შაქრის მამიკო

ნაწილი მეთხუტმეტე
ისტორია / ალისა უანდერი
როგორ მოახერხა ამ მცირე დროში ასეთი გარდასახვა?
იდას ბრწყინვალე გარეგნობას უჟმური სახით ვუყურებდი.
ტანზე მომდგარი,ვერცხლისფერი კაბა ეცვა,მოციმციმე სამკაულები კიდევ უფრო იქცევდნენ ყურადღებას...
და ეს ამბობს,გაჭირვებული ვარო?
სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს ეს სიტყვა.ისევე,როგორც ყველა დანარჩენი.
მე,კეომ და რიკომ ცოტა დავაგვიანეთ,ამიტომაც სტუმრები უკვე მაგიდას მისხდომოდნენ.
იდამ ისეთი მზერით გადმომხედა,წამით დავეჭვდი,ყველაფერი ხომ არ იცის-მეთქი,მაგრამ ეგ შეუძლებელი იყო.
იქ მყოფებს მივესალმე და ჩემი ადგილი დავიკავე,ლეოსთან ერთად,ხოლო როკო შოთას გვერდით მივჭყუნე,სანამ რაიმეს გააზრებას მოასწრებდა.სტუმრებს თვალი მოვავლე,თითქმის ყველა მეცნობოდა ერთი ქალის გარდა,რომელსაც იდა გულისყურით უსმენდა და ჩემი ყურადღებაც მიიქცია.
აქ შეკრებილი საზოგადოებისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა, “ლედ-ზეპელინის” მაისურზე თხელი ტყავის ქურთუკი მოეგდო,პლატინისფერი,გრძელი თმები თავზე დაუდევრად შეეკრა კოსად და ჭყეტელა მწვანე რეზინით დაემაგრებინა,ხელებზე თხელი, ხავერდის ხელთათმანები მოერგო და გახდას ალბათ ზაფხულამდე არ აპირებდა,ერთადერთი,რაც მასში არ მესიამოვნა,უზომოდ,უკიდეგანოდ გაბერილი ტუჩები იყო.
ცოტა ხნის შემდეგ,გავარკვიე,რომ თავად მაკრინე ნებიერიძეს ვუყურებდი.
-სიახლეს ვერ შექმნი,გესმის? სიახლე არ არსებობს. უბრალოდ შენ უნდა გაიგო შენებურად ის,რაც უკვე შექმნილია,ერთადერთი განუმეორებელი სიახლე ამ სამყაროში თავად ხარ,დანარჩენი ყველაფერი გამოყენებულია,ამიტომაც სიახლე კი არა,საკუთარი თავი უნდა ეძებო,ცუცქნი.გაიგე?
იდამ თავი გააქნია.
-მგონია,რომ ეგ საიდანღაც დაიზეპირე და ყველა ასეთ შეხვედრაზე იმეორებ-უპასუხა და გაიცინა.
სტუმრებს შორის ჩვეული ზუზუნი შეწყდა და ყვეკა პირდაღებული მიაჩერდა იდას,რომელიც უკვე არა თუ დაბნეული,არამედ დაღლილი თვალებით იყურებოდა.
მარგოს სიცილმა სიჩუმე დაარღვია და დაძაბულობა მოხსნა.
-როგორ მიყვარს ასეთი პირდაპირობანარევი ხუმრობები-კისკისით ამოთქვა მარგარეტმა-ცოტაოდენი სითამამე არავის აწყენს.
მაკრინე დინჯად აკვირდებოდა იდას,შემდეგ კი თავადაც აჰყვა მარგოს სიცილში.
-ძირითადად თავს მიქნევენ,ამან კი,საიდანღაც დაიზეპირეო-სიცილთან შეხამებულად დაიკივლა-აი,ინდივიდუალიზმი!თანაც,ეს ნამდვილად არაა ჩემი აზრი,ამაზე მრავალი საუბრობს-თავზე წამოსკუპებული კოსი ხელით შეისწორა და იდას მიუბრუნდა-ჩემო ძვირფასო,კიდევ რას გვეტყვი?რა ამბიციები გაქვს მოდაში?
-ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმაზე ვფიქრობ,როგორ გავერიო შესაბამის საზოგადოებაში-სწრაფად უკასუხა ქალმა-სწავლით კი ვსწავლობდი,მაგრამ მთავარი მაინც სანაცნობო წრეა,მე ხომ არ მაქვს ისეთინიჭი,თავიდანვე ვარსკვლავებს რომ ვეთამაშო? თქვენნაირ ცნობილ ბრენდში დასაქმება ნამდვილად იქნება კარგი სტარტი.იცით,მომბეზრდა მუდმივად შეძლებული მამაკაცების დევნა. მალე დავბერდები,რამდენიმე პედოფილი უკვე მეძახის კიდეც მოხუცს,დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა ვერ მივიღე,საქართველოს პენსიის იმედზე ხომ ვერ ვიცხოვრებ?
