მინი რომანი ოდნავ ყვითლად შეფერადებული, შავი ლაქებით დაფარული მთვარე დაჰნათოდა ზღვის კამკამა ტალღებს და შემაძრწუნებლად აბრჭყვიალებდა. აქა-იქ, რამდენიმე თოლიაც დაფრინავდა ზღვის თავზე წრიულად, მოძრაობებს აკეთებდნენ. საზარელ სიჩუმეს ტალღების ხმაურიანი თქარუნი ანაცვლებდა. ნათლად დაინახავდით, როგორ ეხეთქებოდა ნაპირს ტალღები. ყვითელ სარაფნიანი ახალგაზრდა ქალი ქვიშიან სანაპიროზე მშვიდად მიაბიჯებდა, სწორ ხაზს იცავდა და არც ერთი ნაბიჯით აცილებდა. მიდიოდა პირდაპირ, ზღვისკენ. თითქოს, ვიღაც ეძახდა ზღვიდან და აუცილებლად უნდა მისულიყო. ფეხს არ უჩქარებდა, განძრახ შეიძლება. თუმცა, ეს არ იყო იმის გამომხატველი, რომ თავს იკავებდა და ფეხს ითრევდა ზღვაში შესასვლელად. ფეხის ტერფებზე ცივი წყლის შეხებამ ჟრუანტელი მოჰგვარა, კანი ერთიანად დაეხორკლა, მხრებზე შეამცივნა და ზღვაში შესვლის გაშმაგებულმა სურვილმა უფრო შეიპყრო. ტერფები უკვე წყლით კარგად დაფარვოდა, სარაფნის ბოლოები დასველებოდა, მაგრამ ქარი მაინც აფრიალებდა ოდნავ. სახეზე მძიმედ ეცემოდა ქარი ერთი მიმართულებით, თითქოს და, მის გამოფხიზლებას ცდილობდა. ფეხი ქვაზე აუსრიალდა წყალში და მუხლებით დავარდა, თავი ძლივს შეიკავა, რომ ერთიანად არ ჩაძირულიყო. ხელებით ქვებზე დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა ისევ. ფეხის გულებზე უხეშად ედებოდა ქვები და რამდენიმე ნაკაწრიც ჰქონდა, მაგრამ არაფერი აკავებდა. მხოლოდ, სახეზე ტკივილის ფერი მოსდებოდა და ეღრიცებოდა, ხოლმე. ყველაზე მეტად ზღვას ვერ იტანდა, მაგრამ ახლა, თითქოს და, ეშმაკი შეუჩნდა. უფრო ღრმად მიაბიჯებდა, თითქმის მკერდამდე მიეღწია უკვე წყალს. ხელების გამოძრავებას არც კი ცდილობდა, არც ფეხებისას. -შეჩერდით, სად მიდიხართ ამ შუა ღამისას?! წვრილად გაისმა ხმა, რომელიც ცოტათი მისწვდა ყვითელსარაფნიანის ყურთასმენას, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია. -გესმით თქვენ?! ზღვა ადიდებული და აღელვებულია! ვერ ხედავთ მაინც?! სიმკაცრე შეჰპარვოდა მამაკაცის ხმას, მაგრამ დასახმარებლად არაფრის დიდებით მიდიოდა. იმედი მაინც ჰქონდა შერჩენილი, რომ უკან მოაბრუნებდა. ყვითელსარაფნიანმა უკან მოიხედა, მხარბეჭიან მამაკაცს მზერა უმალვე შეავლო, გაიღიმა და ისევ წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. -გიჟი ხართ?! ამ შუა ღამისას, აქ რა გინდათ?! ნუთუ, ოჯახის წევრები მაინც არ გიყვართ?! ქალის რამდენიმე ნაბიჯმა შეაშფოთა მამაკაცი, ხელებს გაუმართავად იქნევდა აქეთ-იქეთ და გაოგნებისგან, ვერ იფიქრებდა, რა უნდა გაეკეთებინა. -მე ოჯახი არ მყავს! საკუთარი ხელით მოვკალი! გამაყრუებელი ხმით დაიწივლა ქალმა, ხელები წყალს დასცხო და ოდნავ ტკივილს უმსუბუქებდა. -ნამდვილად გიჟი ხართ, ყვითელსარაფნიანო! დაბრუნდით უკან! ქალი წინ და წინ მიიწევდა, ცოტაც და პირამდე მიაღწევდა წყალი, უფრო და უფრო იმატებდა. სხეული გაყინული ჰქონდა და სიცივისგან წყალშიც შეამჩნევდით, როგორ აკანკალებდა. -შვილი არ გყავთ?! ან, ქმარი?! სასოწარკვეთას მოეცვა კაცის ხმა. -გითხარით, საკუთარი ხელით მოვკალი - მეთქი. გსიამოვნებთ გამეორება?! ერთი ნაბიჯიც კი, აღარ გადმოდგათ აქეთ! გამაფრთხილებელი იყო ქალის ხმის ტონი. წიოდა და ხაოდა, არაადამიანურ ხმას უშვებდა ყელიდან. -შეშლილი ხართ! საკუთარი თავი მაინც არ გიყვართ?! ასე უმოწყალოდ, როგორ უკეთებთ ამას თქვენ თავს?! აღარც სასოწარკვეთა და აღარც გაოგნება ეტყობოდა მამაკაცის ხმას. -თქვენ?! თქვენ გიყვართ ვინმე?! ინტერესით აღვსილიყო ქალის ხმა. -დიახ, მიყვარს! -ხოდა, არაფრის დიდებით წაართვათ თქვენს თავს სიცოცხლის მიზეზი. მავედრებელი ხმა ჰქონდა ქალს, უკანასკნელ სურვილს ემუდარებოდა მამაკაცს, თითქოს და იმაზე არ უფიქრია, რომ ვინ იყო მისთვის მამაკაცი, შეესრულებინა მისი სურვილი. ყვითელსარაფნიანი უკვე საკმაოდ ღრმად გასულიყო, წყალს დაეფარა მთლიანად და იძირებოდა თანდათან. მამაკაცი წინ გაიჭრა, მთელი სიჩქარით მიცურავდა და ხელებში ცოტა დაღლას გრძნობდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. წყალში ბუშტუკები ჩნდებოდა, მამაკაცმა უფრო აუჩქარა. ყვითელსარაფნიანს დიდი დოზით წყალი ჩაეყლაპა და უკვე, გონწასული იყო წყალში, თავს არ იცოდებდა და არც ფართხალებდა. უმოძრაოდ და განაჩენივით ელოდა მის სიკვდილს. მამაკაცი თანდათან უახლოვდებოდა, წყალში ჩაყვინთა და ხელი მჭიდროდ მოხვია ქალის სხეულს. ძლივს აითრია მისი სხეული და წყლიდან ამოყვინთა ქალთან ერთად. სახეზე მიტკალის ფერი ჰქონდა ქალს, უკანასკნელი წამით რომ არ მიესწრო მამაკაცს, მალე ისედაც შენელებულ სუნთქვას, შეწყვეტდა. სახეზე ხელებს ურტყამდა მამაკაცი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ცურვა გააგრძელა და ნაპირს ძლივსძლივობით მიუახლოვდა. მსუბუქი იყო ქალის სხეული, მაგრამ თითქოს, წყლით გაჟღენთილიყო მისი ორგანიზმი და ოდნავ დამძიმებულიყო. ქვიშაზე დააწვინა მამაკაცმა ქალი, გულზე მასაჟის კეთება დაუწყო, ყელთან ორი თითი დაადო და საძილე არტერია ოდნავ შესამჩნევად ფეთქავდა. ერთიანად გაყინული იყო ქალის სხეული, კანი დაჭკნობოდა წყალში ყოფნისგან, ხელები მოხუცის ჯაფისგან დამჭკნარს დამსგავსებოდა. ტუჩები სულ დალურჯებული ჰქონდა. ხელოვნურ სუნთქვას მიმართა მამაკაცმა რამდენჯერმე და ვერაფერს გახდა. გამწარებულმა ქვიშაზე ხელების რტყმა დაიწყო. -ვერ გადავარჩინე, ვერ ვუშველე. დამაგვიანდა. სასოწარკვეთით ლაპარაკობდა მამაკაცი, თავით ქვიშაზე დაემხო და ნანობდა, რომ ამდენ ხანს მასთან ლაპარაკი, მისთვის შველას ამჯობინა. -მე მოვკალი, ჩემი ბრალია, ვერ დავეხმარე. ცრემლები სახეს უნამავდა და გზას კარგად იკვალავდა. წვეთ-წვეთად ეცემოდა ქვიშას. -თქვენ მე სიკვდილი არ დამაცადეთ. ხროტინის ხმა გაიგონა. ყურებს არ უჯერებდა. თავი ნელა წამოსწია, ხომ არ მეჩვენებაო და თვალი ქალისკენ გააპარა, რომელსაც თვალები ოდნავ ჰქონდა ღია და მისუსტებულიყო. -გიჟი ხართ, შეშლილი! აქამდე როგორ ვერ მოხვდით საგიჟეში?! არანორმალური ხართ! სიმწრისგან კბილებს შორის ცრიდა კაცი სიტყვებს, ქალს სხეულის წამოწევაში დაეხმარა. ყვითელსარაფნიანს ხველა აუტყდა, წყალს ღვრიდა პირიდან და თავით გადამხობილიყო ქვიშისკენ, ისევ. -იქედან მოვდივარ, ბატონო, მაგრამ თქვენ სიკვდილი არ დამაცადეთ, გესმით? -ისევ იგივეს მიმეორებთ. მართლა შეშლილი ხართ! -აბა, მსგავს რამეს გავაკეთებდი, ნორმალური, რომ ვიყო? რიტორიკული კითხვა დასვა ყვითელსარაფნიანმა. -რატომ გამოიქეცით, როგორ მოახერხეთ? ინტერესი გამოსჭვიოდა მამაკაცის ხმიდან. -სული ამოვუღე, ხელში მოვიქციე, კანში შევისისხლხორცე და მასსავით გარდავიქმენი. გაკვრივებული უყურებდა ხროტინით მოლაპარაკე ქალს, რომელიც სიტყვებს შორის რამდენიმე წამიან პაუზებს აკეთებდა და სუნთქვა უჭირდა. -რას გულისხმობთ, ყვითელსარაფნიანო? -ეშმაკს სული ამოვუღე და აქ მოვედი. ლაჩარი მსგავს რამეს ვერ გავბედავდი. ცრემლები წასკდა ქალს თვალებიდან, მლაშე სითხე უწვავდა სახეს. სხეული შესამჩნევად აუკანკალდა, ქარმა დაუბერა და შეამცივნა. მხრებში მობუზულიყო, ხელები მუხლებისთვის შემოეხვივნა და აკანკალებულ ტუჩ-კბილს ძლივს იმორჩილებდა. ძვალ-რბილში გასჯდომოდა უკვე სიცივე, თვალები ეხუჭებოდა და პირღია სუნთქავდა. ორგანიზმში, შიგნიდან ვიღაც ხელებს უჭერდა, თითქოს. -ყვითელსარაფნიანო, კარგად ხართ?! მამაკაცი ერთხანს მზერაგაშეშებული უცქერდა ქალს, ხელში აიყვანა სხეული და ქალის სურნელმა ცხვირი აუწვა. კანი ერთიანად დაეშანთა და ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა. -კარგად ვარ, კარგად. არსად წამიყვანოთ. