეძინა
-ნერვიულობ ვიცი ,მაგრამ ჩხუბს ჯობია მშვიდად შეხვდე ...გარეგნული სიმშვიდით მაინც შეხვდე ამ მდგომარეობას
-ვიცი ისევ გაიკეთა და იმიტომ არ ჩამოვიდა. ოთხი დღე ვერ გაძლებდა ისე მოენატრებოდა ლილე . იცი რა საშინლად ვარ? ორივე ძალიან მიყვარს... ნიკუშა ფაქტობრივად ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა კაცად. ყოველთვის ძალიან მგავდა ხასიათებით და ამიტო გვქონდა დიდი კავშირი . მან რაც გადაიტანა იმ ტკივილს ბევრი ვერ გაუძლებდა - ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა განაგრძო უნდოდა ყველაფერი ეთქვა ერთადერთი მარიამი ჰყავდა ვისაც ესაუბრებოდა ისე თითქოს საკუთარ თავს უყვებოდა თან რჩევასაც იღებდა განსჯის გარეშე ....ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ,როცა გვერდით ასეთი ქალი გყავს -15 წლის იყო ნინის , დედამისს კიბოს ბოლო სტადია რომ დაუდგინეს. ვერ აღვწერ როგორ იყო იმ დროს...განადგურდა ერთმა მომენტმა მთლიანად შეცვალა თინეიჯერი ბიჭის ცხოვრება... ცდილობდა დედასთან მყარად მდგარიყო, არ გამტყდარიყო,ემოციები არ ეჩვენებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ბევრჯერ გამოვარდნილა პალატიდან და ბოლო ხმაზე უტირია ... ბოლო ხმაზე უყვირია , მთელი ოთახი თავდაყირა დაუყენებია და დედამისთან ისე შესულა თითქოს არაფერი მომხდარა . მაშინ მივხვდი როგორი ძლიერი იყო ...15 წლის ასაკში იყო ასეთი,მაშინ როცა ზოგი გართობაზე ფიქრობს და კიდევ ვარდისფერი სათვალით უყურებს ცხოვრებას.
-ღმერთო ჩემო...რა რთული პერიოდი გამოუვლია. დედამ რამდენ ხანს იცოცხლა ,მალ გარდაიცვალა ალექსანდრე?- მარიამს გული აუჩუყდა ,რომ წარმოიდგინა როგორ იქნებოდა ტკივილი იგრძნო
-ქიმიოთერაპია, რომ დაიწყო ყველაზე საშინელი მომენტები მაშინ დადგა... ნინო ძალიან ლამაზი ქალი იყომ ორ თვეში კი ფიტულს დაემსგავსა,სრულიად შეიცვალა... ვხედავდი და გული მიჩერდებოდა , მაგრამ არასდროს დაუკარგავს მთავარი ნიშანი, თვალები სულ უციმციმებდა ნიკას რომ დაინახავდა. თვალებით საუბრობდნენ ხოლმე, ორივეს შეეძლო მზერით გაენდოთ გრძNობები...ნინოს სულიერი სიმშვიდე ჰქონდა, რაღაც საოცარი ქალი იყო.... როცა ასე ცუდად იყო მისი დანახვისას ვმშვიდდებოდი თითოეული წამი რაც მასთან მაკავშირებდა შეუფასებელია მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას რომ ღვთის მიერ იყო დედამიწაზე გამოგზავნილი ეს ნინო იყო . ნიკას ღიმილს რომ ვხედავ მახსენდება ხოლმე ნინო, ჩემი უფროსი მეგობარი ...ნიკა იმდენად ჰგავს გოგო რომ ყოფილიყო ალბათ ნინოს ასლი იქნებოდა
მარიამი შეძრწუნებული უსმენდა ალექსანდრეს ისევ მიეკრო და ნიაღვარივით წამოსული ცრემლები შეიმშრალა. ეგონა თავად იტანჯებოდა , მაგრამ როცა ამ ამბავს უსმენდა მიხვდა რომ მსგავსი სულიერი ტკივილი არასდროს განუცდია .