ისევ ხარხარი ატყდა,ამჯერად მარგოსა და მაკუს დანაჩენი სტუმრებიც შეუერთდნენ.
-ყველა მასე არაა?-ამოიწრიპინა მარგოს ერთ-ერთმა დაქალმა-ყოჩაღ,გოგონი,რომ აღიარებ!
იდას დაღლილი სახე შეეცვალა და გაკვირვებასთან ერთად,სიხარული გამოესახა.
-ჩემს შვილთანაც ფულის გამო იყავი,ხომ?-გაბრწყინებულმა ჰკითხა მარგომ.
-რა თქმა უნდა!- მეც კი გამეცინა,ლეოს შევხედე,რომელიც ალბათ ერთადერთი იყო,ვინც არ იღიმებოდა.
მისი ხელი მოვძებნე და თითებს შორის მოვიქციე.
-იდა-მოულოდნელად წამოიძახა ჩემმა სხეულმა,მე არაფერ შუაში ვიყავი-გაგვანდე,ყველაზე უხერხული რა გაგიკეთებია?
-უხერხული?-ჩაფიქრდა-ერთხელ ლიფტით ვმგზავრობდი ჩემს ლონდონელ მეგობრებთან ერთად,ორმოცდამეთერთმეტე სართულზე ავდიოდით,მე კი მძიმე ვახშამი მივირთვი და გაზები მაწუხებდა,უბრალოდ ვეღარ შევიკავე...
ხარხარმა მისი ხმა გადაფარა,მარგო ოდნავ შეწუხებული მზერით შეჰყურებდა იდას,თუმცა სიცილს ისიც ვერ იკავებდა.
-ასეთი პირდაპირობა ნამდვილად წაგადგება კარიერაში,ხვალ დამირეკე-თქვა მაკრინემ,როდესაც ხმაური ჩაწყნარდა,საფულიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა და იდას გაუწოდა-ეჭვი მაქვს,რევოლუციას მოახდენ.
იდასთან საუბარი გაგრძელდა,თუმცა დიდად აღარ ვუსმენდი. მისი სიმართლე ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ იყო,მე ხომ ლეოს ვგრძნობდი...
არასდროს მქონია ასეთი შეგრძნება-ჩემი თითების ბალიშები მისას ეხებოდა და საოცარ იმპულსებს იღებდა . ეს იმისგან სრულიად განსხვავდებოდა,რაც წინა ღამით მოხდა და გაცილებით სასიამოვნოც კი იყო,
ერთი,როდესაც ფიზიკურად გსურს ადამიანი,ხოლო მეორე-როდესაც მასთან უბრალო შეხებით ასეთ სიამოვნებას იღებ.
ლეოს სულს ვგრძნობდი თითქოს მისი განწყობა,ფიქრები თითებს შორის მოედინებიდა და სიტვებით კავშირი აღარ იყო საჭირო.
ამ რომანტიკული ფიქრებიდან კვლავ უცნაურმა მოვლენებმა გამომაფხიზლა.
ჩემს მოპირდაპირედ როკო და შოთა ისხდნენ,ბუნდოვნად აღვიქვამდი,რომ ერთმანეთში კამათი გაეჩაღებინათ,როკო შუბლშეკრული უსმენდა შოთას და შიგადაშიგ უკმაყოფილო სახით პასუხობდა,ჩემი გონება მაშინ გამოფხიზლდა,როდესაც როკოს უკან გამხდარი,დაბალი და გაბურდული,ჭაღარა თმიანი კაცი გაჩნდა .
იგი წარბაწეული უსმენდა საუბარს,შემდეგ კი დასჭექა.
-გვიდო,არჯი,სურვილის ობიექტზე მიმანიშნეთ!
ჩემს უკან იხედებოდა,ამიტომაც სწრაფად შევბრუნდი და კედელთან ატუზულ ნაცნობ ჯუჯებს შევავლე თვალი. ცხვირები გასწითლებოდათ,თავები დაეხარათ და კაცს მზერას არიდებდნენ. იმდენად საწ....ბი და საყვარლები იყვნენ,ლამის წამოვხტი და ჩავეხუტე.
ბოლოს არჯიმ ლეოსაკენ ხელი გაიშვირა და დაიწრიპინა.
-სურვილის ობიექტი.მამაკაცი,ოცდარვა წლის...
ლეოს დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლის შემდეგ,კაცის მითითებით “აცდენილი ისრის ობიექტზე”,ანუ იდაზე მიანიშნა.
მთელი ამ დროის განმავლობაში როკოს თავდთან მდგარი კაცი ბლოკნოტში გამწარებული წერდა,შემდეგ კი ბრძანა:
-ანტიგულახდილა აცდენილი ისტის ობიექტის ჭიქაში. და-რწმუნ-დით,სანამ არ დალევს-დამარცვლა მკაცრად,შემდეგ კი მე მომიბრუნდა-ვიცი,რომ მხედავთ!