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ქალი მამაკაცის მკლავებში, სხეული სრულიად მივარდნოდა და ძალაგამოცლი იყო. -ნუ ლაპარაკობთ, ყვითელსარაფნიანო. მგონი, წყალი ჩაყლაპეთ დიდი რაოდენობით. მამაკაცი ნაბიჯს უჩქარებდა, გზაზე გასულიყვნენ უკვე, პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და მის მკლავებში მისვენებული ქალის სხეული უკან, სავარძელზე დასვა. თვითონაც გვერდით მიუჯდა. -უახლოეს საავადმყოფოში. მძღოლს უთხრა და იქვე დადებული წყლის ბოთლი აიღო. გზა და გზა, ცივ წყალს ქალს სახეზე ასხამდა და სადაც იყო, სუნთქვა შეეწყვიტა. -გაგიჟდება კაცი, საიდან მოდიხართ?! გაკვირვებით იკითხა მძღოლმა და შეძლებისდაგვარად სიჩქარეს უმატა. -ზღვიდან. -რა მიგიყვანათ იქ ამ შუა ღამისას? წინა სარკიდან უყურებდა მძღოლი მამაკაცს გაკვირვებული მზერით და ტუჩის ზემოთ დატოვებულ ულვაშებს უხეშად აცმაცუნებდა. -თავს იხრჩობდა. მოკლე იყო მამაკაცის პასუხები. თითქოს, ძალდატანებით პასუხობდა და უხეშად. ქალს სახეზე წყლიან ხელებს უსვამდა და საგრძნობლად აუწია ტემპერატურამაც. -გიჟი იყო?! მამაკაცს აშკარად არ ესიამოვნა მოხუცის სიტყვები. მეტიც, ხელები მომუშტა და როგორღაც თავი შეიკავა. -არა! დაღლილი. სიკვდილი ერთადერთი გამოსავალი იყო მისთვის. -თქვენც გიჟი ხართ, მგონი. მოხუცმა თვალები სარკეს მოაშორა, ერთი გააქნია თავი აქეთ-იქეთ და გზას გააყოლა მზერა. მამაკაცს პასუხი აღარ გაუცია, პულსს უსინჯავდა ყვითელსარაფნიანს, რომელიც თანდათან იკლებდა. თვითონაც სველი იყო, თმიდან წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა წყლის წვეთები და სახეზე იკვალავდა გზას. სველი პერანგი ტანზე მიკრობოდა და შარვალიც. რამდენიმე წუთში საავადმყოფოსთან იყვნენ, ქალის სხეული მარდად აიტაცა და ისევ მკლავებში მოიქცია, მოხუც მძღოლს თანხა მიაწოდა და საავადმყოფოსკენ გაიჭრა. მიმღებში შევარდა და სასწრაფოდ ითხოვა ექიმის მოსვლა. მსუქანი მამაკაცი პირქუში მზერით კიბეებიდან ჩამოდიოდა, ყვითელსარაფნიანი საკაცეზე მოათავსეს. -უნდა გადაარჩინოთ, ძალიან გთხოვთ. მავედრებელი იყო მამაკაცის ხმა. ექიმის ხალათს ხელებით ებღაუჭებოდა და თვითონაც უჭირდა სუნთქვა. მამაკაცმა ქალის მდგომარეობა აუხსნა ექიმს. -უნდა გადაარჩინოთ, გაიგეთ? მას ჩემთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი. ექიმმა მარტო დატოვა, პალატაში შევიდა, დერეფანში სრულიად მარტო დარჩა. არც ერთი მხრიდან არ ისმოდა ხალხის ვიშვიში. კუთხეში ჩაჯდა და მოთქმა დაიწყო. გამუდმებით მის თავს ადანაშაულებდა. -ჩემი ბრალია, ყვითელსარაფნიანო. დროულად უნდა დაგხმარებოდი. ახლა აქ არ იქნებოდი. უნდა გადარჩე, აუცილებლად უნდა გადარჩე.-სასოწარკვეთას მოეცვა მისი ხმა. იჯდა და ელოდებოდა განაჩენივით. გულის ჯიბეში სიგარეტის კოლოფი ჰქონდა, დასველებოდა. რამდენიმე ღერიღა ჰქონდა დარჩენილი, პერანგი თითქმის გაშრობოდა უკვე. წამით შეამცივნებდა, ხოლმე. სიგარეტის გაშრობას ამაოდ ელოდებოდა. შარვლიდან წყალი წვეთავდა იატაკზე და წკაპუნის ხმა ჰქონდა. ფეხზე წამოდგა და საავადმყოფოდან გამოვიდა, ძალა აღარ შერჩენოდა რამის. სხეულს მიათრევდა. ემოციებისგან იყო დაღლილი უფრო სულიერად, ვიდრე ფიზიკურად. მაღაზიაში გადავიდა, მოპირდაპირე მხარეს. გაწუწული საფულედან ერთი, დასველებული ხუთ ლარიანი ამოიღო, მოლარეს მიაწოდა და უფილტრო სიგარეტი იყიდა ასანთთან ერთად. სხეულის ჩოჩინით გამოვიდა გარეთ და დაბრუნდა საავადმყოფოში, დერეფანში, ფანჯარასთან დადგა, გამოაღო და იმ დროს ამოვარდნილი ქარი სახეში ეცემოდა. სიგარეტს მოუკიდა და რამდენიმე ღრმა ნაფასი ჩაურტყა. კვამლს ფილტვებში იგროვებდა, სიმწრისგან სადაც იყო, თვალებში დაგუბებული ცრემლები გადმოსცვენოდა. ამ ტკივილისგან სიამოვნებას იღებდა, თითქოს. პალატის კარის გაღების ხმა გაიგონა და მაშინვე შებრუნდა. ექიმთან მივიდა. -თქვენი სახელი? -ზაზა. ხროტინით თქვა მამაკაცმა. -მდგომარეობა სტაბილურია, ბატონო ზაზა. წყალი აქვს დიდი რაოდენობით ჩაყლაპული. გონს, რომ მოვიდა და ილაპარაკა, ამან უფრო გაართულა მისი ფილტვების მდგომარეობა. წყალი ამოვუტუმბეთ და რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. მალე გაიღვიძებს.-მშვიდად ელაპარაკებოდა ექიმი, მხარზე ხელი დაჰკრა იმედიანად. -დამამშვიდებელი დაალევინეთ? -კი. -ის გიჟი არ არის. მტკიცედ თქვა მამაკაცმა. ხროტინით ლაპარაკობდა. -ძილში ლაპარაკობდა, მე ყვითელსარაფნიანი მიწოდესო. ექიმმა ესღა უთხრა და მარტო დატოვა. გაეღიმა ზაზას და სკამზე ჩამოჯდა. ახლაღა გაიაზრა, რომ არც სახელი იცოდა ყვითელ სარაფნიანის და ეს ფაქტი არც კი აწუხებდა. მისთვის ყვითელსარაფნიანი უფრო ლამაზად ჟღერდა. გონებაში აღიდგენდა მის სახეს და წამიერად ეღიმებოდა, ხოლმე. ზღვისფერი თვალები შთანთქავდა კაცის გონებას და თავიდან ვერ იგდებდა. ფანჯარასთან მივიდა, სიგარეტს მოუკიდა ისევ და მომენტებს იხსენებდა. ცა შევარდისფერებულიყო, განთიადი იწყებოდა. ვარდისფერი და ონდავ იისფერში გარდამავალი ღრუბლები ერმანეთს ერეოდა და თითქოს, ასწრებდნენ ერთმანეთს ცაზე ადგილის დაკავებას. ზაზას უცნაურმა ლტოლვამ დაუარა სხეულში. წამით იმის სურვილიც გაუჩნდა, რომ ნინოსთან ერთად ეყურებინა, თუნდაც ამ ბანალური მომენტისთვის, მაგრამ წამში უკუაგდო ფიქრები. ბედისწერად ჩათვალა ყველაფერი. ის ლაპარაკიც, ქალის გადარჩენა, რომ დააგვიანებინა და ქალის ნათქვამი ფრაზაც - "თქვენ მე სიკვდილი არ დამაცადეთ." აქამდე, ათასჯერ უკითხავს მისი თავისთვის, იყო თუ არა სიკვდილი ხსნა და მიხვდა, რომ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა იყო სიკვდილი, მხოლოდ. ისიც გააზრებული ჰქონდა, რომ ქალისთვის შვება იყო ეს ყველაფერი და პირიქით, სიამოვნებას გვრიდა. მის სისპეტაკეს მაინც ინარჩუნებდა ყვითელსარაფნიანი. ყვითელსარაფნიანი უცხო, მაგრამ ყველაზე ახლო იყო მისთვის და ვერც კი ხვდებოდა, რამდენიმე საათში თავს დამტყდარი ამბავი როგორ ექცეოდა მომავლის საფუძვლად. ექთანმა მხარზე ხელი დაადო ზაზას და პალატისკენ თვალით ანიშნა გაიღვიძაო. სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა და პალატისკენ წავიდა. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა, ფეხს მაინც ითრევდა. -თქვენ აქ იყავით?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა ქალმა. ესიამოვნა კიდეც მისი ყურადღება. -დიახ. -უკვე დარეკეს? ინტერესით იკითხა ყვითელსარაფნიანმა, რომელსაც საავადმყოფოს თეთრი სარაფანი მოერგო. თუმცა, სარაფანსაც ვერ უწოდებდით. -არა, არც დარეკავენ. ყვითელი უფრო გიხდებათ!- დარწმუნებით ჩაილაპარაკა ზაზამ. -მე ნინო, ნინო მქვია. -მეტსახელიც გექნებათ, ვიცი. -გიჟს მეძახიან, მაგრამ მე გიჟი არ ვარ, დამიჯერეთ! -მჯერა, ნინო, მჯერა. მინიმალური მანძილი იყო მათ შორის და მაქსიმალური ლტოლვა ერთმანეთისადმი. -თქვენზე რას მეტყვით, რა გინდოდათ იქ, შუა ღამეს?-ნინოს უჭირდა ლაპარაკი, სუნთქვაც, მაგრამ იმდენად ჰქონდა სურვილი ზაზასთან ესაუბრა, თავს ვერ არიდებდა და დრო და დრო სახეზე გამოსახულ ტკივილს არ იმჩნევდა. -ბედისწერა იყო, განგება. ზაზას ტუჩის კუთხეში მსუბუქი ღიმილი უხტოდა, სახეზე სევდა მაინც გადაჰფენოდა მკრთალად და ოდნავ მოზრდილ წვერზე, აქა-იქ ჭაღარები შერეოდა. -თქვენ მე ყვითელსარაფნიანი მიწოდეთ. -იმიტომ, რომ სახელი არ ვიცოდი და რომც მცოდნოდა, მაინც ეგრე მოგმართავდით. აქამდე ფეხზე მდგომმა, სკამი მისწია ნინოს გვერდით და ჩამოჯდა. ერთი ამოიხვნეშა და ისევ გააგრძელა ნინოს ცქერა. -თქვენ მე სიკვდილი არ დამაცადეთ! ზაზამ თავი აქეთ-იქეთ გააქნია. -და თქვენ მაინც იგივეს გაიძახით. მობეზრებულად თქვა. -იქნებ, გეცადათ ჩემთვის სიკვდილი. -არავინ თუ არა, ღმერთი მაინც არ გიყვართ, ნინო? ნინომ თავი გვერდზე შეაბრუნა. ღმერთის სიყვარული მაშინ გაუქრა, როცა ოთხ თეთრ კედელს შორის აღმოჩნდა. -არა!-მტკიცე იყო ნინოს სიტყვები. -და მაინც რატომ?! -ღმერთმა ჩემი თავი მოკლა და ეშმაკი ჩამისახლა. -უკანასკნელ იმედად მაინც არ გესახებათ? -არა, ზაზა! ზაზას გაეცინა. -იცი, რომ სიკვდილამდე ადამიანების 90% წერილს ტოვებს. -ვიცი. -მერე, შენც დატოვე, ნინო? -არა! -რატომ? -ვისთვის დამეტოვებინა?! თეთრხალათიანებისთვის?! ნუ გამაცინებთ.-ტუჩამრეზილმა ჩაილაპარაკა ქალმა. -თუნდაც. ნინოს აღარაფერი უთქვამს. ცდილობდა, ზაზასთვის არ ეყურებინა გამუდმებით. -საგიჟეში ისევ მიგიღებენ, ნინო? -არ წამიყვანენ, თვითონვე თქვით წეღან. თან, მათაც მოვბეზრდი. -ადამიანებს ბეზრდება ყველაფერი და მით უმეტეს, მისი მსგავსი. -შვილი მომიკლეს. ნინოს ყვენალაირი ემოცია გამოსცლოდა სხეულიდან. აღარც თვალები უცრემლდებოდა. ზაზა გახევებული იჯდა სკამზე, მზერა გაშეშებული და რაღაც უცნაურს გრძნობდა. -რას ქვია შვილი მოგიკლეს, ნინო? -ხო, შვილი მომიკლეს. რამდენიმე დღიანი გაგიჟების გამო ჩათვალეს, რომ არაფერი მეშველებოდა და გამამგზავრეს ოთხ თეთრ კედელში, ზაზა. -ვინ, ვინ გააკეთა ეს?!-განცვიფრებული იყურებოდა კაცი. -ოჯახის წევრებმა. -ახლა სად არიან?! -ჩემი ხელით მოვკალი-მეთქი გითხარი, მესამედ გიმეორებ, ზაზა. -გიჟი ხარ, ნამდვილად გიჟი ხარ! ნინოს სხეული გაუქვავდა. თავზარდამცემი იყო მისთვის, როცა გიჟს უწოდებდნენ. -შენც სიკვდილი გინდა?! -არა. -ვინც ასე მიწოდა, ახლა ჯანდაბაშია. -სიტყვები უკან წავიღო? -არა, კიდევ ერთხელ მითხარი და მისუსტებული სხეულითაც შემიძლია მოგკლა. -შეშლილი ხარ, ნინო. გაიცინა ზაზამ. შიში საერთოდ არ ჰქონია. -არ ვარ! მე ისეთივე ვარ, როგორიც შენ და ექიმიც, რომელიც ახლა შემოვა და დამამშვიდებელს გამიკეთებს, რადგან მასაც გიჟი ვგონივარ. ან, უახლოეს წუთებში გურამი მოვა და ჩემს წაყვანას მოითხოვს საგიჟეში. ან, შენ მოგკლავ და პირდაპირ დამიჭერენ. საინტერესო არჩევანია, მაგრამ მირჩევნია, დავიძინო. ზაზა მთელი მონოლოგის განმავლობაში უსმენდა ნინოს, აბსოლიტურად სხვაგვარი წარმოედგინა და ვერ საზღვრავდა, რეალურად როგორი იყო ნინო. -ესე იგი, პირველად არ გამოიქეცი იქედან. -არა, მაგრამ უკან დევნაც ბეზრდება ყველას. თან, მე გიჟი არ ვარ.-დარწმუნებით ლაპარაკობდა ნინო. უცხო ჟინი იპყრობდა ზაზას და უნდოდა მისთვის ესმინა, გამუდმებით მის გვერდით ყოფილიყო, თუნდაც ეს შეშლილი ფრაზები მოესმინა. მიუხედავად დაღლისა, ნინოს არ მოსცილებია და ძილის დროსაც თვალს არ აშორებდა. *** -გახსოვს, ბედისწერაა - მეთქი, რომ გითხარი?! ქვიშაზე მჯდარს, გვერდით მიუჯდა. -მახსოვს. -ახლაც სიკვდილს აპირებ, ნინო? სიცილით კითხა ზაზამ. -არც საგიჟეში წამიყვანეს, შენც ცოცხალი ხარ და არც არავის დავუჭერივარ, თავს რატომღაც ძალიან უცნაურად ვგრძნობ და მომწონს. -მგონი, ახლა გიჟდები და არა მაშინ, ნინო. -ეჰ, ზაზა, დღეებში იცვლება ყველაფერი. -დაიბრუნე ღმერთის სიყვარული? პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო ზაზამ, ტუჩებს შორის მოიქცია და წაუკიდა. -არა! მაინც მკაცრი იყო ნინოს ხმის ტონი. -და ეს? - ხელით ლავიწზე მიანიშნა ზაზამ, მისთვის გაურკვეველი ასოებით ჰქონდა გაკეთებული ტატუ. "Fou ne meurs pas!" -ეს იმ დღეს გავიკეთე, საავადმყოფოდან რომ გამოვედი. "გიჟები არ კვდებიან!". -და იქნებ, კვდებიან? -ოდესმე კი, ნებით არა. -როდის დარწმუნდი?-ზაზას შიგა და შიგ ღიმილი გადაურბენდა სახეზე, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, რისგან გამოწვეული ღიმილი იყო. -მე რომ მეორედ სიკვდილზე არ დავფიქრებულვარ, მაშინ. -გაგიჟდება კაცი.-ზაზა თავის თავს თვითონაც ვერ ცნობდა. შინაგანად სხეული უდუღდა. -ქალიც.-ღიმილით თქვა ნინომ და თეთრი, მოქანდაკებული თოლია ხელში შეათამაშა. -ზღვა მიწყნარებულია.-კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ ზაზამ ამოიხვნეშა და სევდიანად თქვა. ისედაც მიჩუმებულ ქალაქს, ზღვის ტალღების თქარუნი თუ აღვიძებდა ხოლმე და ახლა, ესეც არ ისმოდა. თუმცა, სიჩუმეს ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა არღვევდა და აბსოლიტურ კონტრასტს ქმნიდა ერთმანეთთან. -იმ ღამით, თვითონაც გრძნობდა ჩემს სიკვდილს და ღელავდა. -იმ ღამით ათასი რამ ხდებოდა, ნინო. -რომელს გამოარჩევდი? -შენს გადარჩენას. თავი დახარა ზაზამ. თითქოს, ამ წარმოთქმული სიტყვებით რეალობას თვალი გაუსწორა. ნინო ფეხზე წამოდგა და ზღვისკენ წავიდა. ახლოს იდგა ზღვასთან და წყალი ფეხებზე ეხებოდა. -ახლაც სიკვდილს აპირებ, ყვითელსარაფნიანო? სიცილით კითხა ზაზამ. -და შენ ისევ გადამარჩენ? ნინომ თავი მისკენ შემოაბრუნა და ღიმილით გახედა. ქარმა დაუბერა, კაბა და თმები ერთდროულად აუფრიალდა ქალს. ზღვა აღელდა და ნაპირს ტალღები მოაწყდა. ქვებზე შემომსხდარი თოლიები წამში აფრინდა ცაში და წრიული მოძრაობების კეთება დაიწყეს. ზაზა ერთხანს დუმდა, პასუხზე არ ფირობდა, ნინოს ფიზიკურმა ცვლამ მასში სისხლის მიმოქცევის ცვლა გამოიწვია. ფიზიკურად არანაირი ცვლილება ეტყობოდა, მხოლოდ შინაგანად იცვლებოდა. თითქოს, ნინოს სურნელს გრძნობდა გამუდმებით. -ხმა ამოიღე, ზაზა. ნინო აღარ უყურებდა ზაზას, მაგრამ გაცხოველებით სურდა მისი პასუხი მოესმინა და მეორედაც გარისკავდა სიკვდილს. -გესმის?! ნინოს ხმას შიში შერეოდა. ზაზას დუმილი მასში გაორებას იწვევდა. წუთით ფიქრობდა, რომ არც კი აინტერესებდა ზაზას პასუხი, მაგრამ შიში ერთიორად დაძრწოდა მის სხეულში. პირდაპირ გაჰყურებდა ჰორიზონტს და თვალს არ აშორებდა. -ზაზა. დაბალი, სუსტი ხმით წარმოთქვა ქალმა. წინ, ზღვისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. იფიქრა, რომ ახლა მაინც გასცემდა პასუხს ზაზა, მაგრამ ცოტა ხანს ისევ დუმდა. თვალები აუცრემლდა. იმ ლტოლვას რასაც განიცდიდა, ეგონა მხოლოდ ცალმხრივი იყო. იმის გამბედაობაც აღარ ჰქონდა, ისევ გაეწირა თავი. ზაზა მინიმუმამდე ამცირებდა მათ შორის სივრცეს და ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა. -შეჩერდი, ნინო. ტალღების თქარუნი, ზაზას ოდნავ ბოხმა ხმამ შეცვალა და ნინოს ერთიანად შეაჟრჟოლა. სხეული ერთ ადგილას გაუქვავდა. -ყვითელსარაფნიანო! ზურგზე მიეკრო ნინოს ზაზა. მინიმალური სხვაობაც აღარ იყო მათ შორის. ხელები ნინოს წელს შემოხვია და სისხლი აუჩქროლდა. -ვიფიქრე, რომ არც კი დაიძვრებოდი ადგილიდან. -ჩვენი ფიქრები ქცევებს არ ემთხვევა, ხოლმე. ზაზამ ნინო მისკენ შემოაბრუნა, მის ზღვისფერ ირისებს აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ ტყუილად არ გაუვლია იმ ღამით აქ. -შენ მაინც არ გითქვამს, იმ ღამით აქ რას აკეთებდი, ზაზა? -ბედისწერაა-მეთქი, ნინო. მეორედ გაუმეორა ზაზამ და გაუღიმა. ტუჩებს შორის სივრცე შეამცირა და თითქოს, ნინოს ჟანგბადს ბოლომდე ისრუტავდა და უჰაერობის შეგრძნებას უტოვებდა ქალს. თითქოს, უნდოდა სულ გამოეცალა ჟანგბადი და მასში შეენახა. -და დავიჯერო ბედისწერის? ნინომ ხელები ზაზას სახისკენ წაიღო, ოდნავ მოშვებული წვერი საკმაოდ გაზრდოდა, ხელს აატარებდა და ჩამოატარებდა. თვალებზე კოცნიდა მონაცვლეობით. დაუოკებელ ჟინს გრძნობდა ორივე, რომ ერთმანეთი შეეგრძნოთ. ქარი უბერავდა, ყვითელსარაფნიანს კაბას უფრიალებდა თმებთან ერთად. თოლიები მათ თავზე დაფრინავდნენ. ნინოს ლავიწზე ხელი გადაატარა ზაზამ, ქალს კანი დაეხორკლა და ტაომ დააყარა ერთიანად. თვალებში მლაშე სითხე ჩაუდგა. -შიში ყველაზე ძლიერი გრძნობაა, ყვითელსარაფნიანო. -სიყვარულზე დიდიც? -კი! შიში ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც სუიციდი შეუძლია. -და სიყვარულს არ შეუძლია? ათასი ადამიანი იკლავს თავს სიყვარულის გამო. -იმიტომ, რომ შიში აქვთ. ისე, უბრალოდ და არაფრის გამო, თავს არავინ იკლავს. მით უმეტეს, სიყვარულის და ასეთი ბანალურობის გამო.-ზაზა დარწმუნებით ლაპარაკობდა, ნინოს თმებზე ხელებს აატარ-ჩამოატარებდა და საოცარ მუხტს გრძნობდა სურნელთან ერთად. -მე არ მეშინოდა, უბრალოდ, მომბეზრდა. -შვილი ვინ მოგიკლა, ნინო?-ყოველთვის თავს არიდებდა ორივე კითხვას და პასუხსაც, მაგრამ ინტერესისგან სული უყიოდა ზაზას. იმას წარმოიდგენდა, ვინმეს მისი შვილი რომ მოეკლა და მკვლელისთვის საფლავის გათხრისთვისაც მზად იყო. -ჩემმა ძმამ. ნაბიჭვრისგან გაჩენილი დის შვილი არ მინდაო, გადამიწყვიტა.-ნინოს სიტყვებში იმხელა ზიზღი იგრძნობოდა, აშკარად რომ კითხულობდა ზაზა. თითქოს და, შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უკვე მოეშუშებინა ნინოს და უფრო ზიზღით იყო აღვსილი. -ყვითელსარაფნიანო, შენ ძალიან ლამაზი ხარ!-წრფელი იყო ზაზას სიტყვები იმდენად, რომ ნინოს აჩქარებული გულისცემა თვითონაც გაიგონა. მერე, მასაც აუკიაფდა თვალებში სხივი იმის, რომ ნინოს მის სიტყვებზე ამგვარი შეგრძნებები ეუფლებოდა. -ბედისწერის მჯერა, ზაზა. გულზე მიეკრა ქალი ზაზას, არ ცდილობდა მინიმალურადაც დაშორებოდა. -ამ რამდენიმე დღეში, რა ხდებოდა შენს თავს, ნინო? -მეგონა, რომ უბრალოდ შევხვდით იმ დღეს და მორჩა. სიმართლე გითხრა, აქ იმიტომ მოვედი, ვიცოდი შენც მოხვიდოდი. განა, გუმანით ვგრძნობდი? არა. რომ მითხარი მაშინ ბედისწერაზე, რატომღაც ცალსახად მაინც მჯეროდა. ზაზას გაეღიმა. უფრო სწორედ, ხმამაღლა გაეცინა. -მგონი, გიჟი მიყვარდება. -არ ვარ მე გიჟი, ზაზა! კბილებში გაბრაზებულმა გამოსცრა ნინომ და პატარა ბავშვივით მოშორდა ზაზას. სანაპიროსკენ წავიდა, ქვაზე ჩამოჯდა და მზერა ისევ ჰორიზონტს გაუსწორა. -მე შენ სიკვდილი არ დაგაცადე. სიცილით თქვა ზაზამ. -და სულაც, ეს კარგი იყო. მაშინ, ცუდი მეგონა. -მე შენ სიკვდილისგან გიხსენი. -და ეს ცხოვრების ბოლომდე უნდა მიმეორო? -გინდა ცხოვრების ბოლომდე?-ზაზას გაეღიმა ნინოს კითხვაზე. მიხვდა, რომ ქალი მის მიმართ უბრალო და ბავშვურ ლტოლვას არ განიცდიდა. ესიამოვნა კიდეც და აქამდე არსებული არც ერთი ფაქტი აწუხებდა, რომელიც ნინოს ცხოვრებაში არსებობდა. გრძნობდა, რომ უყვარდა ქალი და თუნდაც, ეს სიყვარული ნინოს სიგიჟის ფასად დაჯდომოდა. -თოლიები გიყვარს, ნინო? -ძალიან. -რაც აქ ვართ, დაფრინავენ. -სითბოს გრძნობენ და მაგიტომ.-ღიმილით თქვა ნინომ და მფრინავ თოლიებს თვალს არ აშორებდა. მომნუსხველად უცქერდა. -ზურგზე მაქვს ტატუ.-ახლაღა გაახსენდა ნინოს და ზაზასაც აქამდე არ შეემჩნია. სარაფანი უფარავდა. ოდნავ გადასწია ზაზამ სარაფანი. თეთრი თოლია, გაშლილი ფრთებით ეხატა. თვალები არ ჰქონდა. თითქოს და, თავისუფლების დასანახად და შესაგრძნებად ფრთებს იყენებდა და ჰაეროვნად აფრიალებდა. -ძალიან ლამაზია, ნინო.-ოდნავ განცვიფრებული ლაპარაკობდა ზაზა. საოცარ მუხტს გრძნობდა. პროტონებით დამუხტულიყო თითქოს. სისხლი სწრაფად მოძრაობდა, გაცხოველებით და ისე ცხადად გრძნობდა, ეგონა დაუსკდებოდა კაპილარები. -ვიცი.-სიცილით თქვა ქალმა, იმდენად იყო დარმწუნებული თოლიის სილამაზეში. *** სანაპიროზე თოლიას ქანდაკება იდგა, ფრანგული წარწერით. "Fou ne meurs pas!" -გიჟები არ კვდებიან, ნინო. მეტიც, სიცოცხლე უხარიათ! -მიყვარხარ. ძალიან ვნერვიულობ, ხალხო და ვაიმე! რომ არ მოგეწონოთ... მაპატიეთ. მომენატრეთ!
❤ჩემი გული ხარ❤
თეთრი თოლია
მინი რომანი
ოდნავ ყვითლად შეფერადებული, შავი ლაქებით დაფარული მთვარე დაჰნათოდა ზღვის კამკამა ტალღებს და შემაძრწუნებლად აბრჭყვიალებდა. აქა-იქ, რამდენიმე თოლიაც დაფრინავდა ზღვის თავზე წრიულად, მოძრაობებს აკეთებდნენ. საზარელ სიჩუმეს ტალღების ხმაურიანი თქარუნი ანაცვლებდა. ნათლად დაინახავდით, როგორ ეხეთქებოდა ნაპირს ტალღები.