-ბოლო ერთი თვე საავადმყოფოში გაატარა ნიკა გვერდიდან არ შორდებოდა . იმ დღეს არც კი ვიცი რატომ წამოვედით იქედან. ნინო თითქოს უკეთ იყო, ტკივილები აღარ ჰქონდა მორფინიც არ გაუკეთებიათ ამიტომ რამდენიმე საათით სახლში.... გავედით ნიკას მამაც წავიყვანეთ . იქ მარტო ნიკოლოზი დარჩა ,მამას თავად უთხრა წადი და მეც მომიტანე ტანსაცმელიო კაცი იმდენად იყო განადგურებული შვილზე ნერვიულობა ცალკე აგიჟებდა და ნიკას გამო ყველაფერს აკეთებდა... ორი საათით წავედით , მხოლოდ ორი საათით . ამ დროში სიტუაცია დამძიმებულა ...ნიკა უყურებდა როგორ კვდებოდა დედამისი. ბოლოს ექიმებმა ფარ-ხმალი დაყარეს .
-როგორ სულ არავინ იყო იქ? როგორ არ დაგირეკათ...მარტო რატომ დარჩა
- ჯერ კიდევ გონზე მყოფ დედას უსმენდა მის ბოლო სიტყვებ , რომელიც არავინ ვიცით რა იყო .... როცა მივედით დერეფანში ექიმები იდგნენ და ისინიც კი ტიროდნენ. მაშინვე მივხვდით რაც მოხდა ,სანამ პალატამდე მივედით ნიკას ყვირილმა მოიცვა მთელი საავადმყოფო , მამამისი იქვე ჩაიკეცა . პირველი მე შევედი ... ნიკა რომ დავინახე გული მომიკვდა ... ნინოს ეხუტებოდ და კოცნიდა... უკვე ხმა აღარ ჰქონდა, გათიშული ეფერებოდა და ბუტბუტებდა მხოლოდ მაშინ გაგიჟდა, როცა ექიმები შევიდნენ და გასვლა სთხოვეს ...ნინოს ცხედარს არ შორდებოდა , ექიმებმა დამამშვიდებელი გაუკეთეს და გაითიშა. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი და აქამდე გრძელდება მისი ჯოჯოხეთი ამქვეყნად
-მამა ხომ ჰყავდა... როგორ შეიძლებოდა ასე განადგურებულიყო.შენ ჰყავდი, მეგობრები ...
-მამამ ნინოს სიკვდილი ვერ გადაიტანა, ნიკას საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. დალევა დაიწყო, საქმეს შეეშვა, წამალზე შეჯდა...მთელი ქონება გაფლანგა და ბოლო დარტყმაც მიაყენა ნიკუშას. ორი წელი იყო გასული ნინოს გარდაცვალებიდან , ნიკა თავიდან მხოლოდ ცუდად იქცეოდა, უხეში გახდა, ყველას და ყველაფერს ერიდებოდა. სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლა,მაგრამ ნარკოტიკებზე დამოკიდებული კიდევ არ ყოფილა.
-მერე? მერე რა მოხდა ალექსანდრე
-მერე ...მერე სახლში დაბრუნებულს მამა საკუთარ ეზოში , ხეზე ჩამომხრჩვალი დახვდა. ბოლო წერტილი ეს იყო ... მერე აღარავინ ჰყავდა, კოშმარები აწუხებდა. ღამე საერთოდ აღარ ეძინა. მოშორდა მეგობრებს, სკოლას, სწავლას ...ყველაფერს რაც კი ნორმალურ ადამიანებთან აკავშირებდა...ჩემთან წავიყვანე, დიდი ხანი ვეძებდი და სადღაც ბუნაგში ვიპოვნე. ერთი თვე დარჩა მხოლოდ, იმ ერთი თვის გახსენებაც არ მინდა. მერე არ ვიცი რა მოხდა, მე ვერაფერს გავაწყობდი ..უბრალოდ გაიღვიძა და სხვა ადამიანი იყო. თითქოს ერთ ღამეში გაიზარდა, წლები მოემატა, დაღვინდა, ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა , გეგმები დასახა და იქცა სულ სხვა ადამიანად , ცივ, უხეშ, უგულო კაცად რომელიც რობოტს უფრო ჰგავდა მაშინ ვიდრე იმ ნიკუშას მე რომ ვიცნობდი...დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ დააბალანსა ემოციები, მშობლების ამბავი სადღაც გულის კუნჭულში გადამალა და ცხოვრება განაგრძო. ყოველთვის ჰქონდა ძალა, ნარკოტიკებს მაინც არ გაანადგურებინა თავი, მუშაობდა დაუღალავად. მამამისის კომპანია ფეხზე დააყენა, ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დაიწყო. სწავლა, მუშაობა ,ხალხთან ურთიერთობა... პიროვნება შექმნა რომელსაც ბევრი იცნობდა და ბევრი პატივს სცემდა ჯერ კიდევ წლების წინ. შემდეგ მკურნალობაც დაიწყო, სარეაბილიტაციო ცენტრშიც იწვა. დამოკიდებული აღარ იყო,მაგრამ ბოლომდე ვერ შეეშვა. ზუსტად ვიცოდი მშობლების გარდაცვალების დღეს ქრებოდა, მთელი დღე გათიშული იყო და არავინ ვიცოდით სად იყო .