შევკრთი,რაც ლეომ მაშინვე იგრძნო.
-რა ხდება?
-არაფერი... მგონი იდას შემთხვევა მეწყება-ვუჩურჩულე და წამოვდექი-ცოტა ხნით გავალ.
საპირფარეშო დავძებნე,კაცი კი უკან გამომყვა. დანიშნულების ადგილამდე არც მიმიღწევია,დერეფანშივე შევდექი და მის მოახლოვებას დაველოდე.
ჩემს წინ დადგა და უცნაურად მომაჩერდა.
-მე სანტას მეოთხე თანაშემწე,რალფ...
-ვიცი,ვინც ხართ,აქ რას აკეთებთ?-ვკითხე გაბრაზებულმა-შემთხვევით მოხდა,მაგრამ ჩემი სურვილი ასე ხომ ვერ დაიკარგება? დაანებეთ თავი იდას...
კაცი თეთრი,ხშირი წარბების ქვემოდან გამჭოლად შემომაჩერდა.
-აქ მხოლოდ მაგის გამო არ ვარ.
-ეგ რას ნიშნავს?
-გვაქვს ინფორმაცია,რომ პირველი სურვილის ობიექტთან გრძნობებით დაკავშირებას იწყებთ.
-მერე,რა?
-პირადად მოვედი,რათა გაგაფრთხილოთ,სიყვარულის ელექ*ირი თორმეტი საათით მოქმედებს მკვეთრად,თუმცა ამ დროის გასვლის შემდეგ მაინც რჩება სისხლში...ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა,მთლად ნუ დაიჯერებთ,თუ ლეონარდ ავალიშვილი სიყვარულით გეპყრობათ. თავდაპირველად ამის საშიშროებას არ ვგრძნობდი,თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.ერთმანეთს...-უხერხულად ჩაახველა-ძალიან დაუახლოვდით. უნდა იცოდე,რომ იმ ნაყენში,რომელიც შენი სურვილის ასასრულებლად გამოვიყენეთ,უძლიერესი ნივთიერებებია,რომლებიც ასე მარტივად არ ქრება...
აღარ ვუსმენდი. არ ვიცი,რას გრძნობენ ადამიანები მეხის დაცემისას,სატვირთოს დაჯახებისას ან მთიდან გადმოვარდნისას,მაგრამ ჩემი მაშინდელი მდგომარეობა ამ ყველაფერს ერთად მოიცავდა.
იმედი გამიჩნდა... ეს საზიზღარი იმედი და როგორც ყოველთვის,გული მომიკლა.
-გასაგებია...-ამოვიხავლე.-მართალი ბრძანდებით,შეცდომა დავუშვი... რამდენი ხანი სჭირდება მაგ რაღაც ინგრედიენტების ბოლომდე გაქრობას?
-დაახლოებით ორი კვირა,ელექ*ირის მიღებიდან-თანაგრძნობით მიყურებდა და ამან გამაბრაზა.
თავი დავუქნიე და უკან გავბრუნდი,თუმცა სასტუმრო ოთახში არ შევსულვარ,იანვრის სიცივე მჭირდებოდა.
ეზოში გავედი და პატარა ბაღს გავუყევი,ჩუმად მივაბიჯებდი და ჩემს გრძნობებს ვაგემოვნებდი. არ მინდოდა იმაზე ფიქრი,რომ ლეოს გარეშე მომიწევდა ცხოვრების გაგრძელება.სულ რაღაც შვიდი დღე იყო,რაც მის გვერდით ვიყავი,მაგრამ მთელი 2019 წელიც ხომ იყო? ახალი წელი მასთან ერთად დავიწყე,თითქოს ახალი ცხოვრებაც,იმაზეც დავფიქრდი,იქნებ დარჩენილი დრო გამოვიყენო და ლეოსთან ყოფნით დავტკბე-მეთქი,მაგრამ მეოთხე თანაშემწის სიტყვები მომწამვლელი იყო,როგორ ვიქნებოდი ლეოს გვერდით,როდესაც მეცოდინებოდა,რომ აი,სამი,ორი,ერთი დღეც და საბოლოოდ გაცივდება. აღარ მეტყვის იმას,რომ ჩემი დამსახურებით გაიგო,რომ უკეთესი შეუძლია იყოს,არც თბილად გამიღიმებს,გამეხუმრება... თოთხმეტი იანვრისთვის ძველი ლეონარდო დაბრუნდება-ჯმუხი,უხასიათო,მკაცრი. ისეთი,ყოფილ ცოლს *ნეტზე რომ ენაძლევება.
-კლიენტია?-მომესმა ყვირილი და მოულოდნელობისგან შევხტი.როკოს ხმა რამდენიმე მეტრის სიახლოვიდან ისმოდა,თუმცა ფუმფულა,ჯუჯა ნაძვებიდა სიბნელე მისი დანახვის საშუალებას არ მაძლევდა.-კლიენტებს ასე თუ ეტმასნებოდნენ,არ ვიცოდი-განარგრძობდა ჩემი მეგობარი-იქნებ საწოლშიც ასიამოვნე,ფეისბუქზე ხუთი ვარსკვლავი რომ დაუწეროს იმპერატორს?