ყვითელ სარაფნიანი ახალგაზრდა ქალი ქვიშიან სანაპიროზე მშვიდად მიაბიჯებდა, სწორ ხაზს იცავდა და არც ერთი ნაბიჯით აცილებდა. მიდიოდა პირდაპირ, ზღვისკენ. თითქოს, ვიღაც ეძახდა ზღვიდან და აუცილებლად უნდა მისულიყო. ფეხს არ უჩქარებდა, განძრახ შეიძლება. თუმცა, ეს არ იყო იმის გამომხატველი, რომ თავს იკავებდა და ფეხს ითრევდა ზღვაში შესასვლელად. ფეხის ტერფებზე ცივი წყლის შეხებამ ჟრუანტელი მოჰგვარა, კანი ერთიანად დაეხორკლა, მხრებზე შეამცივნა და ზღვაში შესვლის გაშმაგებულმა სურვილმა უფრო შეიპყრო. ტერფები უკვე წყლით კარგად დაფარვოდა, სარაფნის ბოლოები დასველებოდა, მაგრამ ქარი მაინც აფრიალებდა ოდნავ. სახეზე მძიმედ ეცემოდა ქარი ერთი მიმართულებით, თითქოს და, მის გამოფხიზლებას ცდილობდა. ფეხი ქვაზე აუსრიალდა წყალში და მუხლებით დავარდა, თავი ძლივს შეიკავა, რომ ერთიანად არ ჩაძირულიყო. ხელებით ქვებზე დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა ისევ. ფეხის გულებზე უხეშად ედებოდა ქვები და რამდენიმე ნაკაწრიც ჰქონდა, მაგრამ არაფერი აკავებდა. მხოლოდ, სახეზე ტკივილის ფერი მოსდებოდა და ეღრიცებოდა, ხოლმე. ყველაზე მეტად ზღვას ვერ იტანდა, მაგრამ ახლა, თითქოს და, ეშმაკი შეუჩნდა.
უფრო ღრმად მიაბიჯებდა, თითქმის მკერდამდე მიეღწია უკვე წყალს. ხელების გამოძრავებას არც კი ცდილობდა, არც ფეხებისას.
-შეჩერდით, სად მიდიხართ ამ შუა ღამისას?!
წვრილად გაისმა ხმა, რომელიც ცოტათი მისწვდა ყვითელსარაფნიანის ყურთასმენას, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია.
-გესმით თქვენ?! ზღვა ადიდებული და აღელვებულია! ვერ ხედავთ მაინც?!
სიმკაცრე შეჰპარვოდა მამაკაცის ხმას, მაგრამ დასახმარებლად არაფრის დიდებით მიდიოდა. იმედი მაინც ჰქონდა შერჩენილი, რომ უკან მოაბრუნებდა.
ყვითელსარაფნიანმა უკან მოიხედა, მხარბეჭიან მამაკაცს მზერა უმალვე შეავლო, გაიღიმა და ისევ წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-გიჟი ხართ?! ამ შუა ღამისას, აქ რა გინდათ?! ნუთუ, ოჯახის წევრები მაინც არ გიყვართ?!
ქალის რამდენიმე ნაბიჯმა შეაშფოთა მამაკაცი, ხელებს გაუმართავად იქნევდა აქეთ-იქეთ და გაოგნებისგან, ვერ იფიქრებდა, რა უნდა გაეკეთებინა.
-მე ოჯახი არ მყავს! საკუთარი ხელით მოვკალი!
გამაყრუებელი ხმით დაიწივლა ქალმა, ხელები წყალს დასცხო და ოდნავ ტკივილს უმსუბუქებდა.
-ნამდვილად გიჟი ხართ, ყვითელსარაფნიანო! დაბრუნდით უკან!
ქალი წინ და წინ მიიწევდა, ცოტაც და პირამდე მიაღწევდა წყალი, უფრო და უფრო იმატებდა. სხეული გაყინული ჰქონდა და სიცივისგან წყალშიც შეამჩნევდით, როგორ აკანკალებდა.
-შვილი არ გყავთ?! ან, ქმარი?!
სასოწარკვეთას მოეცვა კაცის ხმა.
-გითხარით, საკუთარი ხელით მოვკალი - მეთქი. გსიამოვნებთ გამეორება?! ერთი ნაბიჯიც კი, აღარ გადმოდგათ აქეთ!
გამაფრთხილებელი იყო ქალის ხმის ტონი. წიოდა და ხაოდა, არაადამიანურ ხმას უშვებდა ყელიდან.
-შეშლილი ხართ! საკუთარი თავი მაინც არ გიყვართ?! ასე უმოწყალოდ, როგორ უკეთებთ ამას თქვენ თავს?!
აღარც სასოწარკვეთა და აღარც გაოგნება ეტყობოდა მამაკაცის ხმას.
-თქვენ?! თქვენ გიყვართ ვინმე?!
ინტერესით აღვსილიყო ქალის ხმა.
-დიახ, მიყვარს!
-ხოდა, არაფრის დიდებით წაართვათ თქვენს თავს სიცოცხლის მიზეზი.
მავედრებელი ხმა ჰქონდა ქალს, უკანასკნელ სურვილს ემუდარებოდა მამაკაცს, თითქოს და იმაზე არ უფიქრია, რომ ვინ იყო მისთვის მამაკაცი, შეესრულებინა მისი სურვილი.
ყვითელსარაფნიანი უკვე საკმაოდ ღრმად გასულიყო, წყალს დაეფარა მთლიანად და იძირებოდა თანდათან. მამაკაცი წინ გაიჭრა, მთელი სიჩქარით მიცურავდა და ხელებში ცოტა დაღლას გრძნობდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.
წყალში ბუშტუკები ჩნდებოდა, მამაკაცმა უფრო აუჩქარა. ყვითელსარაფნიანს დიდი დოზით წყალი ჩაეყლაპა და უკვე, გონწასული იყო წყალში, თავს არ იცოდებდა და არც ფართხალებდა. უმოძრაოდ და განაჩენივით ელოდა მის სიკვდილს.
მამაკაცი თანდათან უახლოვდებოდა, წყალში ჩაყვინთა და ხელი მჭიდროდ მოხვია ქალის სხეულს. ძლივს აითრია მისი სხეული და წყლიდან ამოყვინთა ქალთან ერთად. სახეზე მიტკალის ფერი ჰქონდა ქალს, უკანასკნელი წამით რომ არ მიესწრო მამაკაცს, მალე ისედაც შენელებულ სუნთქვას, შეწყვეტდა. სახეზე ხელებს ურტყამდა მამაკაცი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ცურვა გააგრძელა და ნაპირს ძლივსძლივობით მიუახლოვდა. მსუბუქი იყო ქალის სხეული, მაგრამ თითქოს, წყლით გაჟღენთილიყო მისი ორგანიზმი და ოდნავ დამძიმებულიყო. ქვიშაზე დააწვინა მამაკაცმა ქალი, გულზე მასაჟის კეთება დაუწყო, ყელთან ორი თითი დაადო და საძილე არტერია ოდნავ შესამჩნევად ფეთქავდა. ერთიანად გაყინული იყო ქალის სხეული, კანი დაჭკნობოდა წყალში ყოფნისგან, ხელები მოხუცის ჯაფისგან დამჭკნარს დამსგავსებოდა. ტუჩები სულ დალურჯებული ჰქონდა. ხელოვნურ სუნთქვას მიმართა მამაკაცმა რამდენჯერმე და ვერაფერს გახდა. გამწარებულმა ქვიშაზე ხელების რტყმა დაიწყო.
-ვერ გადავარჩინე, ვერ ვუშველე. დამაგვიანდა.
სასოწარკვეთით ლაპარაკობდა მამაკაცი, თავით ქვიშაზე დაემხო და ნანობდა, რომ ამდენ ხანს მასთან ლაპარაკი, მისთვის შველას ამჯობინა.
-მე მოვკალი, ჩემი ბრალია, ვერ დავეხმარე.
ცრემლები სახეს უნამავდა და გზას კარგად იკვალავდა. წვეთ-წვეთად ეცემოდა ქვიშას.
-თქვენ მე სიკვდილი არ დამაცადეთ.
ხროტინის ხმა გაიგონა. ყურებს არ უჯერებდა. თავი ნელა წამოსწია, ხომ არ მეჩვენებაო და თვალი ქალისკენ გააპარა, რომელსაც თვალები ოდნავ ჰქონდა ღია და მისუსტებულიყო.
-გიჟი ხართ, შეშლილი! აქამდე როგორ ვერ მოხვდით საგიჟეში?! არანორმალური ხართ!
სიმწრისგან კბილებს შორის ცრიდა კაცი სიტყვებს, ქალს სხეულის წამოწევაში დაეხმარა. ყვითელსარაფნიანს ხველა აუტყდა, წყალს ღვრიდა პირიდან და თავით გადამხობილიყო ქვიშისკენ, ისევ.
-იქედან მოვდივარ, ბატონო, მაგრამ თქვენ სიკვდილი არ დამაცადეთ, გესმით?
-ისევ იგივეს მიმეორებთ. მართლა შეშლილი ხართ!
-აბა, მსგავს რამეს გავაკეთებდი, ნორმალური, რომ ვიყო?
რიტორიკული კითხვა დასვა ყვითელსარაფნიანმა.
-რატომ გამოიქეცით, როგორ მოახერხეთ?
ინტერესი გამოსჭვიოდა მამაკაცის ხმიდან.
-სული ამოვუღე, ხელში მოვიქციე, კანში შევისისხლხორცე და მასსავით გარდავიქმენი.
გაკვრივებული უყურებდა ხროტინით მოლაპარაკე ქალს, რომელიც სიტყვებს შორის რამდენიმე წამიან პაუზებს აკეთებდა და სუნთქვა უჭირდა.