-აქამდე რატო არ მომიყევი ...არც კი ვიცი რა ვთქვა
-ეხლა ხვდები რატო მქონდა ასეთი რეაქცია რომ მივხვდი ლილე უყვარდა? სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება მომეკლა , მაგრამ ნიკოლოზი იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მას წარმოუდგენია. კარგი მამა არ ვარ , მაგრამ ვიცი ლილეა ერთადერთი ბედნიერება რაც კი ნიკოლოზის ცხოვრებაში ყოფილა და ერთადერთი საშუალება რამაც შეიძლება სიმშვიდე მოუტანოს მის სულ ... ჩემი შვილია ერთადერთი ვინც შეიძლება „მისი მუდმივი ნარკოტიკი“ გახდეს და ყველაზე დიდი ძალა მისცეს
-შენ არაჩვეულებრივი ხარ... არა მხოლოდ როგორც მეგობარი . მამა ხარ არაჩვეულებრივი იცი რატომ? მიუხედავად ყველაფრისა ისე იქცევი, რომ ლილე ძალიან არ დაიტანჯოს უამრავი შეყვარებული წყვილია ვინც აფსურდის გამოა მსგავს დღეში... ესენი კი ყველაზე განსხვავებულები არიან და ვიცი, როცა აღიარებენ რომ ერთმანეთი უყვართ ყველაფერი ცუდი დასრულდება. შენ არ იცი ლილე როგორი ძლიერია ... ის შენი შვილია. დადეშქელიანების ნაწილია და შეუძლებელია სუსტი იყოს... ვიცი რომ გაუძლებს ყველაფერს და ნიკოლოზს მეტად გააძლიერებს . ორ შეყვარებულ ადამიანზე ძლიერი რგოლი არ არსებობს და გჯეროდეს რომ ორივე ბედნიერი იქნება ,რთული იქნება,მაგრამ მაინც შეძლებენ
.......
ნიკოლოზი ისევ არ ჩანდა... სხვა ყველაფრი ჩვეულებისამებრ იყო. ზოგი კამათობდა, ზოგსაც სანერვიულო არაფერი ჰქონდა . ბავშვები მარიამთან და ალექსანდრესთან იყვნენ. დათუნაც მათ დაიტოვეს და ერეკლესა და ეკას დანარჩენებთან გართობის საშუალება მისცეს. თავად რომ გავიდნენ ამდენ ბავშვთან ერთად ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყველანი ისე უჯერებდნენ ალექსანდრეს რომ მარიამიც კი გაოცებული იყო...
................
მია ყვლას გამოეყო და მარტო სეირნობდა ტყეში. ფიქრებმა იმდენად გაიტაცეს რომ დაბნელდა კიდეც. გონს რომ მოვიდა შუა ტყეში იდგა, ირგვლივ მხოლოდ ხეები იყო და სხვა არაფერი,ცივილიზაციის ნიშანწყალიც არ იყო...ადამიანის კვალსაც კი ვერ ხედავდა. ადგილზე ტრიალებდა , კანკალებდა და წამებში პანიკაში იყო
-ღმერთო დამეხმარე გთხოვ არ მინდა ასე სიკვდილი... არ მინდა ,გთხოვ დამეხმარე. განა რა ცოდვა მაქვს ასეთი ერთი გიჟი გოგო ვარ ასე სიკვდილი არ მინდა ....მინდა ჩემს ქმართან ერთად ვიყო, როცა მოვკვდები ღრმა მოხუცებული ,ახლა ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის - ცრემლები მოდიოდა და ჩამწყდარი ხმით საუბრობდა-მაშო ერთ ცალად როგორ დავტოვო? ან ჯერ რა გამოვცადე რომ მკლავ ?