-ჰო,კლიენტია და თავაზიანად ვეპყრობი,ანნა ნორმალურად ბევრს არ ექცევა და რა მოხდა,თუ მეც კარგად მოვექცევი? გავლენიანი მეგობრების ყოლა დანაშაული არაა! შენ კიდევ,უბრალოდ ეჭვიანობ-ხმაში ღიმილი შეერია შოთას. ფრთხილად ამოვეფარე ბუჩქს და სმენა დავძაბე. ჰო,არც ისე კარგი საქციელია,მაგრამ როკო ხომ მაინც მომიყვებოდა მერე ყველაფერს?
-ვეჭვიანობ?-აღშფოთებით ჩაიცინა როკომ-ვერ მოგართვი! მე უბრალოდ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას,რომ პირადი ურთიერთობების გამო საკუთა რ თანამშრომლებს აზარალებ და ადრე თუ გვიან მიხვდები,რომ სისულელეს აკეთებ.
-მართლა ცუდად მოიქეცი,ანაზე გაბრაზებული იყავი,როკო,კაი რა,ვის ატყუებ? ხომ იცი,რომ კარგად გიცნობ.
-შეიძლება ოდნავ გადავამეტე,რადგან ეგ ქათამი უკვე ყელში მყავდა ამოსული,მაგრამ შენ...-ხმა ჩაუწყდა და გაოგნებულმა შევნიშნე,რომ ტირილის ნოტები გაერია-შენ ერთი დღის უკან მეფიცებოდი,მიყვარხარო და მერე ანას გამო ისე მომექეცი,თითქოს ქუჩიდან შემოპარული საწყალი ძაღლი ვიყავი...
-რომ მიყვარხარ ზუსტად მაგიტომ გავბრაზდი ასე -ხმადაბლა თქვა შოთამ-ძლივს გავბედე და გითხარი,თითქოს არც შენ იყავი წინააღმდეგი,მერე კიდევ გამასილაქე და გამომაგდე...
-ბოდიში,ჰო-ლამის თვალები გადმომცვივდა. როკო და ბოდიში?-არ ვიყავი მაგისთვის მზად და ავღელდი.
-ახლა ხარ?-ისეთი ინტონაციით ჰკითხა შოთამ,ლამის იქვე გავითხარე საფლავი და ჩავწექი.
სიჩუმე ჩამოვარდა,მივხვდი,რასაც აკეთებდნენ,დავიჯღანე და რაც შემეძლო,ჩუმად გამოვიძურწე ბაღიდან,სახლისკენ წელში მოხრილი მივდიოდი,როდესაც ლეოს ხმა მომესმა.
-ლენა! მანდ რას აკეთებ? ყველგან გეძებდი.
გავსწორდი და ჩემი პრობლემა ახალი ძალით დამეტაკა თავში.
-სუფთა ჰაერზე მომინდა გამოსვლა-ხელით სახე გავინიავე-ძალიან დამცხა.
-მაგ თხელი კაბით დადიხარ გარეთ? სულ კანკალებ-პიჯაკი გაიხადა და მომახურა-წამო,იცი რაები გამოტოვე?იდამ დედაჩემს ბოროტი ბებრუხანა უწოდა,ანრი და ლილეც მოვიდნენ და ლილეს უთხრა,შენს შეყვარებულთან სიამოვნებით დავწვებოდიო.
უხალისოდ გამეცინა.
-ახლა რა ხდება?-ვკითხე,როდესაც სახლში შევედით.
-იდა გაიქცა,თავს შეუძლოდ ვგრძნობო,ამიტომაც ცოტა მოვიწყინეთ.
-ლეო,იქნებ ჩვენც წავიდეთ?
-ცოტა ხანიც და წავიდეთ. დაიღალე?-ლოყაზე მომეფერა და ხელზე მაკოცა.
-ძალიან.
მაგიდას დავუბრუნდით,შოთა და როკო აღარ გამოჩენილან,სამაგიეროდ ლილე მომისკუპდა გვერდით,ლეოს სთხოვა,ცოტა ხანს უნდა ვეჭორავო და ადგილი გამიცვალეო.
გაკვირვების თავი აღარ მქონდა,ამიტომაც ლილეს გავუღიმე და მოვიკითხე.