-რას გულისხმობთ, ყვითელსარაფნიანო?
-ეშმაკს სული ამოვუღე და აქ მოვედი. ლაჩარი მსგავს რამეს ვერ გავბედავდი.
ცრემლები წასკდა ქალს თვალებიდან, მლაშე სითხე უწვავდა სახეს. სხეული შესამჩნევად აუკანკალდა, ქარმა დაუბერა და შეამცივნა. მხრებში მობუზულიყო, ხელები მუხლებისთვის შემოეხვივნა და აკანკალებულ ტუჩ-კბილს ძლივს იმორჩილებდა.
ძვალ-რბილში გასჯდომოდა უკვე სიცივე, თვალები ეხუჭებოდა და პირღია სუნთქავდა. ორგანიზმში, შიგნიდან ვიღაც ხელებს უჭერდა, თითქოს.
-ყვითელსარაფნიანო, კარგად ხართ?!
მამაკაცი ერთხანს მზერაგაშეშებული უცქერდა ქალს, ხელში აიყვანა სხეული და ქალის სურნელმა ცხვირი აუწვა. კანი ერთიანად დაეშანთა და ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა.
-კარგად ვარ, კარგად. არსად წამიყვანოთ.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ქალი მამაკაცის მკლავებში, სხეული სრულიად მივარდნოდა და ძალაგამოცლი იყო.
-ნუ ლაპარაკობთ, ყვითელსარაფნიანო. მგონი, წყალი ჩაყლაპეთ დიდი რაოდენობით.
მამაკაცი ნაბიჯს უჩქარებდა, გზაზე გასულიყვნენ უკვე, პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და მის მკლავებში მისვენებული ქალის სხეული უკან, სავარძელზე დასვა. თვითონაც გვერდით მიუჯდა.
-უახლოეს საავადმყოფოში.
მძღოლს უთხრა და იქვე დადებული წყლის ბოთლი აიღო. გზა და გზა, ცივ წყალს ქალს სახეზე ასხამდა და სადაც იყო, სუნთქვა შეეწყვიტა.
-გაგიჟდება კაცი, საიდან მოდიხართ?!
გაკვირვებით იკითხა მძღოლმა და შეძლებისდაგვარად სიჩქარეს უმატა.
-ზღვიდან.
-რა მიგიყვანათ იქ ამ შუა ღამისას?
წინა სარკიდან უყურებდა მძღოლი მამაკაცს გაკვირვებული მზერით და ტუჩის ზემოთ დატოვებულ ულვაშებს უხეშად აცმაცუნებდა.
-თავს იხრჩობდა.
მოკლე იყო მამაკაცის პასუხები. თითქოს, ძალდატანებით პასუხობდა და უხეშად. ქალს სახეზე წყლიან ხელებს უსვამდა და საგრძნობლად აუწია ტემპერატურამაც.
-გიჟი იყო?!
მამაკაცს აშკარად არ ესიამოვნა მოხუცის სიტყვები. მეტიც, ხელები მომუშტა და როგორღაც თავი შეიკავა.
-არა! დაღლილი. სიკვდილი ერთადერთი გამოსავალი იყო მისთვის.
-თქვენც გიჟი ხართ, მგონი.
მოხუცმა თვალები სარკეს მოაშორა, ერთი გააქნია თავი აქეთ-იქეთ და გზას გააყოლა მზერა. მამაკაცს პასუხი აღარ გაუცია, პულსს უსინჯავდა ყვითელსარაფნიანს, რომელიც თანდათან იკლებდა. თვითონაც სველი იყო, თმიდან წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა წყლის წვეთები და სახეზე იკვალავდა გზას. სველი პერანგი ტანზე მიკრობოდა და შარვალიც.
რამდენიმე წუთში საავადმყოფოსთან იყვნენ, ქალის სხეული მარდად აიტაცა და ისევ მკლავებში მოიქცია, მოხუც მძღოლს თანხა მიაწოდა და საავადმყოფოსკენ გაიჭრა. მიმღებში შევარდა და სასწრაფოდ ითხოვა ექიმის მოსვლა.
მსუქანი მამაკაცი პირქუში მზერით კიბეებიდან ჩამოდიოდა, ყვითელსარაფნიანი საკაცეზე მოათავსეს.
-უნდა გადაარჩინოთ, ძალიან გთხოვთ.
მავედრებელი იყო მამაკაცის ხმა. ექიმის ხალათს ხელებით ებღაუჭებოდა და თვითონაც უჭირდა სუნთქვა.
მამაკაცმა ქალის მდგომარეობა აუხსნა ექიმს.
-უნდა გადაარჩინოთ, გაიგეთ? მას ჩემთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი.
ექიმმა მარტო დატოვა, პალატაში შევიდა, დერეფანში სრულიად მარტო დარჩა. არც ერთი მხრიდან არ ისმოდა ხალხის ვიშვიში. კუთხეში ჩაჯდა და მოთქმა დაიწყო. გამუდმებით მის თავს ადანაშაულებდა.
-ჩემი ბრალია, ყვითელსარაფნიანო. დროულად უნდა დაგხმარებოდი. ახლა აქ არ იქნებოდი.
უნდა გადარჩე, აუცილებლად უნდა გადარჩე.-სასოწარკვეთას მოეცვა მისი ხმა.
იჯდა და ელოდებოდა განაჩენივით.
გულის ჯიბეში სიგარეტის კოლოფი ჰქონდა, დასველებოდა. რამდენიმე ღერიღა ჰქონდა დარჩენილი, პერანგი თითქმის გაშრობოდა უკვე. წამით შეამცივნებდა, ხოლმე. სიგარეტის გაშრობას ამაოდ ელოდებოდა.
შარვლიდან წყალი წვეთავდა იატაკზე და წკაპუნის ხმა ჰქონდა. ფეხზე წამოდგა და საავადმყოფოდან გამოვიდა, ძალა აღარ შერჩენოდა რამის. სხეულს მიათრევდა. ემოციებისგან იყო დაღლილი უფრო სულიერად, ვიდრე ფიზიკურად. მაღაზიაში გადავიდა, მოპირდაპირე მხარეს. გაწუწული საფულედან ერთი, დასველებული ხუთ ლარიანი ამოიღო, მოლარეს მიაწოდა და უფილტრო სიგარეტი იყიდა ასანთთან ერთად.
სხეულის ჩოჩინით გამოვიდა გარეთ და დაბრუნდა საავადმყოფოში, დერეფანში, ფანჯარასთან დადგა, გამოაღო და იმ დროს ამოვარდნილი ქარი სახეში ეცემოდა. სიგარეტს მოუკიდა და რამდენიმე ღრმა ნაფასი ჩაურტყა. კვამლს ფილტვებში იგროვებდა, სიმწრისგან სადაც იყო, თვალებში დაგუბებული ცრემლები გადმოსცვენოდა. ამ ტკივილისგან სიამოვნებას იღებდა, თითქოს. პალატის კარის გაღების ხმა გაიგონა და მაშინვე შებრუნდა. ექიმთან მივიდა.
-თქვენი სახელი?
-ზაზა.
ხროტინით თქვა მამაკაცმა.
-მდგომარეობა სტაბილურია, ბატონო ზაზა. წყალი აქვს დიდი რაოდენობით ჩაყლაპული. გონს, რომ მოვიდა და ილაპარაკა, ამან უფრო გაართულა მისი ფილტვების მდგომარეობა. წყალი ამოვუტუმბეთ და რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. მალე გაიღვიძებს.-მშვიდად ელაპარაკებოდა ექიმი, მხარზე ხელი დაჰკრა იმედიანად.
-დამამშვიდებელი დაალევინეთ?
-კი.
-ის გიჟი არ არის.
მტკიცედ თქვა მამაკაცმა. ხროტინით ლაპარაკობდა.
-ძილში ლაპარაკობდა, მე ყვითელსარაფნიანი მიწოდესო. ექიმმა ესღა უთხრა და მარტო დატოვა. გაეღიმა ზაზას და სკამზე ჩამოჯდა.
ახლაღა გაიაზრა, რომ არც სახელი იცოდა ყვითელ სარაფნიანის და ეს ფაქტი არც კი აწუხებდა. მისთვის ყვითელსარაფნიანი უფრო ლამაზად ჟღერდა. გონებაში აღიდგენდა მის სახეს და წამიერად ეღიმებოდა, ხოლმე. ზღვისფერი თვალები შთანთქავდა კაცის გონებას და თავიდან ვერ იგდებდა. ფანჯარასთან მივიდა, სიგარეტს მოუკიდა ისევ და მომენტებს იხსენებდა. ცა შევარდისფერებულიყო, განთიადი იწყებოდა. ვარდისფერი და ონდავ იისფერში გარდამავალი ღრუბლები ერმანეთს ერეოდა და თითქოს, ასწრებდნენ ერთმანეთს ცაზე ადგილის დაკავებას. ზაზას უცნაურმა ლტოლვამ დაუარა სხეულში. წამით იმის სურვილიც გაუჩნდა, რომ ნინოსთან ერთად ეყურებინა, თუნდაც ამ ბანალური მომენტისთვის, მაგრამ წამში უკუაგდო ფიქრები.
ბედისწერად ჩათვალა ყველაფერი. ის ლაპარაკიც, ქალის გადარჩენა, რომ დააგვიანებინა და ქალის ნათქვამი ფრაზაც - "თქვენ მე სიკვდილი არ დამაცადეთ."
აქამდე, ათასჯერ უკითხავს მისი თავისთვის, იყო თუ არა სიკვდილი ხსნა და მიხვდა, რომ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა იყო სიკვდილი, მხოლოდ.
ისიც გააზრებული ჰქონდა, რომ ქალისთვის შვება იყო ეს ყველაფერი და პირიქით, სიამოვნებას გვრიდა. მის სისპეტაკეს მაინც ინარჩუნებდა ყვითელსარაფნიანი. ყვითელსარაფნიანი უცხო, მაგრამ ყველაზე ახლო იყო მისთვის და ვერც კი ხვდებოდა, რამდენიმე საათში თავს დამტყდარი ამბავი როგორ ექცეოდა მომავლის საფუძვლად.