-მიააა - ჯერ ბუნდოვნად მოესმა ხმა , ეგონა ეჩვენებოდა შემდეგ უფრო ახლოდან გაიგო - მიაააა ხმა გამეციი ....მიააა - ისევ როცა მოესმა საყვარელი ხმა და დაინახა მისკენ მიმავალი მათე სიხარულისგან აღარ იყო ... გაიქცა და გიჟივით მოეხვია , ისე ეკვროდა ვერავითარი ძალა მოაშორებდა -ჩემი გოგო , ჩემი ლამაზი გოგო... როგორ შემეშინდა .მეგონა დაგკარგე, მეგონა ვეღარ გიპოვიდი - მათე ნერვიულობისგან გიჟს გავდა... ხელებს თმაზე უსვამდა, გაყინულ ლოყებს უკოცნიდა
-ღმერთო მადლობა... მადლობა რომ შანსი მომეცი - უცებ თქვა და უცებ აკოცა ....კოცნიდა მთელი გრძNობით .გიჟურად და ამაღელვებლად. მათე ჯერ შეკრთა მერე თავადაც აჰყვა...მკლავები უკეთ მოხვია მისი ტუჩების დაგემოვნება განაგრძო...
თავზე ათოვდათ და გაყინულებს ესეც არ ანაღვლებდათ. ისევ თვითონ მოშორდა . სანამ მათე იტყოდა რამეს ტუჩებზე თითები მიადო და დაიწყო- მომისმინე გთხოვ... ვიცი გიჟი ვარ, გადარეული სულ ნერვებს გიშლი პირველივე შეხვედრიდან თითქოს რამე დამიშავე არადა არაფერი დაგიშავებია იმის გარდა რომ სიგიჟემდე მომწონდი, მიზიდავდი და ჯერ არ განცდილ ვნებას აღვივებდი ჩემში... ამის მეშინოდა და გეჩხუბებოდი თითქოს ეგ დამიცავდა იმისგან რომ არ შემყვარებოდი . მაგრამ ვის დაუცვია სიყვარულისგან თავი ....ახლა მივხვდი, გავაცნობიერე რომ ყველაზე ძლიერი გრძნობაა და მისი მართვა არ შეიძლება...ისე მიყვარხარ მგონია რომ უშენოდ ვერ ვისუნთქებ და საერთოდ არ მაინტერესებს გიყვარვარ თუ არა , უბრალოდ მოგწონვარ, ვნებას აღვძრავ შენში თუ ჭკუას გაკარგვინებ ... დედამიწის ღერძიდან გადაყვანა რომ დამჭირდეს შენს დაკარგვას არ ვაპირებ
-არ გვინდა კატაკლიზმები, მეორედ მოსვლა და გამყინვარების დაწყება. ისე გიჟივით მიყვარხარ ისედაც დაგვატყდება ეგ ყველაფერი თავზე ერთად თუ არ ვიქნებით- მათემ თავად მოხვია ხელი და ისე ეძგერა ტუჩებზე აი ეს იყო კოცნა თუ იყო - აი ასე ჩემო გიჟო ანგელოზო დღეიდან სამუდამოდ ჩემი ხარ ... წავედით ახლა თორე შეგვჭამს მგლები და ვერ მოვახერხებ შენით დატკბობას .ხო უნდა ჩამყვეს საფლავში შენი ტუჩების გემო და ამიფორიოქოს სული- სიცილთ უთხრა ხელში აიყვანა გათოშილი მია და სწრაფად გაიარა მანძლი სახლამდე რომელიც ტყეში გზის გავლისას შენიშნა .
სიბნელეში მობილურით გაარჩიეს საგნები- ერთი საწოლი და მაგიდა იდგა, ბუხარში ძველი ნივთები ,დასაწვავი ნაჭრები ეყარა სანთებელათი აანთო ცეცხლი და გარედან შემოიტანა ტოტები , რომ არ გაყინულიყვნენ . შემდეგ ბუხარი ანათებდა გარემოს. როგორც იქნა მობილურმა დაიჭირა რამდენიმე წამით და მაშინვე შეტყობინება გაგზავნეს დაამშვიდეს ოჯახი ერთად ვართ ხვალ დილით დავბრუნდებით არ ინერვიულოთო
-ეხლა რა ვქნათ... აქ სად დავწვე
-საწოლს ვერ ხედავ?