-ბოდიში უნდა მოგიხადო... ყველაფრისთვის-მითხრა ხმადაბლა-იცი,არც ისე ბევრ კარგ ადამიანს შევხვედრივარ,რომ მესწავლა,მხოლოდ ცუდზე არ უნდა ვიფიქრო. მიუხედავად იმისა,რომ დამპალი ენა გაქვს,მაინც მაგარი ტიპი ხარ და ეს ნერვებს მიშლიდა. მოკლედ,ხო ხვდები რა... ანრისთან ძირითადად ტელეფონით ვკონტაქდობდი,როდესაც ბრიტანეთში იყო,ახლა კი არ ვიცოდი,მის გვერდით როგორ მოვქცეულიყავი... ვერც კი მივხვდი,რომ რთული პერიოდი გვქონდა.
-მიხარია,რომ გადალახეთ.
-ანრის წყალობით,ძალიან ჭკვიანია. შეიძლება კიდევ ბევრჯერ ვიკამათოთ ჩემს უტაქტობაზე,მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლი,მგონი მთავარი ისაა,რომ მივხვდი.
-ჩხუბი და მერე შერიგება ბევრ რამეს ცვლის.-გამეღიმა-უფრო კარგად იცნობ იმასაც და საკუთარ თავსაც.
-მართლა ეგრეა! არ მეგონა,შენ და ლეოს ასე თუ გაგიგრძელდებოდათ ურთიერთობა,მაგრამ მიხარია.მარგოს კარგად უგებ და იქნებ მეც მასწავლო,როგორ უნდა-ჩაიცინა.
-უბრალოდ გულახდილი იყავი მასთან. ისედაც ყველაფერს ხვდება და მისი მოტყუება არ ღირს.-ისე ვსაუბრობდი?თითქოს მეორე დღეს სიკვდილს ვაპირებდი და ყველას ვემშვიდობებოდი.
ლეოსთან ერთად იქაურობა მალევე დავტოვე,მთელი გზა არცერთს არ ამოგვიღია ხმა. თითქოს ისიც ხვდებოდა,რომ სიჩუმე ჯობდა.
სახლში მისულმი მაშინვე აბაზანაში შევიკეტე და დაახლოებით ერთი საათი ცხვირი არ გამომიყვია. ვიჯექი და ვტიროდი,ჩემს სულელ თავს ვგლოვობდი.
არასდროს უნდა იყო ზედმეტად თავდაჯერებული საკუთარ თავში,თორემ ზუსტად ის მოხდება,რასაც არ უშვებ.
როდესაც ოთახში დავბრუნდი,ლეო უკვე საწოლში დამხვდა,ტელეფონს ჩაჰყურებდა და იღიმებოდა.
-სასაცილო ფოტოები გაქვს-მითხრა,როდესაც მეც გვერდით მივუწექი. ჩემს სოციალურ ქსელს ათვალიერებდა-არ ვიცოდი,ადრე ულვაშს თუ არატრებდი.
ფოტოში უზარმაზარი ულვაში მქონდა მიწებებული და ჩიბუხი მეჭირა,სკოლაში სამსახიობო წრეზე დავდიოდი და ეს ფოტოც იმდროინდელი იყო.
-ჰო,მაშინ ეპილაციის არსებობის შესახებ არ ვიცოდი-გავუღიმე და მივეხუტე.
ტელეფონი დადო და ხელი მომხვია.
-რა გჭირს,არმეტყვი?
თავი გავაქნიე და ცხვირი მის ყელში ჩავყავი,ცრემლები ისევ ვერ შევიკავე.
-ვინმემ გაწყენინა? ისევ იდაზე ფიქრობ?
-არა-ამოვიქვითინე.
ხელები უფრო ძლიერად მომხვია და დაიჩურჩულა.
-ნუ გეშინია,არ დაგტოვებ.
საიდან მიხვდა?
მასზე მიხუტებულმა დავიძინე,მეორე დღეს კი ღამითვე მიღებული გადაწყვეტილება ავასრულე.
ლეო ჩემს გაღვიძებამდე წასულიყო,ცოტა ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩავაწყე და ლეოს სახლი უკანმოუხედავად დავტოვე. მანამდე უნდა გავქცეულიყავი,სანამ საკუთარ თავს გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებდი.
-არ მიყვარს,უბრალოდ მისმა ასეთმა მოპყრობამ გამომაშტერა!-ვიმეორებდი და ჩემი სოფლის სამარშრუტო ტაქსს ველოდებოდი.-კარგი საახალწლო თავგადასავალი იყო,მაგრამ დროულად უნდა დასრულდეს,იმედი გამიცრუე,ლენა,მაგრამ არაუშავს,ახლა მე ჩავერთე საქმეში. სუსტების ადგილი ჩემს თავში არაა,ამიტომაც განდევნილ იქნეს ლეოს მოტრფიალე ლენა საუკუნოდ და იმის იქით!
დარდი საიმედოდ გამოკეტე და გულთან ახლოს მისვლის საშუალება მოვუსპე.
საკუთარ თავს მხოლოდ თავად თუ უშველი. შეიძლება,ძალიან სამწუხარო ამბავი შეგემთხვა შენივე სისულელის წყალობით,მაგრამ მთელი ცხოვრება ამაზე ხომ ვერ იფიქრებ?