ექთანმა მხარზე ხელი დაადო ზაზას და პალატისკენ თვალით ანიშნა გაიღვიძაო. სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა და პალატისკენ წავიდა. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა, ფეხს მაინც ითრევდა.
-თქვენ აქ იყავით?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა ქალმა. ესიამოვნა კიდეც მისი ყურადღება.
-დიახ.
-უკვე დარეკეს?
ინტერესით იკითხა ყვითელსარაფნიანმა, რომელსაც საავადმყოფოს თეთრი სარაფანი მოერგო. თუმცა, სარაფანსაც ვერ უწოდებდით.
-არა, არც დარეკავენ. ყვითელი უფრო გიხდებათ!- დარწმუნებით ჩაილაპარაკა ზაზამ.
-მე ნინო, ნინო მქვია.
-მეტსახელიც გექნებათ, ვიცი.
-გიჟს მეძახიან, მაგრამ მე გიჟი არ ვარ, დამიჯერეთ!
-მჯერა, ნინო, მჯერა.
მინიმალური მანძილი იყო მათ შორის და მაქსიმალური ლტოლვა ერთმანეთისადმი.
-თქვენზე რას მეტყვით, რა გინდოდათ იქ, შუა ღამეს?-ნინოს უჭირდა ლაპარაკი, სუნთქვაც, მაგრამ იმდენად ჰქონდა სურვილი ზაზასთან ესაუბრა, თავს ვერ არიდებდა და დრო და დრო სახეზე გამოსახულ ტკივილს არ იმჩნევდა.
-ბედისწერა იყო, განგება.
ზაზას ტუჩის კუთხეში მსუბუქი ღიმილი უხტოდა, სახეზე სევდა მაინც გადაჰფენოდა მკრთალად და ოდნავ მოზრდილ წვერზე, აქა-იქ ჭაღარები შერეოდა.
-თქვენ მე ყვითელსარაფნიანი მიწოდეთ.
-იმიტომ, რომ სახელი არ ვიცოდი და რომც მცოდნოდა, მაინც ეგრე მოგმართავდით.
აქამდე ფეხზე მდგომმა, სკამი მისწია ნინოს გვერდით და ჩამოჯდა. ერთი ამოიხვნეშა და ისევ გააგრძელა ნინოს ცქერა.
-თქვენ მე სიკვდილი არ დამაცადეთ!
ზაზამ თავი აქეთ-იქეთ გააქნია.
-და თქვენ მაინც იგივეს გაიძახით.
მობეზრებულად თქვა.
-იქნებ, გეცადათ ჩემთვის სიკვდილი.
-არავინ თუ არა, ღმერთი მაინც არ გიყვართ, ნინო?
ნინომ თავი გვერდზე შეაბრუნა. ღმერთის სიყვარული მაშინ გაუქრა, როცა ოთხ თეთრ კედელს შორის აღმოჩნდა.
-არა!-მტკიცე იყო ნინოს სიტყვები.
-და მაინც რატომ?!
-ღმერთმა ჩემი თავი მოკლა და ეშმაკი ჩამისახლა.
-უკანასკნელ იმედად მაინც არ გესახებათ?
-არა, ზაზა!
ზაზას გაეცინა.
-იცი, რომ სიკვდილამდე ადამიანების 90% წერილს ტოვებს.
-ვიცი.
-მერე, შენც დატოვე, ნინო?
-არა!
-რატომ?
-ვისთვის დამეტოვებინა?! თეთრხალათიანებისთვის?! ნუ გამაცინებთ.-ტუჩამრეზილმა ჩაილაპარაკა ქალმა.
-თუნდაც.
ნინოს აღარაფერი უთქვამს. ცდილობდა, ზაზასთვის არ ეყურებინა გამუდმებით.
-საგიჟეში ისევ მიგიღებენ, ნინო?
-არ წამიყვანენ, თვითონვე თქვით წეღან. თან, მათაც მოვბეზრდი.
-ადამიანებს ბეზრდება ყველაფერი და მით უმეტეს, მისი მსგავსი.
-შვილი მომიკლეს.
ნინოს ყვენალაირი ემოცია გამოსცლოდა სხეულიდან. აღარც თვალები უცრემლდებოდა. ზაზა გახევებული იჯდა სკამზე, მზერა გაშეშებული და რაღაც უცნაურს გრძნობდა.
-რას ქვია შვილი მოგიკლეს, ნინო?
-ხო, შვილი მომიკლეს. რამდენიმე დღიანი გაგიჟების გამო ჩათვალეს, რომ არაფერი მეშველებოდა და გამამგზავრეს ოთხ თეთრ კედელში, ზაზა.
-ვინ, ვინ გააკეთა ეს?!-განცვიფრებული იყურებოდა კაცი.
-ოჯახის წევრებმა.
-ახლა სად არიან?!
-ჩემი ხელით მოვკალი-მეთქი გითხარი, მესამედ გიმეორებ, ზაზა.
-გიჟი ხარ, ნამდვილად გიჟი ხარ!
ნინოს სხეული გაუქვავდა. თავზარდამცემი იყო მისთვის, როცა გიჟს უწოდებდნენ.
-შენც სიკვდილი გინდა?!
-არა.
-ვინც ასე მიწოდა, ახლა ჯანდაბაშია.
-სიტყვები უკან წავიღო?
-არა, კიდევ ერთხელ მითხარი და მისუსტებული სხეულითაც შემიძლია მოგკლა.
-შეშლილი ხარ, ნინო.
გაიცინა ზაზამ. შიში საერთოდ არ ჰქონია.
-არ ვარ! მე ისეთივე ვარ, როგორიც შენ და ექიმიც, რომელიც ახლა შემოვა და დამამშვიდებელს გამიკეთებს, რადგან მასაც გიჟი ვგონივარ. ან, უახლოეს წუთებში გურამი მოვა და ჩემს წაყვანას მოითხოვს საგიჟეში. ან, შენ მოგკლავ და პირდაპირ დამიჭერენ. საინტერესო არჩევანია, მაგრამ მირჩევნია, დავიძინო.
ზაზა მთელი მონოლოგის განმავლობაში უსმენდა ნინოს, აბსოლიტურად სხვაგვარი წარმოედგინა და ვერ საზღვრავდა, რეალურად როგორი იყო ნინო.
-ესე იგი, პირველად არ გამოიქეცი იქედან.
-არა, მაგრამ უკან დევნაც ბეზრდება ყველას. თან, მე გიჟი არ ვარ.-დარწმუნებით ლაპარაკობდა ნინო. უცხო ჟინი იპყრობდა ზაზას და უნდოდა მისთვის ესმინა, გამუდმებით მის გვერდით ყოფილიყო, თუნდაც ეს შეშლილი ფრაზები მოესმინა. მიუხედავად დაღლისა, ნინოს არ მოსცილებია და ძილის დროსაც თვალს არ აშორებდა.
***
-გახსოვს, ბედისწერაა - მეთქი, რომ გითხარი?!
ქვიშაზე მჯდარს, გვერდით მიუჯდა.
-მახსოვს.
-ახლაც სიკვდილს აპირებ, ნინო?
სიცილით კითხა ზაზამ.
-არც საგიჟეში წამიყვანეს, შენც ცოცხალი ხარ და არც არავის დავუჭერივარ, თავს რატომღაც ძალიან უცნაურად ვგრძნობ და მომწონს.
-მგონი, ახლა გიჟდები და არა მაშინ, ნინო.
-ეჰ, ზაზა, დღეებში იცვლება ყველაფერი.
-დაიბრუნე ღმერთის სიყვარული?
პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო ზაზამ, ტუჩებს შორის მოიქცია და წაუკიდა.
-არა!
მაინც მკაცრი იყო ნინოს ხმის ტონი.
-და ეს? - ხელით ლავიწზე მიანიშნა ზაზამ, მისთვის გაურკვეველი ასოებით ჰქონდა გაკეთებული ტატუ.
"Fou ne meurs pas!"
-ეს იმ დღეს გავიკეთე, საავადმყოფოდან რომ გამოვედი.
"გიჟები არ კვდებიან!".
-და იქნებ, კვდებიან?
-ოდესმე კი, ნებით არა.
-როდის დარწმუნდი?-ზაზას შიგა და შიგ ღიმილი გადაურბენდა სახეზე, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, რისგან გამოწვეული ღიმილი იყო.
-მე რომ მეორედ სიკვდილზე არ დავფიქრებულვარ, მაშინ.
-გაგიჟდება კაცი.-ზაზა თავის თავს თვითონაც ვერ ცნობდა. შინაგანად სხეული უდუღდა.
-ქალიც.-ღიმილით თქვა ნინომ და თეთრი, მოქანდაკებული თოლია ხელში შეათამაშა.
-ზღვა მიწყნარებულია.-კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ ზაზამ ამოიხვნეშა და სევდიანად თქვა. ისედაც მიჩუმებულ ქალაქს, ზღვის ტალღების თქარუნი თუ აღვიძებდა ხოლმე და ახლა, ესეც არ ისმოდა.
თუმცა, სიჩუმეს ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა არღვევდა და აბსოლიტურ კონტრასტს ქმნიდა ერთმანეთთან.
-იმ ღამით, თვითონაც გრძნობდა ჩემს სიკვდილს და ღელავდა.
-იმ ღამით ათასი რამ ხდებოდა, ნინო.
-რომელს გამოარჩევდი?
-შენს გადარჩენას.
თავი დახარა ზაზამ. თითქოს, ამ წარმოთქმული სიტყვებით რეალობას თვალი გაუსწორა.
ნინო ფეხზე წამოდგა და ზღვისკენ წავიდა. ახლოს იდგა ზღვასთან და წყალი ფეხებზე ეხებოდა.
-ახლაც სიკვდილს აპირებ, ყვითელსარაფნიანო?
სიცილით კითხა ზაზამ.
-და შენ ისევ გადამარჩენ?