-მე მანდ ვერ დავწვები დარწმუნებული ვარ რწყილები ან რამე მსგავსი იქნება
-კარგი რა მია ნახე ჩვეულებრივი საწოლია სულაც არ ჩანს ჭუჭყიანი თეთრეული ალექსანდრეს სახლის მომვლელი ამბობდა აქვე ქოხი მაქ ტყეშიო და ალბათ მისია ნახე ობობიის ქსელებიც არაა ირგვლივ და სისუფთავეა
-კარგი ხო დავწვები მაშინ მე ... შენ აქ ვერ დაეტევი
-ვითომ რატომ ვერ დავეტევი ,ასეთი მსუქანი ვარ?
-რა იყო კომპლიმენტს ელი?
-მოკლედ შენ ხო არ გაახარებ კაცს- თქვა და გვერდით მიუწვა მართლა ისეთი პატარა საწოლი იყო ძლივს ეტეოდნენ ,მაგრამ გაყინულებს ახლოს წოლა უფრო არგებდათ
......
-გამაგიჟებს ეს გოგო ნამდვილად გამაგიჟებს ....ამდენი ხანია კატა =თაგვივით არიან და ახლა მოუნდათ ერთად წასვლა? გავგიჟდები ანდრეა თუ არ გავიგე სად არიან დარეკე კიდე იქნებ გიპასუხონ - ანა გაგიჟებული მიმოდიოდა ოთახში
-დედა დამშვიდდი რა არაფერი მოხდება არ იცნობ მათეს?
-მათეს კი ვიცნობ ,მაგრამ მია ვიცი რა გიჟია და რამე სისულელე არ ჩაიდინოს
-კაი დედა ახლა დიდი დიდი ჩვენსავით დაქორწინდნენ მეტი სისულელის გამკეთებელი მია არაა
-გაგიჟდი გოგო შეენ? ეგ მინდა ეხლა მეე? არა მეორე გოგოც რო ქორწილის გარეშე გავათხოვო გავგიჟდები
-შენ მაგაზე ნერვიულობ ქორწილს რომ არ გადაიხდიან თუ იმაზე რომ დაქორწინდნენ-ანდრეამ გახედა ცოლს და თვალები დაუბრიალა
-ანდრეა დაქორწინდნენ მერე ბიჭი არ მოგწონს თუ არ იცი ერთმანეთი რომ უყვართ ...ერთხელ არ შეიძლება მოვიდნენ და მთხოვონ შვილის ხელი?
-ვაიმე ანი ნეტა სხვა სადარდებელი არ გექნებოდეს რამე რა- ალექსანდრემ თქვა და ჩაეხუტა დაიკოს
-შენ რა გენაღვლება პატარა გყავს შვილები.... დემეტრეს საცოლეს ყველა კარგად ვიცნობთ ჩვენი ელენიკო არაჩვეულებრივია .დამიანე კიდე ხო ვიცი ცუდი გოგო არ ჰყავს შერჩეული- ნიშნისმოგებით თქვა და დამის გახედა - ლილე კიდე ისე არ გათხოვდება შენ რომ არ გკითხოს, მაგაში დარწმუნებული ვარ და ამათ გაზრდამდე და დაოჯახებამდე ათასი ვარიანტი შეიცვლება გათხოვების და ცოლის მოყვანის
-ანა მამიდა ველ გავიგე ჩენ ლა განელვიულებც მალიამი მაინც გამოუჩვი მეძინება დავიგალე ქალი - ანაბელმა ბუზღუნით თქვა და მარიამს მიეხუტა
-ჩემი პრინცესა გეძინება დეე? წამო წავიდეთ ჩემო სიცოცხლე ...შენი გიჟი მამიდაშვილი ხვალ მოვა - ბავშვი აიყვანა და წავიდა . დანარჩენინებს ეძინათ უკვე ამიტომ ანაბელი დააწვინა და მასაც წამსვე დაეძინა.
ანა კი მთელი ღამე საწოლს არ მიჰკარებია. მისაღებში იჯდა და ანდრეასაც არ აძლევდა დაძინების საშუალებას.
......
დილით დაბრუნდნენ გვრიტები ანა დივანზე იჯდა და როგორც კი შევიდნენ წამსვე წამოფრინდა ფეხზე
-სად იყავით? გუშინ რატომ არ მოხვედით? მია რას გავს შენი საქციელი ხომ იცოდი რომ ვინერვიულებდი თქვი ახლა რა დამართე ამ ბიჭს ...რა სისულელ გააკეთე მოყევი გამისკდა გოგო გული. შენ უნდა მომკლა?