შეიძლება შემიყვარდა,მაგრამ რა აზრი აქვს? მე ნამდვილი ლეო არ მყვარებია,ის კი,ვინც ახლა მიყვარს,მალე გაქრება და საკუთარ თავს ვერ დავტანჯავ. თავს ვერ მოვიკლავ,ანუ ადრე თუ გვიან ხომ მომიწევს თავის ხელში აყვანა,ხოდა ჯობია,ეს რაც შეიძლება ადრე გავაკეთო.
სამ საათში უკვე მშობლიური სოფლის უსწორმასწორო გზას მივუყვებოდი,გაყინულ ხელში ტკბილეულით სავსე პარკი მეჭირა. აქაურობა ძალიან მიყვარდა და ისე მომნატრებოდა!
სუსხიან ჰაერს ხარბად ვისრუტავდი,რამდენიმე შემთხვევითი გამვლელის მზერაზე ვხითხითებდი. ასე იცოდნენ აქ,ვინმე უცხოს თუ დაინახავდნენ(ნახევარი წელი არ ვყოფილვარ აქ და შარფიც ისე მქონდა შემოხვეული,ვერავინ მიცნობდა),გზაზე შედგებოდნენ და მანამდე უყურებდნენ,სანამ თვალს არ მიეფარებოდა.
ჩემს უბანში რომ შევუხვიე,რამდენიმე ქალი დავლანდე,რომლებიც ხის სკამზე ჩამომსხდარიყვნენ და შორი-ახლოს მოთამაშე ბავშვებს შეჰყურებდნენ. ჩემი დანახვისას საუბარი შეწყვიტეს და მომაშტერდნენ.
-ვინ არი?-მომესმა ბუტბუტი.
თვალები ავატრიალე და შარფი ჩამოვიწიე.
-მე ვარ,მზია ბებო,ვერ მიცანი?-მივუახლოვდი და ყველას ჩამოვუარე.
-რამხელა გაზრდილხარ! დაქალებულხარ! მიივიწყე აბა აქაურობა და როგორ გიცნობდით?-მომაყარეს-როგორი ლამაზი გოგო დამდგარა!
-ფეხით რას მოდიხარ,მამაშენი საპრეზიდენტო მანქანას ვენახში რო დააგელვებს,ვერ წამოგიყვანა?
-სიურპრიზი მოვუწყე,არ იციან-გამეცინა.
-ჰო-ო და ბებიაშენიც სიურპრიზით გაგიტეხამს თავსა,იმდენი ხანია,გელოდება!
-დააწყდა ქალს თვალები!
-ასე იციან,გაფრინდებიან ქალაქში და აღარ ახსოვთ არავინ...
-ხო არ გათხოვილხარ? -ტრადიციული კითხვა გამოჩნდა
-არა,როცა გავთხოვდები,აუცილებლად გაგაგებინებთ-უკვე მომბეზრებოდა მათთან საუბარი.
-დაიცა,ტელევიზორში რო ამბობდი,ვთხოვდებიო?
-ჰოდა,როცა გავთხოვდები,მაგასაც გამოვაცხადებ.-მოვუჭერი და სახლისკენ წავედი.
ჭიშკარი შევაღე და უჩუმრად შევიპარე სახლში.
უზარმაზარი,სამ სართულიანი სახლი გვქონდა,მაგრამ ზამთარში მხოლოდ ორ ოთახს ვიყენებდით,დანარჩენი კი ადამიანის ხილვის ბედნიერებას მაშინ გრძნობდა,როდესაც ბებიაჩემი გენერალურ “უბორკას” აწყობდა.
პატარა მისაღებში შევიჭყიტე,ტელევიზორი ჩართული იყო და სერიალს აჩვენებდა,სამზარეულოდან ჭურჭლის ხმა ისმოდა.
-ბებო!-დავიღრიალე და მსხვრევის ხმა მომესმა.
მალევე უფროსი ლენაც გამოჩნდა,ფერგადასულ სახეზე სიბრაზე გამოესახა,თავისი ფუმფულა ხელები მკერდზე დაიკრიფა და შემიძახა.
-რა ჰქვია შენს საქციელს?
-უძღები შვილიშვილის დაბრუნება-გავიცინე და მისკენ გავექანე.
მანაც ინება,ხელები გაშალა და მომეხვია,თუმცა მალევე მომშორდა,იქვე მიგდებულ ბუზების სახოცს დასწვდა და მომიქნია.
-უსინდისო! მატყუარა! ვერაგი!-თითო სიტყვას დარტყმას აყოლებდა-ოქრომბერში ვერ ჩამოვალ,ნოემბერში! ნოემბერში ვერა,ახალ წელს! ახალ წელს ვერა,შობას-ლამის მეც ბუზივით მიმაკლა,ბოლოს “იარაღი” წავართვი და უკან დავიხიე,
-კარგი,ქალო,რა დაგემართა!? ხომ ჩამოვედი?