ნინომ თავი მისკენ შემოაბრუნა და ღიმილით გახედა. ქარმა დაუბერა, კაბა და თმები ერთდროულად აუფრიალდა ქალს. ზღვა აღელდა და ნაპირს ტალღები მოაწყდა. ქვებზე შემომსხდარი თოლიები წამში აფრინდა ცაში და წრიული მოძრაობების კეთება დაიწყეს.
ზაზა ერთხანს დუმდა, პასუხზე არ ფირობდა, ნინოს ფიზიკურმა ცვლამ მასში სისხლის მიმოქცევის ცვლა გამოიწვია. ფიზიკურად არანაირი ცვლილება ეტყობოდა, მხოლოდ შინაგანად იცვლებოდა. თითქოს, ნინოს სურნელს გრძნობდა გამუდმებით.
-ხმა ამოიღე, ზაზა.
ნინო აღარ უყურებდა ზაზას, მაგრამ გაცხოველებით სურდა მისი პასუხი მოესმინა და მეორედაც გარისკავდა სიკვდილს.
-გესმის?!
ნინოს ხმას შიში შერეოდა. ზაზას დუმილი მასში გაორებას იწვევდა. წუთით ფიქრობდა, რომ არც კი აინტერესებდა ზაზას პასუხი, მაგრამ შიში ერთიორად დაძრწოდა მის სხეულში. პირდაპირ გაჰყურებდა ჰორიზონტს და თვალს არ აშორებდა.
-ზაზა.
დაბალი, სუსტი ხმით წარმოთქვა ქალმა.
წინ, ზღვისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. იფიქრა, რომ ახლა მაინც გასცემდა პასუხს ზაზა, მაგრამ ცოტა ხანს ისევ დუმდა.
თვალები აუცრემლდა. იმ ლტოლვას რასაც განიცდიდა, ეგონა მხოლოდ ცალმხრივი იყო. იმის გამბედაობაც აღარ ჰქონდა, ისევ გაეწირა თავი.
ზაზა მინიმუმამდე ამცირებდა მათ შორის სივრცეს და ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა.
-შეჩერდი, ნინო.
ტალღების თქარუნი, ზაზას ოდნავ ბოხმა ხმამ შეცვალა და ნინოს ერთიანად შეაჟრჟოლა. სხეული ერთ ადგილას გაუქვავდა.
-ყვითელსარაფნიანო!
ზურგზე მიეკრო ნინოს ზაზა. მინიმალური სხვაობაც აღარ იყო მათ შორის. ხელები ნინოს წელს შემოხვია და სისხლი აუჩქროლდა.
-ვიფიქრე, რომ არც კი დაიძვრებოდი ადგილიდან.
-ჩვენი ფიქრები ქცევებს არ ემთხვევა, ხოლმე.
ზაზამ ნინო მისკენ შემოაბრუნა, მის ზღვისფერ ირისებს აკვირდებოდა და გრძნობდა, რომ ტყუილად არ გაუვლია იმ ღამით აქ.
-შენ მაინც არ გითქვამს, იმ ღამით აქ რას აკეთებდი, ზაზა?
-ბედისწერაა-მეთქი, ნინო.
მეორედ გაუმეორა ზაზამ და გაუღიმა.
ტუჩებს შორის სივრცე შეამცირა და თითქოს, ნინოს ჟანგბადს ბოლომდე ისრუტავდა და უჰაერობის შეგრძნებას უტოვებდა ქალს. თითქოს, უნდოდა სულ გამოეცალა ჟანგბადი და მასში შეენახა.
-და დავიჯერო ბედისწერის?
ნინომ ხელები ზაზას სახისკენ წაიღო, ოდნავ მოშვებული წვერი საკმაოდ გაზრდოდა, ხელს აატარებდა და ჩამოატარებდა. თვალებზე კოცნიდა მონაცვლეობით. დაუოკებელ ჟინს გრძნობდა ორივე, რომ ერთმანეთი შეეგრძნოთ.
ქარი უბერავდა, ყვითელსარაფნიანს კაბას უფრიალებდა თმებთან ერთად. თოლიები მათ თავზე დაფრინავდნენ.
ნინოს ლავიწზე ხელი გადაატარა ზაზამ, ქალს კანი დაეხორკლა და ტაომ დააყარა ერთიანად. თვალებში მლაშე სითხე ჩაუდგა.
-შიში ყველაზე ძლიერი გრძნობაა, ყვითელსარაფნიანო.
-სიყვარულზე დიდიც?
-კი! შიში ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც სუიციდი შეუძლია.
-და სიყვარულს არ შეუძლია? ათასი ადამიანი იკლავს თავს სიყვარულის გამო.
-იმიტომ, რომ შიში აქვთ. ისე, უბრალოდ და არაფრის გამო, თავს არავინ იკლავს. მით უმეტეს, სიყვარულის და ასეთი ბანალურობის გამო.-ზაზა დარწმუნებით ლაპარაკობდა, ნინოს თმებზე ხელებს აატარ-ჩამოატარებდა და საოცარ მუხტს გრძნობდა სურნელთან ერთად.
-მე არ მეშინოდა, უბრალოდ, მომბეზრდა.
-შვილი ვინ მოგიკლა, ნინო?-ყოველთვის თავს არიდებდა ორივე კითხვას და პასუხსაც, მაგრამ ინტერესისგან სული უყიოდა ზაზას. იმას წარმოიდგენდა, ვინმეს მისი შვილი რომ მოეკლა და მკვლელისთვის საფლავის გათხრისთვისაც მზად იყო.
-ჩემმა ძმამ. ნაბიჭვრისგან გაჩენილი დის შვილი არ მინდაო, გადამიწყვიტა.-ნინოს სიტყვებში იმხელა ზიზღი იგრძნობოდა, აშკარად რომ კითხულობდა ზაზა. თითქოს და, შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უკვე მოეშუშებინა ნინოს და უფრო ზიზღით იყო აღვსილი.
-ყვითელსარაფნიანო, შენ ძალიან ლამაზი ხარ!-წრფელი იყო ზაზას სიტყვები იმდენად, რომ ნინოს აჩქარებული გულისცემა თვითონაც გაიგონა. მერე, მასაც აუკიაფდა თვალებში სხივი იმის, რომ ნინოს მის სიტყვებზე ამგვარი შეგრძნებები ეუფლებოდა.
-ბედისწერის მჯერა, ზაზა.
გულზე მიეკრა ქალი ზაზას, არ ცდილობდა მინიმალურადაც დაშორებოდა.
-ამ რამდენიმე დღეში, რა ხდებოდა შენს თავს, ნინო?
-მეგონა, რომ უბრალოდ შევხვდით იმ დღეს და მორჩა. სიმართლე გითხრა, აქ იმიტომ მოვედი, ვიცოდი შენც მოხვიდოდი. განა, გუმანით ვგრძნობდი? არა. რომ მითხარი მაშინ ბედისწერაზე, რატომღაც ცალსახად მაინც მჯეროდა.
ზაზას გაეღიმა. უფრო სწორედ, ხმამაღლა გაეცინა.
-მგონი, გიჟი მიყვარდება.
-არ ვარ მე გიჟი, ზაზა!
კბილებში გაბრაზებულმა გამოსცრა ნინომ და პატარა ბავშვივით მოშორდა ზაზას. სანაპიროსკენ წავიდა, ქვაზე ჩამოჯდა და მზერა ისევ ჰორიზონტს გაუსწორა.
-მე შენ სიკვდილი არ დაგაცადე.
სიცილით თქვა ზაზამ.
-და სულაც, ეს კარგი იყო. მაშინ, ცუდი მეგონა.
-მე შენ სიკვდილისგან გიხსენი.
-და ეს ცხოვრების ბოლომდე უნდა მიმეორო?
-გინდა ცხოვრების ბოლომდე?-ზაზას გაეღიმა ნინოს კითხვაზე. მიხვდა, რომ ქალი მის მიმართ უბრალო და ბავშვურ ლტოლვას არ განიცდიდა. ესიამოვნა კიდეც და აქამდე არსებული არც ერთი ფაქტი აწუხებდა, რომელიც ნინოს ცხოვრებაში არსებობდა.
გრძნობდა, რომ უყვარდა ქალი და თუნდაც, ეს სიყვარული ნინოს სიგიჟის ფასად დაჯდომოდა.
-თოლიები გიყვარს, ნინო?
-ძალიან.
-რაც აქ ვართ, დაფრინავენ.
-სითბოს გრძნობენ და მაგიტომ.-ღიმილით თქვა ნინომ და მფრინავ თოლიებს თვალს არ აშორებდა.
მომნუსხველად უცქერდა.
-ზურგზე მაქვს ტატუ.-ახლაღა გაახსენდა ნინოს და ზაზასაც აქამდე არ შეემჩნია. სარაფანი უფარავდა. ოდნავ გადასწია ზაზამ სარაფანი.
თეთრი თოლია, გაშლილი ფრთებით ეხატა. თვალები არ ჰქონდა. თითქოს და, თავისუფლების დასანახად და შესაგრძნებად ფრთებს იყენებდა და ჰაეროვნად აფრიალებდა.
-ძალიან ლამაზია, ნინო.-ოდნავ განცვიფრებული ლაპარაკობდა ზაზა. საოცარ მუხტს გრძნობდა. პროტონებით დამუხტულიყო თითქოს. სისხლი სწრაფად მოძრაობდა, გაცხოველებით და ისე ცხადად გრძნობდა, ეგონა დაუსკდებოდა კაპილარები.
-ვიცი.-სიცილით თქვა ქალმა, იმდენად იყო დარმწუნებული თოლიის სილამაზეში.
***
სანაპიროზე თოლიას ქანდაკება იდგა, ფრანგული წარწერით.
"Fou ne meurs pas!"
-გიჟები არ კვდებიან, ნინო. მეტიც, სიცოცხლე უხარიათ!
-მიყვარხარ.
ძალიან ვნერვიულობ, ხალხო და ვაიმე!
რომ არ მოგეწონოთ...
მაპატიეთ.
მომენატრეთ!