-დედა დამშვიდდი ეხლა არ ინერვიულო არაფერი მჭირს უბრალოდ გზა ამერია ტყეში თოვა დაიწყო... კიდევ კარგი მათემ მომაგნო დამინახა ტყეში რომ შემოვედი რამდენიმე წუთ რომ არ დავბრუნდი წამოსულა მოსაძებნად და მიპოვა
-ჩემი გოგო ,მოხვედი მამა? გამაგიჟა დედაშენმა - ანდრეა შევიდა და შვილს მოეხვია-ხომ კარგად ხარ მა?
-ვაიმეე ჩემი სიკვდილი.... დედა შენ ტყეში ლამის მკლებმა დაგგლიჯეს და დედაშენი ამ დროს აქ იჯდა და არფერი იცოდა?-უცებ წამოიკივლა და გონება დაკარგა
-ანა ანა გამოფხიზლდი რა გჭირს ანა არ გამაგიჟო ვერ ხედავ კარგად არიან? - ანდრეამ სახეზე ჩამოუსვა თითები და ცოტა შეაფხიზლა -აი ეგრე რა რას მიხეთქავ გულს - აკოცა და ჩაეხუტა - მამა ხო კარგად ხარ სად იყავით წუხელ
-ჩვენი სახლის მომვლელის ქოხში ახლოს სხვა არაფერი იყო და რა გვექნა
-კაი დამშვიდდით ეხლა ყველა რა იყო ანა ამ ბოლო დროს ძალიან ნერვიული გახდი არ შეიძლება ეგრე - ალექსანდრე ჩაეხუტა დას და ბავშვებს გაუღიმა - დაჯექით თქვენ რა იყოთ რა შეშინებული სახეები გაქვთ
-ჩვენ რაღაცის თქმა გვინდოდა და
-ვაიმე არაფერი გამაგონოთ ეხლა არ გამაგიჟოთ - ანამ წამოიყვირა- წადით გამოიცვალეთ ჭამეთ რამე და დაისვენეთ რას დაიძინებდით სადღაც ქოხში
-მართალია წადით ბავშვებო დაისვენეთ - ანდრეაც დაეთანხმა ასე რომ მათემ ხელი მოხვია და კიბისკენ უბიძგა
-უკეთესი დრო შევარჩიოთ ახლა ანერვიულებულია და რას გააკეთებს არავინ იცის
-მართალია ცოტა დამშვიდდება და ვეტყვით - ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში შევიდა.
.......
ერთად საუზმობდნენ ლაშა რომ მივიდა...
-გამარჯობათ მეგობრებო როგორ გიკითხოთ? ჩემი ანგელოზები როგორ არიან?- ყველას აკოცა ბავშვებს განსაკუთრებით მოეფერა მერე სოფოს შეხედა რომელიც ვითომ აქამდე ვერ შეამჩნია და გაუღიმა- ქალბატონო სოფო როგორ გიკითხოთ?
-არაჩვეულებრივად ვიყავი აქამდე - მისმა დანახვამ ააფორიაქა. აქამდე თუ ისე აწუხებდა გაუჩერებლად ფიქრები ლაშაზე და იმ კოცნაზე ბოლო შეხვედრისას რომ მოპარა ეხლა გარეგნულადაც დაეტყო .
-ძალიან კარგი - მხოლოდ ეს უთხრა ისე დაიჭირა თავი თითქოს არაფერი მომხდარა, ზედაც არ უყურებდა . ბავშვებთან ერთად დაჯდა ყველას ელაპარაკებოდა ჩვეული ხალისით და ენერგიით მხოლოდ სოფის აიგნორებდა . საუზმობის შემდეგ ყველა მიმოიფანტა ზოგი სად წავიდა ზოგი სად . მარიამმა გოგონებთან ერთად წაიყვანა ბავშვები სასეირნოდ, ალექსანდრე სახლში დარჩა აივანზე იჯდა ყავის ფინჯანით ხელში და სიგარეტს ეწეოდა, მზიანი ამინდი იყო. გვერდით ლაშა მიუჯდა მას საყვარელი ლიმნიანი ჩაის ფინჯანი ეჭირა ხელში , შემდეგ სიგარეტის ღერს მოუკიდა და გააბოლა
-მე და შენ დიდი ხანია მეგობრები ვართ ხომ ასეა- სერიოზული გამომეტყველებით დაიწყო და ალექსანდრეს შეხედა- თითქმის არაფერია ისეთი რაც არ ვიცით ერთმანეთზე
-გისმენ ლაშა რა გინდა მკითხო პირდაპირ მითხარი და თუ შემიძლია გიპასუხებ
-ვიცი რომ ახლა ძალიან გიყვარს მარიამი და არასდროს უღალატებ არ მინდა ცუდად გაიგო უბრალოდ მაინტერესებს შენ და სოფოს ადრე ,სტუდენტობისას რამე გქონდათ?
