ერთ ლამაზ ღამეს, გაგიტაცებ ჩემს სამყაროში, რომ შეგაჩვიო, უნებლიე თავდავიწყებას… ჩაგეხუტები და გაყინულს, ისე გაგათბობ, ვერასდროს შეძლებ, იმ ალერსის გადავიწყებას!

სულ დაგიკოცნი, მაგ ცინიზმით ანთებულ სახეს!. დროს გავაჩერებ, საუკუნეს შესთხოვ განგებას, ნეტარებისგან დაგავიწყებ საკუთარ სახელს… სულს მოვედები, გულს წაგართმევ,მაგ გულს თავნებას!..
გასწავლი ფრენას მითიური ფრთების გარეშე… თოთო ბავშვივით ჩემს სუნთქვაზე გაგეღვიძება… მოგეფერები მაგ უძირო, ლამაზ თვალებზე,.. დავიღლები და შენს მკლავებში ჩამეძინება!..
ჩემო ოცნებავ, აღარ მოგცემ წყენის უფლებას… ფრენას გასწავლი, მაგრამ მხოლოდ ჩემი იქნები… დაგატყვევებ და თავად მოგცემ თავისუფლებას, ჩემში იქნები… ზედმეტია ფუჭი სიტყვები…
ერთ ლამაზ დილას გაგაღვიძებ “ჩვენს” სამყაროში… მე, ჩვეულებრივ დაგიკოცნი სანატრელ სახეს… მოგეფერები და ალერსით ისე დაგათრობ. გადაგავიწყებ დროს, სიზმარს და საკუთარ სახელს!!!

ერთ ლამაზ ღამეს, გაგიტაცებ ჩემს სამყაროში, რომ შეგაჩვიო, უნებლიე თავდავიწყებას… - 874562713251
  • siyvaruli - love

Комментарии

  • 10 янв 2019 11:15
    Guls amovikvet...da shens gulshi davudeb binas....tvalebs momghimars....sheni tvalebis avanteb shuqad....suls amoviglej...shens dzarghvebshi  ..... ichqepos  gultan...   chemi sicilis bavshvur nakaduls...shens bageze  edinos  sultan..chems mocimcime tvalebs....shentan edzinos mudam.....           guls amovikvet....da shens gulshi ganvagrdzob petqvas.....chemi dzarghvebis mchqepare sisxli ....agrdzelebs sicocxles shentan..aset sikvdilshi ...me vagrdzeleb sicocxles shenad.....
  • 10 янв 2019 11:17
    გენაცვალე გულსჰი ლამაზი სიტყვებია
  • 10 янв 2019 11:17
    c2a0ac4959
  • 10 янв 2019 11:24
    Arc vimateb ..arc vematebi...jer ase gavagrdzelot....mochqares mougviandeso...  imedia ar micyent....
  • 10 янв 2019 11:25
    araa ras ambobt arafers giwyent madloba chem statusebze aseti lamazi sityvebistvis