-კაი დროსია! ვეგდეთ მე და მამაშენი აქ,არც ფეიერვერკი გაუსროლია ვინმეს,არც ხლაპუშკა და არც სიმღერა არ ყოფილა-თვალები აუწყლიანდა.
-ბებო-ო-გავწელე და ისევ მივეხუტე-ბოდიში,მომიტევე,ვერ მოვიცალე...
-ვიცი,რასაც აკეთებდი. საქმრო გყოლია თურმე და იცი,საიდან გავიგე? აქედან!-ტელევიზორზე მანიშნა.
-მართლა საქმრო კი არაა-ხელები გავასავსავე-მასე იმიტომ თქვა,რომ იმიჯისთვის სჭირდებოდა.
-გაგაიმიჯებ მე შენ!-დამიცაცხანა.
-რამდენი ხანი უნდა მეჩხუბო ახლა? მოდი,შენ რომ იცი,ისე ჩამეხუტე-ფუმფულა გვერდებზე მოვხვიე ხელები და ისიც დამნებდა-მამა სადაა?
-სად იქნება! მანქანასთან იძინებს და იღვიძებს,სულ უჩხიკინებს,რა აქვს ამ ახალთახალ მანქანას საჩხიკინო,მაგრამ მაინც... იქნება,ჯვარიც დაიწეროს!
მამაც მოვინახულე,ბებოსგამ განსხვავებით,არც გაბრაზებულა და არც ბევრი კითხვა დაუსვამს,გახარებული გადამეხვია და თავისი რაშის თითოეული ნაწილი დამათვალიერებინა.
ისეთი ბედნიერი იყო,ჩემი დარდი გადამავიწყა.
მონატრებულმა დავიარე მთელი სახლი,შემდეგ გემრიელად ვივახშმე ოჯახთან ერთად და ძლივს ვიგრძენი თავი მშვიდად. გასულ დღეებს იმდენად გამოვეფიტე,რომ მხოლოდ ახლა მივხვდი,რეალურად როგორ სტრესში ვიყავი.
ლეოს პირველი ზარი ჯერ კიდევ შუა დღით მივიღე,თუმცა ტელეფონი უხმო რეჟიმზე დავაყენე,ბოლოს კი გავთიშე.
ღამით ოთახში ბებოსთან ერთად მოვთავსდი და ტელეფონი ჩავრთე.
უმრავ შეტყობინება დამხვდა,ძირითადად როკოსი და ლეოსი.
როკო მეკითხებოდა,სად ვიყავი,მწერდა,რომ ლეო ყველგან დამეძებდა,რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი... მოკლედ მივწერე,რომ დროებით ქალაქში არ ვიქნებოდი და შემდეგში ავუხსნიდი ყველაფერს,შემდეგ კი გამბედაობა მოვიკრიფე და ლეოს შეტყობინებები გავხსენი.
მაშინვე მომაწვა ცრემლი,პირველივე სიტყვების დანახვისთანავე “სად ხარ? ახლა მივედი სახლში”
“სახლი” ისე იყო დაწერილი,თითქოს ორიცეს გვეკუთვნოდა და არა მხოლოდ მას. ძალა არ მეყო,რომ სხვა წერილებიც მენახა,ამიტომაც ტელეფონი კვლავ გავთიშე და იმაზე ფიქრს შევუდექი,სწორად ვიქცეოდი თუ არა.
იქნებ,ღირდა ლეოსთვის ყველაფერი ამეხსნა? თუმცა როგორ ამეხსნა?
გამთენიისას ჩამეძინა,მანამდე კი ვფიქრობდი... დაუსრულებლად.
მანქანის სიგნალმა და ხმაურმა გამომაფხიზლა.
ბებიას ხმა მისაღებიდან მომესმა,რომელიც ბურტყუნით შემოვიდა და საწოლზე დადებული მოსასხამი აიღო .
-ვინ ჯანაბაა,რა სიგნალი ატეხა,კაცო...
-ბებო!-საწოლიდან წამოვფრინდი და წამში გამოვფხიზლდი-თუ მე ვინმე მიკითხავს,აქ არ ვარ,გაიგე?
სიგნალი ისევ გაისმა.
-ვითომ რატომ? ვის ემალები?-თვალები დააწვრილა ლენამ.
-მერე აგიხსნი... ის კაცი,ხომ იცი,ვითომ ჩემი საქმრო,შეიძლება მეძებდეს...
-აკი არაფერი მაკავშირებსო?-ისევ გაბრაზდა.
-გეხვეწები რა ლენაჩკა,გთხოვ-გადმოვბობღდი და მლოცველივით მივუახლოვდი-უთხარი,აქ არააო და მერე ყველაფერს მოგიყვები.
პასუხი არ გამცა,თავი გააქნია და გარეთ გავიდა.
მისაღებში გავედი და ფანჯრიდან გავიჭყიტე.