-მე და სოფო ყოველთვის მეგობრები ვიყავით ისეთი მეგობრები, როგორიც ელენე და დემეტრე იყვნენ იმ განსხვავებით რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ მე და სოფის კი მხოლოდ მეგობრულად გვიყვრას ერთმანეთი ...მინდა გითხრა რომ მასზე მაგარი ქალი არ მეგულება, საუკეთესო გოგოა ვერავინ მიხვდება სინამდვილეში როგორი კარგია მხოლოდ მე ვიცი ყველაფერი მასზე და დამიჯერე ამქვეყნად ყველაზე წმინდა და სუფთა გული აქ და ნებისმიერს გავანადგურებ მას რომ აწყენინოს და გული ატკინოს
ლაშამ ხედს უყურებდა და ეწეოდა. თვალსაც არ ახამხამებდა ცოტა ხანს .შემდეგ ისევ დაიწო
-მთელი კვირაა არ მინახავს და იცი რაზე ვფიქრობდი? ყოველ დღე მასზე ვფიქრობდი .იმ ღამით ,როცა ერთად ვიყავით შუაღამით შემოვიდა ოთახში .საშინლად იყო შეშინებული, რომ მითხრა ღამის მეშინიაო გამიკვირდა ,მაგრამ არ შევიმჩნიე მერე ვაკვირდებოდი მძინარეს და .. კოშმარი ნახა ან რეალობა გაახსენდა ,ბევრი ვიფიქრე ამაზე და ვიცი რეალობა ნახა არც ღამის და ჭექა-ქუხილის ეშინოდა . პირველად ვგრძნობდი როგორ მტკიოდა სხვისი ტკივილი ალბათ არაფერია ჩემი შიში იმასთან შედარებით რაც მას გადახდა არც კი ვიცი როგორ აღვწერო მისი იმჟამინდელი მდგომარეობა მეგონა ლაღი და მხიარული , თავქარიანი სოფისგან არაფერი იყო დარჩენილი . პირველად მკითხა რამე ხო არ მითქვამსო ვიცოდი უხერხულად იგრძNობდა თავს ამიტო გავჩუმდი , შენთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე არც მინდოდა ჯერ რამე მეთქვა სანამ ჩამოვყალიბდებოდი, ჩემს გრძნობებში გავერკვეოდი და მზად ვიქნებოდი სიმართლის მოსასმენად
-ლაშა მე არ შემიძლია არაფრის თქმა ეს მხოლოდ სოფის გადასაწყვეტია მხოლოდ ერთს გეტყვი ის არ ჰგავს სხვებს და მის მსგავს ვერასდროს შეხვდები - მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და იქაურობას გაეცალა. ლაშა კი ისევ იჯდა უყურებდა დათოვლილ ხეებს და განაგრძობდა ფიქრს ან რაღა იყო საფიქრალი იცოდა რომ ჰაერივით სჭირდებოდა ეს გიჟი გოგო და მის გარეშე ვერ გაძლებდა .
სოფია ხედს უყურებდა, საღამოს ყველაფერს სხვა ფერი ჰქონდა . ლაშა ჯერ შორიდან უყურებდა, შემდეგ მის გვერდით დადგა
-ლამაზი ხედია არა?
-ხო ძალიან ლამაზია .... მეგონა ოცდათერთმეტში ჩამოხვიდოდი
-ხო მეც ეგრე მეგონა , მაგრამ დრო გამომიჩნდა და წამოვედი .... გავისეირნოთ არ გინდა?
- გავისეირნოთ- ირგვლივ ლამპიონები ანათებდა ყველაფერს მათ შუქზე კი თოვლი ლამაზად ბრჭყვიალებდა . უხერხული დუმილი იყო გამეფებული , ორივე ღელავდა მოსალოდნელი საუბრის გამო