ის იყო,ლენამ ქუჩის კარი გააღო და ლეოს თავიც გამოჩნდა. სასწრაფოდ უკან დავიხიე და ფარდას ამოვეფარე. მხოლოდ ნაწილობრივ ვხედავდი მის სახეს.
სერიოზული და შეწუხებული იყო,გაბრაზებულიც.
უდიდესი ნებისყოფა დამჭირდა,რომ ჩემი ფართხუნა პიჟამებით გარეთ არ გავჭრილიყავი. უკვე აღარ ვიცოდი,რა უნდა მექნა.გონება სრულად ამრეოდა,არც იმაში ვიყავი დარწმუნებული,რომ სწორად ვიქცეოდი და ვერც გამოსავალს ვხედავი.
ისევ საძინებელში დავბრუნდი და საბანი წავიფარე.
იმედია,მალე წავა...რა უნდა? ნეტავ,ასევე მომძებნიდა,ერთი კვირის შემდეგ რომ წამოვსულიყავი?
-შემოდი,შვილო-ბებიაჩემის ხმა მომესმა და გავშეშდი-ძინავს ისევ,გავაღვიძო?
ოხ,ლენა! შე მოღალატე!
თავზე საბანი გადავიფარე და მოვიკუნტე.
ნაბიჯების ხმა გავიგე და სხეული დამეჭიმა. მახეში ვიყავი.
საბანი გადამაძრეს,თვალები მაგრად დავხუჭე და უფრო მოვიკუნტე.
-შემომხედე!-მშვიდად,მაგრამ მკაცრად მითხრა.
თავი გავაქნიე და ახლა ბალიში ავიფარე. მალევე წამართვა,მხრებში ხელი ჩამავლო და წამომაყენა.ბოლოს და ბოლოს,ვიკახრე თვალების გახელა და აკანკალებული მივაჩერდი.
განრისხებული მზერა ჰქონდა,ხელებს მაგრად მიჭედა და მძიმედ სუნთქავდა.
-ახლა კარგად მომიყვები,რა მოხდა. თავიდან ბოლომდე და მოტყუება არ გაბედო!-დაიღრინა.
ამოვიწკმუტუნე და ცრემლები წამომივიდა.
-არა,არა-სწრაფად შემიმშრალა ლოყები-ტირილით თავს ვერ დაიძვრენ.
-მოსაყოლი არაფერია. -ძლივს ამოვთქვი-უბრალოდ ჩვენ არაფერი გამოგვივა. ვიცი,მერე უფრო რთული იქნებოდა და ამიტომ...
-რატომ გადაწყვიტე მხოლოდ შენ,როგორ რა გამოგვივა? -ხმას აუწია-თავიდანვე ვერ გეცოდინება,რა გამოვა! იქნებ დაიცადო და ნახო,რომ შეგვიძლია! შეშინებული კურდღელივით თუ დაიმალე,ვერასდროს გაიგებ მაგას,იმის შიშით,რომ ვინმეს ოდესმე დაშორდები,თავიდანვე არ უნდა მიაგდო ადამიანი!
-მაგიტომ არ დამიტოვებიხარ-წამომცდა.
-ვიცი,რომ სხვა რამეშია საქმე. თავიდანვე ვიცოდი,რომ რაღაცას მალავ.ამიტომაც,გირჩევნია თავადვე მითხრა,სანამ გავარკვვევდე.
-მაინც არ დამიჯერებ-უკანასკნელად გავიბრძოლე.
-შეეცადე.
ამოვიოხრე,ტელეფონი ავიღე და მეილზე შესაბამისი წერილი მოვძებნე,შემდეგ უსიტყვოდ გავუწოდე ლეოს.
ცოტა ხანს ჩუმად კითხულობდა,შემდეგ დაბნეული მზერით შემომხედა.
-ეს რა არის? სახუმაროდაა საქმე?
-ნამდვილია.მართლა დავწერე თხოვნა და ასრულდა.
თავი გაიქნია და უცნაურად მომაშტერდა.
-ამის მართლა გჯერა?
-ხომ გითხარი,არ დამიჯერებ-მეთქი.
-რა კავშირი აქვს საახალწლო სურვილებს ჩვენთან?
-ვისურვე,რომ ერთი დღით შეგყვარებოდი-უკვე მომინდა,რომ დაეჯერებინა,წინააღმდეგ შემთხვევაში,იფიქრებდა,რომ გავგიჟდი.
გაიცინა,კიდევ ერთხელ გადაიკითხა წერილი,შემდეგ მზერა ოდნავ დაუსერიოზულდა,მეც განვაგრძე.
-მაშინ გამაბრაზე,ვიფიქრე,ასე ჭკუას ვასწავლი-მეთქი,არც მე მეგონა,რომ გამოვიდოდა,მაგრამ პირველ იანვარს სიყვარულისგან გაგიჟებული მოვარდი. დაგავიწყდა?

შაქრის მამიკო - 874706458275

Комментарии

Комментариев нет.